„საქართველოს ტრანსპორტის მინისტრის 1998 წლის 16 ივლისის №48 ბრძანებით დამტკიცებულ „საქართველოს ნავსადგურებში დატვირთვა-გადმოტვირთვის სამუშაოებისა და მომსახურების ტარიფებში“ დამატების შეტანის თაობაზე“

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს მინისტრის ბრძანება
დოკუმენტის ნომერი
27
მიმღები ორგანო
საქართველოს ტრანსპორტისა და კომუნიკაციების მინისტრი
მიღების თარიღი
2000-09-13
გამოქვეყნების თარიღი
2000-09-29
სარეგისტრაციო კოდი
000000030.01(2).004.000438
„საქართველოს ტრანსპორტის მინისტრის 1998 წლის 16 ივლისის №48 ბრძანებით დამტკიცებულ „საქართველოს ნავსადგურებში დატვირთვა-გადმოტვირთვის სამუშაოებისა და მომსახურების ტარიფებში“ დამატების შეტანის თაობაზე“
საქართველოს ტრანსპორტისა და კომუნიკაციების სამინისტრო

ბრძანება №27

2000 წლის 13 სექტემბერი

ქ. თბილისი

საქართველოს ტრანსპორტის მინისტრის 1998 წლის 16 ივლისის №48 ბრძანებით დამტკიცებულ „საქართველოს ნავსადგურებში დატვირთვა-გადმოტვირთვის სამუშაოებისა და მომსახურების ტარიფებში“ დამატების შეტანის თაობაზე

ევროკავშირსა და საქართველოს შორის „პარტნიორობისა და თანამშრომლობის შესახებ შეთანხმების“ საფუძველზე ( კარი IV, თავი III, 30-ე, 31-ე, 32-ე 33-ე მუხლები) საქართველოს ტრანსპორტის მინისტრის 1998 წლის 16 ივლისის №48 ბრძანებით დამტკიცებულ  „საქართველოს ნავსადგურებში დატვირთვა-გადმოტვირთვის სამუშაოებისა და მომსახურების ტარიფებში“ შეტანილი იქნეს დამატება. კერძოდ,

1. პირველი კარის მე-13 მუხლის პირველ პუნქტში სიტყვების „ხელშეკრულებების“ შემდეგ დაემატოს სიტყვები „ევროკავშირსა და საქართველოს შორის პარტნიორობისა და თანამშრომლობის შესახებ შეთანხმების“ და ქვეყნების ჩამონათვალს დაემატოს შემდეგი ქვეყნები:

ბელგიის სამეფო

დანიის სამეფო

ესპანეთის სამეფო

საფრანგეთის რესპუბლიკა

ირლანდია

იტალიის რესპუბლიკა

ლუქსემბურგის დიდი საჰერცოგო

ნიდერლანდების სამეფო

ავსტრიის რესპუბლიკა

პორტუგალიის რესპუბლიკა

ფინეთის რესპუბლიკა

შვედეთის სამეფო

დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფო.

2. ბრძანება ძალაში შევიდეს ოფიციალურ ბეჭდვით ორგანოში გამოქვეყნებისთანავე.

 

მინისტრი                                                                                              მ. ადეიშვილი

 

შეთანხმებულია:

საქართველოს ეკონომიკის,

მრეწველობისა და ვაჭრობის

მინისტრი                                                                                         ი. ჩხარტიშვილი


კრებსითი — სრული ვერსია