ზოგიერთ საარჩევნო ღონისძიების შესრულების ახალი ვადის განსაზღვრის თაობაზე

დოკუმენტის ტიპი
ცენტრალური საარჩევნო კომისიის დადგენილება
დოკუმენტის ნომერი
21/2003
მიმღები ორგანო
საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია
მიღების თარიღი
2003-09-27
გამოქვეყნების თარიღი
2003-09-27
სარეგისტრაციო კოდი
010.220.020.13.007.006.090
ზოგიერთ საარჩევნო ღონისძიების შესრულების ახალი ვადის განსაზღვრის თაობაზე

სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 010.220.020.13.007.006.108

საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის

დადგენილება №21/2003

2003 წლის 27 სექტემბერი

ქ. თბილისი

ზოგიერთ საარჩევნო ღონისძიების შესრულების ახალი ვადის განსაზღვრის თაობაზე

საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსი” 25-ე მუხ­ლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის საფუძველზე“ საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია ადგენს:

    მუხლი 1

ახალშექმნილი საუბნო საარჩევნო კომისიის პირველი შეკრების ახალ ვადად განისაზღვროს არა უგვიანეს 2003 წლის 30 სექტემბრისა.

    მუხლი 2

ეს დადგენილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის საოლქო სასამართლოში (მისამართი: ქ. თბილისი გრ. რობაქიძის გამზ. №7ა) მისი მიღებიდან 3 კალენდარული დღის ვადაში.

    მუხლი 3

ეს დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

კომისიის თავმჯდომარე ნანა დევდარიანი

კომისიის მდივანი გიორგი მიქანაძე

კრებსითი — სრული ვერსია