,,საქართველოს საგადასახადო შემოსავლების სამინისტროს გენერალური ინსპექციის დებულების დამტკიცების თაობაზე” საქართველოს საგადასახადო შემოსავლების მინისტრის 2000 წლის 29 სექტმბრის №343 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს მინისტრის ბრძანება
დოკუმენტის ნომერი
392
მიმღები ორგანო
საქართველოს ფინანსთა მინისტრი
მიღების თარიღი
2003-08-08
გამოქვეყნების თარიღი
2003-08-22
სარეგისტრაციო კოდი
200.250.000.11.117.006.021
,,საქართველოს საგადასახადო შემოსავლების სამინისტროს გენერალური ინსპექციის დებულების დამტკიცების თაობაზე” საქართველოს საგადასახადო შემოსავლების მინისტრის 2000 წლის 29 სექტმბრის №343 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

საქართველოს ფინანსთა მინისტრის

ბრძანება № 392

2003 წლის 8 აგვისტო

ქ. თბილისი

„საქართველოს საგადასახადო შემოსავლების სამინისტროს გენერალური ინსპექციის დებულების დამტკიცების თაობაზე” საქართველოს საგადასახადო შემოსავლების მინისტრის 2000 წლის 29 სექტემბრის № 343 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

საქართველოს პრეზიდენტის 2002 წლის 31 დეკემბრის № 567 ბრძანებულების „საქართველოს ფინანსთა სამინისტროს დებულების შესახებ” მე-4 მუხლის მე-2 პუნქტის „ი” ქვეპუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ:

საქართველოს საგადასახადო შემოსავლების მინისტრის 2000 წლის 29 სექტემ ბრის № 343 ბრძანებაში „საქართველოს საგადასახადო შემოსავლების სამინისტროს გენერალური ინსპექციის დებულების დამტკიცების თაობაზე” (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე. 04.10.2000 წ., № 90, მუხ. 779) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:

1. ბრძანების სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

 „საქართველოს ფინანსთა სამინისტროს გენერალური ინსპექციის დებულების დამტკიცების თაობაზე”.

2. დებულების სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

 „საქართველოს ფინანსთა სამინისტროს გენერა ლური ინსპექციის დებულება”.

3. დებულების მე-15 მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ 3. სამსახურებრივი მოკვლევის სამმართველოს უფროსს ჰყავს მოადგილეები“.

4. ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

 

მ. გოგიაშვილი

 

 

კრებსითი — სრული ვერსია