საქართველოს ფინანასთა სამინისტროსა და საქართველოს ეროვნული ბანკის
ერთობლივი ბრძანება № 55/28
1999 წლის 26 თებერვალი
ქ. თბილისი
„საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სახაზინო ვალდებულებების გამოშვების, განთავსების, მიმოქცევის, აღრიცხვისა და დაფარვის შესახებ“ დებულებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე
სახაზინო ვალდებულებების აუქციონებში მონაწილეობის მისაღებად ინვესტორთა მოზიდვის , მათი ინტერესების დაცვის და აქედან გამომდინარე , მოქმედი დებულების სრულყოფის მიზნით „ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სახაზინო ვალდებულებების გამოშვების , განთავსების , მიმოქცევის , აღრიცხვისა და დაფარვის შესახებ “ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს და საქართველოს ეროვნული ბანკის 1997 წლის 8 აგვისტოს № 194/45 ერთობლივი ბრძანებით დამტკიცებულ დებულებაში შეტანილი იქნეს შემდეგი ცვლილებები :
1. დებულების 2.1. პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით :
„ აუქციონში მონაწილეობის უფლება აქვს კომერციულ ბანკებს ( შემდგომში „ ბანკებს “) და მათი მეშვეობით - რეზიდენტ და არარეზიდენტ ფიზიკურ და იურიდიულ პირებს .
ინვესტორების თანხებით აუქციონზე არ დაიშვებიან ის ბანკები , რომელთაც ეროვნული ბანკის მიერ შეზღუდული აქვთ ვალდებულებების გაზრდა , მათ შორის ბანკის კლიენტების მხრიდან სახსრების მოზიდვა სახელმწიფო ფასიან ქაღალდებში ინვესტირების განსახორციელებლად ".
2. დებულების № 4 დანართის მე -2, მე -3 და მე -5 სვეტებიდან ამოღებულ იქნეს „ ვარსკვლავები “ (*).
3. დებულების № 4 დანართს შენიშვნაში დაემატოს „ მეორე სვეტი ივსება კლიენტის სურვილის გათვალისწინებით “.
4. დებულების № 7 დანართს შენიშვნებში დაემატოს „ სახაზინო ვალდებულებების გამსხვისებლის ( დამგირავებლის ) და ახალი მფლობელის ( მოგირავნის ) დასახელება და ხელმოწერები მიეთითება კლიენტის სურვილის გათვალისწინებით “.
5. დებულების № 8 დანართს შენიშვნებში დაემატოს „ ინვესტორის დასახელება და ხელმოწერა მიეთითება კლიენტის სურვილის გათვალისწინებით “.
საქართველოს ფინანსთა მინისტრი დავით ონოფრიშვილი
საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი ირაკლი მანაგაძე