ზოგიერთი საარჩევნო ღონისძიებების შესრულების ახალი ვადის განსაზღვრის შესახებ

დოკუმენტის ტიპი
ცენტრალური საარჩევნო კომისიის დადგენილება
დოკუმენტის ნომერი
18/2003
მიმღები ორგანო
საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია
მიღების თარიღი
2003-09-22
გამოქვეყნების თარიღი
2003-09-23
სარეგისტრაციო კოდი
010.220.020.13.007.006.079
ზოგიერთი საარჩევნო ღონისძიებების შესრულების ახალი ვადის განსაზღვრის შესახებ

სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 010.220.020.13.007.006.079

საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის

დადგენილება №18/2003

2003 წლის 21 სექტემბერი

ქ. თბილისი

ზოგიერთი საარჩევნო ღონისძიების შესრულების ახალი ვადის განსაზღვრის თაობაზე

საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსი” 29-ე მუხ­ლის პირველი პუნქტის „გ” ქვეპუნქტის საფუძველზე, საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია ადგენს:

    მუხლი 1

საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარეების დანიშვნის ახალ ვადად განისაზღვროს არა უგვიანეს 2003 წლის 26 სექტემბრის 1800 საათისა.

    მუხლი 2

საარჩევნო უბნის საზღვრებისა და მისამართების საოლქო საარჩევნო კომისიის მიერ დაზუსტების ახალ ვადად განისაზღვროს არა უგვიანეს 2003 წლის 25 სექტემბრისა.

    მუხლი 3

საოლქო საარჩევნო კომისიის მიერ შენობათა ჩამონათვალის გამოქვეყნება, სადაც აკრძალულია პლაკატების გამოკვრა, ახალ ვადად განისაზღვროს არა უგვიანეს 2003 წლის 30 სექტემბრის 1800 საათისა.

    მუხლი 4

საოლქო საარჩევნო კომისიის მიერ საარჩევნო უბნის საზღვრებისა და მასში შემავალ შენობა-ნაგებობათა ნუსხისა და მისამართების გამოქვეყნების ახალ ვადად განისაზღვროს არა უგვიანეს 2003 წლის 29 სექტემბრისა.

    მუხლი 5

ეს დადგენილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საოლქო სასამართლოში (მისამართი: ქ. თბილისი. გრ. რობაქიძის გამზ. 7ა) მისი მიღებიდან 3 კალენდარული დღის ვადაში.

    მუხლი 6

ეს დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

კომისიის თავმჯდომარე ნ. დევდარიანი

კომისიის მდივანი გ. მიქანაძე

 

 

 

კრებსითი — სრული ვერსია