სპეციალიზებული დაწესებულების შესახებ, სადაც შესაძლებელია ჯანმრთელობისათვის საშიში სხივური ზემოქმედების დონის განსაზღვრა

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს მინისტრის ბრძანება
დოკუმენტის ნომერი
149/ნ
მიმღები ორგანო
საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი
მიღების თარიღი
2003-07-21
გამოქვეყნების თარიღი
2003-07-31
სარეგისტრაციო კოდი
470.230.000.11.119.005.969
სპეციალიზებული დაწესებულების შესახებ, სადაც შესაძლებელია ჯანმრთელობისათვის საშიში სხივური ზემოქმედების დონის განსაზღვრა

სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი

470.230.000.11.119.005.969

საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის

ბრძანება №149/ნ

2003 წლის 21 ივლისი

ქ. თბილისი

სპეციალიზებული დაწესებულების შესახებ, სადაც შესაძლებელია ჯანმრთელობისათვის საშიში სხივური ზემოქმედების დონის განსაზღვრა

„ჩერნობილის ატომურ ელექტროსადგურზე და სხვა სამხედრო ან სამოქალაქო დანიშნულების ბირთვულ ობიექტებზე ავარიული სიტუაციების შედეგების ლიკვიდაციის მონაწილეებისა და მათი ოჯახის წევრების სოციალური დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:

1. დამტკიცდეს სს „აკად. გრ. მუხაძის სახელობის ჰემატოლოგიისა და ტრანსფუზიოლოგიის სამეცნიერო კვლევითი ინსტიტუტი“ იმ სპეციალიზებულ დაწესებულებად, სადაც შესაძლებელია ჯანმრთელობისათვის საშიში სხივური ზემოქმედების დონის განსაზღვრა.

2. ბრძანება ძალაში შევიდეს გამოქვეყნებისთანავე.

ა. გამყრელიძე

კრებსითი — სრული ვერსია