რეცეპტების სპეციალურ ბლანკებზე გამოსაწერი სამკურნალო საშუალებების ჩამონათვალის დამტკიცების შესახებ

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს მინისტრის ბრძანება
დოკუმენტის ნომერი
192/ნ
მიმღები ორგანო
საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი
მიღების თარიღი
2003-09-01
გამოქვეყნების თარიღი
2011-06-15
სარეგისტრაციო კოდი
470.200.000.11.119.006.052
რეცეპტების სპეციალურ ბლანკებზე გამოსაწერი სამკურნალო საშუალებების ჩამონათვალის დამტკიცების შესახებ

სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 470.200.000.11.119.006.052

საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის

ბრძანება №192/ნ

2003 წლის 1 სექტემბერი

ქ. თბილისი

რეცეპტის სპეციალურ ბლანკებზე გამოსაწერი სამკურნალო საშუალებების ჩამონათვალის დამტკიცების შესახებ

„ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებების, პრეკურსორებისა და ნარკოლოგიური დახმარების შესახებ” საქართველოს კანონის 27-ე მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:

1. დამტკიცდეს რეცეპტის სპეციალურ ბლანკებზე გამოსაწერი სამკურნალო საშუალებების ჩამონათვალი (დანართი № 1).

2. ამ ბრძანების გაცნობა ყველა შესაბამისი სამედიცინო და ფარმაცევტული დაწესებულებისათვის დაევალოს მინისტრის აპარატს (გ.ჩახვაძე).

3. კონტროლი ამ ბრძანების შესარულებაზე განახორციელოს მინისტრის მოადგილემ ი. კალანდაძემ.

4. ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებიდან 30-ე დღეს.

ა. გამყრელიძე

შეტანილი ცვლილებები:

1. ძალადაკარგულია - საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2011 წლის 15 ივნისის ბრძანება №01-34/ნ - ვებგვერდი, 15.06.2011წ.

დანართი № 1

რეცეპტის სპეციალურ ბლანკებზე გამოსაწერი სამკურნალო საშუალებების ჩამონათვალი

ა) ფორმა № 1 რეცეპტის ბლანკზე გამოსაწერი სამკურნალო საშუალებების ჩამონათვალი

ბუპრენორფინი   

ეთილმორფინი

კოდეინი

მორფინი

ნალბუფინი

ომნოპონი

პენტაზოცინი

სტადოლი

ტრამადოლი

ტრიმეპერიდინი (პრომედოლი)

ფენტანილი

ბ) ფორმა № 2 რეცეპტის ბლანკზე გამოსაწერი სამკურნალო საშუალებების ჩამონათვალი

ალპრაზოლამი

ბარბიტალი

ბრომაზეპამი

დიაზეპამი

ზოლპიდემი

კლონაზეპამი

კლორაზეპატი

კლოქსაზოლამი

ლორაზეპამი

მედაზეპამი

მეპრობამატი

მიდაზეპამი

ნიტრაზეპამი

ოქსაზეპამი

ტენაზეპამი

ტეტრაზეპამი

ტრიაზოლამი

ფენობარბიტალი

ქლორდიაზეპოქსიდი

შენიშვნა:

1. რეცეპტის ბლანკებზე გამოიწერება მხოლოდ საქართველოში რეგისტრირებული სამკურნალო საშუალებები.

2. „ა” და „ბ” ჩამონათვალს მიეკუთვნება მათში მითითებული ნივთიერებების ყველა წამლის ფორმა, ნებისმიერი სავაჭრო დასახელებით.

3. გარდა ფსიქოტროპული ნივთიერებებისა, ფორმა № 2 რეცეპტის ბლანკზე გამოწერას, აგრეთვე, ექვემდებარება:

ა) ექსტემპორალურად მოსამზადებელი ნებისმიერი კომბინირებული პრეპარატი, რომელიც მზა წამლის ფორმის სახით არ მიეკუთვნება „ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებების, პრეკურსორებისა და ნარკოლოგიური დახმარების შესახებ” საქართველოს კანონით გათვალისწინებულ სიებს, მაგრამ მის შემადგენლობაში შედის ერთი ან რამდენიმე სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებული ნივთიერება;

ბ) შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის იმ ბრძანებით გათვალისწინებული სამკურნალო საშუალებები, რომელიც არეგულირებს სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებული ნივთიერებების შემცველი კომბინირებული პრეპარატების, აგრეთვე, ზოგიერთი ფსიქოაქტიური მოქმედების მედიკამენტის ლეგალური ბრუნვის წესებს.

კრებსითი — სრული ვერსია