,,ციფრული ხელმოწერის სერტიფიკატისა და ციფრული ხელმოწერის სერტიფიკატის გამცემის მიმართ ტექნიკური რეგლამენტის შემუშავებისა და დამტკიცების წესის შესახებ“

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს მთავრობის დადგენილება
დოკუმენტის ნომერი
117
მიმღები ორგანო
საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი
2008-05-07
გამოქვეყნების თარიღი
2011-02-08
სარეგისტრაციო კოდი
300.160.070.10.003.001.062
,,ციფრული ხელმოწერის სერტიფიკატისა და ციფრული ხელმოწერის სერტიფიკატის გამცემის მიმართ ტექნიკური რეგლამენტის შემუშავებისა და დამტკიცების წესის შესახებ“

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №117

2008 წლის 7 მაისი

ქ. თბილისი

ციფრული ხელმოწერის სერტიფიკატისა და ციფრული ხელმოწერის სერტიფიკატის გამცემის მიმართ ტექნიკური რეგლამენტის შემუშავებისა და დამტკიცების წესის შესახებ

    მუხლი 1

„საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონისა და „ელექტრონული ხელმოწერისა და ელექტრონული დოკუმენტის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის საფუძველზე, დამტკიცდეს ციფრული ხელმოწერის სერტიფიკატისა და ციფრული ხელმოწერის სერტიფიკატის გამცემის მიმართ ტექნიკური რეგლამენტის შემუშავებისა და დამტკიცების წესი.

    მუხლი 2.

ციფრული ხელმოწერის სერტიფიკატისა და ციფრული ხელმოწერის სერტიფიკატის გაცემის მსურველთა მიმართ ტექნიკური რეგლამენტის შემუშავების წესი

1. ტექნიკური რეგლამენტის შემუშავება ხორციელდება ციფრული ხელმოწერის სერტიფიკატისა და ციფრული ხელმოწერის სერტიფიკატის გაცემის მსურველთა მიმართ „ელექტრონული ხელმოწერის და ელექტრონული დოკუმენტის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-15 მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრული ზოგადი მოთხოვნების საფუძველზე.

2. ტექნიკური რეგლამენტი უნდა შეიცავდეს:

ა) ციფრული ხელმოწერის სერტიფიკატის გამცემთა მიერ სერტიფიკატების გაცემის მომსახურების გაწევის პირობებს;

ბ) ციფრული ხელმოწერის პროგრამულ უზრუნველყოფასთან დაკავშირებულ უსაფრთხოების ნორმებს;

გ) ციფრული ხელმოწერის სერტიფიკატის გაცემისათვის საჭირო მოთხოვნებს ინფრასტრუქტურასთან დაკავშირებით;

დ) ციფრული ხელმოწერის სერტიფიკატის გამცემთა საქმიანობის შეჩერება-შეწყვეტისა და ხელახალი ამოქმედების პროცედურებს;

ე) მოთხოვნებს სერტიფიკატის გამცემი ცენტრის მომსახურე პერსონალის მიმართ;

ვ) ციფრული ხელმოწერის სერტიფიკატის გაცემის შეჩერება-ამოქმედების, მოქმედების ვადის გაგრძელების, გაუქმების ზუსტი თარიღისა და დროის დადგენის საშუალებებსა და მექანიზმებს;

ზ) ციფრული ხელმოწერის დახურული და ღია გასაღებების გენერირებისათვის განკუთვნილი საიმედო არასანქცირებული და მოდიფიცირებისაგან დაცული ელექტრონული საშუალებების, მათ შორის, ალგორითმების სისტემას;

თ) ციფრული ხელმოწერის სერტიფიკატის შესახებ მონაცემთა ბაზაში ინფორმაციის შენახვის პირობებს და სხვა.

3. ამ დადგენილების მე-2 მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრული მოთხოვნების გარდა, თანამედროვე ელექტრონული ტექნოლოგიების განვითარებასთან ერთად ტექნიკურ რეგლამენტში შესაძლებელია გაიწეროს დამატებითი მოთხოვნები და პირობები აკრედიტაციის მსურველთა მიმართ.

4. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამი­ნისტრომ:

ა) ამ დადგენილების შესაბამისად შეიმუშაოს ტექნიკური რეგლამენტი ციფრული ხელმოწერის სერტიფი­კატისა და ციფ­რული ხელმოწერის სერტიფიკატის გამცემთა მიმართ;

ბ) შექმნას სპეციალური ჯგუფი, რომელიც შეიმუშავებს ტექნიკურ რეგლამენტს და მოამზადებს რეკომენდაციებს ელექ­ტრონული ხელმოწერის უსაფრთხოების პოლიტიკის უზრუნ­ველ­საყოფად;

გ) განუსაზღვროს ჯგუფს ამოცანები და ვადები ტექნიკური რეგლამენტის შემუშავებისათვის.

საქართველოს მთავრობის 2011 წლის 8 თებერვლის დადგენილება №64 - ვებგვერდი, 15.02.2011წ.

    მუხლი 3.

ციფრული ხელმოწერის სერტიფიკატისა და ციფრული ხელმოწერის სერტიფიკატის გამცემის მიმართ ტექნიკური რეგლამენტის დამტკიცების წესი

1. დადგენილების საფუძველზე შემუშავებული ტექნიკური რეგლამენტი დასამტკიცებლად წარედგინება საქართველოს მთავრობას.

2. საქართველოს მთავრობა იხილავს ტექნიკურ რეგლამენტს და „ელექტრონული ხელმოწერისა და ელექტრონული დოკუმენტის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად ამტკიცებს ტექნიკურ რეგლამენტს.

    მუხლი 4.

დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

პრემიერ-მინისტრი ვ. გურგენიძე

შეტანილი ცვლილებები:

1. საქართველოს მთავრობის 2011 წლის 8 თებერვლის დადგენილება №64 - ვებგვერდი, 15.02.2011წ.

კრებსითი — სრული ვერსია