საქართველოს სოფლის მეურნეობისა და სურსათის მინისტრის
ბრძანება №2-221
2003 წლის 12 აგვისტო
ქ. თბილისი
„ალკოჰოლიანი სასმელების სერტიფიკაციის სისტემის შესახებ“ და „ალკოჰოლიანი სასმელების სერტიფიკაციის წესის შესახებ“ დებულებების, „წარმოშობის სერტიფიკატის გაცემის წესის“, „ღვინის ჩამოხარისხების წესის“ დამტკიცების შესახებ
საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრის 2012 წლის 24 აპრილის ბრძანება №2-69 - ვებგვერდი, 30.04.2012წ.
„ვაზისა და ღვინის შესახებ” საქართველოს კანონით საქართველოს სოფლის მეურნეობისა და სურსათის სამინისტროს დაევალა საქართველოს მევენახეობისა და მეღვინეობის დარგის მარეგულირებელი ნორმატიული აქტების გამოცემა.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვბრძანებ:
1. დამტკიცდეს თანდართული დებულება „ ალკოჰოლიანი სასმელების სერტიფიკაციის სისტემის შესახებ” და ამოქმედდეს 2004 წლის 1 იანვრიდან.
2. დამტკიცდეს თანდართული დებულება „ ალკოჰოლიანი სასმელების სერტიფიკაციის წესის შესახებ” და ამოქმედდეს 2004 წლის 1 იანვრიდან.
3. (ამოღებულია - 24.04.2012, №2-69).
საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრის 201 2 წლის 24 აპრილის ბრძანება № 2 - 69 - ვებგვერდი, 30 .0 4 .201 2 წ .
4. დამტკიცდეს თანდართული „წარმოშობის სერტიფიკატის გაცემის წესი” და ამოქმედდეს მიმდინარე წლის 1 ოქტომბრიდან.
5. დამტკიცდეს თანდართული „ღვინის ჩამოხარისხების წესი” და ამოქმედდეს 2004 წლის 1 იანვრიდან.
6. იურიდიული, კანონშემოქმედებითი და პარლამენტთან ურთიერთობის სამსახურმა (გ. მერაბიშვილი) უზრუნველყოს წინამდებარე ბრძანების რეგისტრაცია საქართველოს იუსტიციის სამინისტროში, ხოლო დეპარტამენტმა „სამტრესტმა“ მისი გამოქვეყნება.
7. კონტროლი ბრძანების შესრულებაზე განახორციელოს მინისტრის მოადგილემ დ. გრიგოლიამ
ნ. მამალაძე
მინისტრის პირველი მოადგილე
შეტანილია ცვლილებები:
1. საქართველოს სოფლის მეურნეობისა და სურსათის მინისტრის 2007 წლის 31 ივლისის ბრძანება №2-115 - სსმ III, 01.08.2007, №108, მუხ.1203
2. საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრის 2012 წლის 24 აპრილის ბრძანება №2-69 - ვებგვერდი, 30.04.2012წ.
3. საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრის 201 3 წლის 10 ივლისის ბრძანება №2- 164 - ვებგვერდი, 1 0.0 7 .201 3 წ.
4. საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრის 2015 წლის 6 თებერვლის ბრძანება № 2-28 - ვებგვერდი, 0 9 .02.2015წ.
5. ძალადაკარგულია - საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის 2018 წლის 1 9 თებერვლის ბრძანება № 2- 8 2 - ვებგვერდი, 2 0 .02.2018წ.
დებულება
ალკოჰოლიანი სასმელების სერტიფიკაციის სისტემის შესახებ
მუხლი 1. ზოგადი დებულებები
1. დებულება „ალკოჰოლიანი სასმელების სერტიფიკაციის სისტემის შესახებ” (შემდგომში – დებულება) შემუშავებულია „ვაზისა და ღვინის შესახებ” საქართველოს კანონის საფუძველზე.
2. წინამდებარე დებულება არეგულირებს ყურძნისეული წარმოშობის ალკოჰოლიანი სასმელებისა და სპირტების (შემდგომში – ალკოჰოლიანი სასმელები) შესაბამისობაზე სერტიფიკაციის საკითხებს.
3. ალკოჰოლიანი სასმელების სერტიფიკაციის სისტემის (შემდგომში – სერტიფიკაციის სისტემა) ძირითადი მიზანია სამომხმარებლო ბაზრის დაცვა უხარისხო, ფალსიფიცირებული და მომხმარებლის სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის პოტენციურად საშიში პროდუქციისაგან.
4. სერტიფიკაციის სისტემის ფუნქციონირება ეფუძნება „პროდუქციისა და მომსახურების სერტიფიკაციის შესახებ“, „ვაზისა და ღვინის შესახებ“ და „მომხმარებელთა უფლებების დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონებს და სხვა ნორმატიულ აქტებს.
5. სერტიფიკაციის სისტემაში მოქმედი დებულებები და წესები სავალდებულოა შესასრულებლად სერტიფიკაციის ყველა მონაწილისათვის.
6. სერტიფიკაციის სისტემაში მოქმედი დებულებებისა და წესების დაცვით სერტიფიცირებული ალკოჰოლიანი სასმელების შესაბამისობას კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებთან ადასტურებს შესაბამისობის სერტიფიკატი.
საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრის 2012 წლის 24 აპრილის ბრძანება №2-69 - ვებგვერდი, 30.04.2012წ.
მუხლი 2. ტერმინთა განმარტებები
წინამდებარე დებულებაში გამოყენებულ ტერმინებს აქვთ შემდეგი მნიშვნელობები:
ა) სერტიფიკაციის სისტემა – სისტემა, რომელსაც აქვს სერტიფიკაციის ჩასატარებლად საჭირო მართვისა და პროცედურების საკუთარი წესები;
ბ) ერთგვაროვანი პროდუქციის სერტიფიკაციის სისტემა – სერტიფიკაციის სისტემა, რომელიც მოიცავს განსაზღვრულ პროდუქციას და რომლისთვისაც გამოიყენება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი კონკრეტული ნორმები და პროცედურები;
გ) ალკოჰოლიანი სასმელების სერთიფიკაციის სისტემა – ერთგვაროვანი პროდუქციის სერტიფიკაციის სისტემა, რომელსაც გააჩნია სერტიფიკაციის ჩასატარებლად საჭირო მართვის საკუთარი წესები და ერთი და იგივე პროცედურები;
დ) სერტიფიკაცია – პროცედურა, რომლის საშუალებითაც სერტიფიკაციის ორგანო წერილობით ადასტურებს, რომ დადგენილი წესით იდენტიფიცირებული სასერტიფიკაციო ალკოჰოლიანი სასმელი შეესაბამება მოქმედი ნორმატიული დოკუმენტით (დოკუმენტებით) მის მიმართ წაყენებულ მოთხოვნებს;
ე) სერტიფიკაციის სისტემის ცენტრალური ორგანო – სერტიფიკაციის ორგანო, რომელიც ახდენს ერთგვაროვანი პროდუქციის სერტიფიკაციას და სერტიფიკაციის სისტემის სამუშაოთა ორგანიზებას;
ვ) შესაბამისობის სერტიფიკატი – სერტიფიკაციის სისტემის წესების შესაბამისად გაცემული დოკუმენტი, რომელიც ადასტურებს, რომ დადგენილი წესით იდენტიფიცირებული პროდუქცია შეესაბამება კონკრეტული ნორმატიული დოკუმენტის (დოკუმენტების) მიერ მის მიმართ წაყენებულ მოთხოვნებს;
ზ) პროდუქციის იდენტიფიკაცია – პროდუქციის დასახელების, რაოდენობისა და მახასიათებლების შესაბამისობის დადგენა როგორც პროდუქციის თანმდევ, ისე მეწარმის ტექნოლოგიურ წიგნსა და აღრიცხვის სხვა დოკუმენტებში დაფიქსირებულ მონაცემებთან;
თ) (ამოღებულია - 24.04.2012, №2-69);
ი) განმცხადებელი – ალკოჰოლიან სასმელებზე შესაბამისობის სერტიფიკატის მიღების მსურველი ფიზიკური ან იურიდიული პირი.
საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრის 2012 წლის 24 აპრილის ბრძანება №2-69 - ვებგვერდი, 30.04.2012წ.
მუხლი 3. ალკოჰოლიანი სასმელების სერტიფიკაციის სისტემის თავისებურებანი
1. საქართველოში ყურძნისეული წარმოშობის ალკოჰოლიანი სასმელებისა და სპირტების, როგორც ერთგვაროვანი პროდუქციის, სერტიფიკაციის სამუშაოებს ახორციელებს და შესაბამისობის სერტიფიკატებს გასცემს მხოლოდ სერტიფიკაციის ცენტრალური ორგანო – საჯარო სამართლის იურიდიული პირი – „ღვინის ეროვნული სააგენტო (შემდგომში – „სააგენტო)“.
2. შესაბამისობის სერტიფიკატის გაცემაზე გადაწყვეტილების მისაღებად განიხილება სამი აუცილებელი პირობა:
ა) ანალიტიკური ექსპერტიზის შედეგები;
ბ) ორგანოლეპტიკური ტესტირების შედეგები;
გ) ალკოჰოლიანი სასმელების წარმოების წესებისა და რეგლამენტების დაცვის სახელმწიფო კონტროლის შედეგები.
საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრის 2012 წლის 24 აპრილის ბრძანება №2-69 - ვებგვერდი, 30.04.2012წ.
მუხლი 4. ალკოჰოლიანი სასმელების სერტიფიკაციის სისტემის მონაწილენი და მათი ფუნქციები
1. სერტიფიკაციის სისტემის მონაწილეებს წარმოადგენენ:
ა) საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტრო;
ბ) სააგენტო;
გ) აკრედიტებული საგამოცდო ლაბორატორია;
დ) განმცხადებელი.
2. საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს ძირითადი ფუნქციებია:
ა) ალკოჰოლიანი სასმელების სერტიფიკაციის სისტემის შექმნა;
ბ) საქართველოში სავალდებულო სერტიფიკაციას დაქვემდებარებული ალკოჰოლიანი სასმელების ნომენკლატურის დადგენა და იმ ნორმატიული დოკუმენტების განსაზღვრა, რომელთა შესაბამისობაზეც ტარდება ალკოჰოლიანი სასმელების სერტიფიკაცია;
გ) სერტიფიკაციის სისტემის ცენტრალური ორგანოს განსაზღვრა;
დ) ალკოჰოლიანი სასმელების სერტიფიკაციის წესის დადგენა;
ე) სერტიფიკაციის სისტემის მუშაობაზე სახელმწიფო კონტროლისა და ზედამხედველობის განხორციელება;
ვ) სერტიფიკაციასთან დაკავშირებული საჩივრების განხილვა და მათზე გადაწყვეტილების მიღება.
3. სააგენტო ახორციელებს შემდეგ ფუნქციებს:
ა) შეიმუშავებს სერტიფიკაციის სისტემის მეთოდურ დოკუმენტებს;
ბ) შეიმუშავებს წინადადებებს სერტიფიკაციის სისტემისა და სერტიფიკაციისათვის გამოყენებული ნორმატიული დოკუმენტების სრულყოფის შესახებ;
გ) ადგილწარმოშობის დასახელებისა და მხარის ღვინოების, აგრეთვე ადგილწარმოშობის დასახელების ღვინის ბრენდების სერტიფიცირებისას ითვალისწინებს არსებულ ინფორმაციას კანონმდებლობით დადგენილი მათი წარმოების წესების დაცვის სახელმწიფო კონტროლის შედეგების შესახებ;
დ) ახორციელებს პროდუქციის სერტიფიკაციის ორგანიზებასა და ჩატარებას, მათ შორის, ალკოჰოლიანი სასმელების ორგანოლეპტიკურ ტესტირებას;
ე) გასცემს შესაბამისობის სერტიფიკატებს;
ვ) ახორციელებს გაცემული შესაბამისობის სერტიფიკატის რეგისტრაციას სისტემის რეესტრში;
ზ) სერტიფიცირებულ პროდუქციაზე ახორციელებს საინსპექციო კონტროლს.
4. აკრედიტებული საგამოცდო ლაბორატორიის ძირითად ფუნქციას წარმოადგენს კონკრეტული სასერტიფიკაციო ალკოჰოლიანი სასმელების ანალიტიკური ექსპერტიზის ჩატარება და გამოცდის ოქმის გაცემა.
5. განმცხადებელი ვალდებულია:
ა) ალკოჰოლიანი სასმელების რეალიზაცია მოახდინოს მხოლოდ სააგენტოს მიერ გაცემული შესაბამისობის სერტიფიკატით;
ბ) შეასრულოს „პროდუქციის და მომსახურების სერტიფიკაციის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული ვალდებულებები.
საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრის 2012 წლის 24 აპრილის ბრძანება №2-69 - ვებგვერდი, 30.04.2012წ.
დებულება
საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრის 2015 წლის 6 თებერვლის ბრძანება № 2-28 - ვებგვერდი, 0 9 .02.2015წ.
ალკოჰოლიანი სასმელების სერტიფიცირების წესის შესახებ
მუხლი 1. ზოგადი დებულებები
1. დებულება „ალკოჰოლიანი სასმელების სერტიფიცირების წესის შესახებ“ (შემდგომში-დებულება) შემუშავებულია „ვაზისა და ღვინის შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე.
2. ეს დებულება არეგულირებს საქართველოში წარმოებული ღვინის, ყურძნისეული წარმოშობის სპირტიანი სასმელების და სპირტების (შემდგომში – ალკოჰოლიანი სასმელები) შესაბამისობაზე სერტიფიცირების საკითხებს.
3. ალკოჰოლიანი სასმელების სერტიფიცირებას ახორციელებს საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებული საჯარო სამართლის იურიდიული პირი - ღვინის ეროვნული სააგენტო (შემდგომში – სააგენტო).
მუხლი 2. ტერმინთა განმარტებები
ამ დებულებაში გამოყენებულ ტერმინებს აქვთ შემდეგი მნიშვნელობა:
ა) სერტიფიცირება - პროცედურა, რომლითაც ხორციელდება ალკოჰოლიანი სასმელების ხარისხობრივი მაჩვენებლების, თვისობრივი მახასიათებლების მევენახეობა-მეღვინეობის დარგის მარეგულირებელ საქართველოს კანონმდებლობასთან და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებით განსაზღვრულ მოთხოვნებთან შესაბამისობის დადგენა;
ბ) შესაბამისობის სერტიფიკატი (შემდგომში – სერტიფიკატი) – დოკუმენტი, რომელიც ადასტურებს, რომ ალკოჰოლიანი სასმელების ხარისხობრივი მაჩვენებლები და თვისობრივი მახასიათებლები შეესაბამება მევენახეობა-მეღვინეობის დარგის მარეგულირებელი საქართველოს კანონმდებლობის და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებით განსაზღვრულ მოთხოვნებს;
გ) განმცხადებელი - ალკოჰოლიან სასმელებზე სერტიფიკატის მიღების მიზნით განაცხადის წარმდგენი ფიზიკური ან იურიდიული პირი;
დ) ლოტის ნომერი - 11 ნიშნა სპეციალური ნომერი, რომელიც იძლევა ლოტის იდენტიფიკაციის საშუალებას;
ე) ალკოჰოლიანი სასმელების ჩამოსხმის პირობები - ალკოჰოლიანი სასმელების ჩამოსხმის პროცესის ტექნიკურ-ტექნოლოგიურ გარემოებათა ერთობლიობა, რომელთა ცვლილებამაც შეიძლება გამოიწვიოს პროდუქციის ხარისხობრივი მაჩვენებლების და თვისობრივი მახასიათებლების შეცვლა;
ვ) საინსპექციო კონტროლი - პროცედურა, რომელსაც ახორციელებს სააგენტო, სერტიფიცირებისათვის წარმოდგენილი ნიმუშის ლოტთან მიმართებაში იდენტურობის დასადგენად.
მუხლი 3. რეგისტრაცია
1. სერტიფიკატის მიღების აუცილებელ პირობას წარმოადგენს ალკოჰოლიანი სასმელების მწარმოებელი ფიზიკური ან იურიდიული პირის (შემდგომში - პირი) რეგისტრაცია სააგენტოში წარდგენილი განაცხადის საფუძველზე (დანართი №1).
2. რეგისტრირებული ღვინის მწარმოებელთა რეესტრი ქვეყნდება სააგენტოს ვებგვერდზე.
3. რეგისტრირებულ პირებს სააგენტოს მიერ ენიჭება უნიკალური ხუთნიშნა კოდი, ხოლო სააგენტოს ელექტრონული სერტიფიცირების პროგრამაში (შემდგომში – ესპ) რეგისტრაციისას - ავტორიზაციისათვის განკუთვნილი შესაბამისი სახელი და პაროლი.
მუხლი 4. ალკოჰოლიანი სასმელების სერტიფიცირებასთან დაკავშირებული პროცედურები
ალკოჰოლიანი სასმელების სერტიფიცირება მოიცავს:
ა) სერტიფიცირებაზე განაცხადის წარდგენას;
ბ) სასერტიფიკაციო ლოტიდან ალკოჰოლიანი სასმელების ნიმუშის აღებას;
გ) ნიმუშის ლაბორატორიულ გამოცდას;
დ) ნიმუშის ორგანოლეპტიკურ ტესტირებას;
ე) ალკოჰოლიანი სასმელების წარმოებისათვის დადგენილ წესებთან და ტექნიკური რეგლამენტების მოთხოვნებთან შესაბამისობაზე მონიტორინგის განხორციელებას;
ვ) საწარმოში არსებული ალკოჰოლიანი სასმელების ნაშთების არსებობის დადასტურებას;
ზ) ალკოჰოლიანი სასმელების საინსპექციო კონტროლს, სააგენტოს თავმჯდომარის შესაბამისი გადაწყვეტილების საფუძველზე;
თ) სერტიფიკატის გაცემის (ან მის გაცემაზე უარის თქმის) შესახებ გადაწყვეტილების მიღებას, სერტიფიკატის რეგისტრაციას და გაცემას.
მუხლი 5. სერტიფიცირებაზე განაცხადის წარდგენა
1. ალკოჰოლიანი სასმელების სერტიფიკატის მიღების მიზნით განმცხადებელი სააგენტოს წარუდგენს:
ა) განაცხადს შესაბამისობის სერტიფიკატის გაცემის შესახებ (დანართი №2);
ბ) ინფორმაციას სერტიფიკატის გაცემის თაობაზე განაცხადის წარდგენის დროისათვის საწარმოში ალკოჰოლიანი სასმელების რაოდენობისა და წარმოშობის შესახებ (დანართი №3);
გ) ალკოჰოლიანი სასმელის შესყიდვის (ან/და უსასყიდლოდ გადაცემის) დამადასტურებელი დოკუმენტის ასლს, თუ ის შესყიდულია ან მიღებულია სხვა პირისაგან.
2. ალკოჰოლიანი სასმელების ექსპორტირების განხორციელების მიზნით განმცხადებელი სააგენტოს დამატებით წარუდგენს ინვოისს, რომელშიც სავალდებულოა მითითებული იქნეს ტვირთის წონა, აგრეთვე შესაბამის ენაზე შესრულებული მიმწოდებლის, მიმღებისა და პროდუქციის ზუსტი დასახელება.
3. პირის მიერ განაცხადისა და მასზე თანდართული დოკუმენტაციის სააგენტოში წარდგენა ნებადართულია, აგრეთვე ესპ-ის პროგრამის გამოყენებით.
4. განმცხადებელი პასუხისმგებელია მის მიერ სააგენტოსათვის წარდგენილ ინფორმაციის უტყუარობაზე.
5. განმცხადებლის მიერ სერტიფიკატის მისაღებად სააგენტოსთვის არასრული ან/და შეუსაბამო მონაცემების შემცველი დოკუმენტაციის წარდგენა, სერტიფიცირების პროცედურების დაწყებაზე ან/და სერტიფიკატის გაცემაზე უარის თქმის საფუძველია.
მუხლი 6. ლოტის ნომერი
1. სარეალიზაციოდ განკუთვნილ სამომხმარებლო ტარაში დაფასოებულ ალკოჰოლიან სასმელზე სავალდებულოა დატანილ იქნეს ლოტის ნომერი.
2. ლოტის ნომერი შეიძლება დატანილი იქნეს, როგორც ალკოჰოლიანი სასმელის ეტიკეტზე, ისე უშუალოდ სამომხმარებლო ტარაზე.
3. ლოტის ნომერი შედგება 11 ნიშნისაგან (გამოსახული ციფრებით ან/და ლათინური ასოებით), რომლის წინ კეთდება აღნიშვნა L (ლოტი). ლოტის ნომრის პირველი ოთხი ნიშანი წარმოადგენს სააგენტოს მიერ პირისათვის მინიჭებულ უნიკალურ ოთხნიშნა კოდს, ხოლო შემდგომი შვიდი ნიშნით კოდირებულია ალკოჰოლიანი სასმელის ჩამოსხმის პირობები და თარიღი.
4. ალკოჰოლიანი სასმელის ლოტის მონაცემები (მათ შორის პროდუქციის სახეობა, დასახელება, რაოდენობა, მახასიათებლები) ინახება სააგენტოს საინფორმაციო ბანკში.
5. სერტიფიკატი გაიცემა, მთლიან ლოტზე ან ლოტის ნაწილზე.
6. ლოტის ნაწილზე სერტიფიკატის გაცემის შემთხვევაში იმავე ლოტის დარჩენილი ნაწილის სერტიფიცირებისათვის ლაბორატორიული გამოცდის და ორგანოლეპტიკური ტესტირების ჩატარება სავალდებულო არ არის 6 თვის განმავლობაში.
მუხლი 7. ალკოჰოლიანი სასმელების სერტიფიკაციისათვის ნიმუშის აღება
1. სამომხმარებლო ტარაში ჩამოსხმული ან რაიმე ჭურჭელში მოთავსებული ალკოჰოლიანი სასმელების სერტიფიცირების პროცესი ხორციელდება ერთი ლოტიდან აღებულ ნიმუშზე.
2. სატრანსპორტო ჭურჭელში (რეზერვუარი, კასრი, ბუტი, სარკინიგზო ან საავტომობილო ცისტერნა) არსებული ალკოჰოლიანი სასმელების ნიმუში აიღება ყველა ფენიდან თანაბარი პორციებითა და შემდგომი გაერთიანებით.
3. ლაბორატორიული გამოცდის ოქმის მისაღებად პირი თითოეული ლოტის 0,75 ლიტრ ტევადობის 6 ბოთლს (ნაკლები ტევადობის შემთხვევაში ჯამური რაოდენობა არ უნდა იყოს 5 ლიტრზე ნაკლები) განაცხადთან და სასერტიფიკაციო ნიმუშის აღების აქტთან (დანართი №4) ერთად წარადგენს აკრედიტირებულ საგამოცდო ლაბორატორიაში (შემდგომში-ლაბორატორია). განმცხადებელს უფლება აქვს, განაცხადისა და სასერტიფიკაციო ნიმუშის აღების აქტი წარადგინოს ესპ-ის საშუალებით.
მუხლი 8. ალკოჰოლიანი სასმელების ლაბორატორიული გამოცდა
1. ლაბორატორია ვალდებულია ალკოჰოლიანი სასმელების განმცხადებლის მიერ ნიმუშის მიღებისთანავე განახორციელოს განაცხადის რეგისტრაცია.
2. პირის განაცხადი ნიმუშის აღების აქტთან ერთად აისახება ესპ-ში.
3. ალკოჰოლიანი სასმელების ლაბორატორიული გამოცდის მიზნით ლაბორატორიაში რჩება ნიმუშის 3 ბოთლი, ხოლო დარჩენილი 3 ბოთლი გადაეცემა სააგენტოს.
4. ალკოჰოლიანი სასმელების ლაბორატორიული გამოცდისათვის სავალდებულო მახასიათებლების ჩამონათვალს განსაზღვრავს სააგენტოს თავმჯდომარე, იმპორტიორი ქვეყნის მოთხოვნათა შესაბამისად.
5. ლაბორატორიული გამოცდის ჩატარების შემდეგ ფორმდება ალკოჰოლიანი სასმელის ლაბორატორიული გამოცდის ოქმი.
6. ალკოჰოლიანი სასმელის გამოცდის ოქმი ლაბორატორიის მიერ აიტვირთება ესპ-ში.
7. ალკოჰოლიანი სასმელების საკონტროლო ნიმუში ლაბორატორიაში ინახება მისი წარდგენიდან 18 თვის განმავლობაში.
მუხლი 9. ალკოჰოლიანი სასმელების საინსპექციო კონტროლი
1. ალკოჰოლიანი სასმელების ლაბორატორიული გამოცდის დასრულებისთანავე სააგენტოს, საინსპექციო კონტროლის განხორციელების მიზნით, უფლება აქვს ალკოჰოლიანი სასმელების წარმოების/შენახვის ადგილიდან, შესაბამისი ლოტიდან აიღოს ნიმუში და საჭიროების შემთხვევაში უზრუნველყოს განმეორებითი ლაბორატორიული გამოცდის ჩატარება.
2. ალკოჰოლიანი სასმელების საინსპექციო კონტროლის განხორციელების თაობაზე გადაწყვეტილებას იღებს სააგენტოს თავმჯდომარე, რაც ფორმდება შესაბამისი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით.
3. დასკვნა ალკოჰოლიანი სასმელების საინსპექციო კონტროლის შედეგების შესახებ მზადდება ამ დებულების მე-11 მუხლის მე-3 პუნქტით განსაზღვრულ ვადებში.
4. ალკოჰოლიანი სასმელების საინსპექციო კონტროლის განხორციელებისას, სააგენტოს წარმომადგენელს უფლება აქვს, ალკოჰოლიანი სასმელების საწარმოში არსებული თითოეული ლოტიდან ნიმუშები აიღოს 4 ბოთლის ოდენობით, რომლებიც მოთავსებული უნდა იქნეს ერთუჯრად მუყაოს ყუთში, რაც ზედა და ქვედა მხრიდან ილუქება ერთჯერადი სპეციალურ ნომრიანი წებოვანი ლენტით. მუყაოს ყუთზე კეთდება წარწერა ალკოჰოლიანი სასმელების დასახელების მითითებით. ნიმუშის ერთი ბოთლი რჩება პირს, ხოლო სამი ბოთლი − სააგენტოს.
5. ნიმუშის აღებისას ფორმდება საინსპექციო ნიმუშის აღების აქტი (დანართი №5), რომელსაც ხელს აწერს ნიმუშის აღების პროცესში მონაწილე პირები. საინსპექციო ნიმუშის აღების აქტი ფორმდება ორ ეგზემპლარად. აქტის ერთი ეგზემპლარი რჩება სააგენტოს, ხოლო მეორე გადაეცემა პირს ან პირის წარმომადგენელს.
6. თუ საინსპექციო კონტროლის ფარგლებში ჩასატარებელი ლაბორატორიული გამოცდის შედეგები არ ემთხვევა სერტიფიცირების პროცესში მიღებულ ლაბორატორიული გამოცდის შედეგებს, სააგენტოს უფლება აქვს არ გასცეს სერტიფიკატი შესაბამის ლოტზე.
მუხლი 10. ორგანოლეპტიკური ტესტირება
1. ალკოჰოლიანი სასმელების ორგანოლეპტიკური ტესტირება ხორციელდება სააგენტოს მუდმივმოქმედი სადეგუსტაციო კომისიის მიერ, რომლის შემადგენლობას მუდმივმოქმედი სადეგუსტაციო კომისიის თავმჯდომარის წარდგინებით ამტკიცებს სააგენტოს თავმჯდომარე.
2. ალკოჰოლიანი სასმელების ორგანოლეპტიკური ტესტირება ტარდება მხოლოდ, ლაბორატორიული გამოცდის შედეგად მიღებული დადებითი შედეგების შესახებ დამადასტურებელი ოქმის შედგენის შემდეგ.
3. ორგანოლეპტიკური ტესტირებაზე ალკოჰოლიანი სასმელების ნიმუშის წარდგენა ხდება შემდეგი ოდენობით: 0,75 ლიტრი ან მეტი ტევადობის შემთხვევაში - 2 ბოთლი, უფრო მცირე ტევადობის შემთხვევაში - იმ რაოდენობით, რომ ღვინის ჯამური მოცულობა იყოს არანაკლებ 1,5 ლიტრის.
4. სააგენტოს მუდმივმოქმედი სადეგუსტაციო კომისიის მიერ დეგუსტაცია შეიძლება ჩატარდეს კვირაში ორჯერ - სამშაბათს და ხუთშაბათს. განსაკუთრებულ შემთხვევებში (უქმე დღეების გამო, წარმოდგენილი ნიმუშის დიდი რაოდენობის დაგროვების ან/და სხვა ხელშემშლელი ობიექტური გარემოებების არსებობის შემთხვევაში), მუდმივმოქმედ სადეგუსტაციო კომისიის თავმჯდომარეს, სააგენტოს თავმჯდომარესთან შეთანხმებით, უფლება აქვს შეცვალოს ან/და დანიშნოს კომისიის მუშაობის დამატებითი დღე.
5. ერთი და იმავე დეგუსტატორთა ჯგუფისათვის სადეგუსტაციო ნიმუშების მაქსიმალური დღიური რაოდენობა არ უნდა აღემატებოდეს 50 ერთეულს.
6. ალკოჰოლიანი სასმელების დეგუსტაციაში მონაწილეობას იღებს 6 დეგუსტატორი.
7. ალკოჰოლიანი სასმელების დეგუსტაციის დაწყებამდე მუდმივმოქმედი სადეგუსტაციო კომისიის თავმჯდომარის ან მისი მოადგილის მიერ ხდება წარმოდგენილი ნიმუშისათვის კოდის მინიჭება და მონაცემების (კომპანიის დასახელება, ალკოჰოლიანი სასმელის სახეობა, კატეგორია, ტიპი, ფერი, დასახელება, მოსავლის წელი, ლოტის ნომერი) შეყვანა სააგენტოს კომპიუტერულ ბაზაში.
8. კომისიის წევრები (დეგუსტატორები) ნიმუშის ტესტირებას ახდენენ მუდმივმოქმედი სადეგუსტაციო კომისიის დარბაზში განთავსებულ სპეციალურ კაბინებში.
9. ტესტირების დაწყებამდე კომისიის წევრებს (დეგუსტატორებს) ურიგდებათ სადეგუსტაციო ფურცლები (დანართი #6), რომელშიც მოცემულია სადეგუსტაციოდ წარდგენილი ალკოჰოლიანი სასმელების შემდეგი მონაცემები: კოდი, სახეობა, კატეგორია, ტიპი, ფერი, დასახელება, მოსავლის წელი.
10. ნებადართულია სადეგუსტაციო ფურცელი შევსებული იქნეს დეგუსტატორის მიერ ელექტრონულ ფორმით.
11. დეგუსტაციაზე ალკოჰოლიანი სასმელის ნიმუშის წარდგენა, როგორც წესი ხდება შემდეგი თანმიმდევრობით: ფერის მიხედვით - თეთრი, ვარდისფერი, წითელი, ტიპის მიხედვით - მშრალი, ნახევრადმშრალი, ნახევრადტკბილი, ტკბილი, ცქრიალა, შემაგრებული, არომატიზებული და სხვა ტიპები.
12. ალკოჰოლიანი სასმელების ნიმუშის ტესტირება ხდება ფერსა და გამჭირვალობაზე, ტიპურობაზე, დაავადებების არსებობაზე, არომატზე, გემოზე, ჰარმონიულობაზე.
13. დეგუსტაციის პროცესში, პირველ ეტაპზე ღვინო ფასდება ფერსა და გამჭვირვალობაზე, ტიპიურობაზე და დაავადების (ზადის) არსებობაზე, რასაც დეგუსტატორი აფიქსირებს შესაბამის გრაფაში. სხვა მახასიათებლები: არომატი, გემო, ჰარმონიულობა ფასდება ხუთ ქულიანი სისტემით (0,5 ბიჯით). ამასთან ჰარმონიულობის შეფასება არ შეიძლება აღემატებოდეს გემოსა და არომატის შეფასებას ერთ ქულაზე მეტად.
14. იმ შემთხვევაში თუ დეგუსტატორი ღვინოს უარყოფითად შეაფასებს ფერსა და გამჭვივრალობაზე, ტიპურობაზე, დაავადებაზე, ღვინო ავტომატურად ფასდება 0 ქულით.
15. ნიმუშის 0 ქულით შეფასების შემთხვევაში დეგუსტატორი ვალდებულია გრაფაში შენიშვნები ჩაწეროს გადაწყვეტილების მიღების მიზეზი.
16. სადეგუსტაციო კომისიის თითოეული დეგუსტატორის მიერ ალკოჰოლიანი სასმელის ნიმუშის საშუალო შეფასება ხორციელდება ცალკეული მახასიათებლების (არომატის, გემოსა და ჰარმონიულობის შეფასების) ქულათა ჯამის 3-ზე გაყოფის შედეგად.
17. ალკოჰოლიანი სასმელის დეგუსტაციის დამთავრების შემდეგ დეგუსტატორი თავის შეფასებას, ტესტირების შედეგებს ადასტურებს სადეგუსტაციო ფურცელზე ან ელექტრონული ხელმოწერით.
18. ალკოჰოლიანი სასმელის თითოეული ნიმუშის შეფასების ბალური მაჩვენებლის დასადგენად საშუალო შეფასებების ჯამი იყოფა 6-ზე.
19. ალკოჰოლიანი სასმელის ნიმუშისათვის დადებით შედეგად ითვლება თუ შეფასების ბალური მაჩვენებელი ტოლია ან მეტი 1,5-ზე.
20. ალკოჰოლიანი სასმელის ნიმუში, რომლის შეფასების რაოდენობრივი მაჩვენებელი ნაკლებია 1,5-ზე (ან/და მიღებული აქვს უარყოფითი შეფასება) და ეს შეფასება განპირობებულია ალკოჰოლიანი სასმელის „საცობის ტონით“, რაც დასტურდება არანაკლებ 2 დეგუსტატორის მიერ, იმავე დღეს გადის განმეორებით დეგუსტაციაზე, რომლისათვის გამოიყენება ალკოჰოლიანი სასმელის საკონტროლო ნიმუში.
21. მინიმალური ზღვარზე დაბალი ბალური მაჩვენებელის მიღების შემთხვევაში, წარმდგენს უფლება აქვს მოითხოვოს ნიმუშის განმეორებით დეგუსტაციის ჩატარება. ასეთ შემთხვევაში ალკოჰოლიანი სასმელის ნიმუშის ორგანოლეპტიკური შეფასების საბოლოო შედეგი დგინდება პირველ და მეორე დეგუსტაციებზე მიღებული შეფასების ბალური მაჩვენებლების საშუალო არითმეტიკულით.
22. ალკოჰოლიანი სასმელის ნიმუშის ორგანოლეპტიკური ტესტირების საბოლოო შედეგები ფორმდება შესაბამისი ოქმით, რომელიც აისახება ესპ-ში ან/და ეგზავნება განმცხადებელ პირს ელექტრონული ფოსტის საშუალებით.
23. მუდმივმოქმედი სადეგუსტაციო კომისიის თავმჯდომარე ვალდებულია უზრუნველყოს:
ა) სადეგუსტაციოდ წარმოდგენილი ალკოჰოლიანი სასმელების ნიმუშის მიღება და რეგისტრაციაში გატარება;
ბ) ალკოჰოლიანი სასმელის ნიმუშისათვის კოდის მინიჭება და დეგუსტაციისათვის მომზადება;
გ) ნიმუშის მწარმოებელი პირის თაობაზე ანონიმურობის დაცვა;
დ) ტესტირებაში მონაწილე დეგუსტატორთა ვინაობისა და მათი შეფასებების ანონიმურობის დაცვა;
ე) სააგენტოს მუდმივმოქმედი სადეგუსტაციო კომისიის წევრების მოწვევა როტაციის პრინციპის დაცვით და მათი გაფრთხილება დეგუსტაციის ჩატარებამდე არანაკლებ ერთი დღით ადრე;
ვ) ალკოჰოლიანი სასმელების ნიმუშის ტესტირების შედეგების შეჯამება, ოქმის გაფორმება და სააგენტოს თავმჯდომარისათვის წარდგენა;
ზ) ალკოჰოლიანი სასმელების ნიმუშის ტესტირებისას ნიმუშის წარმოდგენის თანმიმდევრობის დაცვა;
თ) სააგენტოს მუდმივმოქმედი სადეგუსტაციო კომისიის გამართული მუშაობა და ორგანოლეპტიკური ტესტირების მონაცემთა დაცული ბაზის შექმნა;
ი) სადეგუსტაციო კომისიის წევრის (დეგუსტატორის) მიერ უფლებამოსილებათა განხორციელებისათვის შესაბამისი პირობების შექმნა;
კ) ალკოჰოლიანი სასმელების საკონტროლო ნიმუშის 18 თვის განმავლობაში შენახვა.
24. სადეგუსტაციო კომისიის თავმჯდომარე სადეგუსტაციო ნიმუშებს არ აძლევს შეფასებას.
25. მუდმივმოქმედი სადეგუსტაციო კომისიის წევრი (დეგუსტატორი), ვალდებულია:
ა) შეტყობინების შემთხვევაში მონაწილეობა მიიღოს მუდმივმოქმედი სადეგუსტაციო კომისიის მუშაობაში;
ბ) გამოუცხადებლობის მიზეზის არსებობის შემთხვევაში, არაუგვიანეს დეგუსტაციის წინა დღისა აღნიშნულის თაობაზე აცნობოს კომისიის თავმჯდომარეს.
26. დეგუსტატორის საქმიანობა ექვემდებარება ანაზღაურებას.
მუხლი 11. სერტიფიკატის გაცემაზე გადაწყვეტილების მიღება
1. გადაწყვეტილება ალკოჰოლიანი სასმელების სერტიფიკატის გაცემის ან გაცემაზე უარის თქმის თაობაზე მიიღება ლაბორატორიული გამოცდის, ორგანოლეპტიკური ტესტირების, აგრეთვე ალკოჰოლიანი სასმელების წარმოების წესების, ტექნიკური რეგლამენტების, ტექნოლოგიური ინსტრუქციების მოთხოვნათა დაცვაზე განხორციელებული მონიტორინგის საფუძველზე, ნაშთების შესახებ სააგენტოში არსებული მონაცემების გათვალისწინებით.
2. სააგენტოს მიერ ალკოჰოლიანი სასმელების სერტიფიკატის გაცემის ან გაცემაზე უარის თქმის თაობაზე გამოტანილი როგორც დადებითი, ისე უარყოფითი გადაწყვეტილება (შესაბამისი საფუძვლის მითითებით) აისახება ესპ-ში.
3. სააგენტო ვალდებულია სერტიფიკატის გაცემის პროცედურა დაასრულოს და განმცხადებლის მიმართ სერტიფიკატი გასცეს ან გაცემაზე უარი განაცხადოს, განაცხადისა და სრულყოფილი თანდართული დოკუმენტაციის მიღებიდან არაუგვიანეს ხუთი სამუშაო დღის ვადაში.
მუხლი 12. სერტიფიკატის გაფორმება, გაცემა, რეგისტრაცია, გაუქმება
1. დადებითი გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში სააგენტოს მიერ, განმცხადებელს გადაეცემა შესაბამისობის სერტიფიკატი (დანართი №7).
2. განმცხადებლის მოთხოვნის საფუძველზე ნებადართულია სააგენტოს მიერ სერტიფიკატის გაცემა განხორციელდეს ელექტრონული ფორმით.
3. სააგენტო აწარმოებს ელექტრონული ფორმით გაცემული სერტიფიკატების რეგისტრაციას და პასუხისმგებელია მისი მონაცემების კონფიდენციალობის დაცვაზე.
4. ერთი სერტიფიკატი ნებადართულია გაცემული იქნეს ერთი ან რამდენიმე სახეობისა და დასახელების ალკოჰოლიანი სასმელზე. ჩამონათვალის მოცულობიდან გამომდინარე, საჭიროების შემთხვევაში, ჩანაწერები შეიძლება გაგრძელდეს სერტიფიკატის მეორე გვერდზე.
5. შესაბამისობის სერტიფიკატი ივსება ელექტრონულად, ტოპოგრაფიული წესით დაბეჭდილი ისეთი ფერადი ბლოკპერფექტული ფონის საქართველოს სახელმწიფო დროშისა და სააგენტოს სასაქონლო ნიშნის მქონე A4 ფორმატის ქაღალდზე, რომელზეც მექანიკური ან ქიმიური წესით გაკეთებული ჩასწორებები ან დოკუმენტის ფალსიფიცირების მცდელობა ვიზუალურად შესამჩნევი ხდება.
6. სერტიფიკატის ელექტრონულ ვერსია შეიცავს საიდენტიფიკაციო შტრიხკოდს.
7. სერტიფიკატის გაფორმება საჭიროების მიხედვით ხდება ქართულ, რუსულ ან ინგლისურ ენაზე, ოთხ ეგზემპლარად, რომელთაგან ერთი არის ფერადი, ხოლო დანარჩენი სამი - თეთრი.
8. სერტიფიკატის ერთი ფერადი და ორ თეთრი ფერის ფურცელზე ნაბეჭდი ეგზემპლარი გადაეცემა განმცხადებელს, ხოლო ერთი თეთრი ფერის ფურცელზე ნაბეჭდი ეგზემპლარი, განმცხადებლის განაცხადსა და სერტიფიკატის მისაღებად წარდგენილ სხვა დოკუმენტაციასთან ერთად ინახება სააგენტოში სერტიფიკატის გაცემიდან ორი წლის განმავლობაში.
9. სერტიფიკატის ფერადი ეგზემპლარი წარმოადგენს დოკუმენტის ორიგინალს.
10. სერტიფიკატის ყოველი ეგზემპლარი მოწმდება სააგენტოს გერბიანი ბეჭდით და დასტურდება უფლებამოსილი თანამდებობის პირის ხელმოწერით.
11. იმ შემთხვევაში, თუ ალკოჰოლიანი სასმელი განკუთვნილია ევროკავშირის ქვეყნებში ექსპორტისათვის, სააგენტოს მიერ გაიცემა VI1 ფორმის სერტიფიკატი (დანართი №8).
12. ლაბორატორიული გამოცდის შედეგები დამოწმებული უნდა იყოს ლაბორატორიის ბეჭდითა და შესაბამისი უფლებამოსილი პირის ხელმოწერით.
13. ალკოჰოლიანი სასმელების მიმღები მხარის მოთხოვნით, ასევე დასაშვებია გაიცეს სერტიფიკატი ცალკეული იმპორტიორი ქვეყნის მიერ დადგენილი ფორმით.
14. სერტიფიკატის მოქმედების ვადა შეადგენს 18 თვეს მისი გაცემის დღიდან.
15. სერტიფიკატის გაუქმების საფუძველს წარმოადგენს სერტიფიკატის მფლობელის განაცხადი.
16. ინფორმაცია სერტიფიკატის გაუქმების თაობაზე ეცნობება სერტიფიკატის მფლობელს და აისახება ესპ-ში.
17. სერტიფიკატის მექანიკური დაზიანების ან მასში არსებულ ჩანაწერებში რაიმე სახის ტექნიკური შეცდომის გამოვლენის შემთხვევაში, განმცხადებლის მოთხოვნით გაიცემა ახალი სერტიფიკატი იმავე ნომრით. სერტიფიკატი, რომლის ჩამოწერაც ხდება სააგენტოს თავმჯდომარის ინდივიდუალურ-ადმინისტრაციული სამართლებრივი აქტის შესაბამისად, ინახება სააგენტოს არქივში ერთი წლის განმავლობაში.
დანართი №1
საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრის 2015 წლის 6 თებერვლის ბრძანება № 2-28 - ვებგვერდი, 0 9 .02.2015წ.
სსიპ - ღვინის ეროვნული სააგენტოს
თავმჯდომარეს
--------------------------------------------
---------------------------------------------
განაცხადი
ალკოჰოლიანი სასმელების მწარმოებელი პირის რეგისტრირების თაობაზე
გთხოვთ, ------------------------------------ (ფიზიკური ან იურიდიული პირი) რეგისტრაციაში გაატაროთ სსიპ-ღვინის ეროვნულ სააგენტოში და მოგვანიჭოთ უნიკალური კოდი.)
განმცხადებლის მონაცემები:
სახელწოდება ---------------------------------------------------------------------------------------------
სამართლებრივი ფორმა ----------------------------------------------------------------------------------
საიდენტიფიკაციო კოდი ---------------------------------------------------------------------------------
იურიდიული მისამართი ---------------------------------------------------------------------------------
საწარმოს ადილმდებარეობა --------------------------------------------------------------
ხელმძღვანელობაზე/წარმომადგენლობაზე უფლებამოსილების მქონე პირის (პირების)
სახელი, გვარი ---------------------------------------------------------------------------------------------
---------------------------------------------------------------------------------------------------------------
საკონტაქტო პირის (პირების) სახელი, გვარი, თანამდებობა ---------------------------------------
---------------------------------------------------------------------------------------------------------------
ტელ. ნომერი ----------------------------------------------------------------------------------------------
ელფოსტა (e-mail) ----------------------------------------------------------------------------------------
საწარმოს წარმომადგენლის (წარმომადგენლების) სახელი, გვარი, რომლებსაც გააჩნიათ უფლებამოსილება სსიპ - ღვინის ეროვნულ სააგენტოში მიიღონ შესაბამისობის სერტიფიკატები --------------------------------------------------------------------------------------------------
(სახელი, გვარი, პირადი ნომერი)
------------------------------------------------------------------------------------------------------------------------
ფიზიკური ან იურიდიული პირი ვალდებულია საქმიანობის პერიოდში მონაცემთა ცვლილების თაობაზე სსიპ- ღვინის ეროვნულ სააგენტოს აცნობოს 5 სამუშაო დღის განმავლობაში.
ხელმძღვანელი /სახელი, გვარი/
თარიღი
დანართი №2
საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრის 2015 წლის 6 თებერვლის ბრძანება № 2-28 - ვებგვერდი, 0 9 .02.2015წ.
სსიპ -ღვინის ეროვნულ სააგენტოს
----------------------------------------
----------------------------------------
განაცხადი
შესაბამისობის სერტიფიკატის გაცემის შესახებ
გთხოვთ, გასცეთ შესაბამისობის სერტიფიკატი ქვემოთ ჩამოთვლილ პროდუქციაზე,
მითითებული რეკვიზიტების გათვალისწინებით:
განმცხადებლის სრული დასახელება ------------------------------------------------------------------------------------
სსიპ - ღვინის ეროვნული სააგენტოს მიერ მინიჭებული ხუთნიშნა კოდი -------------------------------------------
ხელმძღვანელის სახელი, გვარი -------------------------------------------------------------------------------------------
მიწოდების საწყისი პუნქტის დასახელება და რეკვიზიტები* -------------------------------------------------------
---------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------
მიმღების დასახელება და რეკვიზიტები*--------------------------------------------------------------------------------
---------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------
ხელშეკრულების (კონტრაქტის) ნომერი და თარიღი *----------------------------------------------------------------
ანგარიშფაქტურის (ინვოისის) ნომერი და თარიღი *------------------------------------------------------------------
პროდუქცია წარმოებულია *-----------------------------------------------------------------------------------------------
(ჩვენს მიერ, სხვა ფიზიკური ან იურიდიული პირის მიერ, შესყიდულია ქსელში)
სატრანსპორტო საშუალების სახე *---------------------------------------------------------------------------------------
ალკოჰოლიანი სასმელების ჩამონათვალი :
| № | ალკოჰოლიანი სასმელის სახეობა, კატეგორია, დასახელება | ლოტის ნომერი | გაზომილების ერთეული | ლოტში ალკოჰოლიანი სასმელის რაოდენობა | სასერტიფიკაციო ალკოჰოლიანი სასმელის რაოდენობა |
| 1 | 2 | 3 | 4 | 5 | 6 |
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
-----------------------------------
(განმცხადებლის ხელმოწერა)
„------“ ------------------------- 20 -- წელი
* - ივსება პროდუქციის ექსპორტირებისას
ბ.ა.
დანართი №3
საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრის 2015 წლის 6 თებერვლის ბრძანება № 2-28 - ვებგვერდი, 0 9 .02.2015წ.
სსიპ - ღვინის ეროვნულ სააგენტოს
----------------------------------------
----------------------------------------
ინფორმაცია
სერტიფიკაციის გაცემის დროისათვის საწარმოში არსებული
ალკოჰოლიანი სასმელების რაოდენობისა და წარმოშობის
შესახებ
განმცხადებლის სრული დასახელება ---------------------------------------------------------------------------------------
სსიპ -ღვინის ეროვნული სააგენტოს მიერ მინიჭებული ხუთნიშნა კოდი ---------------------------------------------
(დეკალიტრი)
| № |
ალკოჰოლიანი სასმელის სახეობა, კატეგორია, დასახელება,
|
მოსავლის წელი |
რაოდენობა 20-- წლის პირველი იანვრის მდგომარეობით
| შემოსავალი წლის დასაწყისიდან | გასავალი წლის დასაწყისიდან |
რაოდენობა განაცხადის შემოტანის მომენტისათვის | ||
| საკუთარი წარმოებიდან | შეძენილია | რეალიზებულია | ჩამოხარისხება |
| ||||
| 1 | 2 | 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 | 9 |
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
---------------------------------------------
(განმცხადებლის ხელმოწერა)
„------“ ------------------------- 20 -- წელი
დანართი №4
საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრის 2015 წლის 6 თებერვლის ბრძანება № 2-28 - ვებგვერდი, 0 9 .02.2015წ.
სასერტიფიკაციო ნიმუშის აღების აქტი
------------------------ ------ ----------------- --- 20 --წ ელი
(ქალაქი, სოფელი)
ალკოჰოლიანი სასმელების მწარმოებელი ფიზიკური ან იურიდიული პირის სრული დასახელება ---------------
--------------------------------- ---------------------------------------------------------------------------------------------------
სსიპ - ღვინის ეროვნული სააგენტოს მიერ მინიჭებული ხუთნიშნა კოდი ------------------------------------------- --
ნიმუშის ამღები პირების თანამდებობა, სახელი, გვარი ------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------- ---------------------------------------------------
სერტიფიკაციის ჩატარების მიზნით მოვახდინეთ შემდეგი ალკოჰოლიანი სასმელების ნიმუშის აღება:
|
№
|
პროდუქციის სახეობა, კატეგორია, ტიპი , დასახელება, მოსავლის წელი |
ლოტის ნომერი |
განზომილების ერთეული |
ლოტში შემავალი ალკოჰოლიანი სასმელის რაოდენობა
|
აღებულია ნიმუში
|
შენიშვნა
| |
| ბოთლის ტევადობა | რაოდენობა | ||||||
| 1 | 2 | 3 | 4 | 5
| 6
| 7
| 8 |
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
დანართი №5
საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრის 2015 წლის 6 თებერვლის ბრძანება № 2-28 - ვებგვერდი, 0 9 .02.2015წ.
საინსპექციო ნიმუშის აღების აქტი
------------------------ ------ ---------- ---- -------- 20 -- წელი
(ქალაქი, სოფელი)
სსიპ - ღვინის ეროვნული სააგენტოს წარმომადგენელმა :
------------------------------------------------------------------------------------------------- --------------------------------- -
(თანამდებობა, სახელი, გვარი )
-----------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------
და -------------------------------------------------------------------------------------------- ------------------------------- ----
(ალკოჰოლიანი სასმელების
მწარმოებელი ფიზიკური ან იურიდიული პირის სრული დასახელება და სააგენტოს მიერ მინიჭებული კოდი)
-------------------------------------------------------------------------------------------- ------------------------------- --------
( წარმომადგენლის თანამდებობა, სახელი, გვარი)
საინსპექციო კონტროლის ფარგლებში ანალიტიკური ექსპერტიზის ჩატარების მიზნით მოვახდინეთ შემდეგი ალკოჰოლიანი სასმელების ნიმუშის აღება:
| № | პროდუქციის სახეობა, კატეგორია, ტიპი , დასახელება,
| ლოტის ნომერი |
განზომილების ერთეული | ლოტში შემავალი ალკოჰოლიანი სასმელის რაოდენობა | ლუქის ნომრები
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
ყოველი ლოტიდან ნიმუშის სახით აღებული იქნა 4 -ბოთლი (სულ ------- ბოთლი). ყოველი ბოთლი მოთავსდა ერთუჯრად მუყაოს ყუთში, რომელიც ზედა და ქვედა მხრიდან დაილუქა წებოვანი ლენტით.
ნიმუშის აღების აქტი გაფორმდა ორ ეგზემპლარად.
ნიმუშის აღების აქტის ერთი ეგზემპლარი, ყოველი ლოტიდან აღებულ თითო ბოთლთან ერთად ჩაბარდა ალკოჰოლიანი სასმელების მწარმოებელ კომპანიას.
ნიმუშის აღების პროცესში მონაწილე პირთა ხელმოწერები:
დანართი №6
საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრის 2015 წლის 6 თებერვლის ბრძანება № 2-28 - ვებგვერდი, 0 9 .02.2015წ.
სსიპ - ღვინის ეროვნული სააგენტოს
მუდმივმოქმედი სადეგუსტაციო კომისია
სადეგუსტაციო ფურცელი
დეგუსტატორი ------------------------------------------------------------------------------------------------
|
№ |
ნიმუშის კოდი
|
ალკოჰოლიანი სასმელის სახეობა, კატეგორია, ტიპი, ფერი |
დასახელება |
მოსავლის წელი |
წინასწარი შეფასება | შეფასება ღვინის მახასიათებლები მიხედვით |
საშუალო შეფასება | შენიშვნა | ||||||
|
ვიზუალური (ფერი, გამჭირვალობა, მინარევები) +/-
|
ტიპურობა +/- |
დაავადების (ზადის) მიხევით | ||||||||||||
|
არომატი (მაქს. 5 ქულა)
|
გემო (მაქს. 5 ქულა)
|
ჰარმონიულობა (მაქს. 5 ქულა)
| ||||||||||||
| უზადო | ზადიანი | |||||||||||||
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
| |
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
| |
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
| |
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
| |
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
დეგუსტატორის ხელმოწერა ----------------------------------- „-----“ -----------------------20--- წელი
დანართი №7
საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრის 2015 წლის 6 თებერვლის ბრძანება № 2-28 - ვებგვერდი, 0 9 .02.2015წ.
სსიპ - ღვინის ეროვნული სააგენტო
საქართველო, 0159, ქ. თბილისი, მარშალ გელოვანის გამზირი № 6,
ტელეფონი ------------------, ელექტრონული ფოსტა ------------
შესაბამისობის სერტიფიკატი № -----
სერტიფიკატი ადასტურებს, რომ ქვემოთ ჩამოთვლილი ალკოჰოლიანი სასმელები:
| № | ალკოჰოლიანი სასმელის სახეობა, კატეგორია, დასახელება | ლოტის ნომერი | სესსნ კოდი | განზომილების ერთეული | რაოდენობა | ლაბორატორიული გამოცდის ოქმის № |
| 1 | 2 | 3 | 4 | 5 | 6 | 7 |
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
შეესაბამება კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებით დადგენილ მოთხოვნებს .
განმცხადებელი:
მწარმოებელი:
სერტიფიკატის გაცემის საფუძველი:
გაცემის თარიღი: „----“ ---------------- 20-- წელი, მოქმედების ვადა: „----“ ---------------------20-- წელი.
რეგისტრირებულია სსიპ - ღვინის ეროვნული სააგენტოს რეესტრში: № --------------„-----“ ------------- 20--წელი
სსიპ - ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარე /ხელმოწერა/
ბ.ა.
|
| THIRD COUNTRY OF ISSUE: GEORGIA | |||||||
| 1. Exporter
| VI 1 | Serial № : | ||||||
|
| DOCUMENT FOR THE IMPORTATION OF WI№E, GRAPE JUICE OR GRAPE MUST INTO THE EUROPEAN COMMUNITY | |||||||
| 2. Consignee
| (1 ) Obligatory only for wines benefiting from a reduced customs tariff (2 ) Delete as appropriate (3 ) Put an “X” in the appropriate place | |||||||
| 3. CUSTOMS STAMP (1 ) |
| |||||||
| 4. Means of transport (1 ) |
| |||||||
| 5. Place of unloadi№g (1 ) |
| |||||||
| 6. Marks and reference numbers – number and nature of packages – Description of product | 7. Quantity in I/hl/kg | |||||||
|
| 8. number of bottles | |||||||
|
| 9. Color of product | |||||||
|
| ||||||||
| 10. CERTIFICATE | ||||||||
| The product described above is is not intended for direct human consumption, complies with the conditions governing. Production and entry into circulation applying in the COUNTRY of origin of the product and, if intended for direct human consumption, has not been subjected to oenological practices which are not permitted under current Community provisions relating to the import of the product in question
| ||||||||
| Full name and address of the official agency: „ NATIONAL WINE AGENCY” №6, Marshal Gelovani Ave. Tbilisi, Georgia 0159 Tel: 2378052,2378022,2106018
| Place & date : Tbilisi, Georgia
Stamp
| |||||||
| 11. ANALYSIS REPORT
|
| |||||||
| Describing the analytical characteristics of the product described above |
| |||||||
| FOR GRAPE MUST AND GRAPE JUICE : density. |
| |||||||
| FOR WI№E A№D GRAPE MUST STILL IN FERME№TATION : |
| |||||||
| Total alcoholic strength : vol % | Actual alcoholic strength : vol %
| |||||||
| FOR ALL PRODUCTS : |
| |||||||
| Total dry extract : g/l | Total acidity : g/l | Reducing sugars: g/l | Volatile acidity : 0,71 g/l | |||||
| Citric acidity : g/l | Total sulfur dioxide : mg/l
|
| ||||||
| (3 ) presence absence of products obtained from varieties resulting from interspecific crossing (direct producer hybrids) other varieties not of the species Vitas vinifera.
| ||||||||
| Full name and address of the official laboratory:
| Place & date : Stamp
| |||||||
|
|
|
|
|
|
|
|
| |
საგამოცდო ლაბორატორიების აკრედიტაციის წესი
(ამოღებულია - 24.04.2012, №2-69)
საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრის 2012 წლის 24 აპრილის ბრძანება №2-69 - ვებგვერდი, 30.04.2012წ.
წარმოშობის სერტიფიკატის გაცემის წესი
მუხლი 1. ზოგადი დებულებები
1. წინამდებარე წესი შემუშავებულია „ ვაზისა და ღვინის შესახებ” საქართველოს კანონის საფუძველზე და არეგულირებს საქართველოდან საექსპორტო ყურძნისეული წარმოშობის პროდუქტებზე (შემდგომში – პროდუქცია) წარმოშობის სერტიფიკატების გაცემის საკითხებს.
2. ამ წესის დებულებები ჰარმონიზებულია საქართველოს საგადასახადო კოდექსის, „ვაზისა და ღვინის შესახებ” საქართველოს კანონის, აგრეთვე დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობის სახელმწიფოს მეთაურთა საბჭოს 2000 წლის 30 ნოემბრის გადაწყვეტილებით დამტკიცებული „საქონლის წარმოშობის ქვეყნის განსაზღვრის შესახებ” წესის, 1996 წლის 20 სექტემბრის მსო-ს ურუგვაის რაუნდის („მრავალმხრივი სავაჭრო ურთიერთობები”) წარმოშობის წესების შესახებ შეთანხმების, „ღვინის საერთო ბაზრის ორგანიზების შესახებ” ევროკომისიის (EC) N 1493/1999 რეგლამენტის და შემდგომი დამატებების მოთხოვნებთან.
3. „ვაზისა და ღვინის შესახებ” საქართველოს კანონის თანახმად, პროდუქციაზე წარმოშობის სერტიფიკატების გაცემას ახორციელებს საჯარო სამართლის იურიდიული პირი - ღვინის ეროვნული სააგენტო (შემდგომში – სააგენტო).
4. სააგენტოსთან უთანხმოების შემთხვევაში, განმცხადებელს უფლება აქვს მიმართოს სასამართლოს ან გამოიყენოს საქართველოში მოქმედი კანონმდებლობით მისთვის მინიჭებული სხვა უფლებები.
5. პროდუქციაზე წარმოშობის სერტიფიკატის გაცემასთან დაკავშირებულ კანონით დადგენილ მოსაკრებელს იხდის განმცხადებელი.
საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრის 2012 წლის 24 აპრილის ბრძანება №2-69 - ვებგვერდი, 30.04.2012წ.
საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრის 2013 წლის 10 ივლისის ბრძანება №2-164 - ვებგვერდი, 10.07.2013წ.
მუხლი 2. ტერმინთა განმარტებები
1. წინამდებარე წესში გამოყენებულ ტერმინებს აქვთ შემდეგი მნიშვნელობები:
ა) პროდუქციის შესაბამისობის სერტიფიკატი – სერტიფიკაციის სისტემის წესების შესაბამისად გაცემული სერტიფიკატი, რომელიც ადასტურებს, რომ დადგენილი წესით იდენტიფიცირებული პროდუქცია შეესაბამება მოქმედი ნორმატიული დოკუმენტების მიერ მის მიმართ წაყენებულ მოთხოვნებს;
ბ) პროდუქციის წარმოშობის სერტიფიკატი – პროდუქციის ექსპორტიორი ქვეყნის კანონმდებლობით უფლებამოსილი ორგანოს მიერ გაცემული დოკუმენტი, რომელიც ადასტურებს დადგენილი წესით იდენტიფიცირებული პროდუქციის წარმოშობის ქვეყნის ვინაობას;
გ) პროდუქციის იდენტიფიკაცია – პროდუქციის დასახელებისა და მახასიათებლების შესაბამისობის დადგენა პროდუქციის თანმდევ და მეწარმის ტექნოლოგიურ წიგნში დაფიქსირებულ მონაცემებთან;
დ) პროდუქციის წარმოშობის ქვეყანა – ქვეყანა, სადაც პროდუქცია მთლიანად იქნა წარმოებული ან მოხდა მისი საბოლოო და საკმარისი დამუშავება/გადამუშავება;
ე) პროდუქციის ნომენკლატურა – ევროგაერთიანების (Eჩ) კომბინირებული სატარიფოსტატისტიკური ნომენკლატურისა და საქონლის აღრიცხვისა და კოდირების ჰარმონიზებული სისტემის ბაზაზე დსთ-ს ქვეყნებში მიღებული საგარეო–ეკონომიკური საქმიანობის სასაქონლო ნომენკლატურა (?? ??? - სესსნ);
ვ) ექსპერტიზის აქტი – პროდუქციის წარმოშობის ქვეყნის დადგენის მიზნით წინამდებარე დებულების თანახმად ჩატარებული სამუშაოების შედეგი – შესაბა-მისი წესით გაფორმებული დასკვნა;
ზ) განმცხადებელი – საექსპორტო პროდუქციაზე წარმოშობის სერტიფიკატის მიღების მსურველი ფიზიკური ან იურიდიული პირი;
თ) პროდუქციის ერთი პარტია – ერთი და იმავე განმცხადებლის მიერ, შესაბამისი წესით გაფორმებული ერთი და იმავე ხელშეკრულების (კონტრაქტის) საფუძველზე, ერთი და იმავე მიმღების მისამართით, ერთი და იმავე სახეობის ტრანსპორტით, ერთი და იმავე გამსვლელ–გასაშვები პუნქტიდან გასაგზავნი და საბაჟო ორგანოებისათვის სარეგისტრაციოდ ერთსა და იმავე დროს წარსადგენი პროდუქციის ერთობლიობა, მიუხედავად იმისა, თუ რამდენი სატრანსპორტო საშუალებით და სასაქონლო-სატრანსპორტო დოკუმენტით ხდება ტვირთის გადაზიდვა;
მუხლი 3. წარმოშობის სერტიფიკატის გაცემის ზოგადი პირობები
1. წარმოშობის სერტიფიკატის გაცემის საფუძველს წარმოადგენს განმცხადებლის ან მისი უფლებამოსილი პირის მიერ (შემდგომში – განმცხადებელი) ხელმოწერილი წერილობითი განცხადება წარმოშობის სერტიფიკატის გაცემის თაობაზე.წერილობითი განცხადება შეიძლება გაკეთდეს სააგენტოს მიერ შემუშავებული და წინასწარ დაბეჭდილი ფორმის ბლანკზე (დანართი №1) ან განმცხადებლის სატიტულო ფურცელზე.
2. განმცხადებლის განცხადებაში მითითებული უნდა იყოს:
ა) განმცხადებლის დასახელება და რეკვიზიტები (საფირმო დასახელება, იურიდიული და ფაქტიური მისამართი, ტელეფონისა და ფაქსიმილური კავშირის ნომრები, ელექტრონული ფოსტის მისამართი, საგადასახადო ინსპექციის საიდენტიფიკაციო კოდი, ხელმძღვანელის სახელი და გვარი);
ბ) პროდუქციის მიწოდების საწყისი პუნქტის დასახელება და მისამართი;
გ) პროდუქციის მიმღების დასახელება და რეკვიზიტები;
დ) ხელშეკრულების (კონტრაქტის) ნომერი და გაფორმების თარიღი;
ე) ანგარიშ-ფაქტურის (ინვოისის) ნომერი და გაფორმების თარიღი;
ვ) პროდუქციის ჩამონათვალი, ასორტიმენტისა და რაოდენობების მითითებით;
ზ) პროდუქციის მიწოდებისათვის გამოსაყენებელი სატრანსპორტო საშუალების სახეობა.
3. პროდუქციის სახეობისა და იმპორტის ქვეყანაში დადგენილი წესების გათვალისწინებით, განცხადებასთან ერთად განმცხადებელი წარმოადგენს შემდეგ დოკუმენტებს:
ა) ცნობას სამეურნეო წლის 1-ლი იანვრისა და საექსპორტო პროდუქციაზე წარმოშობის სერტიფიკატის გაცემაზე განცხადების წარდგენის მომენტისათვის პროდუქციის წარმოებისათვის აუცილებელი ნედლეულის ნაშთების წარმოებაში არსებობის, აგრეთვე აღნიშნულ პერიოდში პროდუქციის რეალიზაციის შესახებ, ცალკეული დასახელებების, მოსავლის წლისა და რაოდენობების მითითებით.
ის საწარმო, რომელიც მზა სასაქონლო პროდუქციას ქმნის სხვა საწარმოებში პერიოდულად შესყიდული ნედლეულით, წარმოადგენს აღნიშნული ნედლეულის შესყიდვის დამადასტურებელი დოკუმენტების ასლებს.
თუ საექსპორტო პროდუქციას წარმოადგენს საბითუმო ან საცალო ვაჭრობის ქსელში შესყიდული პროდუქცია, წარმოდგენილი უნდა იქნეს შესყიდვის დოკუმენტებისა და შესყიდვის ადგილას არსებული პროდუქციის შესაბამისობის სერტიფიკატის ასლები;
ბ) პროდუქციის თითოეული დასახელების ნიმუშს თითო ბოთლის რაოდენობით.
გ) სერტიფიკატის გაცემისათვის კანონით დადგენილი მოსაკრებლის გადახდის ქვითარს.
4. წარმოშობის სერტიფიკატის მისაღებად წარმოდგენილი დოკუმენტების ნამდვილობასა და მათში მოყვანილი მონაცემების სისწორეზე პასუხისმგებლობა ეკისრება განმცხადებელს.
5. განმცხადებლის განცხადება და მასზე დართული ყველა დოკუმენტი ინახება წარმოშობის სერტიფიკატის გამცემ ორგანოში 3 (სამი) წლის განმავლობაში.
6. სააგენტოს უფლებამოსილი თანამდებობის პირი განმცხადებლის განცხადებას ატარებს სპეციალურ სარეგისტრაციო წიგნში (შემდგომში – რეესტრი), სადაც შეაქვს შემდეგი მონაცემები:
ა) განმცხადებლის დასახელება და რეკვიზიტები;
ბ) პროდუქციის მიმღების დასახელება და რეკვიზიტები;
გ) ხელშეკრულების (კონტრაქტის) ნომერი და გაფორმების თარიღი;
დ) პროდუქციის სახეობა (სახეობები);
ე) იმ წარმოშობის სერტიფიკატის ფორმის დასახელება, გაცემის თარიღი, ნომერი და ეგზემპლარების რაოდენობა, რომელიც შემდგომში სააგენტოს მიერ იქნა გაცემული;
ვ) განმცხადებლის ხელმოწერა, რითაც დასტურდება მის მიერ წარმოშობის სერტიფიკატის მიღება.
საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრის 2012 წლის 24 აპრილის ბრძანება №2-69 - ვებგვერდი, 30.04.2012წ.
მუხლი 4. პროდუქციის წარმოშობის ქვეყნის დადგენის ზოგადი პირობები
1. პროდუქციის წარმოშობის ქვეყნის დადგენის ძირითად კრიტერიუმებს წარმოადგენს აღნიშნულ ქვეყანაში პროდუქციის მთლიანად წარმოების ან ამ ქვეყანაში მისი საბოლოო და საკმარისი დამუშავება/გადამუშავების ფაქტი.
2. პროდუქცია ითვლება მთლიანად საქართველოში წარმოებულად, თუ მასში გამოყენებულია მხოლოდ საქართველოში წარმოებული ნედლეული.
3. თუ გარკვეული ტექნიკურ-ტექნოლოგიური (დამუშავება/გადამუშავება) პროცესების შედეგად საქართველოში წარმოებული საბოლოო პროდუქციის დამზადებისას გამოიყენება დსთ-ს რომელიმე ქვეყანაში ან ქვეყნებში (შემდგომში – ქვეყანა) წარმოებული ნედლეული ან პროდუქცია, რომლებმაც აღნიშნულ ქვეყანაში გაიარეს პერიოდული დამუშავება/გადამუშავება და რომელთა წარმოშობაც დადასტურებულია ამ ქვეყნის კომპეტენტური ორგანოს მიერ გაცემული ST–1 ფორმის წარმოშობის სერტიფიკატით, ამ შემთხვევაში პროდუქციის წარმოშობის ქვეყნად ითვლება საქართველო.
ST–1 ფორმის წარმოშობის სერტიფიკატის არარსებობის შემთხვევაში, პროდუქციის წარმოშობის ქვეყნის განსაზღვრა ხდება მისი საბოლოო და საკმარისი დამუშავება/გადამუშავების კრიტერიუმის გამოყენებით.
4. თუ საქართველოში წარმოებული საბოლოო პროდუქციის დამზადებისას გამოიყენება რომელიმე (არა დსთ-ს ან არა მარტო დსთ-ს) სხვა ქვეყანაში წარმოებული და საქართველოში იმპორტირებული ნედლეული ან პროდუქცია (შემდგომში – იმპორტირებული ნედლეული), საქართველოს, როგორც პროდუქციის წარმოშობის ქვეყნის, განსაზღვრა ხდება მისი საბოლოო და საკმარისი დამუშავება/გადამუშავების კრიტერიუმის გამოყენებით, რომელიც შეიძლება გამოხატული იყოს შემდეგი ორი ძირითადი შემთხვევით:
ა) თუ საგარეო-ეკონომიკური საქმიანობის სასაქონლო ნომენკლატურაში (სესსნ) დამუშავება/გადამუშავების შედეგად პროდუქციის სასაქონლო პოზიციის პირველი 4 ნიშნიდან იცვლება თუნდაც ერთი;
ბ) საბოლოო პროდუქციაში წილობრივი მონაწილეობის წესით (შემდგომში – წილობრივი მონაწილეობის წესი), როდესაც არა დსთ-ს ქვეყნებიდან იმპორტირებული და პროდუქციის წარმოებისას გამოყენებული ნედლეულის ღირებულება საბოლოო პროდუქციის ფასში არ აღემატება დადგენილ ფიქსირებულ პროცენტულ განაკვეთს.
საქართველოში წარმოებული საგარეო-ეკონომიკური საქმიანობის სასაქონლო ნომენკლატურის (სესსნ) 2106 – 2208 სასაქონლო პოზიციების რიგი საექსპორტო პროდუქცია (ყურძნის ტკბილი, ნატურალური ღვინოები, მ.შ. შემაგრებული, ვერმუტები და სხვა ნატურალური ყურძნის ღვინოები მცენარეული ან არომატული ექსტრაქტების დამატებით, სხვა დადუღებული სასმელები, ყურძნისეული დისტილატები და მათი შემცველი ლიქიორები და სხვა სპირტიანი სასმელები, სასმელების დასამზადებლად გამოყენებადი სპირტიანი ნახევარფაბრიკატები), რომლის წარმოებისას გამოიყენებული იქნა არა დსთ-ს ქვეყნებიდან იმპორტირებული მასალები, წილობრივი მონაწილეობის წესით, ჩაითვლება საქართველოში წარმოშობილად, თუ გარკვეული სასაქონლო ნომენკლატურის მქონე საბოლოო პროდუქციის ღირებულებაში იგივე სასაქონლო ნომენკლატურის პოზიციების იმპორტირებული მასალების ღირებულება არ აღემატება 50%-ს.
ტარა–შესაფუთი და სხვა დამხმარე მასალები, რომლითაც ხდება პროდუქციის შეტანა იმპორტის ქვეყნის საბაჟო ტერიტორიაზე, ითვლება იგივე ქვეყანაში წარმოშობილად, საიდანაც თვით პროდუქცია, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ტარაშესაფუთი და სხვა დამხმარე მასალები ექვემდებარება დეკლარირებას პროდუქციისაგან განცალკევებით.
5. თუ პროდუქციის წარმოშობის ქვეყნის განსაზღვრისას გამოიყენება წილობრივი მონაწილეობის წესი, მაშინ არა დსთ-ს ქვეყნებიდან იმპორტირებული ნედლეულისა და საბოლოო პროდუქციის ღირებულება განისაზღვრება:
ა) იმპორტირებული ნედლეულისათვის – საბაჟო ღირებულების მიხედვით, რომელიც დაფიქსირებული იქნა მათი შემოტანისას საქართველოს ტერიტორიაზე, სადაც ხდება საბოლოო პროდუქციის წარმოება;
ბ) საბოლოო პროდუქციისათვის – პროდუქციის ფასის შესაბამისად, გამყიდველის „ფრანკო–საწარმო“ („ფრანკო–საწყობი“) პირობით.
6. პროდუქციის წარმოშობის ქვეყნის დადგენის პირობები, აგრეთვე პროდუქციის მთლიანად წარმოებისა და საბოლოო და საკმარისი დამუშავება/გადამუშავების ცნებების განსაზღვრის კრიტერიუმები რეგლამენტირებულია წინამდებარე წესის 1-ლი მუხლის მე-2 პუნქტში მითითებული, აგრეთვე საქართველოს მონაწილეობით გაფორმებული ორმხრივი და მრავალმხრივი ხელშეკრულებებითა და მიღებული საერთაშორისო ნორმებით.
მუხლი 5. წარმოშობის სერტიფიკატი, მისი გაფორმების, რეგისტრაციისა და გაცემის წესი
1. სააგენტო პროდუქციაზე გასცემს შემდეგი ფორმის წარმოშობის სერტიფიკატებს (დანართები №2,№3):
ა) ფორმა „CT-1” – გაიცემა დსთ-ის ქვეყნებში საექსპორტო პროდუქციაზე (ივსება რუსულ ენაზე);
ბ) თავისუფალი ფორმის – გაიცემა დსთ-ს ქვეყნების გარდა სხვა ქვეყნებში საექსპორტო პროდუქციაზე (ივსება ინგლისურ ენაზე);
2. წარმოშობის სერტიფიკატი გაიცემა საექსპორტო პროდუქციის ყოველ ერთ პარტიაზე.
3. წარმოშობის სერტიფიკატი ფორმდება კომპიუტერული ტექნიკის მეშვეობით, ტიპოგრაფიული წესით დაბეჭდილი ისეთი ფერადი ბლოკპერფექტული ფონისა და სააგენტოს სასაქონლო ნიშნის მქონე A4 ფორმატის (210 მმ X 297 მმ) ქაღალდზე, რომელზეც მექანიკური ან ქიმიური წესით გაკეთებული ჩასწორებები ან დოკუმენტის ფალსიფიცირების მცდელობა ვიზუალურად შესამჩნევი ხდება.
4. წარმოშობის სერტიფიკატის გაფორმება ხდება კონკრეტულ ფორმაში არსებული გრაფების მოთხოვნათა შესაბამისად, სამ ეგზემპლარად, რომელთაგან ერთი არის ფერადი, ხოლო დანარჩენი ორი – თეთრი. ერთი ფერადი და ერთი თეთრი ეგზემპლარი გადაეცემა განმცხადებელს, ხოლო ერთი თეთრი ეგზემპლარი რჩება სააგენტოში და დაერთვის წარმოშობის სერტიფიკატის გაცემის თაობაზე განმცხადებლის განცხადებასა და მის მიერ წარმოდგენილ სხვა დოკუმენტებს.
5. ფერადი წარმოშობის სერტიფიკატი წარმოადგენს ძირითად დოკუმენტს.
6. საჭიროების შემთხვევაში, განმცხადებლის განცხადების საფუძველზე, დამატებით შეიძლება გაცემული იქნეს წარმოშობის სერტიფიკატის კიდევ ერთი თეთრი ეგზემპლარი.
7. წარმოშობის სერტიფიკატის თითოეული ეგზემპლარი დამოწმებულ უნდა იქნეს სააგენტოს ბეჭდითა და თავმჯდომარის ხელმოწერით, რის შემდეგაც წარმოშობის სერტიფიკატი შედის ძალაში.
8. წარმოშობის სერტიფიკატის გაცემაზე დადებითი გადაწყვეტილების შემთხვევაში, სააგენტოს უფლებამოსილი პირი განმცხადებელს გადასცემს დადგენილი წესით გაფორმებულ წარმოშობის სერტიფიკატის ეგზემპლარებს და შესაბამის ჩანაწერს აკეთებს რეესტრში. განმცხადებლის მიერ შესაბამისი რაოდენობის წარმოშობის სერტიფიკატის მიღება დასტურდება რეესტრში მისი ხელმოწერით.
9. წარმოშობის სერტიფიკატი გაიცემა განმცხადებლის განცხადების რეგისტრაციის მომენტიდან არაუგვიანეს 3 (სამი) სამუშაო დღის განმავლობაში.
10. წარმოშობის სერტიფიკატის მოქმედების ვადას შეადგენს 12 (თორმეტი) თვე მისი გაცემის მომენტიდან.
11. წარმოშობის სერტიფიკატის დაზიანების ან დაკარგვის შემთხვევაში, განმცხადებლის განცხადების საფუძველზე, სააგენტო გასცემს ოფიციალურად დამოწმებულ დუბლიკატს.
12. წარმოშობის სერტიფიკატის გაცემაზე უარყოფითი გადაწყვეტილება უნდა იყოს მოტივირებული, რის შესახებაც შესაბამისი ჩანაწერი კეთდება რეესტრში. განმცხადებლის მოთხოვნის შემთხვევაში, აღნიშნულის შესახებ სააგენტო მას აცნობებს წერილობით.
13. განმცხადებლის მიერ წარმოშობის სერტიფიკატის გამოუყენებლობის შემთხვევაში, მას არ უბრუნდება სერტიფიკატის მისაღებად გადახდილი თანხა.
საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრის 2012 წლის 24 აპრილის ბრძანება №2-69 - ვებგვერდი, 30.04.2012წ.
დანართი № 1
ღვინის ეროვნულ სააგენტოს
განცხადება
საქართველოდან საექსპორტო ყურძნისეული წარმოშობის პროდუქციაზე წარმოშობის სერტიფიკატის გაცემის შესახებ
გავეცანით დებულებას „საქართველოდან საექსპორტო ყურძნისეული წარმოშობის პროდუქციაზე წარმოშობის სერტიფიკატის გაცემის წესის შესახებ“ და, ვადასტურებთ რა წინამდებარე განცხადებაზე თანდართული დოკუმენტების ნამდვილობასა და მათში მოყვანილი მონაცემების სისწორეს, გთხოვთ გასცეთ წარმოშობის სერტიფიკატი ქვემოთ ჩამოთვლილ პროდუქციაზე, მითითებული ეკვიზიტების გათვალისწინებით:
განმცხადებლის სრული დასახელება––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––
განმცხადებლის რეკვიზიტები––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––
იურიდიული და ფაქტობრივი მისამართი, ტელეფონი, ფაქსი, ელ.ფოსტა,
––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––
გადამხდელის საიდენტიფიკაციო კოდი
ხელმძღვანელის სახელი და გვარი –––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––
მიწოდების საწყისი პუნქტის დასახელება და რეკვიზიტები –––––––––––––––––––––––––
მიმღების დასახელება და რეკვიზიტები ––––––––––––––––––––––––––––––––––––––
–––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––
ხელშეკრულების (კონტრაქტის) ნომერი და თარიღი –––––––––––––––––––––––––––
ანგარიშ-ფაქტურის (ინვოისის) ნომერი და თარიღი ––––––––––––––––––––––––––––პროდუქცია
არმოებულია ჩვენ მიერ, წარმოებულია სხვის მიერ, შესყიდულია ქსელში.
სატრანსპორტო საშუალების სახე ––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––
საექსპორტო პროდუქციის ჩამონათვალი:
| № | პროდუქციის დასახელება და მოკლე დახასიათება
| ზომის ერთ. | რაოდენობა | შენიშვნა |
| 1 | 2 | 3 | 4 | 5 |
| 1. |
|
|
|
|
| 2. |
|
|
|
|
| 3. |
|
|
|
|
| 4. |
|
|
|
|
| 5. |
|
|
|
|
| 6. |
|
|
|
|
განმცხადებლის ხელმოწერა
“–––––” –––––––––––––––– 20 წ. ბ.ა.
საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრის 2012 წლის 24 აპრილის ბრძანება №2-69 - ვებგვერდი,
30.04.2012წ.
დანართი №2
| Отправитель/экспортер (Наименование и почтовый адрес) | 4. № GE –
Сертификат происхождении товара Форма СТ-1 Выдан в Грузии (наименование страны) Для представления в ––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––– (наименование страны)
| ||||||
| Получатель/импортер (Наименование и почтовый адрес) | |||||||
| Средства транспорта и маршрут следования (насколько это известно)
| 5. Для служебных отметок | ||||||
| 6. № | 7. Количество мест И вид упаковки | 8. Описание товара | 9. Вес брутто/нетто (кг) | 10. Номер дата счет- фактуры | |||
|
|
|
|
|
| |||
| 11. Удостоверение Настоящим удостоверяется, что декларация заявителя соответствует действительности
„ Н ациональное агентство вина“
Грузия 01 59 , г.Тбилиси, Пр . Маршала Гелована № 6, Тел: 2 37 80 52, 2 37 80 22, 2 10 60 18
| 12. Декларация заявителя Нижеподписавшийся заявляет, что все вышеприведенные сведения соответствуют действительности, что все товары полностью произведены или подвергнуты достаточной переработке –––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––– (наименование страны)
и что все они отвечают требованиям происхождения, установленным в отношении таких товаров
| ||||||
| Подпись Дата Печать | Подпись Дата Печать
| ||||||
საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრის 2012 წლის 24 აპრილის ბრძანება №2-69 - ვებგვერდი, 30.04.2012წ.
დანართი №3
| 1. Exporter (name, address, country)
| ORIGI№AL No.
CERTIFICATE OF ORIGIN ISSUED In GEORGIA | ||||
| 2. Consignee (name, address, country)
| |||||
| 3. Means of transport and route
| 4. For official use | ||||
| 5. COUNTRY of origin | 6. Supplementary details
| ||||
| 7. IItem number | 8. Description of goods
| 9. number and kind of packages | 10. Gross weight or other quantity | ||
|
|
|
|
| ||
| 11. Certification It is hereby certified, that the declaration by the exporter is correct
„ №ATIONAL WINE AGENCY” №6, Marshal Gelovani Ave. Tbilisi, Georgia 0159 Tel: 2378052,2378022,2106018
| 12. Declaration by the exporter The undersiggned hereby declares that the above details and statements are correct; that the goods are of origin of the COUNTRY shown in boc №o. 5; that the goods are exported to
––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––– (importing country)
| ||||
| Place, date, signature, name and stamp of certifying authority
| Place, date, stamp and signature of authorised sugnatory | ||||
საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრის 2012 წლის 24 აპრილის ბრძანება №2-69 - ვებგვერდი, 30.04.2012წ.
ღვინის ჩამოხარისხების წესი
მუხლი 1. ზოგადი დებულებები
1. წინამდებარე წესი შემუშავებულია „ვაზისა და ღვინის შესახებ” საქართველოს კანონის საფუძველზე და არეგულირებს სპეციფიკურ ზონებში წარმოებული ადგილწარმოშობის დასახელების და მხარის ატესტირებული ღვინოების (შემდგომში – ატესტირებული ღვინო) ხარისხის უფრო დაბალ კატეგორიაში გადაყვანის (შემდგომში – ჩამოხარისხების) საკითხებს.
2. ატესტირებული ღვინის ჩამოხარისხება ღვინის მწარმოებლის ინიციატივით ხორციელდება ღვინის მწარმოებლისა და ალკოჰოლიანი სასმელების სერტიფიკაციის სისტემის ცენტრალური ორგანოს – ღვინის ეროვნულ სააგენტოს (შემდგომში – სააგენტოს) ურთიერთშეთანხმების საფუძველზე, შესაბამისი აქტის გაფორმებითა და წინამდებარე წესით განსაზღვრული პროცედურების ჩატარებით. გაუარესებული ხარისხის ატესტირებული ღვინის სააგენტოს ცალმხრივი გადაწყვეტილებით ჩამოხარისხების პირობები ჩამოყალიბებულია წინამდებარე წესის მე-6 მუხლის მე-3 პუნქტში.
3. ატესტირებული ღვინის ჩამოხარისხებაზე გაფორმებული აქტის საფუძველზე შესაბამისი ცვლილებები შეიტანება ღვინის მწარმოებლის „ ტექნოლოგიურ წიგნში” და სააღრიცხვო დოკუმენტებში, აგრეთვე სავალდებულო შეტყობინების წესის შესაბამისად სააგენტოში შემოსული ინფორმაციების საფუძველზე არსებულ მონაცემებში.
4. აკრძალულია შესაბამისი ხარისხის ატესტირებული ღვინისათვის განკუთვნილი რაიმე აღნიშვნის გამოყენება (ეტიკეტზე, კონტრეტიკეტზე ან სასაქონლო სახის მქონე სარეალიზაციო მზა ღვინის გაფორმების სხვა ელემენტებზე, ყუთზე, რეესტრში, აგრეთვე ოფიციალურ, კომერციულ და სხვა სახის დოკუმენტებში) იმ ღვინისათვის, რომელიც იქნა ჩამოხარისხებული.
საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრის 2012 წლის 24 აპრილის ბრძანება №2-69 - ვებგვერდი, 30.04.2012წ.
მუხლი 2. ატესტირებული ღვინის ჩამოხარისხების საფუძვლები
1. ატესტირებული ღვინის ხარისხის გაუარესების შემთხვევაში იგი ექვემდებარება ჩამოხარისხებას.
2. ატესტირებული ღვინის ხარისხის გაუარესებაში იგულისხმება წარმოების, შენახვის, დავარგების, ტრანსპორტირების ან რეალიზაციის ნებისმიერ ეტაპზე მისი ერთი ან რამდენიმე ფიზიკო-ქიმიური და მიკრობიოლოგიური მაჩვენებლის და/ან ორგანოლეპტიკური მახასიათებლის იმდენად გაუარესება, რომ იგი აღარ შეესაბამება ატესტირებული ღვინისადმი წაყენებულ მოთხოვნებს, რისი გამოსწორებაც საქართველოში მოქმედი კანონმდებლობით ნებადართული ტექნიკურ-ტექნოლოგიური მეთოდებითა და ხერხებით მიუღწეველია.
3. ატესტირებული ღვინის ჩამოხარისხების ინიციატორი შეიძლება იყოს:
ა) სააგენტო ან კონტროლის უფლების მქონე სხვა ორგანო;
ბ) თვით ღვინის მწარმოებელი (შემდგომში – მწარმოებელი).
გ) ღვინის მფლობელი ან რეალიზატორი;
დ) ღვინის მომხმარებელი.
საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრის 2012 წლის 24 აპრილის ბრძანება №2-69 - ვებგვერდი, 30.04.2012წ.
მუხლი 3. ღვინის ჩამოხარისხებასთან დაკავშირებული პროცედურა
ატესტირებული ღვინის ჩამოხარისხების პროცედურა მოიცავს შემდეგ სამუშაოებს:
ა) ჩამოხარისხებაზე განცხადების, ან ღვინის ხარისხის გაუარესებასთან დაკავშირებით შეტყობინების (ინფორმაციის) ან პრეტენზიის (შემდგომში – განცხადება) მიღებასა და განხილვას;
ბ) გაუარესებული ხარისხის ატესტირებული ღვინის საკონტროლო ნიმუშების აღებასა (მიღებას, თუ ხარისხის გაუარესება მოხდა საქართველოს ფარგლებს გარეთ ტერიტორიაზე) და მისი გამოცდების (ანალიტიკური ექსპერტიზა და ორგანოლეპტიკური ტესტირება) ჩატარებას, მწარმოებლის თანდასწრებით (მისი სურვილის შემთხვევაში);
გ) შედეგების განხილვას მწარმოებელთან ერთად;
დ) გადაწყვეტილების მიღებას ღვინის ჩამოხარისხების თაობაზე, აქტის გაფორმებით;
ე) შესაბამისი ცვლილებების შეტანას მწარმოებელთან და სააგენტოში არსებულ დოკუმენტებში.
საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრის 2012 წლის 24 აპრილის ბრძანება №2-69 - ვებგვერდი, 30.04.2012წ.
მუხლი 4. ჩამოხარისხებაზე განცხადების მიღება და განხილვა
1. ატესტირებული ღვინის ჩამოხარისხების პროცედურის დაწყების საფუძველს წარმოადგენს:
ა ) სააგენტოს ან კონტროლის უფლების მქონე სხვა ორგანოს ინიციატივა – აღნიშნული ორგანოების მიერ დამოუკიდებლად მოპოვებული ან მიღებული ინფორმაცია (პრეტენზია) და/ან გაუარესებული ხარისხის ატესტირებული ღვინის ნიმუშები;
ბ) მწარმოებლის ინიციატივა – მწარმოებლის მიერ ხელმოწერილი წერილობითი განცხადება სააგენტოში, ატესტირებული ღვინის ჩამოხარისხების პროცედურის დაწყების თაობაზე;
გ) ატესტირებული ღვინის მფლობელის ან რეალიზატორის, აგრეთვე მომხმარებლის განცხადება სააგენტოში მის მიერ შესყიდული (მასთან სარეალიზაციოდ არსებული) ღვინის ხარისხის გაუარესებისა და შესაბამისი ღონისძიებების გატარების შესახებ.
2. თუ ღვინის ჩამოხარისხების პროცედურა იწყება მისი მწარმოებლის ან მფლობელის (რეალიზატორის) ინიციატივით, წერილობითი განცხადება კეთდება მის სატიტულო ფურცელზე, რომელშიც მითითებული უნდა იყოს:
ა) განმცხადებლის დასახელება და რეკვიზიტები;
ბ) ატესტირებული ღვინის დასახელება და ატესტირების თარიღი, მოსავლის წელი, ღვინის შესყიდვის (მფლობელობაში გადასვლის) და/ან სარეალიზაციოდ მიღების თარიღი და რაოდენობა, მისი რაოდენობა ჩამოხარისხების თაობაზე განცხადების გაკეთების მომენტისათვის, ჩამოხარისხების მიზეზები.
თუ ხარისხის გაუარესება მოხდა საქართველოს ფარგლებს გარეთ ტერიტორიაზე, მაშინ განცხადებას უნდა დაერთოს გაუარესებული ხარისხის მქონე ღვინის ნიმუშები ანალიტიკური ექსპერტიზისა და ორგანოლეპტიკური ტესტირებისათვის;
გ) განმცხადებლის მზადყოფნა სრულად შეასრულოს ჩამოხარისხების პირობები, აანაზღაუროს ჩამოხარისხების პროცედურასთან დაკავშირებული ხარჯები.
4. სააგენტოში წარმოდგენილი დოკუმენტების ნამდვილობასა და მათში მოყვანილი მონაცემების სისწორეზე პასუხისმგებლობა ეკისრება მათ წარმომდგენს.
5. განცხადება, მასზე დართული დოკუმენტები, აგრეთვე ჩამოხარისხებასთან და ჩატარებულ პროცედურებთან დაკავშირებული ყველა სხვა დოკუმენტი, ჩამოხარისხებაზე შემდგარი აქტის ერთ პირთან ერთად, ინახება სააგენტოში.
6. სააგენტოს უფლებამოსილი თანამდებობის პირი განცხადებას ატარებს სპეციალურ სარეგისტრაციო წიგნში (შემდგომში – რეესტრი), სადაც შეაქვს შემდეგი მონაცემები:
ა) განმცხადებლის დასახელება და რეკვიზიტები;
ბ) განცხადებაზე თანდართული დოკუმენტების ჩამონათვალი (განცხადებაზე დართული ნიმუშების ზოგადი აღწერით);
გ) მიღებული გადაწყვეტილება ატესტირებული ღვინის ჩამოხარისხების თაობაზე.
7. ატესტირებული ღვინის ხარისხის გაუარესების თაობაზე მოპოვებულ ინფორმაციას ან მიღებულ განცხადებას განიხილავს სააგენტოს ხელმძღვანელობა, აღნიშნულის შესახებ წინასწარ კონსულტაციებს ატარებს მწარმოებელთან, ღვინის ჩამოხარისხების პროცედურის დაწყების ან მაკორექტირებელი ღონისძიებების ჩატარების თაობაზე.
საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრის 2012 წლის 24 აპრილის ბრძანება №2-69 - ვებგვერდი, 30.04.2012წ.
მუხლი 5. ღვინის ნიმუშების აღება და გამოცდების ჩატარება
გაუარესებული ხარისხის ატესტირებული ღვინის საკონტროლო ნიმუშების აღება და გამოცდები (ანალიტიკური ექსპერტიზა და ორგანოლეპტიკური ტესტირება) ტარდება მწარმოებლის თანდასწრებით, „ალკოჰოლიანი სასმელების სერტიფიკაციის წესის შესახებ” დებულების მოთხოვნათა სრული დაცვით.
მუხლი 6. ღვინის გამოცდების შედეგების განხილვა და გადაწყვეტილების მიღება
1. გაუარესებული ხარისხის ატესტირებული ღვინის გამოცდების შედეგებს იხილავს სააგენტოს ხ ელმძღვანელობა მწარმოებელთან ერთად.
2. გამოცდების უარყოფითი შედეგების შემთხვევაში, თუ ღვინის ჩამოხარისხების ინიციატორია:
ა) თვით მწარმოებელი, მაშინ მიიღება გადაწყვეტილება ღვინის ჩამოხარისხების შესახებ, რაც, შესაბამისად, აისახება გაფორმებულ აქტში;
ბ) სააგენტო ან კონტროლის უფლების მქონე სხვა ორგანო ან მფლობელი (რეალიზატორი), ან მომხმარებელი, მაშინ მწარმოებლის ინიციატივით, მას შეიძლება მიეცეს გარკვეული პერიოდი გამოვლენილი შეუსაბამობების გამოსწორების მიზნით მაკორექტირებელი ღონისძიებების გასატარებლად, რისთვისაც მწარმოებელი შეიმუშავებს სპეციალური ტექნიკურ-ტექნოლოგიური ღონისძიებების გეგმას და ათანხმებს სააგენტოსთან. აღნიშნული ღონისძიებების განხორციელების შემდეგ, კვლავ ტარდება ღვინის გამოცდები დადგენილი პროცედურის მიხედვით.
3. ღვინის ხარისხის გამოსწორების მიზნით მწარმოებლის მიერ სპეციალური მაკორექტირებელი ღონისძიებების გატარების მიუხედავად, კვლავ უარყოფითი შედეგების მიღების შემთხვევაში, სააგენტო ცალმხრივად იღებს გადაწყვეტილებას ღვინის ჩამოხარისხების პროცედურის დაწყების თაობაზე, რომლის პირობების შესრულებაც მწარმოებლის მიერ სავალდებულოა.
4. გაუარესებული ხარისხის ატესტირებული ღვინის მიმართ მიღებული საბოლოო გადაწყვეტილების საფუძველზე შესაბამისი ცვლილებები შედის მწარმოებელთან და სააგენტოში ა რსებულ დოკუმენტებში.
5. საქართველოს ფარგლებს გარეთ ტერიტორიაზე არსებული გაუარესებული ხარისხის ატესტირებულ ღვინოსთან დაკავშირებით მიღებული გადაწყვეტილებები აუცილებლად ეცნობება განმცხადებელსა და იმ მაკონტროლებელ ტერიტორიულ ორგანოს, რომლის მოქმედების ზონაშიც იმყოფება გაუარესებული ხარისხის ატესტირებული ღვინო;
6. მწარმოებელსა და ღვინის მფლობელს (რეალიზატორს) შორის წარმოქმნილი სადაო საკითხები წყდება მათ შორის გაფორმებული კონტრაქტის (ხელშეკრულების) პირობებისა და ამ საკითხში მოქმედი კანონმდებლობის საფუძველზე.
საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრის 2012 წლის 24 აპრილის ბრძანება №2-69 - ვებგვერდი, 30.04.2012წ.