საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისის საქმიანობის მარეგულირებელი წესების დამტკიცების თაობაზე

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს კავშირგაბმულობისა და ფოსტის სფეროში საქმიანობის მარეგულირებელი ეროვნული კომისიის დადგენილება
დოკუმენტის ნომერი
1
მიმღები ორგანო
საქართველოს კავშირგაბმულობის ეროვნული კომისია
მიღების თარიღი
2003-06-27
გამოქვეყნების თარიღი
2025-03-20
სარეგისტრაციო კოდი
320.050.000.15.012.005.937
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისის საქმიანობის მარეგულირებელი წესების დამტკიცების თაობაზე

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის

დადგენილება №1

2003 წლის 27 ივნისი

ქ. თბილისი

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების დამტკიცების თაობაზე

„კავშირგაბმულობისა და ფოსტის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20, 21-ე, 42-ე, 49-ე, 491, 492 მუხლების, „დამოუკიდებელი ეროვნული მარეგულირებელი ორგანოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის პირველი პუნქტის, „სამეწარმეო საქმიანობის ლიცენზიისა და ნებართვის გაცემის საფუძვლების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-8 და 21-ე მუხლების შესაბამისად, კომისიამ დაადგინა:

1. დამტკიცდეს საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესები (დანართი №1).

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2023 წლის 26 ოქტომბრის დადგენილება №6 - ვებგვერდი, 30.10.2023წ.

11. დამტკიცდეს საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის მიერ „კონკურენციის შესახებ" საქართველოს კანონის აღსრულების მარეგულირებელი წესი (დანართი №2).

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2021 წლის 15 ივლისის დადგენილება №4 - ვებგვერდი, 26.07.2021წ.

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2023 წლის 26 ოქტომბრის დადგენილება №6 - ვებგვერდი, 30.10.2023წ.

12. დამტკიცდეს საჯარო კონსულტაციების მარეგულირებელი წესი (დანართი №3).

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2021 წლის 9 დეკემბრის დადგენილება №6 - ვებგვერდი, 10.12.2021წ.

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2023 წლის 26 ოქტომბრის დადგენილება №6 - ვებგვერდი, 30.10.2023წ.

13. დამტკიცდეს საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის თანამშრომელთა პროფესიული და ეთიკური ქცევის წესები (დანართი №4).

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2023 წლის 13 ივლისის დადგენილება №3 - ვებგვერდი, 17.07.2023წ.

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2023 წლის 26 ოქტომბრის დადგენილება №6 - ვებგვერდი, 30.10.2023წ.

2. (ამოღებულია - 26.10.2023, №6).

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2023 წლის 6 აპრილის დადგენილება №2 - ვებგვერდი, 07.04.2023წ.

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2023 წლის 26 ოქტომბრის დადგენილება №6 - ვებგვერდი, 30.10.2023წ.

3. დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

4. დაევალოს კომისიის აპარატის იურიდიულ სამსახურს (ე.ასანიძე) დადგენილების საქართველოს ნორმატიული აქტების სახელმწიფო რეესტრში გატარება კანონმდებლობით დადგენილი წესით.

 კომისიის თავმჯდომარე:    ვ. აბაშიძე

 

დანართი №1

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2023 წლის 26 ოქტომბრის დადგენილება №6 - ვებგვერდი, 30.10.2023წ.

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესები

თავი I . ზოგადი დებულებები

    მუხლი 1. ძირითადი დებულებები

1. წინამდებარე მარეგულირებელი წესები მიღებულია საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის (შემდგომში – კომისია) მიერ, „ეროვნული მარეგულირებელი ორგანოების შესახებ" საქართველოს კანონის მე-20 მუხლის პირველი პუნქტის საფუძველზე, “ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” და „მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონების შესაბამისად, ელექტრონული კომუნიკაციებისა და მაუწყებლობის სფეროებში კომისიის საქმიანობის რეგულირების უზრუნველსაყოფად.

2. ამ წესებში მოცემულია დებულებები:

ა) ექს-პარტე შეტყობინების მიღებისა და განხილვის შესახებ;

ბ) მასობრივი ინფორმაციის საშუალებებთან ურთიერთობის პროცედურების შესახებ; კომისიის სამართ ლებრივი აქტების, მათ შორის, კონფიდენციალური ინფორმაციის და კომისიაში ადმინისტრაციული წარმოების მიმდინარეობისას შემოსული ინფორმაციის შენახვისა და ხელმისაწვდომობის თაობაზე, ასევე ინფორმაციის პროაქტიული გამოქვეყნების შესახებ;

გ) რეგულირების პროცესის გამჭვირვალობისა და საზოგადოების მონაწილეობის უზრუნველსაყოფად საჯარო განხილვების ჩატარების პროცედურების შესახებ;

დ) კომისიის უფლებამოსილებას მიკუთვნებული საკითხების თაობაზე განცხადებების მიღების, განხილვისა და გადაწყვეტის პროცედურების შესახებ;

ე) კომისიის გადაწყვეტილებების მომზადებისა და გამოქვეყნების პროცედურების შესახებ; კომისიის გადაწყვეტილებების შესაძლო დარღვევის ფაქტების გამოკვლევისა და მათზე რეაგირების შესახებ;

ვ) ავტორიზებულ პირებს შორის, ლიცენზიის მფლობელებს შორის, ავტორიზებულ (ლიცენზირებულ) პირებსა და მომხმარებლებს შორის დავების განხილვისა და გადაწყვეტის შესახებ;

ზ) მომხმარებელთა საჩივრების მიღების, განხილვისა და გადაწყვეტის პროცედურების შესახებ;

თ) სამოყვარულო რადიოსადგურების გამოყენების წესს.

3. კომისია გასცემს კერძო მაუწყებლობის ლიცენზიის, სათემო მაუწყებლობის ლიცენზიისა და რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის ლიცენზიის ფლობის დამადასტურებელ საბუთს – სალიცენზიო მოწმობას (დანართი №1.1-ის, დანართი №1.2-ის და დანართი №1.3-ის შესაბამისად).

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2005 წლის 8 აპრილის დადგენილება № 6 -სსმ III , № 45 , 18.04.2005 წ.,მუხ. 469

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2006 წლის 24 მარტის დადგენილება №4-სსმIII, №49, 10.04.2006წ.,მუხ.625

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2014 წლის 6 მაისის დადგენილება №4 -ვებგვერდი, 08.05.2014 წ.

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2018 წლის 23 თებერვლის დადგენილება №3 - ვებგვერდი, 26.02.2018წ.

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2023 წლის 13 ივლისის დადგენილება №3 - ვებგვერდი, 17.07.2023წ.

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2023 წლის 26 ოქტომბრის დადგენილება №6 - ვებგვერდი, 30.10.2023წ.

    მუხლი 2. ტერმინთა განმარტება

ამ წესებში გამოყენებულ ტერმინებს აქვთ “ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ”  საქართველოს კანონის მე-2 მუხლითა და “მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის მე-2 მუხლით, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსითა და “ეროვნული მარეგულირებელი ორგანოების შესახებ” საქართველოს კანონით განსაზღვრული მნიშვნელობები, აგრეთვე შემდეგი მნიშვნელობები:

ა) გამოქვეყნება - ინტერნეტში კომისიის ოფიციალურ გვერდზე გამოქვეყნება;

ბ) ექს-პარტე შეტყობინება – მესამე პირის მიერ კომისიაში წერილობითი სახით შეტანილი შეტყობინება კომისიის სხდომის დღის წესრიგში შესულ ან კომისიის უფლებამოსილებას მიკუთვნებულ ნებისმიერ საკითხთან დაკავშირებით. ექს-პარტე შეტყობინება გამოიყენება იმ მიზნით, რომ კომისიას გააჩნდეს სრულყოფილი ინფორმაცია და მოქნილობა გადაწყვეტილების მიღებისას;

გ) დღე – სამუშაო დღე;

დ) სახმობი – ლათინური ასოებისა და ციფრებისაგან შედგენილი კომბინაცია, რომელშიც პირველი ორი ნიშანი აღნიშნავს ქვეყანას, ხოლო მომდევნო კონკრეტულ რადიოსადგურს;

ე) საზღვაო ხომალდის ამოცნობის ნიშანი – ცხრა ციფრისაგან შედგენილი აღნიშვნა, რომელშიც პირველი სამი ციფრი წარმოადგენს ამოცნობის ნიშნის მიმნიჭებელი ადმინისტრაციის გეოგრაფიულ ზონას, ხოლო მომდევნო განსაზღვრავს კონკრეტულ რადიოსადგურს.

ვ) ამოწურვადი რესურსი – რადიოსიხშირული სპექტრი ან/და ნუმერაციის რესურსი;
ზ) ამოწურვადი რესურსით სარგებლობის საფასური – რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის საფასური ან/და ნუმერაციის რესურსით სარგებლობის საფასური − შესაბამისი ამოწურვადი რესურსით სარგებლობის უფლების მაძიებლის მიერ გადასახდელი თანხა, რომლის ოდენობა განისაზღვრება და გადახდის წესი დგინდება აუქციონის საფუძველზე ან/და კომისიის დადგენილებებით დამტკიცებული „რადიოსიხშირული სპექტრით ან/და ნუმერაციის რესურსით სარგებლობის უფლების მოსაპოვებლად აუქციონის გამართვის დებულების“ ან „ნუმერაციის რესურსის გაცემის, გამოყენებისა და ანგარიშსწორების წესების“ შესაბამისად ან „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი სხვა წესით. რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის საფასური, გარდა ლიცენზიის მისაღებად გადასახდელი ამოწურვადი რესურსით სარგებლობის საფასურისა რომელიც სრულად ირიცხება საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტში, ასევე ნუმერაციის რესურსით სარგებლობის საფასური ირიცხება კომისიის ბიუჯეტში.

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2006 წლის 24 მარტის დადგენილება №4-სსმIII, №49, 10.04.2006წ.,მუხ.625

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2014 წლის 6 მაისის დადგენილება №4 -ვებგვერდი, 08.05.2014 წ.

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2018 წლის 23 თებერვლის დადგენილება №3 - ვებგვერდი, 26.02.2018წ.

    მუხლი 3.  (ამოღებულია)
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2006 წლის 24 მარტის დადგენილება №4-სსმIII, №49, 10.04.2006წ.,მუხ.625
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2023 წლის 13 ივლისის დადგენილება №3 - ვებგვერდი, 17.07.2023წ.

თავი II.ადმინისტრაციული წარმოება კომისიაში

    მუხლი 4. ადმინისტრაციული წარმოების დაწყება

1. კომისიაში ადმინისტრაციული წარმოების დაწყების საფუძველია:

ა) დაინტერესებული პირის განცხადება;

ბ) კომისიისთვის კანონმდებლობით დაკისრებული ვალდებულება ან მინიჭებული უფლებამოსილება – გამოსცეს ადმინისტრაციული ან ნორმატიული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი.

2. ამ მუხლის პირველი პუნქტის ,,ა“ ქვეპუნქტში გათვალისწინებულ შემთხვევაში ადმინისტრაციული წარმოება იწყება განცხადების რეგისტრაციის მომენტიდან.

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2006 წლის 24 მარტის დადგენილება №4-სსმIII, №49, 10.04.2006წ.,მუხ.625

    მუხლი 5. ადმინისტრაციული წარმოების დაწყება დაინტერესებული პირის განცხადებით

1. დაინტერესებული პირის კომისიაში წარდგენილი განცხადება იწვევს კომისიის მიერ ადმინისტრაციული წარმოების დაწყებას, თუ იგი შეეხება კომისიის უფლებამოსილებას მიკუთვნებულ საკითხებს.

2. განცხადებით ადმინისტრაციული წარმოება კომისიაში იწყება, თუ იგი შეიცავს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ რეკვიზიტებს ან სულ ცოტა ქვემოთ ჩამოთვლილ მონაცემებს:

ა) განმცხადებლის ვინაობასა და მისამართს;

ბ) მოთხოვნას;

გ) განცხადების წარდგენის თარიღსა და განმცხადებლის ხელმოწერას;

დ) განცხადებაზე დართული საბუთების ნუსხას, მათი არსებობის შემთხვევაში.

3. განცხადებას თან უნდა დაერთოს საბუთები, თუ მათ არსებობას ითვალისწინებს კანონმდებლობა ან ადასტურებენ განცხადებაში მოყვანილ მოთხოვნას, ან მათზე უთითებს განმცხადებელი.

4. განმცხადებელს უფლება აქვს წარუდგინოს კომისიას ყველა სხვა საბუთი, რომელიც შეიძლება საფუძვლად დაედოს განმცხადებლის მიერ მოთხოვნილი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემას.

5. საერთაშორისო პროცედურების შესაბამისად მოსაზღვრე ქვეყნის მიერ კოორდინაციაზე წარმოდგენილი სიხშირის გამოყენების განაცხადი წარმოდგენილი უნდა იყოს საერთაშორისო სატელეკომუნიკაციო კავშირის (ITU) მიერ დადგენილი ფორმით.

6. დეკლარაცია/განცხადება ავტორიზაციის შესახებ კომისიაში შეტანილ უნდა იქნას “ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის მე-16 მუხლის ან/და 'მაუწყებლობის შესახებ' საქართველოს კანონის 451 მუხლის შესაბამისად.

7. სალიცენზიო განცხადება უნდა შეიცავდეს აუქციონის ან კონკურსის გამართვის შესახებ კომისიის გადაწყვეტილებით განსაზღვრულ მონაცემებს. სალიცენზიო განცხადებას თან უნდა დაერთოს ,,ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ ან ,,მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული დოკუმენტაცია.

8. განცხადება ლიცენზიის მოქმედების ვადის გაგრძელების თაობაზე შეტანილი უნდა იქნეს კომისიაში, ლიცენზიის მოქმედების ვადის გასვლამდე არაუგვიანეს  33 სამუშაო დღისა.  ამ ვადის დარღვევით შეტანილ განცხადებასთან დაკავშირებით კომისია იღებს გადაწყვეტილებას მისი განუხილველად დატოვების შესახებ. ლიცენზიის გაგრძელებასთან დაკავშირებული სხვა ვადები და წესები განისაზღვრება  “ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” და “მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონებით;

81. (ამოღებულია - 23.02.2018, №3).

9. განცხადება სიხშირის მინიჭების თაობაზე უნდა აკმაყოფილებდეს ამ წესებით დადგენილ მოთხოვნებს.

10. განმცხადებელი უფლებამოსილია მოითხოვოს კომისიისთვის წარდგენილი კომერციული  საიდუმლოების შემცველი ინფორმაციის დაცვა. ამ შემთხვევაში მან უნდა მიუთითოს ინფორმაციის საიდუმლოების თაობაზე.

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2006 წლის 24 მარტის დადგენილება №4-სსმIII, №49, 10.04.2006წ.,მუხ.625

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2006 წლის 14 ივლისის დადგენილება №7-სსმIII, №96, 21.07.2006წ.,მუხ.1293

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2014 წლის 6 მაისის დადგენილება №4 -ვებგვერდი, 08.05.2014 წ.

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2015 წლის 23 ივლისის დადგენილება №3 -ვებგვერდი, 27.07.2015 წ.

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2018 წლის 23 თებერვლის დადგენილება №3 - ვებგვერდი, 26.02.2018წ.

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2025 წლის 20 მარტის დადგენილება №1 - ვებგვერდი, 21.03.2025წ.

    მუხლი 6. კომისიის მიერ ადმინისტარციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის ვალდებულება

კომისიის მიერ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის ვალდებულებას წარმოადგენს:

ა) კომისიის მიერ ნორმატიული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მიღება;

ბ) ლიცენზიის/ამოწურვადი რესურსით სარგებლობის უფლების მფლობელის ან/და ავტორიზებული პირის მიერ მოქმედი კანონმდებლობის (მათ შორის საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის) ან სალიცენზიო/ამოწურვადი რესურსით სარგებლობის უფლების ან/და ავტორიზაციის პირობების დარღვევაზე, ან პირის მიერ ულიცენზიოდ/ამოწურვადი რესურსით სარგებლობის უფლების მინიჭების გარეშე, ან/და ავტორიზაციის გარეშე საქმიანობაზე ადმინისტრაციული აქტის გამოცემა;

გ) მაუწყებლობის სიხშირეთა განაწილების გეგმის და პრიორიტეტების დადგენის შესახებ ადმინისტრაციული აქტის გამოცემა;

დ) კანონით გათვალისწინებულ შემთხვევებში ლიცენზიის გაცემის მიზნით კონკურსის გამოცხადების შესახებ, ასევე რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის ლიცენზიის გაცემის მიზნით აუქციონის ან/და კონკურსის გამოცხადების შესახებ ადმინისტრაციული აქტის გამოცემა;

ე) კანონმდებლობით განსაზღვრული სხვა შემთხვევები.

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2014 წლის 6 მაისის დადგენილება №4 -ვებგვერდი, 08.05.2014 წ.

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2018 წლის 23 თებერვლის დადგენილება №3 - ვებგვერდი, 26.02.2018წ.

    მუხლი 7. კომისიაში ადმინისტრაციული წარმოების სახეები

1. კომისიის გადაწყვეტილებები მიიღება მარტივი ადმინისტრაციული წარმოებით, ,,ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ და ,,მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონებით გათვალისწინებული შემთხვევების გარდა.

2. ადმინისტრაციული წარმოება კომისიაში მიმდინარეობს იმ თავისებურებათა გათვალისწინებით, რაც კოლეგიურ ადმინისტრაციულ ორგანოში ადმინისტრაციული წარმოებისთვის საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით არის დადგენილი.

3. ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმეს კომისია განიხილავს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსითა და საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით დადგენილი წესით.

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2006 წლის 24 მარტის დადგენილება №4-სსმIII, №49, 10.04.2006წ.,მუხ.625

    მუხლი 8. (ამოღებულია)

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2006 წლის 24 მარტის დადგენილება №4-სსმIII, №49, 10.04.2006წ.,მუხ.625

    მუხლი 9. წარმომადგენლობა კომისიაში

1. (ამოღებულია)

2. მოქალაქეს ან იურიდიულ პირს შეუძლია კომისიაში საქმე აწარმოონ წარმომადგენლის მეშვეობით. წარმომადგენლის უფლებამოსილება უნდა ჩამოყალიბდეს კანონმდებლობის შესაბამისად, გაცემულ და გაფორმებულ მინდობილობაში.

3. ადმინისტრაციულ წარმოებაში მონაწილე დაინტერესებული მხარე, რომელსაც არ გააჩნია მუდმივი საცხოვრებელი ადგილი საქართველოში ან რეგისტრირებულია მისამართის მითითების გარეშე, ვალდებულია კომისიის მოთხოვნიდან 3 სამუშაო დღის ვადაში დანიშნოს წარმომადგენლად საქართველოში განსაზღვრულ მისამართზე რეგისტრირებული ქმედუნარიანი პირი, რომელსაც გაეგზავნება მისთვის განკუთვნილი ყველა საბუთი.

4. თუ პირი არ შეასრულებს ამ მუხლის მე-3 პუნქტში აღნიშნულ მოთხოვნას, კომისიას ეხსნება დოკუმენტის გაგზავნის პასუხისმგებლობა და ეს არ შეიძლება გახდეს კომისიის ადმინისტრაციული აქტის ბათილად გამოცხადების საფუძველი, გარდა კანონით დადგენილი შემთხვევებისა.

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2006 წლის 24 მარტის დადგენილება №4-სსმIII, №49, 10.04.2006წ.,მუხ.625

    მუხლი 10. ექს-პარტე შეტყობინება

1. ნებისმიერი პირი უფლებამოსილია კომისიის სხდომის დღის წესრიგში შეტანილ საკითხთან დაკავშირებით შეიტანოს კომისიაში ექს-პარტე შეტყობინება ამ საკითხის კომისიის სხდომაზე განხილვის დაწყებამდე.

2. ნებისმიერი პირი უფლებამოსილია კომისიისთვის ინფორმაციის მიწოდების მიზნით შეიტანოს კომისიაში ექს-პარტე შეტყობინება კომისიის უფლებამოსილებას მიკუთვნებულ საკითხთან დაკავშირებით.

3. ექს-პარტე შეტყობინება არ წარმოადგენს ადმინისტრაციული საქმისწარმოების დაწყების საფუძველს.

4. ექს-პარტე შეტყობინება რეგისტრირებულ უნდა იყოს ცალკე ჟურნალში, რომელშიც აღირიცხება: ექს-პარტე შეტყობინების შემტანი პირი, შეტანის თარიღი და მოკლე შინაარსი. ექს-პარტე შეტყობინების შემცველი დოკუმენტაციის და სარეგისტრაციო ჟურნალის კომისიაში შენახვა ხდება ამ წესების მე-19 მუხლის მე-7 პუნქტით გათვალისწინებული წესით.

5. ექს-პარტე შეტყობინების კომისიაში რეგისტრაციის შემდგომ კომისია ვალდებულია შეამოწმოს მასში მოცემული ინფორმაცია და ფაქტები შეტყობინებასთან დაკავშირებული საკითხის თაობაზე გადაწყვეტილების მიღებამდე. ამ მიზნით კომისია უფლებამოსილია გადადოს საკითხის განხილვა.

6. სხდომაზე ექს-პარტე შეტყობინებასთან დაკავშირებული საკითხის განხილვამდე კომისია იცავს ექს-პარტე შეტყობინების კონფიდენციალობას. კონფიდენციალურ ინფორმაციას არ წარმოადგენს ექს-პარტე შეტყობინების კომისიაში შეტანის ფაქტი და ცნობა შემტანი პირის შესახებ.

7. სხდომაზე კომისიამ უნდა იმსჯელოს შეტანილი ექს-პარტე შეტყობინების თაობაზე. ექს-პარტე შეტყობინების შემტანი პირი უფლებამოსილია დაესწროს კომისიის სხდომას.

თავი III. კომისიის სამართლებრივი აქტების მიღების წესი

    მუხლი 11. კომისიის სამართლებრივი აქტები

1. კომისია კანონმდებლობით დადგენილი წესით, თავისი უფლებამოსილების ფარგლებში, იღებს (გამოსცემს) სამართლებრივ აქტებს. კომისიის სამართლებრივ აქტებს განეკუთვნება კომისიის დადგენილება, კომისიის გადაწყვეტილება და კომისიის თავმჯდომარის ბრძანება.

2. კომისიის დადგენილება არის ნორმატიული სამართლებრივი აქტი, რომელიც მიიღება “მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის, “ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის, „ეროვნული მარეგულირებელი ორგანოების შესახებ“ საქართველოს კანონის და სხვა საკანონმდებლო აქტების საფუძველზე, „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესით.

3. კომისიის გადაწყვეტილება არის ინდივიდუალური სამართლებრივი აქტი, რომელიც მიიღება კანონმდებლობით კომისიისთვის მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში.

4. კომისიის გადაწყვეტილება მიიღება ისეთ საკითხზე, რომელიც თავისი შინაარსით არანორმატიული ხასიათისაა, კომისიისთვის კანონმდებლობით მინიჭებული უფლებამოსილების განსახორციელებლად, აგრეთვე კომისიისა და კომისიის აპარატის შიდაორგანიზაციულ საკითხებზე, რომლებიც შეიცავს ქცევის ზოგად წესს პირთა განსაზღვრული წრისთვის.

5. კომისიის თავმჯდომარე გამოსცემს ბრძანებებს კომისიისა და კომისიის აპარატის შიდაორგანიზაციულ საკითხებზე, რომლებიც არ შეიცავს ქცევის ზოგად წესს.

6. კომისიის სამართლებრივი აქტები, გარდა კომისიის თავმჯდომარის ბრძანებისა, მიიღება (გამოიცემა) კომისიის სხდომაზე.

7. კომისიის ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი უნდა შეიცავდეს წერილობით დასაბუთებას. დასაბუთება წინ უძღვის სამართლებრივი აქტის სარეზოლუციო ნაწილს. სამართლებრივ აქტში უნდა მიეთითოს ის საკანონმდებლო ან კანონქვემდებარე ნორმატიული აქტი ან მისი შესაბამისი ნორმა, რომლის საფუძველზედაც გამოიცა ეს სამართლებრივი აქტი. თუ კომისია სამართლებრივი აქტის გამოცემისას მოქმედებდა დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლებში, წერილობით დასაბუთებაში მიეთითება ყველა ის ფაქტობრივი გარემოება, რომელსაც არსებითი მნიშვნელობა ჰქონდა სამართლებრივი აქტის გამოცემისას. კომისია უფლებამოსილი არ არის თავისი სამართლებრივი აქტი დააფუძნოს იმ გარემოებებზე, ფაქტებზე, მტკიცებულებებზე ან არგუმენტებზე, რომლებიც არ იყო გამოკვლეული და შესწავლილი ადმინისტრაციული წარმოების დროს.

8. გადაუდებელ შემთხვევაში კომისიის სამართლებრივი აქტი შეიძლება გამოიცეს ან გამოქვეყნდეს წერილობითი დასაბუთების გარეშეც. ასეთ შემთხვევაში წერილობითი დასაბუთება აუცილებლად უნდა გამოქვეყნდეს ან გადაეცეს ოფიციალური გაცნობისთვის სამართლებრივი აქტის გამოქვეყნებიდან ან ოფიციალური გაცნობიდან ერთი კვირის ვადაში.

9. კომისიის გადაწყვეტილება უნდა შეიცავდეს:

ა) გადაწყვეტილების გამომცემი ორგანოს დასახელებას და აქტის სათაურს;

ბ) კომისიის წევრების გვარებს, სახელებსა და ხელმოწერებს;

გ) გადაწყვეტილების გამოცემის დროსა და ადგილს;

დ) გადაწყვეტილების სარეგისტრაციო ნომერს;

ე) მითითებას იმ სასამართლოზე, რომელშიც შეიძლება გადაწყვეტილების გასაჩივრება, მის მისამართს და საჩივრის (ან სარჩელის) წარდგენის ვადას.

10. გადაწყვეტილებაზე გამოსახული უნდა იყოს საქართველოს სახელმწიფო გერბი.

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2006 წლის 24 მარტის დადგენილება №4-სსმIII, №49, 10.04.2006წ.,მუხ.625

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2006 წლის 14 ივლისის დადგენილება №7-სსმIII, №96, 21.07.2006წ.,მუხ.1293

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2014 წლის 6 მაისის დადგენილება №4 -ვებგვერდი, 08.05.2014 წ.

    მუხლი 12. კომისიის სხდომის მომზადება

1. კომისიის სხდომა საჯაროა, გარდა კანონმდებლობით გათვალისწინებული შემთხვევებისა. კომისიის ღია სხდომაზე დასწრების უფლება აქვს ყველა დაინტერესებულ პირს, მათ შორის – მასობრივი ინფორმაციის საშუალებების წარმომადგენლებს.

2. კომისიის სხდომებზე საკითხების განხილვა ხდება დამტკიცებული სამუშაო გეგმის მიხედვით, აგრეთვე მიმდინარე საკითხების გათვალისწინებით. სამუშაო გეგმაში შეტანილი საკითხებისა და მათი განხილვის ვადების შეცვლა შეიძლება მხოლოდ კომისიის გადაწყვეტილებით.

3. კომისია ვალდებულია დაინტერესებულ მხარეს აცნობოს კომისიის სხდომის ჩატარების შესახებ და მისცეს მას სხდომაზე დასწრების შესაძლებლობა. შეტყობინებაში უნდა მიეთითოს, რომ დაინტერესებული მხარის გამოუცხადებლობის შემთხვევაში, კომისია უფლებამოსილია განიხილოს საქმე და მიიღოს გადაწყვეტილება. ნებისმიერ პირს უფლება აქვს დაესწროს კომისიის სხდომას. თუ ყველა მსურველის სხდომის დარბაზში მოთავსება ფიზიკურად შეუძლებელია, სხდომაზე დასასწრებად დაიშვებიან ის პირები, რომლებმაც უფრო ადრე გამოთქვეს სხდომაზე დასწრების სურვილი.

4. კომისიის სხდომას იწვევს კომისიის თავმჯდომარე ან კომისიის სულ ცოტა ორი წევრი. სხდომის გამართვის დღეა, როგორც წესი, ყოველი სამუშაო კვირის ხუთშაბათი, თუ სხდომის მოწვევის სხვა დრო არ არის განსაზღვრული კომისიის თავმჯდომარისა და წევრების დავალებით ან გადაუდებელი აუცილებლობით.

5. (ამოღებულია - 17.08.2017, № 5);

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2006 წლის 24 მარტის დადგენილება №4-სსმIII, №49, 10.04.2006წ.,მუხ.625

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2014 წლის 6 მაისის დადგენილება №4 -ვებგვერდი, 08.05.2014 წ.

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2017 წლის 17 აგვისტოს დადგენილება №5 -ვებგვერდი, 18.08.2017 წ.

მუხლი 121. კომისიის სხდომის მიმდინარეობა

1. კომისიის სხდომას ხსნის და თავმჯდომარეობს კომისიის თავმჯდომარე, ხოლო მისი არყოფნის შემთხვევაში – კანონმდებლობის შესაბამისად დანიშნული სხდომის თავმჯდომარე.

2. კომისიის სხდომაზე დღის წესრიგის პროექტს წარმოადგენს ადმინისტრაცია. საჭიროების შემთხვევაში კომისიას დღის წესრიგის პროექტში შეაქვს კომისიის სხდომაზე განსახილველად დამატებით წარმოდგენილი საკითხი. კომისია განსაზღვრავს საკითხის განხილვის რიგითობას, აერთიანებს ერთგვაროვან და სამართლებრივად ერთმანეთთან დაკავშირებულ საკითხებს, გადააქვს საკითხის განხილვა სხვა დროისთვის. დღის წესრიგს კენჭისყრის შედეგად, ხმათა უმრავლესობით, ამტკიცებს კომისია.

3. სხდომის თავმჯდომარეს სხდომა მიჰყავს დღის წესრიგის შესაბამისად და ასახელებს განსახილველ საკითხს. სხდომის მდივანი კომისიას მოახსენებს განსახილველ საკითხზე მოწვეულ პირთაგან ვინ გამოცხადდა, ჩაჰბარდათ თუ არა გამოუცხადებელ პირებს შეტყობინებები, ხოლო მომხსენებელი  (კომისიის წევრი, კომისიის აპარატის თანამშრომელი) წარმოადგენს ინფორმაციას მათი გამოუცხადებლობის მიზეზების შესახებ. არასაპატიო მიზეზით დაინტერესებული მხარის გამოუცხადებლობა არ აბრკოლებს კომისიის მიერ საკითხის განხილვას.

4. სხდომაზე წესრიგის დაცვას უზრუნველყოფს სხდომის თავმჯდომარე. იგი უფლებამოსილია  გააფრთხილოს წესრიგის დამრღვევი პირი, ხოლო განსაკუთრებულ შემთხვევაში – გააძევოს დარბაზიდან. საკითხის განხილვა შეიძლება გაგრძელდეს დარბაზიდან გაძევებული პირის მონაწილეობის გარეშე.

5. მომხსენებელი (კომისიის წევრი, კომისიის აპარტის თანამშრომელი) კომისიას მოახსენებს საკითხის ძირითად გარემოებებს. მოხსენების დასრულების შემდეგ სხდომის თავმჯდომარე, სურვილის შემთხვევაში, დაინტერესებულ მხარეს აძლევს დროს წარმოადგინოს დამატება ან/და დაზუსტება.

6. მოხსენების შემდეგ კომისია მოისმენს განსახილველ საკითხთან დაკავშირებით დაინტერესებული მხარის ახსნა-განმარტებას. კომისია უფლებამოსილია დაინტერესებულ მხარეს დაუსვას შეკითხვები განსახილველ საკითხთან დაკავშირებით საკითხის განხილვის ნებისმიერ სტადიაზე.

7. დაინტერესებულ მხარეს უფლება აქვს წარადგინოს მტკიცებულებები ან/და შუამდგომლობები განსახილველ საკითხთან დაკავშირებულ გარემოებათა გამოკვლევის  თხოვნით. თუ კომისია მიიჩნევს, რომ შუამდგომლობის დაყენება ემსახურება საკითხის განხილვის გაჭიანურებას, იგი ხსნის ამ შუამდგომლობას.

8. კომისია ვალდებულია უზრუნველყოს საკითხთან დაკავშირებული დოკუმენტაციის გამოთხოვა, მნიშვნელოვან გარემოებათა გამოკვლევა და დაინტერესებული მხარის მიერ საკუთარი აზრის გამოთქმის უფლების განხორციელება.  

9. მნიშვნელოვან გარემოებათა და მტკიცებულებათა შეგროვების, გამოკვლევისა და შეფასების მიზნით კომისია უფლებამოსილია გამოითხოვოს დოკუმენტები, შეაგროვოს ცნობები, დანიშნოს ექსპერტიზა და მიმართოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა ზომებს.

10. სხდომის თავმჯდომარე იღებს კანონით გათვალისწინებულ ზომებს, რათა შესაძლებელი გახდეს საკითხის განხილვის დამთავრება ერთ სხდომაზე. ამ მიზნით სხდომის თავმჯდომარე უფლებამოსილია: დაინტერესებულ მხარეს სიტყვისთვის განუსაზღვროს დრო; ჩამოართვას სიტყვა, თუ ის არ არის კავშირში განსახილველ საკითხთან ან ემსახურება საკითხის განხილვის გაჭიანურებას ან თუ გადააცილებს სიტყვისათვის მისთვის განსაზღვრულ დროს, აგრეთვე, საკითხის განხილვის ინტერესებიდან გამომდინარე, სიტყვის დასრულებისათვის განუსაზღვროს დამატებითი დრო. დაინტერესებული მხარე ვალდებულია ხელი შეუწყოს საკითხის დადგენილ ვადაში განხილვას. თუ საკითხის სრულყოფილად გამოკვლევა და დამთავრება შეუძლებელია იმავე სხდომაზე, საკითხის განხილვა  გადაიდება.

11. კომისია  გადაწყვეტილებას იღებს საკითხის ზეპირი მოსმენის გამართვიდან საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ ვადაში, რის შესახებ აცნობებს  დაინტერესებულ მხარე(ებ)ს. კომისია უფლებამოსილია მიიღოს გადაწყვეტილება ზეპირი მოსმენის დამთავრებისთანავე.

12. კომისიას კენჭისყრის შედეგად, ხმათა უმრავლესობით, შეუძლია მიიღოს საოქმო გადაწყვეტილება კომისიის დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხის რიგითობის შეცვლასთან, ერთგვაროვანი და სამართლებრივად ერთმანეთთან დაკავშირებული საკითხების გაერთიანებასთან, საკითხის განხილვის გადადებასთან, სხდომაზე შესვენების გამოცხადებასთან, მხარესთან შეთანხმებით კომისიის სხდომის სამუშაო დროის გაგრძელებასთან, განსახილველ საკითხთან დაკავშირებით კომისიის აპარატში დასაქმებულებზე დავალების გაცემასთან, დამატებითი მტკიცებულებების გამოთხოვასა და სხვა საკითხებთან დაკავშირებით.

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2017 წლის 17 აგვისტოს დადგენილება №5 -ვებგვერდი, 18.08.2017 წ.

    მუხლი 13. (ამოღებულია)

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2006 წლის 24 მარტის დადგენილება №4-სსმIII, №49, 10.04.2006წ.,მუხ.625

    მუხლი 14. კომისიის სხდომისა და აპარატის თათბირის ოქმის გაფორმება

1. კომისიის სხდომებზე, კომისიისა და მისი აპარატის სამუშაო თათბირებზე საკითხთა განხილვისა და გადაწყვეტილებათა მიღების მიმდინარეობა ფიქსირდება ოქმში, რომელშიც უნდა მიეთითოს:

ა) კომისიის დასახელება;

ბ) სხდომის ან თათბირის ჩატარების დრო და ადგილი;

გ) სხდომის ან თათბირის თავმჯდომარისა და მდივნის, აგრეთვე სხდომის მონაწილეთა ვინაობა;

დ) სხდომაზე ან თათბირზე დამსწრეთა და მოწვეულთა ვინაობა;

ე) განხილვის საგანი;

ვ) სხდომაზე ჩატარებული კენჭისყრის შედეგები;

ზ) მიღებული გადაწყვეტილება ან დავალება.

2. ოქმი ფორმდება სხდომის მიმდინარეობის ჩანაწერის, სტენოგრამისა და სხდომისთვის მომზადებული სხვა მასალების (მოხსენების, დადგენილების ან გადაწყვეტილების პროექტი, განმარტებითი ბარათები, ცნობა, დღის წესრიგი, მოწვეულ პირთა სია და სხვ.) საფუძველზე.

3. სხდომისა და თათბირის ოქმს ხელს აწერენ სხდომის თავმჯდომარე და სხდომის მდივანი.

4. კომისიის მიერ მიღებული ცალკეული გადაწყვეტილებები ეგზავნებათ ადრესატებს იმ სიის მიხედვით, რომელსაც ადგენს კომისიის აპარატის უფლებამოსილი თანამდებობის პირი.

    მუხლი 15. (ამოღებულია)

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2006 წლის 24 მარტის დადგენილება №4-სსმIII, №49, 10.04.2006წ.,მუხ.625

    მუხლი 16. კომისიის ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების გაგზავნის, გამოქვეყნებისა და შეტყობინებების ჩაბარების წესი

1. კომისიის ყველა დადგენილება და გადაწყვეტილება უნდა გამოქვეყნდეს ინტერნეტში კომისიის ვებგვერდზე. კომისიის გადაწყვეტილება ძალაში შედის კომისიის ვებგვერდზე გამოქვეყნებისთანავე, თუ   ამავე გადაწყვეტილებით, კანონმდებლობის შესაბამისად, სხვა რამე არ არის განსაზღვრული.

2. კომისიის მიერ დახურულ სხდომაზე მიღებული გადაწყვეტილება საიდუმლოს მიკუთვნებული ინფორმაციის ამოღების შესაძლებლობის შემთხვევაში უნდა გამოქვეყნდეს. კომისიის დახურული სხდომის ოქმი საიდუმლოს მიკუთვნებული ინფორმაციის ამოღების შემდგომ საჯაროა.

3. კომისიის ნორმატიული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი – დადგენილება ქვეყნდება „ნორმატიული აქტების შესახებ" საქართველოს ორგანული კანონით დადგენილი წესით.

4. ლიცენზიის გაცემის, მოდიფიცირების, შეჩერების, გაუქმების, მოქმედების ვადის გაგრძელების თაობაზე კომისიის მიერ მიღებული გადაწყვეტილების შესახებ ინფორმაცია ქვეყნდება „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეში“, გადაწყვეტილების მიღებიდან 10 დღის ვადაში.

5. კომისიის მიერ გაგზავნილი ყოველგვარი შეტყობინება და კომისიის მიერ მიღებული გადაწყვეტილება იგზავნება მატერიალური ან ელექტრონული რეგისტრირებული საფოსტო გზავნილის მეშვეობით. მატერიალური საფოსტო გზავნილი იგზავნება დამტარებლის ან საფოსტო მომსახურების განმახორციელებელი პირის მეშვეობით.

6. კომისიის შეტყობინება ასევე შეიძლება გაიგზავნოს ტელეფონოგრამის მეშვეობით. ტელეფონოგრამის თაობაზე დგება შესაბამისი აქტი.

7. დამტარებლის მეშვეობით გაგზავნილი დოკუმენტაცია პირადად უნდა გადაეცეს შესაბამის პირს, ხოლო მისი არყოფნის შემთხვევაში – მის საცხოვრებელ ან სამუშაო მისამართზე სხვა სრულწლოვან პირს და ჩაბარებულად ითვლება გადაცემის მომენტიდან.

8.  კორესპოდენციის მატერიალური საფოსტო გზავნილით გაგზავნის შემთხვევაში დოკუმენტი ჩაბარებულად ითვლება კანონმდებლობით დადგენილი წესით მხარისთვის გადაცემიდან.

9. კორესპოდენციის ელექტრონული გზავნილით გაგზავნის შემთხვევაში დოკუმენტი ჩაბარებულად ჩაითვლება ადრესატის მიერ მისი მიღების, როგორც პირდაპირ, აქტიურად გამოხატული ქმედებით, ასევე ავტომატური საშუალებით დადასტურების შემთხვევაშიც.

10. ტელეფონოგრამით გაგზავნის შემთხვევაში შეტყობინება ჩაბარებულად ითვლება შესაბამისი სატელეფონო კომუნიკაციის დასრულებისთანავე.

11. კომისიის მიერ გაგზავნილი შეტყობინების ამ მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული საშუალებებით ჩაუბარებლების შემთხვევაში, იმავე ან მომდევნო სხდომაზე მოწვევის შესახებ შეტყობინება ქვეყნდება კომისიის ოფიციალურ ვებგვერდზე და ჩაბარებულად ითვლება კომისიის ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნების მომენტიდან.

12. საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით გათვალისწინებულ სამართალდარღვევის საქმეზე მიღებული გადაწყვეტილების და კომისიის კომპეტენციას მიკუთვნებულ სამართალდარღვევის საქმეებზე კომისიის მიერ შედგენილი სამართალდარღვევის ოქმის დაინტერესებული პირისთვის გაგზავნა და გადაცემა ხორციელდება კანონმდებლობით დადგენილი წესით.

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2025 წლის 20 მარტის დადგენილება №1 - ვებგვერდი, 21.03.2025წ.

    მუხლი 17. (ამოღებულია)

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2006 წლის 24 მარტის დადგენილება №4-სსმIII, №49, 10.04.2006წ.,მუხ.625

 

თავი IV.      საჯარო ინფორმაციის პროაქტიული გამოქვეყნების წესი და საჯარო ინფორმაციის ელექტრონული ფორმით მოთხოვნის სტანდარტი, დოკუმენტაციის ხელმისაწვდომობა და კონფიდენციალობა

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2014 წლის 6 მაისის დადგენილება №4 -ვებგვერდი, 08.05.2014 წ.

    მუხლი 18. დოკუმენტაციის ხელმისაწვდომობა

1. კომისია ვალდებულია უზრუნველყოს წინამდებარე მუხლით გათვალისწინებული ინფორმაციის პროაქტიული გამოქვეყნება საკუთარ ელექტრონულ რესურსზე (კომისიის ვებგვერდზე – www.comcom.ge).

2. კომისიის ვებ გვერდზე პროაქტიულად გამოსაქვეყნებელ საჯარო ინფორმაციას მიეკუთვნება:

ა) კომისიის სტრუქტურა და ფუნქციების აღწერა;

ბ) კომისიის მისამართი, ელექტრონული ფოსტისა და სოციალურ ქსელებში კომისიის ოფიციალური გვერდების მისამართები, კომისიის წევრებისა და კომისიის საზოგადოებასთან ურთერთობის სამსახურის საკონტაქტო ინფორმაცია (სამსახურებრივი ტელეფონის ნომერი,  ელექტრონული ფოსტის მისამართი);

გ) ინფორმაცია კომისიის წევრების შესახებ მათი ავტობიოგრაფიის (CV) მითითებით;

დ) ინფორმაცია კომისიის სტრუქტურული ერთეულების ხელმძღვანელი პირების თაობაზე, მათი ავტობიოგრაფიის (CV) მითითებით;

ე) საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფაზე პასუხისმგებელი პირის სახელი გვარი, თანამდებობა და საკონტაქტო მონაცემები;

ვ) კომისიის სამართლებრივი აქტები (დადგენილებები, გადაწყვეტილებები), მათ შორის გადაწყვეტილებები კომისიის ბიუჯეტისა და მისი შესრულების ანგარიშის თაობაზე, კომისიის თავმჯდომარის ბრძანებები, თუ ისინი არ შეიცავენ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსისა და "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონით გათვალისწინებულ პერსონალურ მონაცემებს.

ზ) კომისიის წლიური ანგარიში;

თ) კომისიის მიერ საქართველოს პარლამენტის, საქართველოს პრეზიდენტისა და საქართველოს პრემიერ-მინისტრისთვის საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 49-ე მუხლის შესაბამისად წარდგენილი ანგარიში;

ი) სახელმწიფო შესყიდვების წლიური გეგმა;

კ) ინფორმაცია სახელმწიფო შესყიდვების წლიური გეგმის ფარგლებში განხორციელებული სახელმწიფო შესყიდვების შესახებ, მომწოდებლის, შესყიდვის ობიექტის, შესყიდვის საშუალების, ხელშეკრულების ღირებულებისა და გადარიცხული თანხების მითითებით;

ლ) კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტები;

მ) "მაუწყებლობის შესახებ" საქართველოს კანონით გათვალისწინებული შესაბამისობის დეკლარაციები;

ნ) "მაუწყებლობის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, ინფორმაცია კომისიის მომავალი სხდომის (მათ შორის გადაუდებელი აუცილებლობის გამო გასამართი სხდომის), მისი ჩატარების ადგილის, დროისა და დღის წესრიგის თაობაზე, ხოლო შესაბამისი გადაწყვეტილების მიღებისას – აგრეთვე სხდომის დახურვის შესახებ;

ო) საჯარო ადმინისტრაციული წარმოების ფარგლებში ცნობა საჯარო გაცნობისათვის დოკუმენტების წარდგენის შესახებ და საჯარო გაცნობისთვის წარდგენილი ადმინისტრაციული წარმოების მასალები;

პ) ინფორმაცია ელექტრონული კომუნიკაციებისა და მაუწყებლობის სფეროში ავტორიზებული/ლიცენზირებული პირების შესახებ.

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2014 წლის 6 მაისის დადგენილება №4 -ვებგვერდი, 08.05.2014 წ.

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2025 წლის 20 მარტის დადგენილება №1 - ვებგვერდი, 21.03.2025წ.

 

მუხლი 181  საჯარო ინფორმაციის პროაქტიულად გამოქვეყნების სტანდარტი

1. კომისია ვალდებულია უზრუნველყოს ელექტრონულად გამოქვეყნებული ინფორმაციის სიზუსტე, ნამდვილობა და პერიოდული განახლება. პროაქტიულად გამოქვეყნებული ინფორმაციის განახლებისას უნდა მიეთითოს განახლების თარიღი.

2. საჯარო ინფორმაცია ელექტრონულ რესურსზე უნდა განთავსდეს იმგვარად, რომ შესაძლებელი იყოს განთავსებული ინფორმაციის ჩამოტვირთვა, ბეჭდვა და კოპირება ინფორმაციის დაკარგვის ან/და დაზიანების გარეშე.

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2014 წლის 6 მაისის დადგენილება №4 -ვებგვერდი, 08.05.2014 წ.

 

მუხლი 182. საჯარო ინფორმაციის ელექტრონული ფორმით მოთხოვნის წესი

1. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 37-ე მუხლის შესაბამისად, საჯარო ინფორმაციის მოთხოვნა შესაძლებელია ელექტრონული ფორმით, ელექტრონული რესურსის საშუალებით.

2. კომისია უზრუნველყოფს საჯარო ინფორმაციის ელექტრონული ფორმით მოთხოვნის შესაძლებლობას, საჯარო ინფორმაციის მოთხოვნის რეგისტრაციისა და ინფორმაციის ელექტრონული მოთხოვნის რეგისტრაციის ავტომატური დადასტურების სისტემის არსებობას.

3. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-40 მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული ვადის ათვლა დაიწყება კომისიის მიერ ინფორმაციის ელექტრონულად მოთხოვნის რეგისტრაციის დადასტურებიდან, საჯარო ინფორმაციის მოთხოვნის სარეგისტრაციო ნომრის მითითებით, მომდევნო სამუშაო დღეს.

4. მოთხოვნილი საჯარო ინფორმაცია გაიცემა დაინტერესებული პირის მიერ მითითებულ ელექტრონულ საფოსტო მისამართზე გაგზავნის საშუალებით.

5. იმ შემთხვევაში, თუ  მოთხოვნილი ინფორმაციის ელექტრონულად გაგზავნა შეუძლებელია მისი მოცულობიდან გამომდინარე, კომისია, დაინტერესებული პირის თანხმობის შემთხვევაში, უზრუნველყოფს ინფორმაციის კომპაქტურ დისკზე ჩაწერასა და გაცემას „საჯარო ინფორმაციის ასლის გადაღების მოსაკრებლის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული ოდენობით მოსაკრებლის გადახდის შემდეგ.

6. საჯარო ინფორმაციის ელექტრონულად გაცემაზე ვრცელდება საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით გათვალისწინებული  მოთხოვნები.

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2014 წლის 6 მაისის დადგენილება №4 -ვებგვერდი, 08.05.2014 წ.

 

მუხლი 183. დოკუმენტაციის ხელმისაწვდომობა   

1. კომისია ვალდებულია საქმეთა ნომენკლატურით განსაზღვრული დოკუმენტაცია შეინახოს უწყებრივ არქივში, კანონმდებლობით დადგენილი ვადით. ყველა დაინტერესებულ პირს უფლება აქვს დაუბრკოლებლად მიიღოს კომისიაში არსებული დოკუმენტაცია.

2. კომისიის სამართლებრივი აქტები ხელმისაწვდომია საჯარო განხილვისთვის, გარდა სახელმწიფო და კომერციული საიდუმლოების შემცველი ინფორმაციისა.

3. კომისიის უწყებრივ არქივში ჩაბარებამდე დოკუმენტების დაცვის, აღრიცხვისა და შენახვის უზრუნველყოფა ევალებათ კომისიის სტრუქტურულ დანაყოფებს.

4. საარქივო საქმეზე გამოყოფილ უფლებამოსილ პირს შესაბამისი ბრძანებით ნიშნავს კომისიის თავმჯდომარე.

5. კომისიის არქივის დოკუმენტებს მიეკუთვნება:

ა) საქმისწარმოებით დამთავრებული დოკუმენტი, რომელიც შეიქმნა კომისიის სტრუქტურული დანაყოფის საქმიანობის პროცესში.

ბ) საქართველოს ტრანსპორტისა და კომუნიკაციების სამინისტროს მიერ კომისიისთვის გადაცემული ყოფილი საქართველოს კავშირგაბმულობისა და ფოსტის სამინისტროს მიერ გაცემული ლიცენზიები და მათთან დაკავშირებული დოკუმენტაცია.

გ) ბეჭდვითი გამოცემა, რომელიც კომისიის მიერ ჩატარებული საქმიანობის შესახებ ინფორმაციას შეიცავს.

დ) კომისიის აპარატის საქმისწარმოების შინაგანაწესით გათვალისწინებული სხვა დოკუმენტები და მასალები.

6. კომისიის თავმჯდომარის შესაბამისი ბრძანებით საარქივო საქმეზე გამოყოფილი უფლებამოსილი პირი ასრულებს შემდეგ ფუნქციებს:

ა) ღებულობს, აღრიცხავს და ინახავს საქმისწარმოებით დამთავრებულ დოკუმენტს, რომელიც წესრიგშია მოყვანილი კომისიის აპარატის საქმისწარმოების შინაგანაწესის შესაბამისად.

ბ) აკონტროლებს სტრუქტურულ დანაყოფებში დოკუმენტების დაცვის, საქმეთა გაფორმების სისწორეს, მონაწილეობას ღებულობს საქმეთა ნომენკლატურის შედგენაში და ამოწმებს საქმეთა ფორმირების პროცესს.

გ) აწარმოებს არქივში შენახული დოკუმენტების შემფასებელ ექსპერტიზას;

დ) აღრიცხავს და ადასტურებს დოკუმენტს;

ე) უწყებრივ არქივში დაცული დოკუმენტების საფუძველზე ამზადებს სხვადასხვა სახის საარქივო ცნობებს, ასლებსა და ამონაწერებს და არსებული წესის თანახმად გადასცემს მათ დაინტერესებულ იურიდიულ და ფიზიკურ პირებს.

ვ) პასუხს აგებს არქივში დაცული დოკუმენტაციის შენახვაზე.

7. ზემოაღნიშნული ფუნქციების შესრულების უზრუნველსაყოფად საარქივო საქმეზე გამოყოფილ უფლებამოსილ პირს უფლება აქვს:

ა) მოსთხოვოს კომისიის აპარატის სტრუქტურული დანაყოფების ხელმძღვანელს დაიცვას დოკუმენტებთან მუშაობის არსებული წესები.

ბ) მოიწვიოს და დაიხმაროს აპარატის თანამშრომლები.

გ) ითანამშრომლოს სახელმწიფო არქივთან.

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2014 წლის 6 მაისის დადგენილება №4 -ვებგვერდი, 08.05.2014 წ.

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2025 წლის 20 მარტის დადგენილება №1 - ვებგვერდი, 21.03.2025წ.

    მუხლი 19. ინფორმაციის კონფიდენციალობა 

1. სახელმწიფო საიდუმლოებას მიკუთვნებული ინფორმაციის დაცვის წესი განისაზღვრება სახელმწიფო საიდუმლოების შესახებ საქართველოს კანონმდებლობით.

2. კომისიისთვის ინფორმაციის წარდგენისას პირი ვალდებულია მიუთითოს, რომ წარდგენილი ინფორმაცია მისი  კომერციული  საიდუმლოებაა.

3. (ამოღებულია - 20.03.2025, №1).

4. კომერციულ საიდუმლოებას წარმოადგენს ინფორმაცია კომერციული ფასეულობის მქონე გეგმის, ფორმულის, პროცესის, საშუალების თაობაზე ან ნებისმიერი სხვა ინფორმაცია, რომელიც გამოიყენება საქონლის საწარმოებლად, მოსამზადებლად, გადასამუშავებლად ან მომსახურების გასაწევად, ან/და რომელიც წარმოადგენს სიახლეს ან ტექნიკური შემოქმედების მნიშვნელოვან შედეგს, აგრეთვე სხვა ინფორმაცია, რომლის გამჟღავნებამ შესაძლოა ზიანი მიაყენოს პირის კონკურენტუნარიანობას.

5. თუ პირი უთითებს, რომ კომისიისთვის წარდგენილი ინფორმაცია მისი კომერციული საიდუმლოებაა, კომისია საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის შესაბამისად, 10 სამუშაო დღის ვადაში, იღებს გადაწვეტილებას წარდგენილი ინფორმაციის საიდუმლოებად მიჩნევის თაობაზე. თუ კომისია არ ცნობს წარდგენილ ინფორმაციას კომერციულ საიდუმლოებად, იგი იღებს გადაწყვეტილებას მისი ღიაობის თაობაზე, რასაც დაუყოვნებლივ აცნობებს შესაბამის პირს. გადაწყვეტილების მიღებიდან 15 სამუშაო დღის შემდეგ ინფორმაცია ხდება ღია, თუ პირმა, რომლის საკუთრებასაც წარმოადგენს ეს ინფორმაცია, ამ ვადის გასვლამდე სასამართლოში არ გაასაჩივრა ინფორმაციის ღიაობის თაობაზე მიღებული გადაწყვეტილება, რაც დაუყოვნებლივ უნდა აცნობოს კომისიას.

6. პროფესიულ საიდუმლოებას მიეკუთვნება ინფორმაცია, რომელიც წარმოადგენს სხვის პირად ან კომერციულ საიდუმლოებას და პირისთვის ცნობილი გახდა პროფესიული მოვალეობის შესრულებასთან დაკავშირებით. პროფესიული საიდუმლოება არ შეიძლება იყოს ისეთი ინფორმაცია, რომელიც არ წარმოადგენს სხვა პირის პირად ან კომერციულ საიდუმლოებას.

7. კომერციული საიდუმლოების შემცველი დოკუმენტაცია აღირიცხება ცალკე ჟურნალში და ინახება საამისოდ გამოყოფილ საცავში.

8. (ამოღებულია - 20.03.2025, №1).

9. კომერციულ საიდუმლოებაზე დაშვება აქვთ კომისიის წევრებს და კომისიის თავმჯდომარის მიერ განსაზღვრულ  კომისიის სხვა თანამშრომლებს.

10. საიდუმლო დოკუმენტზე დაშვებული პირი მოვალეა დაიცვას საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი ვალდებულებები.

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2025 წლის 20 მარტის დადგენილება №1 - ვებგვერდი, 21.03.2025წ.

თავი V. ამოწურვადი რესურსით სარგებლობის უფლების მინიჭება

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2006 წლის 24 მარტის დადგენილება №4-სსმIII, №49, 10.04.2006წ.,მუხ.625

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2018 წლის 23 თებერვლის დადგენილება №3 - ვებგვერდი, 26.02.2018წ.

    მუხლი 20. (ამოღებულია)

 საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2006 წლის 24 მარტის დადგენილება №4-სსმIII, №49, 10.04.2006წ.,მუხ.625

    მუხლი 21. (ამოღებულია)

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2005 წლის 8 აპრილის დადგენილება № 6 -სსმ III , № 45 , 18.04 .20 05 წ.,მუხ. 469

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2006 წლის 24 მარტის დადგენილება №4-სსმIII, №49, 10.04.2006წ.,მუხ.625

    მუხლი 22. (ამოღებულია)

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2006 წლის 24 მარტის დადგენილება №4-სსმIII, №49, 10.04.2006წ.,მუხ.625

    მუხლი 23. (ამოღებულია)

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2006 წლის 24 მარტის დადგენილება №4-სსმIII, №49, 10.04.2006წ.,მუხ.625

    მუხლი 24. (ამოღებულია)

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 20 05 წლის 8 აპრილის დადგენილება № 6 -სსმ III, № 45, 18.04.20 05 წ.,მუხ. 469

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2006 წლის 24 მარტის დადგენილება №4-სსმIII, №49, 10.04.2006წ.,მუხ.625

    მუხლი 25. (ამოღებულია)

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2006 წლის 24 მარტის დადგენილება №4-სსმIII, №49, 10.04.2006წ.,მუხ.625

    მუხლი 26. (ამოღებულია)

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2006 წლის 24 მარტის დადგენილება №4-სსმIII, №49, 10.04.2006წ.,მუხ.625

    მუხლი 27. (ამოღებულია)

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2006 წლის 24 მარტის დადგენილება №4-სსმIII, №49, 10.04.2006წ.,მუხ.625

    მუხლი 28. რადიოდანადგარები და სატელეკომუნიკაციო ტერმინალური დანადგარები

რადიოდანადგარებისა და სატელეკომუნიკაციო ტერმინალური დანადგარების სერტიფიცირების, სამომხმარებლო ბაზარზე განთავსებისა და მომსახურებაში დაშვების საკითხების რეგულირება კომისიის მიერ, მისი კომპეტენციის ფარგლებში ხორციელდება საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2006 წლის 24 მარტის დადგენილება №4-სსმIII, №49, 10.04.2006წ.,მუხ.625

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2006 წლის 14 ივლისის დადგენილება №7-სსმIII, №96, 21.07.2006წ.,მუხ.1293

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2014 წლის 6 მაისის დადგენილება №4 -ვებგვერდი, 08.05.2014 წ.

    მუხლი 29. რადიოსიხშირული სპექტრით  სარგებლობის უფლებისა და რადიოსახმობების  მინიჭება

1. ელექტრონული კომუნიკაციებისა და მაუწყებლობის სფეროში ულიცენზიოდ, რადიოსიხშირული რესურსით სარგებლობის უფლების მინიჭების გარეშე რადიოსიხშირული რესურსით სარგებლობა დაუშვებელია და გამოიწვევს საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით გათვალისწინებულ პასუხისმგებლობას.

2. კომისია მაუწყებელს რადიოსიხშირეებს დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით გამოყენებისათვის, ანიჭებს „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესით.

3. არაავტორიზებულ პირს, რომლის საქმიანობა დაკავშირებული არ არის საერთო სარგებლობის ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელებითა და საშუალებებით უზრუნველყოფასთან ან/და ამ ქსელებითა და საშუალებებით მომსახურების მიწოდებასთან, მაგრამ რომელიც საქმიანობისას საჭიროებს რადიოსიხშირეების დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით გამოყენებას, კომისია მარტივი ადმინისტრაციული წარმოების წესით ანიჭებს რადიოსიხშირეებს დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით, დროებით − 1 წლის ვადით გამოყენებისათვის, რისთვისაც არაავტორიზებული პირი იხდის ამოწურვადი რესურსით სარგებლობის საფასურს.

4. არაავტორიზებულ პირს, დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით გამოყენებისთვის (გარდა რადიოსარელეო ქსელის ან რადიოსარელეო ხაზის ერთი ან რამდენიმე მონაკვეთის გამოყენების მიზნით), კომისია მარტივი ადმინისტრაციული წარმოების წესით ანიჭებს რადიოსიხშირეებს დროებით − 1 წლის ვადით, რისთვისაც არაავტორიზებადი პირი იხდის რადიოსიხშირული რესურსით სარგებლობის საფასურს.

5. კომისია უფლებამოსილია ავტორიზებულ პირს, რომელსაც ავტორიზებული საქმიანობის განხორციელებისათვის დამხმარე ტექნოლოგიური, არაკომერციული დანიშნულებით გამოსაყენებლად ესაჭიროება რადიოსარელეო ქსელი ან რადიოსარელეო ხაზის ერთი ან რამდენიმე მონაკვეთი, მის მიერ კომისიისთვის წარდგენილი განაცხადის შესაბამისად, რომელიც უნდა შეიცავდეს ქსელისა და სადგურების ძირითად ტექნიკურ მახასიათებლებს, აგრეთვე რადიოსიხშირით/რადიოსიხშირეებით სარგებლობის უფლების მინიჭების მისთვის სასურველ ვადას, რომელიც 15 წელს არ უნდა აღემატებოდეს, მიანიჭოს რადიოსიხშირე/რადიოსიხშირეები აუქციონის გამართვის გარეშე, კომისიის გადაწყვეტილებით განსაზღვრული ვადით. ამ შემთხვევაში ავტორიზებული პირი იხდის აღნიშნული რესურსით სარგებლობის საფასურს.

6. საჰაერო მოძრავი და საჰაერო რადიონავიგაციის სამსახურისათვის რადიოსიხშირული ზოლები გამოყოფილია ტელეკომუნიკაციის საერთაშორისო კავშირის რადიორეგლამენტისა და სამოქალაქო ავიაციის საერთაშორისო ორგანიზაციის წესდების შესაბამისად.

7. რადიოსამოყვარულო სამსახურისათვის რადიოსიხშირული ზოლები გამოყოფილია ტელეკომუნიკაციის საერთაშორისო კავშირის რადიორეგლამენტის შესაბამისად. კომისია ახორციელებს რადიომოყვარულისთვის რადიოსახმობის მინიჭებას ამ რადიოსიხშირულ ზოლებში რადიოსამოყვარულო კავშირის განსახორციელებლად. სამოყვარულო რადიოკავშირის განხორციელების უფლების მინიჭების შესახებ კომისიის გადაწყვეტილებაში უნდა აღინიშნოს რადიოსახმობი, რადიოკავშირის საერთაშორისო რეგლამენტით გამოყოფილი რადიოსიხშირის ზოლები და გასხივების სახეები, აგრეთვე რადიომოყვარულის კვალიფიკაცია.

8. საზღვაო მოძრავი და საზღვაო რადიონავიგაციის სამსახურისათვის რადიოსიხშირული ზოლები გამოყოფილია ტელეკომუნიკაციის საერთაშორისო კავშირის რადიორეგლამენტის შესაბამისად. კომისია ახორციელებს საზღვაო ხომალდებისთვის რადიოსახმობისა და ამოცნობის ნიშნების მინიჭებას. საზღვაო ხომალდებისთვის რადიოკავშირის განსახორციელების უფლების მინიჭების შესახებ გადაწყვეტილებაში მითითებული უნდა იყოს რადიოსახმობი და ამოცნობის ნიშნები.

9. რადიოსიხშირის მინიჭება ხდება რადიოსიხშირის მაძიებლის მიერ კომისიაში წარმოდგენილი განცხადების შესაბამისად, რომელშიც უნდა აღნიშნოს:

ა) რადიოსიხშირის მაძიებლის საიდენტიფიკაციო მონაცემები (სახელწოდება, საიდენტიფიკაციო კოდი, საკონტაქტო ინფორმაცია); 

ბ) რადიოსიხშირე, რომლის მიღებასაც მოითხოვს რადიოსიხშირის მაძიებელი;

გ) რადიოსიხშირის მინიჭების შემთხვევაში განსახორციელებელი საქმიანობის სრული აღწერილობა, ტექნიკური პარამეტრების მითითებით;

დ) სამოქმედო ზონა;

ე) გადამცემის ტიპი და ძირითადი ტექნიკური პარამეტრები;

ვ) სავარაუდო მუშა რადიოსიხშირე, რადიოსიხშირული ზოლი;

ზ) გამოსასხივებელი ეფექტური სიმძლავრე;

თ) ანტენის ტიპი, გასხივების დიაგრამა;

ი) ანტენის განთავსების ადგილის გეოგრაფიული კოორდინატები;

კ) ანტენის განთავსების სიმაღლე;

ლ) რადიოსიხშირული სპექტრის რესურსით სარგებლობის ვადა;

მ) ინფორმაცია კომისიის ბიუჯეტში რადიოსიხშირული სპექტრის რესურსით სარგებლობის საფასურის გადახდის შესახებ, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც რადიოსიხშირული რესურსით სარგებლობის უფლების მაძიებელია „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული სამინისტროები ან/და მათი მმართველობის სფეროში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებები, ასევე საქართველოს ტერიტორიაზე უცხოეთის დიპლომატიური და მათთან გათანაბრებული დაწესებულებები/წარმომადგენლობები თავიანთი ოფიციალური მიზნებისათვის.

91. რადიოსიხშირული სპექტრის რესურსით სარგებლობის ვადის ამოწურვის შემდეგ სიხშირის მინიჭების მიზნით ხელახლა მიმართვის შემთხვევაში, რადიოსიხშირის მაძიებლის მიერ განცხადებაში უნდა აღინიშნოს მხოლოდ ამ მუხლის მე-9 პუნქტის „ა“, „ბ“ და „მ“  ქვეპუნქტებში მითითებული მონაცემები, თუ თავდაპირველ განცხადებაში მითითებული სხვა ფაქტობრივი მონაცემები რჩება უცვლელი.

10. (ამოღებულია - 20.03.2025, №1).

11. განცხადების არასრულყოფილად წარდგენის შემთხვევაში კომისია რადიოსიხშირის მაძიებელს ხარვეზის აღმოსაფხვრელად განუსაზღვრავს დამატებით ვადას არანაკლებ 5 და არაუმეტეს 15 სამუშაო დღისა. თუ კომისიის მიერ განსაზღვრულ ვადაში რადიოსიხშირული რესურსის მაძიებელი არ წარმოადგენს შესაბამის დოკუმენტს ან ინფორმაციას, კომისია უფლებამოსილია მიიღოს გადაწყვეტილება  განცხადების განუხილველად დატოვების შესახებ.

12. (ამოღებულია - 20.03.2025, №1).

13. კომისია გადაწყვეტილებას რადიოსიხშირული რესურსით სარგებლობის უფლების მინიჭების შესახებ იღებს რადიოსიხშირული რესურსის მაძიებლის მიერ ამ მუხლის მე-9 პუნქტით ან რადიოსიხშირული სპექტრის რესურსით სარგებლობის ვადის ამოწურვის შემდეგ სიხშირის მინიჭების მიზნით ხელახლა მიმართვის შემთხვევაში, 91 პუნქტით დადგენილი წესით სრულყოფილად შევსებული განცხადების წარმოდგენიდან 1 თვის ვადაში.

14. რადიოსიხშირის მინიჭებაზე უარის თქმის საფუძველია:

ა) რადიოსიხშირის მაძიებლის მიერ წარდგენილი დოკუმენტაციის საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნებთან შეუსაბამობა;

ბ) რადიოსიხშირული  თავისუფალი  რესურსის არარსებობა;
გ) გამოსაყენებელი ტექნიკური საშუალებების მოქმედ სტანდარტებთან შეუსაბამობა.

15. რადიოსიხშირის მინიჭებაზე უარი ფორმდება კომისიის გადაწყვეტილებით.

16. რადიოსიხშირული რესურსით სარგებლობის უფლების გაუქმების საფუძველია:

ა) რადიოსიხშირული რესურსით სარგებლობის უფლების მქონე პირის მოთხოვნა;

ბ) რადიოსიხშირული რესურსით სარგებლობის უფლების მფლობელის გარდაცვალება (ლიკვიდაცია);

გ) რადიოსიხშირული რესურსით სარგებლობის პირობების დარღვევა ამოწურვადი რესურსით სარგებლობის უფლების მქონე პირის დაჯარიმების შემდეგ მის მიერ დენადი ხასიათის დარღვევის გაგრძელების ან/და დაჯარიმებიდან 1 წლის განმავლობაში ახალი ერთჯერადი ხასიათის დარღვევის ჩადენის შემთხვევაში.

17. რადიოსიხშირული რესურსით სარგებლობის უფლების მოქმედების ვადის ამოწურვის შემთხვევაში რადიოსიხშირული რესურსით სარგებლობის უფლება გაუქმებულად ითვლება.

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2006 წლის 24 მარტის დადგენილება №4-სსმIII, №49, 10.04.2006წ.,მუხ.625

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2006 წლის 14 ივლისის დადგენილება №7-სსმIII, №96, 21.07.2006წ.,მუხ.1293

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2014 წლის 6 მაისის დადგენილება №4 -ვებგვერდი, 08.05.2014 წ.

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2015 წლის 20 აგვისტოს დადგენილება №6 - ვებგვერდი, 25.08.2015 წ.

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2018 წლის 23 თებერვლის დადგენილება №3 - ვებგვერდი, 26.02.2018წ.

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2025 წლის 20 მარტის დადგენილება №1 - ვებგვერდი, 21.03.2025წ.

 

მუხლი 291. (ამოღებულია)

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2018 წლის 23 თებერვლის დადგენილება №3 - ვებგვერდი, 26.02.2018წ.

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2025 წლის 20 მარტის დადგენილება №1 - ვებგვერდი, 21.03.2025წ.

 

მუხლი 30.(ამოღებულია)

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2006 წლის 24 მარტის დადგენილება №4-სსმIII, №49, 10.04.2006წ.,მუხ.625

    მუხლი 31. (ამოღებულია)

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2006 წლის 24 მარტის დადგენილება №4-სსმIII, №49, 10.04.2006წ.,მუხ.625

    მუხლი 32. უწყებრივი რეესტრი

1. კომისია აწარმოებს შემდეგ უწყებრივ რეესტრებს:

ა) რადიოსიხშირის მინიჭების უწყებრივ რეესტრს;

ბ) ლიცენზიების უწყებრივ რეესტრს;

გ) ავტორიზებულ პირთა უწყებრივ რეესტრს;

გ1)  რადიოელექტრონული მოწყობილობების რეესტრს;

გ2)  რადიოსიხშირული ან/და ნუმერაციის რესურსით სარგებლობის უფლების რეესტრს;

დ) საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ სხვა უწყებრივ რეესტრებს.

2. რადიოსიხშირის მინიჭების უწყებრივ რეესტრში კომისია ატარებს მინიჭებულ რადიოსიხშირეებსა და იმ პირებს, რომლებსაც მიენიჭათ რადიოსიხშირეები.

3. (ამოღებულია - 20.03.2025, №1).

4. კომისიის მიერ წარმოებულ უწყებრივ რეესტრებში არ შეიტანება ინფორმაცია, რომელიც, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის შესაბამისად, მიეკუთვნება სახელმწიფო ან კომერციულ საიდუმლო ინფორმაციას.

5. ნებისმიერ პირს უფლება აქვს გაეცნოს უწყებრივი რეესტრის მონაცემებს და დადგენილი წესით მიიღოს მასში შეტანილი ინფორმაცია.

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2006 წლის 24 მარტის დადგენილება №4-სსმIII, №49, 10.04.2006წ.,მუხ.625

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2011 წლის 24 ივნისის დადგენილება №5 - ვებგვერდი, 30.06.2011წ.

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2018 წლის 23 თებერვლის დადგენილება №3 - ვებგვერდი, 26.02.2018წ.

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2025 წლის 20 მარტის დადგენილება №1 - ვებგვერდი, 21.03.2025წ.

    მუხლი 33. რადიოელექტრონული საშუალებებისა და მაღალსიხშირული მოწყობილობების გამოყენების შეზღუდვები

რადიოელექტრონული საშუალებებისა და მაღალსიხშირული მოწყობილობების მფლობელს ეკრძალება:

ა) ეთერში მუშაობა სათანადო ლიცენზიის გარეშე;

ბ) რადიოკავშირის დასაწყისსა და დასასრულს სახმობი სიგნალების გადაცემის გარეშე მუშაობა;

გ) თვითნებური არარეგისტრირებული სახმობების გამოყენება;

დ) სიხშირის მინიჭების შესახებ გადაწყვეტილებაში ან ლიცენზიაში აღნიშნული სიხშირის (სიხშირეთა ზოლების) შეცვლა, რადიოსადგურის გადამცემის სიმძლავრის და მიწის ზედაპირიდან ანტენის განთავსების სიმაღლის გაზრდა, ანტენის გასხივების დიაგრამის ცვლილება ან სხვა ტიპის გამოსხივებით მუშაობა.

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2006 წლის 24 მარტის დადგენილება №4-სსმIII, №49, 10.04.2006წ.,მუხ.625

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2006 წლის 14 ივლისის დადგენილება №7-სსმIII, №96, 21.07.2006წ.,მუხ.1293

    მუხლი 34. (ამოღებულია)

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2006 წლის 24 მარტის დადგენილება №4-სსმIII, №49, 10.04.2006წ.,მუხ.625

თავი VI.კომისიის მიერ მონიტორინგისა და შემოწმების განხორციელების, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმისწარმოების წესები

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2006 წლის 24 მარტის დადგენილება №4-სსმIII, №49, 10.04.2006წ.,მუხ.625

    მუხლი 35. ზოგადი დებულებანი

1. წინამდებარე თავი ითვალისწინებს კომისიის მიერ მისთვის კანონმდებლობით დაკისრებული კონტროლის ფუნქციის შესრულების, აგრეთვე ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმეების განხილვის პროცესში განსახორციელებელ შემდეგ პროცედურებს:

ა) ავტორიზებულ, ლიცენზიის/ამოწურვადი რესურსით სარგებლობის უფლების მფლობელ პირთა მიერ ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში მოქმედი კანონმდებლობის დაცვაზე მონიტორინგი;

ბ) მაუწყებლების მიერ მაუწყებლობის სფეროში მოქმედი კანონმდებლობის დაცვაზე მონიტორინგი;

გ) ელექტრონული საკომუნიკაციო უწყებრივი და სპეციალური ქსელებით საქმიანობის განმახორციელებელი პირების მიერ ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საქართველოს კანონმდებლობის, მათ შორის, კომისიის დადგენილებებითა და გადაწყვეტილებებით განსაზღვრული მოთხოვნებისა და ვალდებულებების შესრულებაზე მონიტორინგი;

დ) ლიცენზიის/ამოწურვადი რესურსით სარგებლობის უფლების მფლობელი პირების მიერ სალიცენზიო/ამოწურვადი რესურსით სარგებლობის პირობების შესრულების შემოწმება;

ე) ფიზიკური და იურიდიული პირების მიერ ელექტრონული კომუნიკაციებისა და მაუწყებლობის სფეროში ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ჩადენის გამოვლენა და ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის მომზადება, აგრეთვე კომისიის სხდომაზე ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმის განხილვა და კომისიის მიერ ადმინისტრაციული სახდელის დადების შესახებ გადაწყვეტილების მიღება.

2. ამ მუხლის პირველი პუნქტის ა), ბ), გ)  და დ) ქვეპუნქტებით განსაზღვრულ საქმიანობას კომისია ახორციელებს “მაუწყებლობის შესახებ”, “ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ”, “ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ” საქართველოს კანონებისა და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტების საფუძველზე, ხოლო ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმეს განიხილავს საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის საფუძველზე, თუ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით დადგენილი არ არის სხვა წესი.

3. საჭიროების შემთხვევაში კომისიას შეუძლია გამოიყენოს ის ადმინისტრაციული უფლებამოსილება, რომელიც მას მინიჭებული აქვს საქართველოს ადმინისტრაციული კანონმდებლობით, მაგრამ შეიძლება არ იყოს გათვალისწინებული ამ წესებით.

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2006 წლის 24 მარტის დადგენილება №4-სსმIII, №49, 10.04.2006წ.,მუხ.625

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2006 წლის 14 ივლისის დადგენილება №7-სსმIII, №96, 21.07.2006წ.,მუხ.1293

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2014 წლის 6 მაისის დადგენილება №4 -ვებგვერდი, 08.05.2014 წ.

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2018 წლის 23 თებერვლის დადგენილება №3 - ვებგვერდი, 26.02.2018წ.

    მუხლი 36. მონიტორინგი და კონტროლი

1. ავტორიზებულ და ლიცენზიის/ამოწურვადი რესურსით სარგებლობის უფლების მფლობელ პირთა მიერ ელექტრონული კომუნიკაციებისა და მაუწყებლობის  სფეროში საქართველოს კანონმდებლობის, მათ შორის, კომისიის დადგენილებებითა და გადაწყვეტილებებით განსაზღვრული მოთხოვნებისა და ვალდებულებების შესრულების მონიტორინგს კომისია  ახორციელებს მუდმივად და სისტემატურად.

2. ლიცენზიის/ამოწურვადი რესურსით სარგებლობის უფლების მფლობელთა მიერ სალიცენზიო/ამოწურვადი რესურსით სარგებლობის უფლების პირობების შესრულების შემოწმებას კომისია ახორციელებს სალიცენზიო/ამოწურვადი რესურსით სარგებლობის უფლების პირობების შერჩევით შემოწმებით ან/და ლიცენზიის/ამოწურვადი რესურსით სარგებლობის უფლების მფლობელის მიერ რეგულარული ანგარიშგებით.

3. კომისია უფლებამოსილია ჩაატაროს შემოწმება კომისიაში შესული საჩივრის, ექსპარტე შეტყობინების, საგაზეთო ან სხვაგვარი ინფორმაციის საფუძველზე.

4. კომისიას ელექტრონული კომუნიკაციებისა და მაუწყებლობის  სფეროში საქართველოს კანონმდებლობის, მათ შორის, კომისიის დადგენილებებითა და გადაწყვეტილებებით განსაზღვრული მოთხოვნებისა და ვალდებულებების შესრულების მონიტორინგისა და სალიცენზიო/ამოწურვადი რესურსით სარგებლობის უფლების ან/და ავტორიზაციის პირობების შესრულების შემოწმების დროს უფლება არა აქვს შეამოწმოს ან მოითხოვოს ისეთი ფაქტობრივი გარემოებების წარდგენა, რომლებიც უშუალოდ არ არის დაკავშირებული ავტორიზებული პირის ან/და ლიცენზიის/ამოწურვადი რესურსით სარგებლობის უფლების მფლობელის მიერ ამ პუნქტით გათვალისწინებული კანონმდებლობის, კომისიის დადგენილებებითა და გადაწყვეტილებებით განსაზღვრული მოთხოვნებისა და ვალდებულებების, აგრეთვე  სალიცენზიო/ამოწურვადი რესურსით სარგებლობის უფლების ან/და ავტორიზაციის პირობების შესრულებასთან.

5. მონიტორინგის ჩატარების მეთოდებსა და ხერხებს მონიტორინგის განმახორციელებელი უფლებამოსილი პირი განსაზღვრავს დამოუკიდებლად. მონიტორინგის განხორციელება არ არის შეზღუდული ავტორიზებული პირის ან/და ლიცენზიის/ამოწურვადი რესურსით სარგებლობის უფლების მფლობელის განთავსების ადგილმდებარეობით.

6. შემოწმების ჩატარებამდე შემოწმებაზე უფლებამოსილი პირი ვალდებულია შესამოწმებელი პირის უფლებამოსილ წარმომადგენელს წარუდგინოს პირადობის მოწმობა და თავისი უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტი. იგი უფლებამოსილია შეამოწმოს ავტორიზებული პირის საქმიანობასთან დაკავშირებული დოკუმენტები მათი განთავსების ადგილზე, გადაიღოს დოკუმენტების ასლები, სპეციფიკური საშუალებებით შეამოწმოს ტექნიკური მოწყობილობები, მოსთხოვოს თანამდებობის პირებსა და სხვა მუშაკებს ინფორმაცია, ზეპირი და წერილობითი ახსნა-განმარტებები შესამოწმებელ საკითხთან დაკავშირებით.

7. მონიტორინგსა და შემოწმებაზე უფლებამოსილი პირი ამ წესებით დადგენილი ფორმით (დანართი №1.4) ადგენს შემოწმების აქტს, რომელიც შეიტანება სპეციალურად ამისთვის წარმოებულ რეესტრში.

8. შემოწმების აქტში უნდა მიეთითოს:

ა) შემოწმების (მონიტორინგის) ჩატარების დღე, დრო და ადგილი;

ბ) შემოწმების (მონიტორინგის) ჩატარების საფუძველი;

გ) შესამოწმებელი პირის მხრიდან შემოწმებაზე დამსწრე პირის ვინაობა;

დ) შემოწმებული დოკუმენტების ჩამონათვალი, თუ ისინი ადგილზე შემოწმდა (ასლის გადაღების შემთხვევაში ასლი უნდა დაერთოს აქტს);

ე) შემოწმებული მოწყობილობების ჩამონათვალი და მათი ტექნიკური პარამეტრები;

ვ) მიღებული ზეპირი ახსნა-განმარტებების მიმოხილვა (მათი წერილობით მიწოდების შემთხვევაში წერილობითი მასალა უნდა დაერთოს აქტს);

ზ) შემოწმებაზე უფლებამოსილი პირის კომენტარები (მათი არსებობის შემთხვევაში); შესამოწმებელი პირის (მისი წარმომადგენლის) სხვა ახსნა-განმარტებანი (მათი არსებობის შემთხვევაში);

თ) შემოწმებაზე ან/და მონიტორინგის განხორციელებაზე უფლებამოსილი პირისა და შესამოწმებელი პირის (მისი წარმომადგენლის), ხოლო მის მიერ ხელმოწერაზე უარის თქმის შემთხვევაში, აგრეთვე თუ არ დაუშვა შემმოწმებელი ან რაიმე სხვა ფორმით ხელი შეუშალა შემოწმების აქტის შედგენას – სულ ცოტა 2 დამსწრე მოწმის ხელმოწერა.

9. თუ შემოწმების აქტის გარეშეც საკმარისი მტკიცებულებები არსებობს დარღვევის შესახებ, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 76-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის საფუძველზე იწყება ადმინისტრაციული წარმოება დამრღვევი პირისათვის პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე გადაწყვეტილების მიღების მიზნით, რაც ეცნობება დამრღვევს.

10. თუ შემოწმებაზე ან/და მონიტორინგის განხორციელებაზე უფლებამოსილი პირი შემოწმების (მონიტორინგის) შედეგად დაადგენს, რომ ელექტრონული კომუნიკაციებისა და ,,მაუწყებლობის” სფეროში საქართველოს კანონმდებლობის დამრღვევი პირის ქმედება შეიცავს საქართველოს სისხლის სამართლის კანონმდებლობით განსაზღვრული დანაშაულის ნიშნებს, იგი შემოწმების მასალებს დაუყოვნებლივ წარუდგენს კომისიას შესაბამისი რეაგირებისთვის.

11. თუ მონიტორინგის ან/და შემოწმების შედეგად გამოვლინდება ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენის ფაქტი, კომისიის მიერ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმის შედგენაზე უფლებამოსილი პირი (პირები), ამ წესებით დადგენილი ფორმით (დანართი №1.5) ადგენს ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმს.

12. იმ შემთხვევაში, თუ შემოწმების აქტის გარეშე არსებობს საკმარისი მტკიცებულებები ადმინისტრაციული სამართალდარღვევის შესახებ, კომისიის მიერ უფლებამოსილი პირი ადგენს ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმს.

13. გაფრთხილებისა და დაჯარიმების შესახებ კომისიის გადაწყვეტილებები მიიღება მარტივი ადმინისტრაციული წარმოების წესით და საჩივრდება სასარჩელო წარმოების წესით.

14. პასუხისმგებლობის დაკისრების შესახებ ადმინისტრაციული წარმოება იწყება კომისიის მიერ ადმინისტრაციული წარმოების დაწყების შესახებ დაინტერესებული მხარისათვის შეტყობინების გაგზავნის მომენტიდან. შეტყობინება უნდა შეიცავდეს:

ა) კომისიის სრულ დასახელებასა და იურიდიულ მისამართს;

ბ) ადმინისტრაციული წარმოების დაწყების საფუძველს;

გ) ადმინისტრაციული წარმოების საგნის მოკლე აღწერას;

დ) მითითებას საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 98-ე და 99-ე მუხლებით გათვალისწინებული უფლებებით სარგებლობის შესაძლებლობის შესახებ.

15. გაფრთხილებისა და დაჯარიმების შესახებ გადაწყვეტილების მიღების თაობაზე თანმხლები წერილით ეცნობება პირს შესაბამისი გადაწყვეტილების მიღებიდან 7 დღის ვადაში.

16. ჯარიმის გადახდა უნდა მოხდეს ჯარიმის დაკისრების შესახებ გადაწყვეტილების დამრღვევისათვის ჩაბარებიდან 30 სამუშაო დღის ვადაში. ჯარიმა ჩაირიცხება საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტში. დამრღვევის მიერ ჯარიმის დაკისრების შესახებ გადაწყვეტილების შეუსრულებლობის შემთხვევაში გადაწყვეტილების აღსრულებას უზრუნველყოფს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – აღსრულების ეროვნული ბიურო კომისიის მიერ გაცემული სააღსრულებო ფურცლის (დანართი №1.6) საფუძველზე.

17. თუ არ არსებობს გაფრთხილების ან ჯარიმის საფუძველი, ადმინისტრაციული წარმოება წყდება.

18. საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით დადგენილი ადმინისტრაციული სახდელის დაკისრების შესახებ კომისიის გადაწყვეტილება საჩივრდება ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმის წარმოების წესების შესაბამისად.

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2006 წლის 24 მარტის დადგენილება №4-სსმIII, №49, 10.04.2006წ.,მუხ.625

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2006 წლის 14 ივლისის დადგენილება №7-სსმIII, №96, 21.07.2006წ.,მუხ.1293

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2007 წლის 26 დეკემბრის დადგენილება №8-სსმIII, №184, 26.12.2007წ.,მუხ.2061

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2014 წლის 6 მაისის დადგენილება №4 -ვებგვერდი, 08.05.2014 წ.

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2018 წლის 23 თებერვლის დადგენილება №3 - ვებგვერდი, 26.02.2018წ.

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2023 წლის 26 ოქტომბრის დადგენილება №6 - ვებგვერდი, 30.10.2023წ.

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2025 წლის 20 მარტის დადგენილება №1 - ვებგვერდი, 21.03.2025წ.

    მუხლი 37. ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი

1. კომისიის კომპეტენციას მიკუთვნებულ სამართალდარღვევის საქმეებზე, რომლებთან დაკავშირებითაც კანონმდებლობით გათვალისწინებულია ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის შემდგენა, ოქმი უნდა შედგეს  კომისიის მიერ დადგენილი ფორმით და მასში უნდა აღინიშნოს:

ა) ოქმის შედგენის დრო და ადგილი;

ბ) მონაცემები სამართალდამრღვევი პირის შესახებ;

გ) ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენის ადგილი, დრო და არსი;

დ) ნორმატიული აქტი, რომელიც ითვალისწინებს პასუხისმგებლობას ამ სამართალდარღვევისთვის;

ე) მოწმეთა და დაზარალებულთა (მათი არსებობის შემთხვევაში) სახელები, გვარები, პირადი ნომრები, მისამართები;

ვ) ადმინისტრაციულ სამართალდამრღვევის ახსნა-განმარტება;

ზ) ნებისმიერი ცნობა ან მითითება ისეთ დოკუმენტზე, რომელსაც ოქმის შედგენაზე უფლებამოსილი პირი საქმის გადასაწყვეტად საჭიროდ მიიჩნევს;

თ) ოქმის შემდგენლის სახელი, გვარი და თანამდებობა;

ი) სამართალდამრღვევის უფლებებისა და მოვალეობების ნაწილი, რომელშიც აღნიშნულია, რომ: „პირს, რომელსაც წარედგინა წინამდებარე ოქმი, უფლება აქვს: გაეცნოს საქმის მასალებს, მისცეს ახსნა-განმარტებანი, წარადგინოს მტკიცებულებანი, განაცხადოს შუამდგომლობანი; საქმის განხილვისას ისარგებლოს ადვოკატის იურიდიული დახმარებით; გამოვიდეს დედაენაზე და თუ არ იცის მიმდინარე წარმოების ენა, ისარგებლოს თარჯიმნის მომსახურებით; გაასაჩივროს საქმის გამო მიღებული დადგენილება. ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმე განიხილება იმ პირის თანდასწრებით, რომელიც მიცემულია ადმინისტრაციულ პასუხისგებაში. ამ პირის დაუსწრებლად საქმე შეიძლება განხილულ იქნეს მხოლოდ ისეთ შემთხვევებში, როცა არის ცნობა მისთვის საქმის განხილვის ადგილისა და დროის დროული შეტყობინების შესახებ და მისგან არ შემოსულა შუამდგომლობა საქმის განხილვის გადადების თაობაზე.“;

კ) ოქმის შემდგენლისა და სამართალდამრღვევის (ან მისი წარმომადგენლის) ხელმოწერები, გარდა კანონმდებლობით გათვალისწინებული შემთხვევებისა. ხოლო მოწმეთა და დაზარალებულთა არსებობის შემთხვევაში – მათი ხელმოწერები. იმ შემთხვევაში, თუ სამართალდამრღვევი უარს იტყვის ოქმის ხელმოწერაზე, შემდგენელმა ოქმში სათანადო ჩანაწერი უნდა გააკეთოს. სამართალდარღვევის ჩამდენს უფლება აქვს წარმოადგინოს ოქმისთვის დასართავი ახსნა-განმარტება და შენიშვნები ოქმის შინაარსის გამო, აგრეთვე ჩამოაყალიბოს მის ხელმოწერაზე უარის თქმის მოტივები.

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2006 წლის 24 მარტის დადგენილება №4-სსმIII, №49, 10.04.2006წ.,მუხ.625

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2014 წლის 6 მაისის დადგენილება №4 -ვებგვერდი, 08.05.2014 წ.

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2023 წლის 6 აპრილის დადგენილება №2 - ვებგვერდი, 07.04.2023წ.

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2025 წლის 20 მარტის დადგენილება №1 - ვებგვერდი, 21.03.2025წ.

    მუხლი 38. ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმის განსახილვა

1. კომისია, ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის გადაცემის შემდეგ, ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმის განსახილველად მომზადებისას , წყვეტს შემდეგ საკითხებს:

ა) განეკუთვნება თუ არა კომისიის კომპეტენციას აღნიშნული საქმის განხილვა;

ბ) სწორად არის თუ არა შედგენილი ოქმი და საქმის სხვა მასალები;

გ) ეცნობათ თუ არა დაინტერესებულ მხარეებს საქმის განხილვის დრო და ადგილი;

დ) გამოთხოვილია თუ არა საჭირო დამატებითი მასალები;

ე) უნდა დაკმაყოფილდეს თუ არა დაინტერესებული მხარის შუამდგომლობა.

2. ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმე განიხილება კომისიის მიერ, გარდა კანონმდებლობით გათვალისწინებული შემთხვევებისა. კომისიის მიერ განხილვა უნდა დაიწყოს ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმისა და თანდართული მასალების მიღებიდან საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით დადგენილ ვადებში. კომისიის აპარატის უფლებამოსილმა პირმა დაინტერესებულ მხარეებს (ოქმში დამრღვევად, დაზარალებულად და მოწმედ დასახელებულ პირებს) უნდა გაუგზავნოს წერილობითი შეტყობინება, რომელშიც მითითებული უნდა იყოს საქმის განხილვის დრო და ადგილი.

3. საქმის განხილვა იწყება კომისიის შემადგენლობის გამოცხადებით. სხდომის თავმჯდომარე აცხადებს, რომელი საქმე განიხილება, ვინ არის მიცემული ადმინისტრაციულ პასუხისგებაში, საქმის განხილვის მონაწილე პირებს განუმარტავს მათ უფლებებსა და მოვალეობებს, საჯაროდ კითხულობს ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმს. კომისია მოუსმენს საქმის განხილვის მონაწილე პირებს, გამოიკვლევს მტკიცებულებებს და მიიღებს სათანადო გადაწყვეტილებას შუამდგომლობის საკითხთან (მათი არსებობის შემთხვევაში) დაკავშირებით.

4. კომისიის გადაწყვეტილებით საქმე განიხილება მასში მონაწილე პირის გამოუცხადებლობის შემთხვევაში, თუ შეტყობინებით პირი სხდომაზე მოწვეულ იქნა, ის არ გამოცხადდა და კომისიაში არ არის შემოსული შუამდგომლობა საქმის განხილვის გადადების თაობაზე. გამოუცხადებლობის ფაქტი, კომისიის გადაწყვეტილება და მისი მიზეზები უნდა აღინიშნოს სხდომის ოქმში.

5. ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმე უნდა წარმოადგინოს ოქმის შემდგენელმა უფლებამოსილმა პირმა ან კომისიის წევრმა.

6. კომისია ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმის განხილვისას მოვალეა დაადგინოს: ჩადენილი იყო თუ არა ადმინისტრაციული სამართალდარღვევა, ბრალეულია თუ არა პირი მის ჩადენაში, ექვემდებარება თუ არა იგი ადმინისტრაციულ პასუხისმგებლობას, არის თუ არა პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები, მიყენებულია თუ არა ქონებრივი ზარალი. აგრეთვე, გამოარკვიოს სხვა გარემოებანი, რომელთაც მნიშვნელობა აქვთ საქმის სწორად გადაწყვეტისთვის.

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2014 წლის 6 მაისის დადგენილება №4 -ვებგვერდი, 08.05.2014 წ.

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2025 წლის 20 მარტის დადგენილება №1 - ვებგვერდი, 21.03.2025წ.

    მუხლი 39. კომისიისთვის სამართლებრივი დახმარება

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 თავის შესაბამისად, კომისია უფლებამოსილია სამართლებრივი დახმარების აღმოჩენის თხოვნით მიმართოს სხვა ადმინისტრაციულ ორგანოს.

    მუხლი 40. ადმინისტრაციული სამართალდარღვ ევის საქმის განხილვის კომისიის სხდომის ოქმი

1. ადმინისტრაციული სამართალდარღვ ევის საქმის განხილვის კომისიის სხდომის ოქმში უნდა აღინიშნოს შემდეგი:

ა) სხდომის თარიღი და ადგილი;

ბ) კომისიის სრული დასახელება და შემადგენლობა;

გ) განსახილველი საქმის შინაარსი;

დ) ინფორმაცია საქმეში მონაწილე პირთა გამოცხადების შესახებ;

ე) საქმის განხილვის მონაწილე პირთა ახსნა-განმარტებები, შუამდგომლობანი (მათი არსებობის შემთხვევაში) და მათი განხილვის შედეგები;

ვ) საქმის განხილვის დროს გამოკვლეული დოკუმენტები და ნივთიერი მტკიცებულებანი;

ზ) ინფორმაცია კომისიის მიერ მიღებული ადმინისტრაციული სახდელის დადების გადაწყვეტილების საჯაროდ წაკითხვისა და გასაჩივრების წესისა და ვადების განმარტების შესახებ.

2. საქმის განხილვის მონაწილე პირთა ახსნა-განმარტებები შეიძლება დაფიქსირებულ იქნეს ვიდეო ან აუდიო, ან სხვაგვარი ჩამწერი მოწყობილობის მეშვეობით, მაგრამ სხდომის ოქმში მაინც კეთდება ჩანაწერი ახსნა-განმარტებათა შინაარსის შესახებ.

3. კომისიის სხდომის ოქმს ხელს აწერს სხდომის თავმჯდომარე და სხდომის მდივანი.

    მუხლი 41. კომისიის გადაწყვეტილება ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმესთან დაკავშირებით

1. ადმინისტრაციული სამართალდარღვევის განხილვის შემდეგ კომისია იღებს ერთ-ერთ შემდეგ გადაწყვეტილებას:

ა) ადმინისტრაციული სახდელის დადების შესახებ;

ბ) საქმის წარმოების შეწყვეტის შესახებ.

2. საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 232-ე მუხლით გათვალისწინებულ შემთხვევებში მიიღება გადაწყვეტილება ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმის წარმოების შეწყვეტის შესახებ.

3. (ამოღებულია - 20.03.2025, №1).

4. კომისია იღებს ადმინისტრაციული სახდელის დადების შესახებ გადაწყვეტილებას, რომელშიც უნდა აღინიშნოს:

ა) გადაწყვეტილების რეკვიზიტები (კომისიის დასახელება, გადაწყვეტილების სათაური, გადაწყვეტილების მიღების დრო და ადგილი, კომისიის მიერ მინიჭებული სარეგისტრაციო ნომერი, კომისიის თავმჯდომარის სახელი, გვარი და ხელმოწერა, საქართველოს სახელმწიფო გერბი);

ბ) ცნობები იმ პირის შესახებ, რომლის მიმართაც განიხილებოდა საქმე;

გ) საქმის განხილვისას გამორკვეული გარემოებები;

დ) ნორმატიული აქტი, რომელიც ითვალისწინებს პასუხისმგებლობას მოცემული ადმინისტრაციული სამართალდარღვევისთვის;

ე) ორგანო, სადაც შეიძლება გადაწყვეტილების გასაჩივრება, მისი მისამართი და საჩივრის წარდგენის ვადა;

ვ) საქმეზე მიღებული გადაწყვეტილება და ანგარიში, რომელზედაც დამრღვევმა უნდა ჩარიცხოს საჯარიმო თანხა.

5. (ამოღებულია - 20.03.2025, №1).

6. ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმეზე მიღებული გადაწყვეტილება გამოცხადდება დაუყოვნებლივ, საქმის განხილვის დამთავრებისთანავე.

7. პირის მიერ ელექტრონული კომუნიკაციებისა და მაუწყებლობის სფეროში მოქმედი კანონმდებლობის დარღვევისას, რისთვისაც სანქცია გათვალისწინებულია საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით, ადმინისტარციული სახდელის დადებასთან ერთად ან მის გარეშე კომისია უფლებამოსილია თავისი გადაწყვეტილებით მოსთხოვოს სამართალდამრღვევ პირს და მის თანამონაწილეს (არსებობის შემთხვევაში) მიიღონ საჭირო ზომები თავიანთი საქმიანობის კანონმდებლობის მოთხოვნებთან შესაბამისობაში მოსაყვანად კომისიის მიერ დადგენილ ვადაში.

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2006 წლის 24 მარტის დადგენილება №4-სსმIII, №49, 10.04.2006წ.,მუხ.625

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2025 წლის 20 მარტის დადგენილება №1 - ვებგვერდი, 21.03.2025წ.

    მუხლი 42. (ამოღებულია)

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2023 წლის 26 ოქტომბრის დადგენილება №6 - ვებგვერდი, 30.10.2023წ.

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2025 წლის 20 მარტის დადგენილება №1 - ვებგვერდი, 21.03.2025წ.

    მუხლი 43. დაჯარიმების შესახებ გადაწყვეტილების აღსრულება

1. სამართალდამრღვევმა საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით გათვალისწინებული ჯარიმა უნდა გადაიხადოს კომისიის მიერ ადმინისტრაციული სახდელის დადების შესახებ გადაწყვეტილების გადაცემიდან არა უგვიანეს 15 დღის ვადაში, ხოლო გადაწყვეტილების სასამართლოში გასაჩივრების შემთხვევაში – საჩივრის დაუკმაყოფილებლად დატოვების შესახებ შეტყობინების მიღებიდან არა უგვიანეს 15 დღის ვადაში. ამასთან, გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს მისი გამოტანიდან 10 დღის ვადაში და ამ ვადაში საჩივრის შეტანა მის განხილვამდე შეაჩერებს გადაწყვეტილების აღსრულებას.

2. ჯარიმის დადგენილ ვადაში გადაუხდელობის შემთხვევაში კომისია თავის გადაწყვეტილებას ადმინისტრაციული სახდელის დადების შესახებ აღსასრულებლად გადაუგზავნის შესაბამის სააღსრულებო ბიუროს დამრღვევის საცხოვრებელი ან იურიდიული მისამართის მიხედვით.

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2006 წლის 24 მარტის დადგენილება №4-სსმIII, №49, 10.04.2006წ.,მუხ.625

თავი VII. სადავო საკითხების განხილვა

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2006 წლის 24 მარტის დადგენილება №4-სსმIII, №49, 10.04.2006წ.,მუხ.625

    მუხლი 44. დავის განხილვის წესები

1. კომისია ლიცენზიის მფლობელებს, აგრეთვე ავტორიზებულ პირებს შორის დავებს განიხილავს ,,ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 თავით დადგენილი წესების შესაბამისად.

2. კომისია მაუწყებლებსა და მომხმარებლებს შორის დავებს განიხილავს ამ წესების შესაბამისად და „მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის მე-14 მუხლით დადგენილი თავისებურებების გათვალისწინებით.

3. კომისია ელექტრონული საკომუნიკაციო მომსახურების მიმწოდებელსა და ბოლო მომხმარებელს შორის დავებს განიხილავს ,,ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-11 თავით დადგენილი წესების შესაბამისად.

4. კომისია სადავო საკითხებს წყვეტს საქართველოს კანონმდებლობით მისთვის მინიჭებული უფლებამოსილებების ფარგლებში. განცხადება დავის განხილვის შესახებ მიიღება, თუ მისი მოთხოვნა არ სცილდება კომისიის უფლებამოსილებების ფარგლებს.

5. სადავო საკითხის განხილვისას ტარდება მოსამზადებელი სხდომა.

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2006 წლის 24 მარტის დადგენილება №4-სსმIII, №49, 10.04.2006წ.,მუხ.625

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2017 წლის 17 აგვისტოს დადგენილება №5 -ვებგვერდი, 18.08.2017 წ.

    მუხლი 45. მოსამზადებელი სხდომა

1. ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში ავტორიზებულ პირებს, ავტორიზებულ პირებსა და მომხმარებლებს შორის დავის განხილვის შემთხვევაში კომისია ნიშნავს მოსამზადებელ სხდომას საჩივრის/განცხადების რეგისტრაციიდან 10 სამუშაო დღის ვადაში, ხოლო მაუწყებლებს, მაუწყებლებსა და მომხმარებლებს შორის დავის განხილვის შემთხვევაში – საჩივრის/განცხადების მიღებიდან 7 სამუშაო დღის ვადაში. თუ არსებობს დავის არსებითი განხილვის წინაპირობები, მოსამზადებელი სხდომა შეიძლება გადაიზარდოს დავის არსებითი განხილვის სხდომაში.

2. კომისია მხარეებს აცნობებს მოსამზადებელი სხდომის დანიშვნას, მისი ჩატარების დღეს, დროსა და ადგილს.

3. მხარეებმა სადავო საკითხთან დაკავშირებით საკუთარი მოსაზრებები და მტკიცებულებები კომისიას უნდა წარუდგინონ მოსამზადებელ სხდომამდე ან უშუალოდ სხდომაზე.

4. მხარე უფლებამოსილია მოსამზადებელ სხდომამდე ან უშუალოდ სხდომაზე კომისიას წარუდგინოს შეგებებული განცხადება (საპასუხო მოთხოვნა) ძირითად განცხადებასთან ერთად განსახილველად.

5. განმცხადებელი/საჩივრის ავტორი უფლებამოსილია გაეცნოს შეგებებულ განცხადებას.

6. მოსამზადებელ სხდომაზე კომისია იღებს გადაწყვეტილებას დავის განხილვის დღის დანიშვნის შესახებ. კომისია უფლებამოსილია მიიღოს გადაწყვეტილება დავის განხილვის შესახებ ადმინისტრაციული წარმოების შეწყვეტის თაობაზე, თუ დაადგენს, რომ დავის საგანი არ უკავშირდება მისთვის კანონმდებლობით მინიჭებული მარეგულირებელი ფუნქციების განხორციელებას, ან განცხადების/საჩივრის განუხილველად დატოვების თაობაზე, თუ განმცხადებელი/საჩივრის ავტორი განსაზღვრულ ვადაში არ წარმოადგენს დამატებით ინფორმაციას ან დოკუმენტს.

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2017 წლის 17 აგვისტოს დადგენილება №5 -ვებგვერდი, 18.08.2017 წ.

 

მუხლი 451. დავის განხილვა

1. თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის დადგენილი, დავის განხილვისას კომისია ხელმძღვანელობს ამ წესების 121 მუხლის დებულებებით.

2. მხარის (მხარეების) გამოუცხადებლობის შემთხვევაში დავის განხილვა გადაიდება კომისიის შემდეგი სხდომისთვის. არასაპატიო მიზეზით განმეორებითი გამოუცხადებლობა არ აბრკოლებს კომისიის მიერ დავის განხილვას.

3. დავის განხილვის დაწყებისას კომისია ეკითხება მხარეებს, ხომ არ სურთ დავის მორიგებით დამთავრება. მხარეები უფლებამოსილი არიან დავის განხილვის ნებისმიერ ეტაპზე მოითხოვონ დავის მორიგებით დამთავრება. კომისია უფლებამოსილია გადაწყვეტილებით დაამტკიცოს მორიგება ან არ დაეთანხმოს მორიგებას და მიიღოს სხვა გადაწყვეტილება, თუ მხარეთა მორიგება ეწინააღმდეგება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს. განმცხადებელი/საჩივრის ავტორი უფლებამოსილია უარი განაცხადოს განცხადებაზე. მეორე მხარე უფლებამოსილია ცნოს განმცხადებლის/საჩივრის ავტორის მოთხოვნა. ამ შემთხვევაში კომისია უფლებამოსილია მიიღოს გადაწყვეტილება დავის წარმოების შეწყვეტის თაობაზე.

4. მომხსენებელი კომისიას მოახსენებს საჩივარში/განცხადებაში და შესაგებელში მითითებულ ძირითად გარემოებებს, დავის საგნისა და საფუძვლის მითითებით.  საკითხის მოხსენების შემდეგ კომისია მიმართავს მხარეებს, ხომ არ სურთ რაიმეს დამატება ან/და დაზუსტება.

5. დავა განიხილება შეჯიბრებითობის პრინციპის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონვე განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტობრივი გარემოებები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ისინი. შეჯიბრებითობის პრინციპი არ ზღუდავს კომისიას საკითხთან დაკავშირებული გარემოებების გასარკვევად საკუთარი ინიციატივით შეაგროვოს ფაქტობრივი გარემოებები და გამოითხოვოს მტკიცებულებები.

6. მომხსენებლის მოხსენების შემდეგ კომისია მოისმენს განმცხადებლის/მომჩივანის ახსნა-განმარტებას, ხოლო შემდეგ – მოპასუხის ახსნა-განმარტებას.

7. ახსნა-განმარტებების მოსმენის შემდეგ მხარეები უფლებამოსილნი არიან ერთმანეთს დაუსვან შეკითხვები. თუ შეკითხვა უადგილოა ან შეუფერებელია და არ ემსახურება საკითხის გარემოებების გამოკვლევასა და დადგენას, კომისიას, მხარის თხოვნით ან თავისი ინიციატივით, შეუძლია მოხსნას ასეთი შეკითხვა.

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2017 წლის 17 აგვისტოს დადგენილება №5 -ვებგვერდი, 18.08.2017 წ.

    მუხლი 46. (ამოღებულია)

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2006 წლის 24 მარტის დადგენილება №4-სსმIII, №49, 10.04.2006წ.,მუხ.625

    მუხლი 47. (ამოღებულია)

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2006 წლის 24 მარტის დადგენილება №4-სსმIII, №49, 10.04.2006წ.,მუხ.625

    მუხლი 48. (ამოღებულია)

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2006 წლის 24 მარტის დადგენილება №4-სსმIII, №49, 10.04.2006წ.,მუხ.625

     მუხლი 49. (ამოღებულია)

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2006 წლის 24 მარტის დადგენილება №4-სსმIII, №49, 10.04.2006წ.,მუხ.625

    მუხლი 50. (ამოღებულია)

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2006 წლის 24 მარტის დადგენილება №4-სსმIII, №49, 10.04.2006წ.,მუხ.625

    მუხლი 51. მომხმარებელთა საჩივრების მიღების, განხილვისა და გადაწყვეტის პროცედურები

1. ყველა მომსახურების მიმწოდებელი ავტორიზებული პირი თუ ლიცენზიის მფლობელი ვალდებულია შექმნას მომხმარებელთა საჩივრების განხილვისა და მათზე რეაგირების ეფექტური შიდა მექანიზმი.

2. მომხმარებელს უფლება აქვს საჩივრით მიმართოს მომსახურების მიმწოდებელს, პირდაპირ კომისიას, მომხმარებელთა ინტერესების საზოგადოებრივი დამცველის მეშვეობით, ან სასამართლოს. მომხმარებელთა უფლებების დაცვის პროცესის ორგანიზაციულ უზრუნველყოფას კომისიაში ახორციელებს კომისიასთან მოქმედი მომხმარებელთა ინტერესების საზოგადოებრივი დამცველი.

3. მომხმარებელთა განცხადებები და საჩივრები მიიღება ყოველ სამუშაო დღეს.

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2006 წლის 24 მარტის დადგენილება №4-სსმIII, №49, 10.04.2006წ.,მუხ.625

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2006 წლის 14 ივლისის დადგენილება №7-სსმIII, №96, 21.07.2006წ.,მუხ.1293

თავი VII1 .სამოყვარულო რადიოსადგურის გამოყენების წესი

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 20 05 წლის 8 აპრილის დადგენილება № 6 -სსმ III, № 45, 18.04.20 05 წ.,მუხ. 469

    მუხლი 51 1 . ტერმინთა განმარტება

ამ თავში გამოყენებულ ტერმინებს ამ თავის მიზნებისთვის აქვთ შემდეგი მნიშვნელობა:

ა) ამპლიტუდური ტელეგრაფია – რადიოკავშირის სახე, რომლის დროსაც გადაცემული ინფორმაცია განსაზღვრულია მიღებაზე გრაფიკული ფორმით ჩასაწერად. გადაცემული ინფორმაცია შესაძლებელია მიღებულ იქნეს ელექტრონული ვერსიის ფორმითაც და შენახული შემდგომი გამოყენებისთვის;

ბ) ამპლიტუდური ტელეფონია – რადიოკავშირის სახე, რომელიც ძირითადად განსაზღვრულია ინფორმაციის გაცვლისათვის ამპლიტუდური მოდულაციის გამოყენებით;

გ) ერთზოლოვანი ტელეფონია – რადიოკავშირის სახე, რომელიც ძირითადად განსაზღვრულია ინფორმაციის გაცვლისათვის ერთი გვერდითი ზოლოვანი ამპლიტუდური მოდულაციის გამოყენებით;

დ) (ამოღებულია - 20.07.2023, №4);

ე) ინდივიდუალური სამოყვარულო რადიოსადგური – სამოყვარულო რადიოსადგური, რომლის მფლობელი არის მხოლოდ ერთი კონკრეტული ფიზიკური პირი;

ვ) კოლექტიური სამოყვარულო რადიოსადგური – სამოყვარულო რადიოსადგური, რომლის მფლობელი არის რადიომოყვარულთა ნებისმიერი კოლექტივი (მიუხედავად მისი ორგანიზაციულ-სამართლებრივი ფორმისა), რომელშიც ერთიანდებიან რადიომოყვარულები და განსაზღვრავენ სამოყვარულო რადიოსადგურის გამოყენებაზე პასუხისმგებელ პირს;

ზ) კომისიის მიერ რადიოსახმობის მინიჭება – რადიომოყვარულისათვის რადიოსახმობის მინიჭება ტელეკომუნიკაციების საერთაშორისო კავშირის რადიორეგლამენტის შესაბამისას რადიოსამოყვარულო სამსახურისათვის გამოყოფილ რადიოსიხშირულ ზოლებში რადიოსამოყვარულო კავშირის განსახორციელებლად;

თ) ,,მეორადი გამოყენების” დიაპაზონები – რადიოსიხშირული სპექტრის დიაპაზონები, რომლებშიც ფუნქციონირებადი სხვადასხვა სამსახურის რადიოსადგურები უნდა შეეგუონ მავნე რადიოხელშეშლებს;

ი) ,,მესამე პირი” – პირი, რომელიც არ მონაწილეობს სამოყვარულო რადიოკავშირის განხორციელე-ბაში;

კ) მოკლეტალღოვანი დიაპაზონი – სიხშირული დიაპაზონი 3-30 მგჰც;

ლ) ,,პირველადი გამოყენების” დიაპაზონები – რადიოსიხშირული სპექტრის დიაპაზონები, რომლებშიც ფუნქციონირებადი სხვადასხვა სამსახურის რადიოსადგურები დაცული უნდა იყოს მავნე მიუღებელი რადიოხელშეშლებისაგან;

მ) რადიოკავშირის ციფრული სახეობანი (PACKET, AMTOR, PACTOR, SITOR, SSTV და ა.შ.) – რადიოკავშირის სახეობანი, რომლის დროსაც ინფორმაციის გადასაცემად რადიოსიხშირის მოდულირება ხორციელდება ციფრული სახით;

ნ) რადიომოყვარულთა საერთაშორისო კავშირი (IARU) – კავშირი, რომლის მიზანია ტელეკომუნიკაციების საერთაშორისო კავშირის (ITU) მიერ დადგენილი რეგულირების ჩარჩოებში სამოყვარულო და სამოყვარულო-თანამგზავრული სამსახურების დაცვა და განვითარება;

ო) რადიოსამოყვარულო და საერთაშორისო Q კოდები – რადიოკავშირის სეანსის დროს გამოყენებუ-ლი აბრევიატურა;

პ) რადიოსამოყვარულო სამსახური – რადიომოყვარულთა (რომელთაც აქვთ მინიჭებული შესაბამისი რადიოსახმობი და ამ საქმიანობას ისინი ეწევიან პირადი და მატერიალური დაინტერესების გარეშე) შორის რადიოკავშირისა და ტექნიკური კვლევის მიზნით განხორციელებული კავშირის სახე;

ჟ) საანტენო და საფიდერო მოწყობილობა – რადიოგადამცემი სადგურით გენერირებული ელექტრომაგნიტური ტალღების ეთერში გასხივების სისტემა, რომელიც უშუალოდ გამსხივებელი ანტენის კონსტრუქციისა და ელექტრომაგნიტური ტალღების  ანტენამდე მოწოდების (ფიდერი) მაღალსიხშირულად შეთანხმებული კვანძების ერთობლიობას წარმოადგენს;

რ) საერთაშორისო შეჯიბრებები და ტურები რადიომოყვარულთა შორის – CQ WW, WPX, WAE, IARU  და ARRL;

ს) საკვალიფიკაციო საბჭო – კომისიის გადაწყვეტილებით შექმნილი სპეციალური უფლებამოსილების მქონე   საბჭო, რომლის შემადგენლობაში შედის კომისიის სამი წარმომადგენელი და ორი რადიომოყვარული;

ტ) სამოყვარულო ბარათი – ბარათი, რომელიც წარმოადგენს სამოყვარულო რადიოკავშირის განმახორციელებელი პირის იდენტიფიკატორს;

უ) სამოყვარულო რადიოსადგურების კატეგორიები: „A“, „E“ ექსტრა და „B“ სამოყვარულო რადიოსადგურები, რომლებიც გამიჯნულია განსაზღვრული ტექნიკური მახასიათებლებით (დასაშვები სიხშირული დიაპაზონები, გამოსხივების სახეობები და რადიოგადამცემი მოწყობილობის გამოსავალი სიმძლავრე);

ფ) სამოყვარულო რადიოსადგური – სამოყვარულო სამსახურის რადიოსადგური. სამოყვარულო რადიოსადგური შეიძლება იყოს ინდივიდუალური ან კოლექტიური გამოყენების;

ქ) სამოყვარულო რეტრანსლატორი – ავტომატური, სრული დუპლექსის რეჟიმში მომუშავე მიმღებ-გადამცემი რადიოსადგური, რომელიც მის მიერ მიღებულ სიგნალს გადასცემს 600 კჰც-ის წანაცვლებით;

ღ) სახმობი ნიშანი – ლათინური ასოებისა და ციფრებისაგან შედგენილი კომბინაცია, რომლის პრეფიქსი აღნიშნავს ქვეყანას, ხოლო სუფიქსი – კონკრეტულ რადიოსადგურს;

ყ) სიხშირული დიაპაზონი – რადიოსიხშირული ზოლი, რომელიც განსაზღვრულია ქვედა და ზედა ზღვრებით;

შ) სიხშირული ტელეფონია – რადიოკავშირის სახე, რომელიც ძირითადად განსაზღვრულია ინფორმაციის გაცვლისათვის სიხშირული მოდულაციის გამოყენებით;

ჩ) ტელეკომუნიკაციების საერთაშორისო კავშირი (ITU) – კავშირი წარმოადგენს გაერთიანებული ერების ორგანიზაციის სპეციალიზებულ სააგენტოს;

ც) ტესტირება – საკვალიფიკაციო საბჭოს მიერ რადიომოყვარულის კვალიფიკაციის დადგენის ან/და ამაღლების მიზნით ჩატარებული საგამოცდო (წერილობითი) გამოკითხვა, რომელიც ტარდება წინამდებარე წესის, უსაფრთხოების ტექნიკის, ეთერში მუშაობის წესის, აგრეთვე ელექტროობის და რადიოტექნიკის სფეროში ცოდნის შემოწმების მიზნით;

ძ) ულტრამოკლეტალღოვანი დიაპაზონი – სიხშირული დიაპაზონი 30 მგჰც-ის ზევით;

წ) ფონეტიკური ანბანი – ინფორმაციის გადაცემისას წარმოთქმული ბგერების შესაბამისი სიტყვების ჩამონათვალი;

ჭ) /A – საჰაერო-საავიაციო ხომალდის ბორტებზე დამონტაჟებული სამოყვარულო რადიოსადგურის აღმნიშვნელი სიმბოლო;

ხ) /M – ავტო-მოტოსატრასპორტო საშუალებებში დამონტაჟებული სამოყვარულო რადიოსადგურის აღმნიშვნელი სიმბოლო;

ჯ) /MM – საზღვაო-სანაოსნო ხომალდებზე დამონტაჟებული სამოყვარულო რადიოსადგურის აღმ-ნიშვნელი სიმბოლო;

ჰ) /P – სატარებელი რადიოსადგური – სატარებელი სამოყვარულო რადიოსადგურის აღმნიშვნელი სიმბოლო;

ჰ1 ) ,,SOS” და ,,MAYDAY” სიგნალები – უბედურების და დახმარების საერთაშორისო სიგნალები;

ჰ2)4L1, 4L2, 4L3, 4L4, 4L5, 4L6, 4L7, 4L8, 4L9 და 4L0 პრეფიქსის ბლოკები – სამოყვარულო რადიოსადგურის სახმობი ნიშნების პრეფიქსის ბლოკები, რომელშიც პირველი ორი ნიშანი აღნიშნავს ქვეყნის კოდს;

ჰ3) CEPT – ფოსტის და ტელეკომუნიკაციების ევროპის კონფერენცია;

ჰ4) ECA Table - სიხშირეთა განაწილების და გამოყენების ევროპის ერთიანი გეგმა;

ჰ5) ECO – CEPT-ის ელექტრონული კომუნიკაციების ოფისი.

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2005 წლის 8 აპრილის დადგენილება № 6 -სსმ III, № 45, 18.04.2005 წ.,მუხ. 469

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2006 წლის 24 მარტის დადგენილება №4-სსმIII, №49, 10.04.2006წ.,მუხ.625

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2023 წლის 20 ივლისის დადგენილება №4, ვებგვერდი, 21.07.2023 წ.

    მუხლი 512. სამოყვარულო რადიოსადგურის გამოყენება

1. სამოყვარულო რადიოსადგურის გამოყენება დასაშვებია მხოლოდ კომისიის გადაწყვეტილებით სამოყვარულო რადიოკავშირის განსახორციელებლად რადიოსახმობის მინიჭების შემთხვევაში.

2. სამოყვარულო რადიოსადგურის რეგისტრაცია, ტექნიკური პარამეტრების კონტროლი და რადიოსამოყვარულო სიხშირული დიაპაზონების რადიომონიტორინგი ხორციელდება კომისიის მიერ.

3. სამოყვარულო რადიოსადგური უნდა იყოს განთავსებული ისე, რომ შემთხვევით პირებს არ ჰქონდეთ მისი თვითნებურად მოქმედებაში მოყვანის საშუალება.

4. კოლექტიური სამოყვარულო რადიოსადგურის გამოყენება ეკრძალებათ იმ რადიომოყვარულებს, რომლებსაც აქვთ ამ კოლექტიური რადიოსადგურის კატეგორიაზე დაბალი კატეგორიის ინდივიდუალური ან/და არა აქვთ კოლექტიური სამოყვარულო რადიოსადგურით სამოყვარულო რადიოკავშირის განსახორციელებლად მინიჭებული რადიოსახმობი.

5. ინდივიდუალური ან კოლექტიური სამოყვარულო რადიოსადგურის გამომყენებელს შეუძლია ეთერში მუშაობის უფლება მისცეს ნებისმიერ რადიომოყვარულს, რომელსაც მინიჭებული აქვს სამოყვარულო რადიოკავშირის განსახორციელებლად რადიოსახმობი.

6. მუდმივი საცხოვრებელი ადგილის შეცვლის შემთხვევაში რადიომოყვარული ვალდებულია ამის შესახებ წერილობით აცნობოს კომისიას.

7. სამოყვარულო რადიოსადგურის განთავსების ადგილზე დაცული უნდა იყოს შემდეგი დოკუმენტაცია:

ა) სამოყვარულო რადიოკავშირის განსახორციელებლად რადიოსახმობის მინიჭების შესახებ კომისიის გადაწყვეტილება;

ბ) წინამდებარე წესი;

გ) სააპარატო ჟურნალი ან ინფორმაცია ელექტრონულ ფორმატში, რომელშიც აღნიშნულ უნდა იყოს:

გ.ა.) რადიოკავშირის ჩატარების თარიღი და დრო;

გ.ბ.) იმ რადიოსადგურის სახმობი ნიშანი, რომელთანაც ჩატარებულ იქნა რადიოკავშირი;

გ.გ.) სიხშირული დიაპაზონი და გამოსხივების სახე;

გ.დ.) მიღებული და გადაცემული სიგნალის შეფასება.

8. სააპარატო ჟურნალში არ არის აუცილებელი შევიდეს ინფორმაცია ულტრამოკლეტალღოვან დიაპაზონებში ჩატარებული რადიოკავშირების შესახებ.

9. რადიომოყვარული ვალდებულია სააპარატო ჟურნალი შეინახოს ორი წლის განმავლობაში.

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2005 წლის 8 აპრილის დადგენილება № 6 -სსმ III , № 45 , 18.04.2005 წ.,მუხ. 469

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2006 წლის 24 მარტის დადგენილება №4-სსმIII, №49, 10.04.2006წ.,მუხ.625

    მუხლი 51 3 . სამოყვარულო რადიოსადგურის კატეგორიები

1. სამოყვარულო რადიოსადგურები იყოფა შემდეგ კატეგორიად: „A“, „E“ ექსტრა და „B“, რომლებიც ერთმანეთისგან განსხვავდება სიხშირული დიაპაზონებით, გასხივების კლასით და რადიოგადამცემი მოწყობილობის გამოსავალი სიმძლავრით. სამოყვარულო რადიოსადგურების კატეგორიები განისაზღვრება 1.8-ის შესაბამისად.  (დანართი №1.8).

11. „A“,  „E“ ექსტრა  სამოყვარულო რადიოსადგურის კატეგორია შეესაბამება CEPT-ის „CEPT რადიო სამოყვარულო ლიცენზიას“ (“CEPT Radio Amateur Licence“, Rec. T/R 61-01).

12. „B“ სამოყვარულო რადიოსადგურის კატეგორია შეესაბამება CEPT-ის „CEPT-ის დამწყები რადიო სამოყვარულო ლიცენზიას“ („CEPT Novice Radio Amateur Licence“, ECC/REC (05)06).

2. „B“ კატეგორიის სამოყვარულო რადიოსადგურის გამოყენებისთვის რადიოსახმობის მინიჭება ხორციელდება 11 წლის ასაკს მიღწეულ პირებზე; „A“, „E“ ექსტრა კატეგორიის – 16 წლის ასაკს მიღწეულ პირებზე.

3. რადიომოყვარულის კვალიფიკაცია განისაზღვრება საკვალიფიკაციო ტესტირების შედეგით.

4.  „E“ ექსტრა კატეგორიის სამოყვარულო რადიოსადგურით სამოყვარულო რადიოკავშირის განსახორციელებლად რადიოსახმობის მიღება შესაძლებელია, თუ „A“ კატეგორიის სამოყვარულო რადიოსადგურით სამოყვარულო რადიოკავშირის განსახორციელებლად მინიჭებული რადიოსახმობის მქონე რადიომოყვარული დაიკავებს პირველ ადგილს შემდეგი საერთაშორისო შეჯიბრებების: CQ WW, WPX, WAE, IARU ან/და ARRL ნებისმიერ ტურში.

5.  „A“ კატეგორიის სამოყვარულო რადიოსადგურით სამოყვარულო რადიოკავშირის განსახორციელებლად რადიოსახმობის მიღება შესაძლებელია „B“ კატეგორიის სამოყვარულო რადიოსადგურით სამოყვარულო რადიოკავშირის განსახორციელებლად რადიოსახმობის მინიჭებიდან არანაკლებ 1 წლის შემდეგ.

6. ტესტირებას ატარებს კომისიის მიერ დამტკიცებული საკვალიფიკაციო საბჭო.

7. ტესტირება ტარდება ყოველ სამ თვეში ერთხელ, რომლის ჩატარების ზუსტ თარიღს ადგენს საკვალიფიკაციო საბჭო.

8. საკვალიფიკაციო საბჭოს წევრი არ შეიძლება იყოს ის რადიომოყვარული, რომელსაც ბოლო ხუთი წლის განმავლობაში დარღვეული ჰქონდა წინამდებარე წესი.

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 20 05 წლის 8 აპრილის დადგენილება № 6 -სსმ III, № 45, 18.04.2005 წ.,მუხ. 469

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2006 წლის 24 მარტის დადგენილება №4-სსმIII, №49, 10.04.2006წ.,მუხ.625

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2006 წლის 14 ივლისის დადგენილება №7-სსმIII, №96, 21.07.2006წ.,მუხ.1293

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2023 წლის 20 ივლისის დადგენილება №4, ვებგვერდი, 21.07.2023 წ.

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2023 წლის 26 ოქტომბრის დადგენილება №6 - ვებგვერდი, 30.10.2023წ.

    მუხლი 51 4 . ძირითადი მოთხოვნები (სამოყვარულო რადიოსადგურის ტექნიკური მოთხოვნები)

1. სამოყვარულო რადიოსადგურს (მიმღებ-გადამცემს) თან უნდა ერთოდეს:

ა) საანტენო და საფიდერო მოწყობილობები მეხდამცავის ჩათვლით;

ბ) გადამცემი აპარატურის პარამეტრების საზომი და საკონტროლო მოწყობილობები.

2. სამოყვარულო რადიოსადგურები კატეგორიების შესაბამისად იყენებენ მხოლოდ შემდეგი სახის გამოსხივებებს:

ა) ამპლიტუდური ტელეგრაფია;

ბ) ამპლიტუდური ტელეფონია;

გ) ერთზოლოვანი ტელეფონია;

დ) სიხშირული ტელეფონია;

ე) რადიოკავშირის ციფრული სახეობანი (PACKET, AMTOR, PACTOR, SITOR, SSTV და ა.შ.).

3. სამოყვარულო რადიოგადამცემი სიხშირის სტაბილურობისადმი უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ მოთხოვნებს: ჩართვის მომენტიდან 15 წუთის განმავლობაში, სიხშირის აბსოლუტური ცდომილება – 300 ჰც მოკლე ტალღებზე და 1000 ჰც ულტრამოკლე ტალღებზე.

4. სამოყვარულო რადიოსადგურის სიმძლავრე იზომება ანტენის ეკვივალენტურ დატვირთვაზე.

5. სამოყვარულო რადიოსადგურის გვერდითი გამოსხივების საშუალო სიმძლავრე უნდა იყოს:

ა) ულტრამოკლეტალღოვანი 144 მგჰც, 430 მგჰც და 1296 მგჰც დიაპაზონებისთვის არა უმეტეს 25 მკვტ. ეს პარამეტრი სხვა ულტრამოკლეტალღოვანი დიაპაზონებისთვის არ არის განსაზღვრული;

ბ) მოკლეტალღოვანი დიაპაზონებისთვის – ძირითადი გამოსხივების სიმძლავრეზე 40 დბ-ით ნაკლები სამოყვარულო რადიოსადგურის არა უმეტეს 5 ვტ სიმძლავრით ფუნქციონირებისას.

6. სამოყვარულო რადიოსადგურის და ანტენის კონსტრუქცია უნდა იყოს უსაფრთხო ირგვლივ მყოფთათვის.

7. რადიომოყვარულს უფლება აქვს განათავსოს სახლის სახურავზე (სათანადო ნებართვის საფუძველზე, თუ ასეთი გათვალისწინებულია საქართველოს კანონმდებლობით) სამოყვარულო ანტენა, რომლის დამონტაჟებაზე, უსაფრთხო სარგებლობასა და შეკეთებაზე პასუხისმგებელია ამ რადიოსადგურის მფლობელი.

8. სამოყვარულო რადიოსადგურის მიერ შექმნილი ელექტრომაგნიტური ველის ინტენსივობა არ უნდა აღემატებოდეს ზღვრულ დასაშვებ სანიტარიულ ნორმებს.

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 20 05 წლის 8 აპრილის დადგენილება № 6 -სსმ III , № 45 , 18.04.2005 წ.,მუხ. 469

    მუხლი 515. სამოყვარულო რადიოსადგურით სამოყვარულო რადიოკავშირის განსახორციელებლად რადიოსახმობის მინიჭება

1.   სამოყვარულო რადიოსადგურის გამოყენება შესაძლებელია მხოლოდ კომისიის მიერ სამოყვარულო რადიოკავშირის განსახორციელებლად რადიოსახმობის მინიჭების შემდგომ. რადიოსახმობის მინიჭების შემთხვევაში კომისია გასცემს რადიომოყვარულის მოწმობას დანართი №1.9-ის შესაბამისად.

2. რადიოსახმობის მინიჭება ხორციელდება შემდეგი დოკუმენტაციის წარმოდგენის საფუძველზე:

ა) განცხადება სამოყვარულო რადიოსადგურის გამოყენებაზე;

ბ) მოქალაქის პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი;

გ) ფოტოსურათი;

დ) საკვალიფიკაციო საბჭოს ცნობა ტესტირების ჩაბარების თაობაზე;

ე) რადიომოყვარულის არასრულწლოვანობის შემთხვევაში მშობლის (ან მეურვის) ცნობა სამოყვარულო რადიოსადგურის განთავსების თანხმობაზე, რომელიც უზრუნველყოფს წინამდებარე წესის დაცვას და რადიოსადგურის ტექნიკურ უსაფრთხოებას;

ვ) (ამოღებულია - 20.03.2025, №1).

3. კოლექტიური სამოყვარულო რადიოსადგურის გამოყენებისთვის დამატებით წარმოდგენილი უნდა იქნეს:

ა)რადიომოყვარულთა კოლექტივის სადამფუძნებლო და სარეგისტრაციო მონაცემები;

ბ)კოლექტიური სამოყვარულო რადიოსადგურის გამოყენებაზე პასუხისმგებელი პირის მონაცემები.

4. რადიომოყვარულს, რომელსაც მინიჭებული აქვს სამოყვარულო რადიოკავშირის განსახორციელებლად რადიოსახმობი, დამატებითი წერილობითი შეტყობინების საფუძველზე უფლება აქვს საქართველოს მთელ ტერიტორიაზე გამოიყენოს სახმობ ნიშანთან ერთად შემდეგი ნიშნები:

/P, /M, /MM და /A;

5. სამოყვარულო რადიოსადგურით სამოყვარულო რადიოკავშირის განსახორციელებლად რადიოსახმობის მინიჭების შემთხვევაში რადიომოყვარულს უფლება აქვს ეთერში გავიდეს საქართველოს ნებისმიერი გეოგრაფიული წერტილიდან ყოველგვარი დამატებითი ნებართვის გარეშე;

6. სამოყვარულო რადიოსადგურით სამოყვარულო რადიოკავშირის განსახორციელებლად რადიოსახმობის მინიჭება ხორციელდება ხუთი წლის ვადით.

7. სამოყვარულო რადიოსადგურით სამოყვარულო რადიოკავშირის განსახორციელებლად რადიოსახმობის მისანიჭებლად, უცხო ქვეყნის რადიომოყვარული ვალდებულია კომისიაში წარმოადგინოს:

ა) განცხადება რადიოსახმობის მიღებაზე;

ბ) იმ ქვეყნის უფლებამოსილი ორგანოს მიერ გაცემული შესაბამისი დოკუმენტის ასლი, რომლის რეზიდენტიც არის იგი  და პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი;

გ) მისამართი, სადაც განთავსებული იქნება სამოყვარულო რადიოსადგური და რადიომოყვარულის საქართველოში არსებული ფაქტობრივი მისამართი;

დ) ფოტოსურათი;

ე) (ამოღებულია - 20.07.2023, №4).

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 20 05 წლის 8 აპრილის დადგენილება № 6 -სსმ III , № 45 , 18.04.2005 წ.,მუხ. 469

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2006 წლის 24 მარტის დადგენილება №4-სსმIII, №49, 10.04.2006წ.,მუხ.625

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2023 წლის 20 ივლისის დადგენილება №4, ვებგვერდი, 21.07.2023 წ.

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2023 წლის 26 ოქტომბრის დადგენილება №5 -ვებგვერდი, 30.10.2023 წ.

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2023 წლის 26 ოქტომბრის დადგენილება №6 - ვებგვერდი, 30.10.2023წ.

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2025 წლის 20 მარტის დადგენილება №1 - ვებგვერდი, 21.03.2025წ.

    მუხლი 51 6 . სამოყვარულო რადიოსადგურებისთვის ნებადართული სიხშირული დიაპაზონები, დაშვებული სიმძლავრეები და რადიოკავშირის სახეები

1. სამოყვარულო და სამოყვარულო-თანამგზავრული რადიოსადგურით სამოყვარულო რადიოკავშირის განსახორციელებლად რადიოელექტრონული საშუალებებისა და მაღალსიხშირული მოწყობილობების გამოყოფილი სიხშირული დიაპაზონები მოცემულია სიხშირეთა განაწილების ეროვნულ გეგმაში. აღნიშნულ სიხშირულ დიაპაზონებში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შემთხვევაში, იგი შესაბამისობაში უნდა იყოს   ტელეკომუნიკაციების საერთაშორისო კავშირის (ITU) რადიორეგლმენტთან და CEPT-ის ელექტრონული კომუნიკაციების ოფისის ECA Table-ის შესაბამისად,  რაც  აისახება  სამოყვარულო რადიოსადგურის კატეგორიების  განმსაზღვრელ  ცხრილებში (დანართი №1.8).

2. (ამოღებულია - 20.07.2023, №4).

3. სამოყვარულო-თანამგზავრული რადიოსადგურის გამოსხივების სიმძლავრის ნაკადის სიმკვრივე დედამიწის ზედაპირზე არ უნდა აღემატებოდეს მინუს 110 დბ (ვტ/მ2 );

4. სამოყვარულო რეტრანსლატორების მაქსიმალური სიმძლავრე არ უნდა აღემატებოდეს 100 ვტ-ს.

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2005 წლის 8 აპრილის დადგენილება № 6 -სსმ III , № 45 , 18.04.2005 წ.,მუხ. 469

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2023 წლის 20 ივლისის დადგენილება №4, ვებგვერდი, 21.07.2023 წ.

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2023 წლის 26 ოქტომბრის დადგენილება №6 - ვებგვერდი, 30.10.2023წ.

    მუხლი 51 7 . სამოყვარულო რადიოკავშირის განხორციელება

1. სამოყვარულო რადიოსადგურის ფუნქციონირება დაშვებულია შესაბამისი კატეგორიის მიხედვით ნებადართული სიხშირული დიაპაზონის ნებისმიერ სიხშირეზე. რადიომოყვარული ვალდებულია შეარჩიოს სიხშირე ისე, რომ გასხივებული სიგნალის სრული სპექტრი, სიხშირის ნებისმიერი ცვლილების მიუხედავად, ყოველთვის იმყოფებოდეს შესაბამისი სიხშირული ზოლის და სამოყვარულო სიხშირული დიაპაზონების ფარგლებში.

2. ,,მეორადი გამოყენების” დიაპაზონებში რადიომოყვარულები ვალდებულნი არიან არ შეუქმნან რადიოხელშეშლები ,,პირველადი გამოყენების” დიაპაზონებში ფუნქციონირებად რადიოსადგურებს და მათი წარმოქმნის შემთხვევაში დაუყოვნებლივ შეიცვალონ სიხშირე.

3. სამოყვარულო სამსახურისთვის გამოყოფილ დიაპაზონებში რადიომოყვარულები ვალდებულნი არიან რადიოკავშირი განახორციელონ მხოლოდ სამოყვარულო რადიოსადგურებთან. რადიოკავშირის განსახორციელებლად მათ შეუძლიათ გამოიყენონ სამოყვარულო რეტრანსლატორები და სამოყვარულო-სათანამგზავრული სამსახურისთვის განკუთვნილი დედამიწის ხელოვნური თანამგზავრები.

4. რადიოკავშირი არასამოყვარულო რადიოსადგურებთან დასაშვებია მხოლოდ ამ უკანასკნელთაგან ,,SOS”-ის ან ,,MAYDAY”-ის მიღების შემთხვევაში, რომლის შესახებაც რადიომოყვარული ვალდებულია დაუყოვნებლივ შეატყობინოს კომისიას.

5. რადიოკავშირის დამყარებისას რადიომოყვარულები ვალდებულნი არიან დაასახელონ თავიანთი სახმობი ნიშანი რადიოკავშირის ყოველი სეანსის დასაწყისში და დამთავრებისას, ხოლო ხანგრძლივი რადიოკავშირის ჩატარებისას გაიმეორონ თავისი სახმობი ნიშანი ყოველ 5 წუთში ერთხელ.

6.  რადიომოყვარული ვალდებულია დამარცვლით, გარკვევით და ფონეტიკური ანბანის (დანართი №1.10) გამოყენებით გადასცეს სახმობი ნიშანი.

7. რადიოკავშირის დამყარებისას რადიომოყვარულს უფლება ეძლევა გაცვალოს ინფორმაცია: რადიომოყვარულობასთან დაკავშირებულ საკითხებზე, სამოყვარულო რადიოაპარატურის ტექნიკური მონაცემების, მეტეოროლოგიური პირობების და რადიოტალღების გავრცელების შესახებ. რადიომოყვარულმა არ უნდა ისაუბროს პირად საკითხებზე და გაცვალოს ინფორმაცია, რომლის გადაცემაც ეთერში თავისი ნაკლები მნიშვნელობის გამო არ არის გამართლებული.

8. რადიოკავშირის დამყარებისას რადიომოყვარულს უფლება აქვს გამოიყენოს მხოლოდ რადიოსამოყვარულო და საერთაშორისო Q  კოდები (დანართი №1.11 და №1.12).

9. ეთერში იკრძალება:

ა) სახელმწიფო და სამსახურებრივი საიდუმლო ხასიათის ინფორმაციის გადაცემა;

ბ) შიფრების და სხვა კოდების გამოყენება;

გ) ცრუ და არასწორი ინფორმაციის გადაცემა;

დ) სახმობი ნიშნის გარეშე ან სხვა სახმობი ნიშნით სარგებლობა;

ე) ნებადართულზე უფრო მაღალი სიმძლავრის სამოყვარულო რადიოსადგურის გამოყენება;

ვ) იმ სიხშირეებზე მუშაობა, რომელიც არ არის მინიშნებული რადიოსახმობის მინიჭების შესახებ კომისიის გადაწყვეტილებაში;

ზ) პოლიტიკასთან, რელიგიასთან, სექსთან და კომერციასთან დაკავშირებული საკითხების განხილვა;

თ) შეურაცხმყოფელი და უხამსი გამონათქვამების გამოყენება;

ი) მუსიკალური ჩანაწერების, რადიოსამაუწყებლო, სატელევიზიო და სარეკლამო პროგრამების გადაცემა;

კ) იმ სამოყვარულო რადიოსადგურის გამოყენება, რომელიც არ პასუხობს ამ წესით დადგენილ ტექნიკურ მოთხოვნებს და უსაფრთხოების ტექნიკის წესებს;

ლ) საერთაშორისო სტიქიური უბედურების სიგნალების ,,SOS”-ის და ,,MAYDAY”-ის გამოყენება განსაკუთრებული შემთხვევების გარდა;

მ) რადიოსადგურის გამოყენება სატელევიზიო, რადიოსამაუწყებლო ან სხვა სამსახურებისადმი რადიოხელშეშლების წარმოქმნის შემთხვევაში. ამ დროს სამოყვარულო რადიოსადგურის მფლობელი ვალდებულია დაადგინოს და აღმოფხვრას და შემდგომ კომისიას შეატყობინოს ამ ხელშეშლების გამომწვევი მიზეზები;

ნ) ეთერში მუშაობა ალკოჰოლის ან ნარკოტიკული ნივთიერებების ზემოქმედების ქვეშ.

10. რადიომოყვარულის მფლობელობაში არსებული რადიოსადგურით რადიოკავშირის განხორციელება აკრძალულია იმ პირებისათვის, რომლებსაც არ აქვთ მინიჭებული რადიოსახმობი სამოყვარულო რადიოკავშირის განსახორციელებლად.

11. რადიოკავშირის ჩატარებისას რადიომოყვარული ვალდებულია დაიცვას საყოველთაო რადიოსამოყვარულო ეთიკა, იყოს თავაზიანი, მომთმენი და ტაქტიანი.

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2005 წლის 8 აპრილის დადგენილება №6 -სსმ III , № 45 , 18.04.2005 წ.,მუხ. 469

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2006 წლის 24 მარტის დადგენილება №4-სსმIII, №49, 10.04.2006წ.,მუხ.625

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2023 წლის 26 ოქტომბრის დადგენილება №6 - ვებგვერდი, 30.10.2023წ.

    მუხლი 51 8 . სამოყვარულო რადიოსადგურის სახმობი ნიშანი

1. კომისიის გადაწყვეტილებით, ტელეკომუნიკაციების საერთაშორისო კავშირის (ITU) რადიორეგლამენტის შესაბამისად, სამოყვარულო რადიოსადგურს ენიჭება სახმობი ნიშანი.

2.  რადიომოყვარულს უფლება აქვს საქართველოში იქონიოს მხოლოდ ერთი მუდმივი სახმობი ნიშანი.

3. კომისია ახორციელებს:

ა) იმ სპეციალური სახმობი ნიშნების მინიჭებას, რომელიც გამოიყენება როგორც ადგილობრივი, ასევე საერთაშორისო ღონისძიებების ჩატარებისას;

ბ) ,,E” ექსტრა და ,,A” კატეგორიის სამოყვარულო რადიოსადგურების გამოყენებისთვის სპეციალური დროებითი სახმობი ნიშნების გამოყოფას საერთაშორისი შეჯიბრებებში მონაწილეობის მისაღებად;

გ) საერთო წესით, უცხო ქვეყნის რადიომოყვარულების მიერ სამოყვარულო რადიოსადგურის გამოყენებისთვის დროებითი ან მუდმივი სახმობის მინიჭებას.

4. CEPT-ში შემავალი ქვეყნების რადიომოყვარულებს უფლება აქვთ საქართველოში გამოიყენონ უფლებამოსილი ორგანოს მიერ გაცემული სახმობი ნიშანი 4L (საქართველოს ქვეყნის აღმნიშვნელი სიმბოლო ITU-ში) სიმბოლოს წინდართვით პრეფიქსში, თუ მისი ყოფნის ხანგრძლივობა არ აღემატება 3 თვეს. 3 თვეზე მეტი დროით დარჩენის შემთხვევაში, ისინი ვალდებული არიან მიმართონ კომისიას არსებული წესით და CEPT-ის რეკომენდაციის (Rec T/R 61-02) გათვალისწინებით სახმობის მინიჭების თაობაზე.

5.  ინდივიდუალური და კოლექტიური სამოყვარულო რადიოსადგურების გამოყენებისთვის „A“ და „B“ კატეგორიების რადიომოყვარულებს ენიჭებათ ხუთსიმბოლიანი სახმობი ნიშანი. სამოყვარულო რადიოსადგურის გამოყენებისთვის „E“ ექსტრა კატეგორიის რადიომოყვარულებს, სურვილის მიხედვით უფლება აქვთ სუფიქსში, არჩევით, დაიტოვონ ერთი სიმბოლო ათი პრეფიქსიდან ნებისმიერ ბლოკზე.

6.  სამოყვარულო რადიოსადგურების გამოყენებისთვის „A“, „E“ ექსტრა და „B“ კატეგორიის რადიომოყვარულებს მუდმივად ენიჭება 4L1, 4L2, 4L3, 4L4, 4L5, 4L6, 4L7, 4L8, 4L9 და 4L0 პრეფიქსის ნებიმიერი ბლოკი. პრეფიქსში არსებული 4L-საქართველოს კოდი შეიძლება გამოყენებულ იქნეს სპეციალური ღონისძიებების ჩატარებისას დროებითი, უნიკალური სახმობის მისანიჭებლად.

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 20 05 წლის 8 აპრილის დადგენილება №6 -სსმ III , № 45 , 18.04.2005 წ.,მუხ. 469

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2023 წლის 20 ივლისის დადგენილება №4, ვებგვერდი, 21.07.2023 წ.

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2023 წლის 26 ოქტომბრის დადგენილება №5 -ვებგვერდი, 30.10.2023 წ.

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2023 წლის 26 ოქტომბრის დადგენილება №6 - ვებგვერდი, 30.10.2023წ.

    მუხლი 51 9 . ულტრამოკლე დიაპაზონების სამოყვარულო რეტრანსლატორის გამოყენება და მუშაობის წესი

1. სამოყვარულო რეტრანსლატორის დაყენება შეუძლია ნებისმიერ რადიომოყვარულს ან კოლექტიური სამოყვარულო რადიოსადგურს.

2. სამოყვარულო რეტრანსლატორი ფუნქციონირებს ქვემომოყვანილ ცხრილში მოცემული სიხშირული განაწილების შესაბამისად, თუ მისი გამოყენება გათვალისწინებულია სამოყვარულო რადიოკავშირის განსახორციელებლად რადიოსახმობის მინიჭების შესახებ კომისიის გადაწყვეტილებით:

№ სამუშაო არხის

მიღების სიხშირე (კჰც)

გადაცემის სიხშირე (კჰც)

R 0

145000

145600

R 1

145025

145625

R 2

145050

145650

R 3

145075

145675

R 4

145100

145700

R 5

145125

145725

R 6

145150

145750

R 7

145175

145775

R 8

145200

145800

3. სამოყვარულო რეტრანსლატორის მაქსიმალური სიმძლავრე არ უნდა აღემატებოდეს 100 ვტ-ს. (რადიოკავშირის სახე: FM სიხშირული მოდულაცია – F3E).

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 20 05 წლის 8 აპრილის დადგენილება №6 -სსმ III , № 45 , 18.04.2005 წ.,მუხ. 469

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2006 წლის 24 მარტის დადგენილება №4-სსმIII, №49, 10.04.2006წ.,მუხ.625

    მუხლი 5110. რადიომოყვარულის პასუხისმგებლობა წინამდებარე წესების დარღვევისათვის

1. ამ თავით განსაზღვრული წესების დარღვევის შემთხვევაში სამოყვარულო რადიოკავშირის განსახორციელებლად მინიჭებული რადიოსახმობის მქონე რადიომოყვარულებს, აგრეთვე იმ ფიზიკურ და იურიდიულ პირებს, რომლებიც სამოყვარულო რადიოკავშირს ახორციელებენ ზემოთ აღნიშნული მინიჭების გარეშე, კომისია აფრთხილებს დარღვევის განსაზღვრულ ვადაში აღმოფხვრის თაობაზე, რის შესახებაც ღებულობს გადაწყვეტილებას.

2. გადაწყვეტილების ნებაყოფლობით შესრულების შესახებ დამრღვევი პირისთვის მიცემული ვადის გასვლისა და დარღვევის აღმოუფხვრელობის შემთხვევაში, კომისია უფლებამოსილია დამრღვევი პირის მიერ გადაწყვეტილების აღსრულების უზრუნველსაყოფად მის მიმართ გამოიყენოს ჯარიმა, რომლის ოდენობაც განისაზღვრება საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 171ე მუხლის მე-4 პუნქტით.

3. ამ მუხლის პირველი პუნქტის შეუსრულებლობის შემთხვევაში, როცა არსებობს უტყუარი მტკიცებულება, რომ საფრთხე ექმნება საზოგადოების უსაფრთხოებას და ადამიანის ჯანმრთელობას, აგრეთვე არსებული ან სავარაუდო ელექტრომაგნიტური შეუთავსებლობის თავიდან აცილების ან/და რადიოდანადგარების ელექტრომაგნიტური ხელშეშლისაგან დაცვის მიზნით, კომისია უფლებამოსილია მიიღოს გადაწყვეტილება დარღვევის აღმოფხვრის თაობაზე, ხოლო გადაწყვეტილების ნებაყოფლობით შეუსრულებლობის შემთხვევაში აღსრულების უზრუნველსაყოფად დისკრეციულად გამოიყენოს სამოყვარულო რადიოსადგურის გამოყენების დროებით შეზღუდვა.

4. კომისია უფლებამოსილია აღსრულების უზრუნველყოფის მიზნით გამოიყენოს მხოლოდ ის საშუალება, რომელიც უზრუნველყოფს კომისიის გადაწყვეტილების ყველაზე სწრაფ და ნაკლები დანახარჯებით შესრულებას.

5. კომისია უფლებამოსილია რადიომოყვარულის მიერ ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული ვალდებულების შეუსრულებლობის შემთხვევაში მიიღოს გადაწყვეტილება რადიოკავშირის განსახორციელებლად რადიოსახმობის მინიჭების შესახებ კომისიის გადაწყვეტილების ძალადაკარგულად გამოცხადების შესახებ.

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 20 05 წლის 8 აპრილის დადგენილება № 6 -სსმ III , № 45, 18.04.2005 წ.,მუხ. 469

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2006 წლის 24 მარტის დადგენილება №4-სსმIII, №49, 10.04.2006წ.,მუხ.625

    მუხლი 51 11 . საკვალიფიკაციო საბჭო

1. საკვალიფიკაციო საბჭო უფლებამოსილია:

ა) განსაზღვროს რადიომოყვარულის კვალიფიკაცია საკვალიფიკაციო ტესტირებით;

ბ) შეადგინოს და გამოაქვეყნოს საკვალიფიკაციო ტესტები;

გ) განიხილოს სამოყვარულო რადიოკავშირის განხორციელების წესების დარღვევები და დარღვევათა დადასტურების შემთხვევაში მიმართოს კომისიას ამ წესით განსაზღვრული ზომების გასატარებლად.

2. საკვალიფიკაციო საბჭოს სხდომები ტარდება წელიწადში ოთხჯერ, ყოველი კვარტალის მე-2 თვის ბოლო ოთხშაბათს.

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 20 05 წლის 8 აპრილის დადგენილება № 6 -სსმ III , № 45 , 18.04.2005 წ.,მუხ. 469

 

თავი VIII. გარდამავალი დებულებანი

    მუხლი 52. ნუმერაციის რესურსის გამოყენება გარდამავალ პერიოდში

1. "კავშირგაბმულობისა და ფოსტის შესახებ" საქართველოს კანონის 541 მუხლის 1 პუნქტით გათვალისწინებული ნუმერაციის ახალი სისტემის დამდგენი ნორმატიული აქტის ამოქმედებამდე კომისია არ გასცემს ნებართვებს ამ წესების მეორე მუხლის "ფ.გ." ქვეპუნქტში გათვალისწინებულ იმ სატელეფონო (სასადგურო) ინდექსის გამოყენებაზე, რომლის პირველ ციფრად გამოყენებული იქნება ციფრები: "8" ან "0".

2. მომსახურების მიმწოდებლებმა, რომლებიც 2000 წლის 1 ივლისამდე კანონმდებლობის შესაბამისად იყენებდნენ ადგილობრივი ქსელის შემოკლებულ სატელეფონო ნომრებს, ამ დადგენილების ამოქმედებიდან სამი თვის ვადაში მიმართონ კომისიას განცხადებით ნუმერაციის რესურსის გამოყენების ნებართვის მისაღებად.

3. კავშირგაბმულობის სფეროს ოპერატორმა, ფიზიკურმა ან იურიდიულმა პირმა, დაწესებულებამ ან ორგანიზაციამ, რომლის საქმიანობა ხორციელდება კანონმდებლობის საფუძველზე ლიცენზიის გარეშე, რომელსაც მინიჭებული აქვს ნუმერაციის რესურსის გამოყენების უფლება და არ ახორციელებს ნუმერაციის რესურსით პრაქტიკულ საქმიანობას, ამ წესების ამოქმედებიდან ექვსი თვის ვადაში უზრუნველყოს პრაქტიკული საქმიანობის განხორციელება.

    მუხლი 53. გაცემული ნებართვების მოქმედების ვადა

1. ამ წესების ამოქმედებამდე ლიცენზიის გარეშე საქმიანობისთვის სიხშირის მინიჭების მოქმედების ვადა განისაზღვროს ამ წესების ამოქმედებიდან ერთი წლის ვადით.

2. ამ წესების ამოქმედებამდე ნუმერაციის რესურსის გამოყენებაზე გაცემული ნებართვის მოქმედების ვადა განისაზღვროს ამ წესების ამოქმედებიდან ერთი წლის ვადით, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც ნუმერაციის რესურსის გამოყენების ნებართვა გათვალისწინებულია ლიცენზიაში ან ლიცენზირებასთან დაკავშირებულ კომისიის გადაწყვეტილებაში.

    მუხლი 54. (ამოღებულია)

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2006 წლის 24 მარტის დადგენილება №4-სსმIII, №49, 10.04.2006წ.,მუხ.625

 

 

დანართი 1.1

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2023 წლის 6 აპრილის დადგენილება №2 - ვებგვერდი , 07.04.2023 წ .
 

 

 

დანართი 1.2

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2023 წლის 6 აპრილის დადგენილება №2 - ვებგვერდი , 07.04.2023 წ .

 

დანართი 1.3

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2023 წლის 6 აპრილის დადგენილება №2 - ვებგვერდი , 07.04.2023 წ .

 

დანართი №1.4

 საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2006 წლის 24 მარტის დადგენილება №4-სსმIII, №49, 10.04.2006წ.,მუხ.625
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2006 წლის 14 ივლისის დადგენილება №7-სსმIII, №96, 21.07.2006წ.,მუხ.1293
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2023 წლის 26 ოქტომბრის დადგენილება №6 - ვებგვერდი, 30.10.2023წ.
 
შ ე მ ო წ მ ე ბ ი ს   ა ქ ტ ი    №–––––––
 
1. შემოწმების (მონიტორინგის) ჩატარების თარიღი და დრო
––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––
2. შემოწმების (მონიტორინგის) ჩატარების ადგილი
––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––
3. შემოწმების (მონიტორინგის) ჩატარების საფუძველი:
––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––
––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––
–––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––
––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––
4. შემოწმებული პირის სახელი, გვარი, თანამდებობა (არსებობის შემთხვევაში ავტორიზაციის ნომერი,
ლიცენზიის სახე და ნომერი): ––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––
––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––
––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––
5. შემოწმებული დოკუმენტებისა და მოწყობილობების ჩამონათვალი, შემოწმების ჩატარების
მეთოდები, ხერხები, ზუსტი დრო და ადგილი:
––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––
––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––
––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––
––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––
6. შემოწმებულის (ან/და მისი თანამშრომლის) ან დაინტერესებული პირის ახსნა-განმარტების
მიმოხილვა:
––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––
––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––
––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––
––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––
 
7. შემმოწმებლის კომენტარები და შემოწმების შედეგები, დასკვნა ნორმატიული აქტის მუხლის მითითებით, რომლითაც გათვალისწინებულია პასუხისმგებლობა დარღვევის არსებობისას, განმარტება, იმის შესახებ, რომ ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი დგება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ დარღვევისათვის ადმინისტრაციული სახდელი გათვალისწინებულია საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით:
_____________________________________________________________________________________
_____________________________________________________________________________________
_____________________________________________________________________________________
8. შემოწმებულის სხვა ახსნა-განმარტებანი (მისი მოთხოვნის მიხედვით):
_____________________________________________________________________________________
 
აქტი შეადგინა:
––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––
სახელი, გვარი და თანამდებობა
ხელმოწერ ა : --------------------------------------------------------------------------------------------------------
 
 
აქტი წარედგინა : -------------------------------------------------------------------------------------------------
სახელი, გვარი და თანამდებობა
ხელმოწერა:––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––
შემოწმებისა და შემოწმების აქტის შედგენის დამსწრე მოწმეები (იმ შემთხვევაში, თუ შემოწმებულმა პირმა თავი აარიდა შემოწმების აქტის ხელმოწერას, ან/და არ დაუშვა შემმოწმებელი ან რაიმე სხვა ფორმით ხელი შეუშალა შემოწმების აქტის შედგენას):
––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––
––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––
სახელი, გვარი და საცხოვრებელი ადგილი
ხელმოწერა: –––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––
 
დანართი №1.5
 საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2006 წლის 24 მარტის დადგენილება №4-სსმIII, №49, 10.04.2006წ.,მუხ.625
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2006 წლის 14 ივლისის დადგენილება №7-სსმIII, №96, 21.07.2006წ.,მუხ.1293
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2023 წლის 6 აპრილის დადგენილება №2 - ვებგვერდი , 07.04.2023 წ .
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2023 წლის 26 ოქტომბრის დადგენილება №6 - ვებგვერდი, 30.10.2023წ.
 


 

დანართი №1.6
 
სააღსრულებო ფურცელი
 
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის გადაწყვეტილება ––––––––––––––––––––––––
 
გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:
 
კომისიამ გადაწყვიტა:
 –––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––
––––––––––––––––––––––––
 
სააღსრულებო ფურცლის გაცემის თარიღი: –––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––
მოვალის დასახელება და რეკვიზიტები: –––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––
 
კრედიტორის დასახელება და რეკვიზიტები:
საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტი;
რეკვიზიტები: ––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––
 
კომისიის თავმჯდომარის ხელმოწერა:                                                                                                          
                                                                                                                                                                           ბ.ა .
 
დანართი № 1.7 (ამოღებულია)
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2023 წლის 26 ოქტომბრის დადგენილება №6 - ვებგვერდი, 30.10.2023წ.
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2025 წლის 20 მარტის დადგენილება №1 - ვებგვერდი, 21.03.2025წ.
 
 

დანართი №1.8

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2005 წლის 8 აპრილის დადგენილება №6 -სსმ III, № 45, 18.04.2005წ.,მუხ.469

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2023 წლის 20 ივლისის დადგენილება №4, ვებგვერდი , 21.07.2023წ .

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2023 წლის 26 ოქტომბრის დადგენილება №6 - ვებგვერდი, 30.10.2023წ.

 

სამოყვარულო რადიოსადგურის კატეგორიების  განმსაზღვრელი  ცხრილები

" E“ ექსტრა და „A“ კატეგორია

 

სიხშირ ული ზოლი

სიმძლავრე

(ვტ)

გამოსხივების კლასი

სიხშირ ული ზოლი

სიმძლავრე (ვტ)

გამოსხივების კლასი

135,7-137,8 KHz

1810-1838 KHz

100 W

1600W

CW

18110-18318 KHz

1000 W

Phone; CW

1838-1840 KHz

1600W

ციფრული (PACKET –ის გარადა); CW

21000-21080 KHz

1600W

 CW

1840-1850 KHz

1600W

ციფრული (PACKET –ის გარადა); 3KOOR3E; 3KOOJ3E;

CW

21080-21100 KHz

1600W

ციფრული; CW

1850-2000 KHz

< =100W

3KOOR3E;3KOOJ3E;

6KOOR3E;

CW

21100-21120 KHz

1600W

ციფრული; უპირატესად (packet); CW

3500-3510 KHz

1600W

DX; CW

21120-21149 KHz

1600W

CW

3500-3560 KHz

1600W

CW; (უპირატესადcontest CW)

21149-21151 KHz

1600W

IBP

3560-3580 KHz

1600W

CW

21151-21450 KHz

1600W

Phone; CW

3580-3590 KHz

1600W

ციფრული; CW

21340 KHz

1600W

გამოსაძახებელი სიხშირე SSTV და FAX

3590-3600 KHz

1600W

ციფრული; უპირატესად (packet); CW

24890-24920 KHz

1600W

CW

3600-3620 KHz

1600W

ციფრული; CW

24920-24929 KHz

1600W

ციფრული; CW

3600-3650 KHz

1600W

Phone, (უპირატესადcontest phone); CW

24929-24931 KHz

24930-25139 KHz

1600W

IBP

Phone; CW

3650-3775 KHz

1600W

Phone; CW

24930-25139 KHz

1600W

Phone; CW

3700-3800 KHz

1600W

Phone, (უპირატესად contest phone); CW

28000-28050 KHz

1600W

CW

3730-3740 KHz

1600W

SSTV; FAX, phone, CW

28050-28120 KHz

1600W

ციფრული; CW

3775-3800 KHz

1600W

Dx phone; CW

28120-28150 KHz

1600W

ციფრული; უპირატესად (packet); CW

5351.5-5366.5 KHz

1600W

CW, voice operation

7000-7035 KHz

1600W

CW

28150-28190 KHz

1600W

CW

7035-7040 KHz

1600W

ციფრული; (PACKET –ის გარადა); SSTV; FAX; CW

28190--29199 KHz

1600W

რეგიონალური IBP დროითი დაყოფით

 

7040-7045 KHz

1600W

ციფრული; (PACKET –ის გარადა); SSTV; FAX; phone; CW

28201-28225 KHz

1600W

მუდვიმ მოქმედი IBP

 

7045-7100 KHz

1600W

phone; CW

28225-29200 KHz

100 0W

phone; CW

10100-10140 KHz

1600W

CW

28680 KHz

1600W

გამოსაძახებელი სიხშირე SSTV და FAX

10140-10150 KHz

1600W

ციფრული; (PACKET –ის გარადა); CW

29200-29300 KHz

1600W

ციფრული; (NBFM PACKET); phone; CW

14000-14070 KHz

1600W

CW;

29300-29520 KHz

1600W

თანამგზავრული downeink

14000-14060 KHz

1600W

CW; (უპრატესად contest CW)

29510-29700 KHz

1600W

Phone; CW

50-52 MHz

 

ველის დაძაბულობა არ უნდა აღემატებოდეს +6 dB(μV/m) საზღვრის გასწვრივ ხმელეთიდან 10 მ. სიმაღლის ანტენისა და დროის  10% პროცენტისთვის.

14070-14089 KHz

1600W

ციფრული;  CW

144-146 MHz

100W

ციფრული; 6KOOF3E;

24KOF3E;

3KOOR3E;

3KOOJ3E;

14089-14099 KHz

1600W

ციფრული; (უპირატესად არაავტომატური (PACKET); CW

430-440 MHz

100W

3KOOR3E;

3KOOJ3E;

6KOOF3E;

24KOF3E;

 

14099-14101 KHz

 

IBP

1240-1300 MHz

10W

ციფრული

14101-14112 KHz

1600W

ციფრული(უპირატე

სად დაგროვება-რეტრანსლაცია) Phone SSB; CW

2320-2450 MHz

10W

3KOOR3E;

 

14112-14125 KHz

1600W

Phone SSB; CW

5650-5850 MHz

10W

3KOOJ3E;

14125-14300 KHz

1600W

Phone უპირატესად (contest phone) SSB; CW

10-10.5 GHz

5W

 

14230 KHz

1600W

გამოსაძახებელი სიხშირე SSTV და FAX

47-47.2 GHz

5W

6KOOA3E;

 

14300-14350 KHz

1600W

Phone SSB; CW

75.5-81 GHz

5W

6KOOF3E;

18068-18100 KHz

1600W

CW

119-120.026 GHz

5W

 

18100-18109 KHz

1600W

ციფრული; CW

142-149 GHz

5W

24KOF3E;

 

18109-1811 KHz

1600W

IBP

241-250 GHz

5W

 

 

„B“ კატეგორია

 

სიხშირ ული ზოლი

სიმძლავრე(ვტ)

გამოსხივების კლასი

სიხშირ ული ზოლი

სიმძლავრე

(ვტ)

გამოსხივების კლასი

135,7-137,8 KHz

1820 2000 KHz

100 W

400W

100HAIA

21000-21450 KHz

400W

100HAIA

1840 -2000 KHz

100W

3KOOR3E;3KOOJ3E

21080-21120 KHz

400W

ციფრული

1900-2000 KHz

400W

6KOOR3E

21150-21450 KHz

 

3KOOR3E;3KOOJ3E

3500-3800 KHz

400W

100HAIA

24890-24990 KHz

400W

100HAIA

3580-3620 KHz

400W

ციფრული

24920-24929 KHz

400W

ციფრული

3600-3800 KHz

400W

3KOOR3E;3KOOJ3E

24930-24990 KHz

400W

3KOOR3E;3KOOJ3E

3730-3740 KHz

400W

SSTV; FAX

28000-28700 KHz

400W

100HAIA

7000-7100 KHz

400W

100HAIA

28050-28150 KHz

400W

ციფრული

7035-7045 KHz

400W

ციფრული; SSTV; FAX

28200-29700 KHz

400W

3KOOR3E;3KOOJ3E

50-52 MHz

 

ველის დაძაბულობა არ უნდა აღემატებოდეს +6 dB(μV/m) საზღვრის გასწვრივ ხმელეთიდან 10 მ. სიმაღლის ანტენისა და დროის  10% პროცენტისთვის.

7040-7100 KHz

400W

3KOOR3E;3KOOJ3E

144-146 MHz

25W

100HAIA 6KOOF3E;

10100-10150 KHz

400W

100HAIA

430-440 MHz

25W

24KOOF3E;

10140-10150 KHz

400W

100HAIA

 

 

3KOOR3E;3KOOJ3E

14000-14070 KHz

400W

CW

1240-1300 MHz

5W

100HAIA

24KOOF3E

3KOOR3E;

3KOOJ3E

6KOOA3E;

6KOOF3E;

14000-14060 KHz

400W

CW(უპირატესად contest CW)

2320-2450 MHz

5W

 

14070-14089 KHz

400W

ციფრული; CW

5650-5850 MHz

5W

 

14089-14099 KHz

400W

ციფრული; (უპირატესად არაავტომატური packet); CW

10-10.5GHz

5W

 

14099-14101 KHz

 

IBP

24-24.5 GHz

5W

 

14101-14112 KHz

400W

ციფრული (უპირატესად დაგროვება_

რეტრანსლაცია) POHONE SSB; CW

47-47.2 GHz

5W

 

14150-14350 KHz

400W

Phone SSB; CW

14230 KHz

400W

SSTV; FAX

75.5-81 GHz

5W

 

18068-18168 KHz

400W

100HAIA

119.98-12002 GHz

5W

 

18100-18109 KHz

400W

ციფრული;

142-149 GHz

5W

 

18110-18168 KHz

400W

3KOOR3E;3KOOJ3E

241-250 GHz

5W

 

 

დანართი № 1.9

 საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2023 წლის 20 ივლისის დადგენილება №4, ვებგვერდი , 21.07.2023წ .

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2023 წლის 26 ოქტომბრის დადგენილება №5 -ვებგვერდი, 30.10.2023 წ.

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2023 წლის 26 ოქტომბრის დადგენილება №6 - ვებგვერდი, 30.10.2023წ.

 

 

 

 

 

სურათის ადგილი

რადიომოყვარულის მოწმობა                   

Radio amateur certificate

Certificat de radio amateur

Radio amateur zertifikat

 

 

 

კომუნიკაციების კომისია

Communications Commission

Commission des communications

Kommunikations kommission

 

მოწმობის დეტალები

Certificate details

Renseignements sur la certificat

Zertifikat details

 

სამოყვარულო რადიოსადგურის კატეგორია

Amateur radio class

Classe de radio amateur

Amateur radio klasse

 

CEPT-ის მიერ განსაზღვრული ეკვივალენტური კატეგორია

CEPT equivalent licence class

Classe de licence CEPT équivalente

Entsprechende CEPT-Klasse

 

რადიომოყვარული

Radio-amateur name

Nom du radio-amateur

Name des funkamateur

 

 

კოლექტიური რადიოსადგურის დასახელება

Club name

Nom du club

Name des Klubs

 

სახმობი ნიშანი

Callsign

Indicatif d’appel

Rufzeichen

 

საფოსტო მისამართი

Mailing address

Adresse postale

Postanschrift

 

რადიოსადგურის განთავსების მისამართი

Main Station Address

Adresse de station principale

Hauptstationsanschrift

 

გაცემის ვადა

Issue date

Date de délivrance

Ausstellungsdatum

 

მოქმედების ვადა

Expire date

Date d'expiration

Ablaufdatum

 

მოწმობის N

Certificate number

Numéro de certificat

Zertifikatsnummer

 

 

 

ხელმოწერა

 

 

ბ. ა.

  

დანართი №1.10

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2005 წლის 8 აპრილის დადგენილება № 6 -სსმ III, № 45, 18.04.2005 წ.,მუხ.469

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2023 წლის 26 ოქტომბრის დადგენილება №6 - ვებგვერდი, 30.10.2023წ.

 

ფონეტიკური ანბანი
A
ანა, ალფა
Alpha
B
ბორისი
Bravo
C
ცენტრი
Charlie
D
დავითი
Delta
E
ეკა, ექო
Echo
F
ფიქრია, ფირუზი
Foxtrot
G
გიორგი
Golf
H
ხათუნა
Hotel
I
ირმა
India
J
ჯუმბერი, ჯანო
Juliet
K
კილოვატი, კონსტანტინე
Kilo
L
ლამარა
Lima
M
მანანა
Mike
N
ნუკრი
November
O
ოთარი
Oscar
P
პეტრე
Papa
Q
ქეთინო
Quebec
R
რადიო
Romeo
S
სალომე
Sierra
T
თამარი
Tango
U
უშანგი
Uniform
V
ჟენია, ჟამი
Victor
W
ვენერა
Whisky
X
იქსი
X-ray
Y
იგრეკი
Yankee
Z
ზვიადი
Zulu

 

 

დანართი №1.11

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2005 წლის 8 აპრილის დადგენილება №6 -სსმ III, № 45, 18.04.2005წ.,მუხ.469

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2023 წლის 26 ოქტომბრის დადგენილება №6 - ვებგვერდი, 30.10.2023წ.

 

რადიოსამოყვარულო კოდი


ABT About - მიახლოებით , ირგვლივ
ADR Addres - მისამართი
AFTER After - შემდეგ , შემდგომ
AGN Again - ხელახლა , ისევ
ALL All - ყველაფერი , ყველა
ALSO Also - ასევე
AM Amplitude Modulation - ამპლიტუდური მოდულაცია
ANT Antenna - ანტენა
AT At - ში , - კენ
BAD, BD Bad - ცუდი
BAND Band - დიაპაზონი
BCNU - მოხარული ვიქნები ხელახალი შეხვედრის
BEAM Beam - მიმართული ( ანტენა )
BEST Best -
საუკეთესო

BOX Box - ყუთი ( საფოსტო )
BUT But -
მაგრამ
CALL Call - გამოძახება ( მოსახმობი ნიშანი , ამოსაცნობი ნიშანი )
CFM Confirm -
დამტკიცება , მტკიცებულება
CHEERIO Cheerio - გისურვებ წარმატებებს
CLG Calling - ვიძახებ , იძახებს
CONDX Conditions - პირობა . რადიოტალღების გავრცელება , სიგნალის სმენადობა
CONGRATS Congratulations - მილოცვა
COPI Copy - ჩაწერა , სიგნალის მიღება
CQ - ყველას , ყველას , ყველას ( საერთო გამოძახება )
CU See you -
შევხვდებით ( ეთერში )
CUAGN See you again -
კვლავ შევხვდებით
CUL See you later - შევხვდებით მოგვიანებით
CW Continuos wave - მორზეს ანბანი ( ტელეგრაფი )
DE -
დან
DIRECT Direct - უშუალოდ , პირდაპირ
DR Dear - ძვირფასი
DWN Down - ქვემოთ , ქვევით
DX - შორეული კავშირი , შორეული მანძილი , იშვიათ კორესპონდენტთან რადიოკავშირი
ES - და
EX Ex - ყოფილი , წინა ( მოსახმობი ნიშნის შესახებ )
FB Fine business -
შესანიშნავად , მშვენივრად
FER, FOR, FR For - სთვის , ამასთან
FM From - დან , - გან
FM Frequency modulation - სიხშირული მოდულაცია
FREQ Frequency - სიხშირე
GA Go ahead - დაიწყე , შეუდექი
GA Good afernoon - შუადღე მშვიდობისა ( დღის მეორე ნახევარში )
GB Good bye -
ნახვამდის , მშვიდობით
GD Good day - შუადღე მშვიდობისა ( დღის მეორე ნახევარში )
GE Good evening -
საღამო მშვიდობისა
GLD Glad - მოხარული ვარ
GM Good morning - დილა მშვიდობისა
GN Good night - ღამე მშვიდობისა
GND Ground - დამიწება
GOT Got - მივიღე

GUD Good - კარგი , კარგად
GUHOR - არაფერი მესმის
HAM - რადიომოყვარული სამოყვარულო რადიოგადამცემის მფლობელი
HF High frequency - მაღალი სიხშირე
HI - სიცილის გამოხატვა
HOPE, HPE Hope - იმედი
HR Here - აქ
HRD Heard - მოსმენა
HW - როგორ გესმით ჩემი ? როგორ არის საქმეები ?
INFO Information -
ინფორმაცია
K - მიპასუხეთ , გადაეცით
KW Kilowatt - კილოვატი
LAT Latitude - განედი
LF Low frequency - დაბალი სიხშირეები
LID - ცუდი რადიოოპერატორი ,
LONG Longitude -
გრძედი
LOG Logbook - რადიოსადგურების სია
LSB Lower side band - ქვემო გვერდითი ზოლი
LTR Letter - წერილი
MIKE Microphone - მიკროფონი
MIN Minute - წუთი
MNI Many - ბევრი

MOM Moment - მომენტი
MSG Message - შეტყობინება
MTR Meter - მეტრი , გაზომვა
NEAR, NR Near - ახლოს
NBFM Narrow band frequency modulation - ვიწროზოლოვანი სიხშირული მოდულაცია
NIL - არაფერი
NR Number - ნომერი
NW Now - ახლა , გადავდივარ გადაცემაზე
OK - გასაგებია , ნათელია , სწორია
OM Old man - ახლობელო ( სიტყვასიტყვით - ძველო )
ONLY Only -
მხოლოდ
OP, OPR Operator - ოპერატორი , რადისტი
OUTPT Output - გამოსავალი სიმძლავრე
PA Power amplifier - ძლიერი გამაძლიერებელი
PM Post meridiem - მერედიემ შუადღით
PSE Please - თხოვნა , გთხოვთ

PSED Pleased - მოხარული , კმაყოფილი
PWR Power - სიმძლავრე
R Right - სწორია , გამართლებულია
RCV Recevie - მიღება , მიღებულია
RCVR Recevier - მიმღები
REPT,RPRT Report - შეტყობინება , რაპორტი
RIG - გადამცემი
RPT Repeat - გამეორება , გაიმეორეთ
RTTY Radioteletype - რადიოკავშირის სახეობა
SIGS Signals - სიგნალები
SKED Schedule - მუშაობის განრიგი
SM,SUM Soon - ზოგი , რამდენიმე
SOON,SN Soon - მალე , სწრაფად
SORI,SRI Sorry - ვწუხვარ , სამწუხაროა
SSB Single side band - ერთზოლოვანი მოდულაცია
STN Station - სადგური
SURE Sure - დარწმუნება
SWL Short wave listener - რადიომოყვარული დამკვირვებელი
SWR Standing wave ratio - მდგრადი ტალღის კოეფიციენტი
TEST Test - გამოცდა , შეჯიბრება რადიომოყვარულებს შორის
TIME Time - დრო
TKS Thanks - მადლიერების გამოხატვა
TNX Thanks - მადლიერების გამოხატვა
TRCVR Trancevier - ტრანსივერი ანუ მიმღებ - გადამცემი

TU Thank you - გმადლობთ
TUBE Tube - მილაკი
TVI Television interference - ტელევიზორისთვის ხელშეშლის შექმნა
TX Transmitter - გადამცემი
TXT Text - ტექსტი
U You - თქვენ
UFB Ultra fb - შესანიშნავია
UNLIS Unlicenced - არალეგალური , ულიცენზიო რადიოსადგური
UP Up - ზემოთ , მაღლა
UR Your - თქვენი
URS Yours - თქვენით
USB Upper side band - ზემო გვერდითი ზოლი
VIA Via - უშუალოდ , - ით

VFO Variable frequency oscillator - ცვლადი დიაპაზონის გენერატორი
VHF Very high frequency - ზემაღალი სიხშირეები
VY Very - ძალიან
WTTS Watts - ვატი
WEAK Weak - სუსტი
WID with - თან
WKD Worked - ვიმუშავე
WLL will - იქნება , ვიქნები , უნდა იყოს
WRK Work - მუშაობა , სამუშაო
WRKD Worked - ვიმუშავე
WW World-wide - მთელი მსოფლიო
WX Weather - ამინდი
XTAL Crystal - კვარცული გენერატორი
XYL Ex Young Lady - ცოლი
YES Yes - დიახ , კი
YL Young Lady - ქალიშვილი
73 — საუკეთესო სურვილები
88 — სიყვარული და კოცნა ( გადაიცემა ხუმრობით )
AS —
დაელოდეთ
AR — გადაცემის დასასრული
BK — ნახევარდუპლექსით მუშაობა
BT — გაყოფის ნიშანი
KN — ვუსმენ მხოლოდ საკუთარ კორესპონდენტს
SK — რადიოკავშირის დასასრული

დანართი №1.12
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2005 წლის 8 აპრილის დადგენილება №6 -სსმ III , №45 , 18.04.2005 წ.,მუხ.469
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2023 წლის 26 ოქტომბრის დადგენილება №6 - ვებგვერდი, 30.10.2023წ.
 
საერთაშორისო Q კოდი
QRA
რა დასახელებისაა თქვენი რადიოსადგური?
ჩემი სადგურის დასახელებაა...
QRB
დაახლოებით რა მანძილზე იმყოფებით ჩემი რადიოსადგურიდან?
მე თქვენი რადიოსადგურიდან ვიმყოფები დაახლოებით ….. კილომეტრში
QRG
შემატყობინეთ ჩემი ზუსტი სიხშირე?
თქვენი ზუსტი სიხშირეა...
QRH
იცვლება თუ არა ჩემი სიხშირე?
თქვენი სიხშირე იცვლება
QRI
ტექნიკურად როგორი ტონი აქვს ჩემს გადაცემას?
თქვენი გადაცემის ტონია...
QRK
როგორ ირჩევა ჩემი სიგნალი?
თქვენი სიგნალი ირჩევა...
QRL
იცით თუ არა თქვენ?
მე ვიცი, გთხოვთ ხელს ნუ მიშლით
QRM
განიცდით თუ არა თქვენ ხელშეშლებს სხვა რადიოსადგურებისგან?
მე განვიცდი ხელშეშლებს სხვა რადიოსადგურებისგან
QRN
ხელს გიშლით თუ არა ატმოსფერული ხელშეშლები?
მე ხელს მიშლის ატმოსფერული ხელშეშლები
QRO
აუცილებლად უნდა გავზარდო სიძლავრე?
გაზარდეთ გადამცემის სიმძლავრე
QRP
აუცილებლად უნდა შევამცირო სიძლავრე?
შეამცირეთ გადამცემის სიმძლავრე
QRQ
უნდა გადავცემდე უფრო სწრაფად?
გადაეცით უფრო სწრაფად
QRS
უნდა გადავცემდე უფრო ნელა?
გადაეცით უფრო ნელა
QRT
უნდა შევწყვიტო გადაცემა?
შეწყვიტეთ გადაცემა
QRU
გ ა ქვთ თქვენ რაიმე ჩემთვის?
მე თქვენთვის არაფერი მაქვს
QRV
მზად ხართ?
მე მზად ვარ
QRW
უნდა შეგატყობინოთ მე … რომ თქვენ იძახებთ მას…... … კილოჰერცზე (ან მეგაჰერცზე)
გთხოვთ შეატყობინეთ მას … რომ მე ვიძახებ მას…… … კილოჰერცზე (ან მეგაჰერცზე)
QRX
როდის გამომიძახებთ მე კვლავ?
მოითმინეთ, მე თქვენ გამოგიძახებთ კვლავ
QRZ
ვინ მიძახებდა მე?
თქვენ გიძახებთ ...
QSB
მილევადია თუ არა ჩემი სიგნალი?
თქვენი სიგნალი მილევადია
QSK
შეგიძლიათ თუ არა ჩემი მოსმენა თქვენი სიგნალის პაუზებში?
მე შემიძლია მოგისმინოთ თქვენ ჩემი სიგნალის პაუზებში
QSL
შეგიძლიათ თუ არა დაამოწმოთ მიღება?
ვამოწმებ თქვენს მიღებას
QSO
შეგიძლიათ თქვენ უშუალოდ დაუკავშირდეთ...?
მე შემიძლია უშუალოდ დავუკავშირდე...
QSP
შეგიძლიათ თქვენ, რომ გადასცეთ...?
მე შემიძლია გადავცე...
QSY
უნდა გადავიდე მე სხვა სიხშირეზე?
გადადით სხვა სიხშირეზე
QSX
ისმენთ თუ არა თქვენ მოსახმობ ნიშანს ... კილოჰერცზე (მეგაჰერცზე)?
მე ვისმენ მოსახმობ ნიშანს .... კილოჰერცის (მეგაჰერცის) სიხშირეზე
QTC
გაქვთ თუ არა შეტყობინება?
მე მაქვს თქვენთვის შეტყობინება
QTH
თქვენი ზუსტი ადგილსამყოფელი?
მე ვიმყოფები...
QTR
მითხარით ზუსტი დრო?
ზუსტი დრო არის... საათი
 

 

დანართი №2

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2021 წლის 15 ივლისის დადგენილება №4 - ვებგვერდი, 26.07.2021წ.

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2023 წლის 26 ოქტომბრის დადგენილება №6 - ვებგვერდი, 30.10.2023წ.

 

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის მიერ „კონკურენციის შესახებ“ საქართველოს კანონის აღსრულების მარეგულირებელი წესი

თავი I

ზოგადი დებულებები

მუხლი 1. შესავალი დებულებები

1. საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის (შემდგომში „კომისია“) მიერ „კონკურენციის შესახებ" საქართველოს კანონის (შემდგომში: „კანონი“) აღსრულების მარეგულირებელი წესი (შემდგომში: „წესი) შემუშავებულია კანონის  შესაბამისად.

2. ამ წესით განისაზღვრება:

ა) კანონით გათვალისწინებული დებულებების დარღვევასთან დაკავშირებით კომისიაში საჩივრის წარდგენის წესი, დასაშვებობის პროცედურები და ვადები;

ბ) კანონის დარღვევასთან დაკავშირებით კომისიის მიერ საქმის მოკვლევის წესი და პროცედურა;

გ) კანონის მე-7 მუხლის დარღვევისთვის კომისიის მიერ ჯარიმის დაკისრებისგან სრულად ან ნაწილობრივ გათავისუფლების წესი და თანამშრომლობის პროგრამაში მონაწილეობის თაობაზე განაცხადის ფორმა;

დ) კანონით გათვალისწინებული კონცენტრაციის თაობაზე კომისიაში შეტყობინების წარდგენისა და განხილვის წესი;

ე) კანონის საფუძველზე კომისიის მიერ ბაზრის შესწავლისას გამოსაყენებელი ბაზრის ანალიზის მეთოდური მითითებები;

ვ) კომისიის მიერ კანონის აღსრულებასთან დაკავშირებული სხვა საკითხები.

3. კომისია კანონის საფუძველზე, ამ წესის შესაბამისად, განიხილავს მაუწყებლობის ან/და ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში კონკურენციის დარღვევის საკითხს ან/და კონცენტრაციის თაობაზე შეტყობინებას, გარდა კანონის 31-ე მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევებისა.

4. კომისიის მიერ კანონის აღსრულებასთან დაკავშირებული პროცედურები ხორციელდება კომისიის საქმიანობის მომწესრიგებელი კანონმდებლობით დადგენილი ზოგადი წესის შესაბამისად, ამ აქტის თავისებურებების გათვალისწინებით.

5. ეს წესი განიმარტება საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებების, ევროკავშირის სამართლისა და საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკის გათვალისწინებით.

მუხლი 2. განმცხადებელი, მომჩივანი, მოპასუხე, მათი უფლებები და ვალდებულებები

1. განმცხადებელი არის პირი, რომელსაც აქვს ინფორმაცია ან მტკიცებულება, რომ არსებითად ირღვევა კონკურენციის შესახებ საქართველოს კანონმდებლობა, თუმცა ამის შედეგად მას უშუალოდ არ ადგება ქონებრივი ზიანი, რაზედაც შესაბამისი განცხადებით მიმართავს კომისიას. განმცხადებელი მხარედ არ მიიჩნევა.

2. კომისია მისთვის წარდგენილ კანონის სავარაუდო დარღვევის თაობაზე განცხადებას ცნობად იღებს და გონივრული ეჭვის არსებობის შემთხვევაში იგი შეიძლება საკუთარი ინიციატივით მოკვლევის დასაწყებად გამოიყენოს.

3. მომჩივანი არის ეკონომიკური აგენტი, რომელსაც მიაჩნია, რომ კანონის დარღვევის შედეგად მას უშუალოდ ადგება ქონებრივი ზიანი, რაზედაც შესაბამისი საჩივრით მიმართავს კომისიას.

4. მომჩივანმა კომისიას საჩივართან ერთად უნდა წარუდგინოს მტკიცებულებები. მომჩივანი განიხილება მხარედ და ეკისრება მტკიცების ტვირთი.

5. მოპასუხე არის პირი, რომლის წინააღმდეგაც კომისიაში წარდგენილია საჩივარი კანონის შესაბამისი მუხლის/მუხლების სავარაუდო დარღვევის თაობაზე ან რომლის მიმართაც კომისიამ საკუთარი ინიციატივით დაიწყო საქმის მოკვლევა.

6. დაინტერესებული მხარე განიმარტება საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის შესაბამისად.

მუხლი 3. მხარის/დაინტერესებული მხარის უფლებები და ვალდებულებები

1. მოპასუხეს და მომჩივანს (მხარეები) უფლება აქვთ:

ა) ჰყავდეთ ადვოკატი ან/და წარმომადგენელი საქმის მოკვლევის პროცესში;

ბ) კომისიას წარუდგინონ პოზიცია, ინფორმაცია ან/და მტკიცებულებები საქმის მოკვლევის ნებისმიერ ეტაპზე;

გ) გაეცნონ საქმის მასალებს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 99-ე მუხლით დადგენილი წესით;

დ) მოითხოვონ ინფორმაციის/მტკიცებულებების წარდგენის ვადის გახანგრძლივება;

ე) განაცხადონ აცილება კომისიის თანამშრომლის მიმართ, საქმის განხილვის  ნებისმიერ ეტაპზე;

ვ) კანონმდებლობით დადგენილი წესით, მოითხოვონ მათ მიერ კომისიაში წარმოდგენილი ინფორმაციის კომერციულ საიდუმლოებად ცნობა.

2. მომჩივანს უფლება აქვს, საქმის განხილვის ნებისმიერ ეტაპზე უარი თქვას საჩივარზე, რაც საქმის მოკვლევის შეწყვეტის საფუძველია. კომისია უფლებამოსილია საქმის მოკვლევა გააგრძელოს, როდესაც არსებობს დასაბუთებული მტკიცებულება, რომ კონკურენცია მნიშვნელოვნად იზღუდება.

3. გარდა ამ მუხლის პირველ პუნქტში მოცემული უფლებებისა, მოპასუხეს უფლება აქვს:

ა) აიღოს პირობითი ვალდებულები კანონის სავარაუდო დარღვევის აღმოფხვრის მიზნით განსახორციელებელი კონკრეტული ქმედების განხორციელების თაობაზე (შემდგომში – პირობითი ვალდებულებები);

ბ) კომისიას წარუდგინოს დასაბუთებული მოთხოვნა მასზე დაკისრებული ჯარიმის არაუმეტეს ერთი წლის ვადით გადანაწილების თაობაზე.

4. საქმის მონაწილე დაინტერესებული მხარე სარგებლობს მხარეებისთვის ამ მუხლის პირველი პუნქტით მინიჭებული ყველა უფლებით, გარდა „ე“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული აცილების უფლებისა.

5. მხარე/დაინტერესებული მხარე ვალდებულია:

ა) კომისიას მიაწოდოს მის მიერ გამოთხოვილი ინფორმაცია (მათ შორის, კონფიდენციალური), რომელიც საჭიროა კომისიის მიერ შესაბამისი უფლებამოსილების განხორციელების პროცესში;

ბ) კომისიის მოთხოვნის შემთხვევაში გამოცხადდეს ახსნა-განმარტებაზე;

გ) ხელი არ შეუშალოს კომისიის უფლებამოსილ პირს/პირებს ადგილზე შემოწმების პროცედურის განხორციელების პროცესში.

მუხლი 4. აცილების საფუძვლები

1. მხარეს უფლება აქვს, აცილება მისცეს კომისიის იმ თანამშრომელს, რომელიც დაინტერესებულია განსახილველი საკითხით.

2. აცილების საფუძველია კანონის 21-ე მუხლით განსაზღვრული ინტერესთა კონფლიქტის არსებობა.

3. კანონის 21-ე მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრულ შემთხვევაში, კერძოდ, თუ არსებობს საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-19 მუხლით ან/და საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 92-ე მუხლით გათვალისწინებული ურთიერთობები  კომისიის უფლებამოსილ პირსა და იმ ეკონომიკურ აგენტს შორის, რომლის საქმეც იხილება, კომისიის შესაბამისმა თანამშრომელმა დაუყოვნებლივ უნდა განაცხადოს თვითაცილება ინტერესთა კონფლიქტის გამო.

4. ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული ვალდებულების შეუსრულებლობის შემთხვევაში, კომისიის თანამშრომლის მიმართ გამოიყენება კომისიის შინაგანაწესით გათვალისწინებული დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომა.

მუხლი 5. საჯარო და კონფიდენციალური ინფორმაცია

1. კომისიის მიერ მოკვლევის შედეგად მიღებული გადაწყვეტილებები საჯაროა, გარდა კანონის მე-20 მუხლით განსაზღვრული კონფიდენციალური ინფორმაციისა.

2. დაუშვებელია კონფიდენციალური ინფორმაციის გაცემა და გავრცელება, გარდა საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი გამონაკლისი შემთხვევებისა.

3. კანონის მე-20 მუხლითა და საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით დადგენილი წესით კომისიაში წარმოდგენილი ინფორმაციის კონფიდენციალურად ცნობის შემთხვევაში, კომისია უფლებამოსილია პირს მოსთხოვოს აღნიშნული დოკუმენტის არაკონფიდენციალური ვერსიის წარმოდგენა და განუსაზღვროს შესაბამისი ვადა.

4. დოკუმენტის ვერსია ითვლება არაკონფიდენციალურად, თუ მასში სათანადო წესით დაფარულია პირის კონფიდენციალურ ინფორმაცის მიკუთვნებული ყველა მონაცემი და მისი გაცემა შესაძლებელია სხვა დაინტერესებულ პირზე ადმინისტრაციული წარმოების მასალის სახით.

5. იმ შემთხვევაში, თუ პირის მიერ წარმოდგენილი დოკუმენტის არაკონფიდენციალური ვერსია არ შეესაბამება ინფორმაციის კონფიდენციალურად ცნობის შესახებ გადაწყვეტილებას, კომისია უფლებამოსილია არ დაეთანხმოს პირის მიერ წარმოდგენილი დოკუმენტის არაკონფიდენციალურ ვერსიას და მოსთხოვოს მას მონაცემების სხვა ფორმით დაფარვა ან თავად უზრუნველყოს დოკუმენტის არაკონფიდენციალური ვერსიის შექმნა და აცნობოს პირს ამის თაობაზე.

6 კომისიის თანამშრომლის მიერ კონფიდენციალური ინფორმაციის გაცემა, გავრცელება ან მისი გამოყენება, მათ შორის, პირადი, აკადემიური, სამეცნიერო და სხვა საქმიანობისათვის, გარდა საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი გამონაკლისი შემთხვევებისა, გამოიწვევს კომისიის შინაგანაწესით გათვალისწინებული დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრებას.

მუხლი 6. ინფორმაციის გამოთხოვა

1. კომისია/კომისიის თავმჯდომარე უფლებამოსილია ეკონომიკურ აგენტს/მხარეს/დაინტერესებულ მხარეს მოსთხოვოს მისი საქმიანობის ან/და კონკრეტული ოპერაციის შესახებ ნებისმიერი დოკუმენტი/ინფორმაცია (მათ შორის, კონფიდენციალური), რომელიც საჭიროა კომისიის მიერ შესაბამისი უფლებამოსილების განხორციელებისთვის.

2. დოკუმენტის/ინფორმაციის მიწოდების შესახებ მიმართვაში მითითებული უნდა იყოს ინფორმაციის მოთხოვნის სამართლებრივი საფუძველი, საგანი, მიზანი და ვადა, რომლის განმავლობაშიც უნდა იქნეს ინფორმაცია მიწოდებული, აგრეთვე, მითითება ინფორმაციის მიუწოდებლობის შესაძლო შედეგებზე.

3. ამ მუხლის მე-2 პუნქტით  განსაზღვრული ვადა არ შეიძლება იყოს 5 სამუშაო დღეზე ნაკლები. კომისია/კომისიის თავმჯდომარე უფლებამოსილია მხოლოდ ერთხელ, მაგრამ არაუმეტეს 15 სამუშაო დღით, დასაბუთებული განცხადების საფუძველზე, გააგრძელოს დოკუმენტის/ინფორმაციის წარდგენის ვადა.

მუხლი 7. ინფორმაციის მიწოდება

1. ინფორმაცია ითვლება მიწოდებულად, თუ იგი კომისიის/კომისიის თავმჯდომარის მიერ განსაზღვრულ ვადაში სრულყოფილად იქნა წარდგენილი კომისიის იურიდიულ მისამართზე ან/და ოფიციალური ელექტრონული ფოსტის მეშვეობით.

2. თუ ამ ინფორმაციის კომისიის მიერ მიღება დაკავშირებულია კანონმდებლობით გათვალისწინებული ვადის ათვლასთან ან/და განახლებასთან, შესაბამისი ვადა აითვლება/განახლდება ინფორმაციის რეგისტრაციის დღის მომდევნო სამუშაო დღიდან.

მუხლი 8. ინფორმაციის მიუწოდებლობა და მისი სამართლებრივი შედეგები

1. კომისიისთვის ინფორმაციის მიუწოდებლობად ითვლება:

ა) ინფორმაციის დადგენილ ვადაში მიუწოდებლობა;

ბ) არასწორი ინფორმაციის მიწოდება;

გ) მოთხოვნილი ინფორმაციის არასრულად მიწოდება.

2. ინფორმაციის მიუწოდებლობად არ ითვლება კომისიის/კომისიის თავმჯდომარის მიერ განსაზღვრულ ვადაში დასაბუთებული პასუხი მოთხოვნილი ინფორმაციის არქონის შესახებ.

3. კომისიის/კომისიის თავმჯდომარის მიერ მოთხოვნილი ინფორმაციის დადგენილ ვადაში მიუწოდებლობა, არასწორი ან არასრული ინფორმაციის მიწოდება გამოიწვევს პასუხისმგებლობას კანონმდებლობით დადგენილი წესით.

4. პასუხისმგებლობის დაკისრება პირს არ ათავისუფლებს კომისიისთვის ინფორმაციის წარდგენის ვალდებულებისაგან.

5. ინფორმაციის  მიუწოდებლობის შემთხვევაში პასუხისმგებლობის დაკისრებასთან ერთად, კომისია უფლებამოსილია:

ა) კანონის მე-18 მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტისა და საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 2173 მუხლით დადგენილი წესით მიმართოს სასამართლოს შუამდგომლობით შესაბამისი უფლებამოსილების განხორციელების პროცესში ეკონომიკური აგენტისგან/მხარისგან/დაინტერესებული მხარისგან ინფორმაციის/ დოკუმენტაციის გამოთხოვის შესახებ;

ბ) კანონის 25-ე მუხლის მე-7 პუნქტის, ამ წესით და  საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 2169 მუხლით დადგენილი წესით მიმართოს სასამართლოს შუამდგომლობით შესაბამისი ეკონომიკური აგენტის ადგილზე შემოწმების შესახებ.

 

თავი II

საჩივრის წარდგენის წესი და  დასაშვებობასთან დაკავშირებული პროცედურები და ვადები

მუხლი 9. საჩივრის წარდგენის წესი და ფორმა

1. მომჩივანმა კომისიაში უნდა წარმოადგინოს ამ წესის დანართი №2.1-ის შესაბამისად შევსებული საჩივარი, რომელიც უნდა მოიცავდეს შემდეგ ინფორმაციას:

ა) მომჩივანი (ვინაობა/დასახელება, პირადი/საიდენტიფიკაციო ნომერი, მისამართი და საკონტაქტო ინფორმაცია);

ბ) მომჩივნის წარმომადგენელი (სახელი, გვარი, პირადი ნომერი, მისამართი, საკონტაქტო ინფორმაცია);

გ) მოპასუხე (ვინაობა/დასახელება, პირადი/საიდენტიფიკაციო ნომერი, მისამართი და საკონტაქტო ინფორმაცია);

დ) საჩივრის სახე, სადაც უნდა მიეთითოს კანონის შესაბამისი მუხლი/მუხლები, რომლის სავარაუდო დარღვევასაც აქვს ადგილი;

ე) საქმის გარემოებების დეტალური აღწერა, სადაც უნდა მიეთითოს შესაბამისი ფაქტები, გარემოებები და მტკიცებულებები კანონის სავარაუდო დარღვევის თაობაზე ასევე მსჯელობა დამდგარ ან მოსალოდნელ ქონებრივ ზიანზე;

ვ) მტკიცებულებების ჩამონათვალი, რომლითაც დასტურდება წინა ქვეპუნქტში მოცემული გარემოებები;

ზ) მითითება კომისიის მიერ ცალკეული ინფორმაციის კომერციულ საიდუმლოებად ცნობის მოთხოვნის შესახებ (ასეთის არსებობის შემთხვევაში);

თ) შენიშვნები და დამატებები;

ი) საჩივარზე თანდართული საბუთების ნუსხა;

კ) მითითება საჩივრის მიხედვით წარმოდგენილი ინფორმაციის სისწორეზე;

ლ) მომჩივნის ან მისი წარმომადგენლის სახელი, გვარი/დასახელება, ხელმოწერა და საჩივრის წარდგენის თარიღი.

2. საჩივარი კომისიაში წარდგენილად ითვლება მისი რეგისტრაციის მომენტიდან, ხოლო კანონმდებლობით განსაზღვრული შესაბამისი ვადის ათვლა იწყება რეგისტრაციის დღის მომდევნო სამუშაო დღიდან.

3. ამ აქტით დადგენილი წესით და ფორმით კომისიას შეიძლება საჩივარი წარედგინოს მხოლოდ „კონკურენციის შესახებ“ საქართველოს კანონის დებულებების დარღვევასთან დაკავშირებით. „მაუწყებლობის შესახებ" საქართველოს კანონის, „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ" საქართველოს კანონის და სხვა სამართლებრივი აქტების (გარდა „კონკურენციის შესახებ“ საქართველოს კანონისა) დებულებების დარღვევის თაობაზე კომისიას საჩივარი შეიძლება წარედგინოს დამოუკიდებლად, კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნების შესაბამისად.

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2023 წლის 26 ოქტომბრის დადგენილება №6 - ვებგვერდი, 30.10.2023წ.

მუხლი 10. საჩივრის ფორმალური დასაშვებობა

1. კომისია საჩივრის მიღებიდან 3 სამუშაო დღის ვადაში ამოწმებს საჩივრის ფორმალურ შესაბამისობას კანონით, ამ პროცედურით და ამ წესის დანართი №2.1-ით გათვალისწინებულ მოთხოვნებთან.

2. თუ წარდგენილი საჩივარი არ აკმაყოფილებს შესაბამის მოთხოვნებს, კომისიის თავმჯდომარე მომჩივანს უდგენს ხარვეზს და განუსაზღვრავს ვადას ხარვეზის აღმოსაფხვრელად.

3. ხარვეზის წერილში აღინიშნება ის კონკრეტული საკითხები და გარემოებები, რომლებიც უნდა მიეთითოს ან/და დაზუსტდეს.

4. თუ მომჩივანი კომისიის თავმჯდომარის მიერ დადგენილ ვადაში არ შეავსებს ხარვეზს, კომისია უფლებამოსილია გამოიტანოს გადაწყვეტილება საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ. საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ გადაწყვეტილება მიიღება კომისიის სხდომაზე.

5. საჩივრის მატერიალური დასაშვებობის ვადის ათვლა იწყება კომისიაში სრულყოფილი საჩივრის წარმოდგენის მომენტიდან.

6. თუ კომისიას წარედგინა საჩივარი, რომლის განხილვაც განეკუთვნება სსიპ – საქართველოს კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტოს (შემდგომში – სააგენტო) ან/და ეკონომიკის სხვა რეგულირებადი სფეროს მარეგულირებელი ორგანოს  უფლებამოსილებას, კომისიის თავმჯდომარე ამ საჩივარს 5 სამუშაო დღის ვადაში გადაუგზავნის სააგენტოს და საჭიროების შემთხვევაში, ასევე, ეკონომიკის შესაბამისი რეგულირებადი სფეროს მარეგულირებელ ორგანოს, როგორც უფლებამოსილ ორგანოს.

7. თუ ცალსახად არ დგინდება საკითხის შესწავლაზე უფლებამოსილი ორგანო, ამ მუხლის მე-6 პუნქტით განსაზღვრული ვადა იზრდება 30 კალენდარულ დღემდე, რათა შესაბამისი უფლებამოსილი ორგანოს განსაზღვრის მიზნით კომისიას, სააგენტოს ან/და ეკონომიკის შესაბამისი რეგულირებადი სფეროს მარეგულირებელ ორგანოს შორის კონსულტაციები გაიმართოს.

8. ამ მუხლის მე-7 პუნქტით განსაზღვრულ შემთხვევაში საჩივრის მატერიალური დასაშვებობის ვადის ათვლა იწყება საჩივრის განხილვაზე უფლებამოსილი ორგანოს განსაზღვრის შემდგომ.

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2023 წლის 26 ოქტომბრის დადგენილება №6 - ვებგვერდი, 30.10.2023წ.

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2025 წლის 20 მარტის დადგენილება №1 - ვებგვერდი, 21.03.2025წ.

მუხლი 11. საჩივრის მატერიალური დასაშვებობა

1. საჩივრის მატერიალურ დასაშვებობას და მის საფუძველზე საქმის მოკვლევის დაწყების მიზანშეწონილობას კომისია შეისწავლის საჩივრის სრულყოფილი სახით რეგისტრაციიდან 30 სამუშაო დღის ვადაში. საქმის სირთულიდან გამომდინარე, ეს ვადა შეიძლება გაგრძელდეს კომისიის გადაწყვეტილებით არაუმეტეს 15 სამუშაო დღით.

2. კომისიის თავმჯდომარე სრულყოფილი საჩივრის მიღებიდან 5 სამუშაო დღის ვადაში  აცნობებს მოპასუხეს შემოსული საჩივრის შესახებ, გარდა კანონის მე-7 მუხლის სავარაუდო დარღვევის თაობაზე წარდგენილი საჩივრისა და განუსაზღვრავს ვადას მოსაზრებების/მტკიცებულებების წარმოდგენისათვის. მოპასუხე უფლებამოსილია კომისიას წარუდგინოს  მოსაზრებები/მტკიცებულებები საჩივრის თაობაზე, კომისიის თავმჯდომარის მიერ მითითებულ ვადაში.

3. კომისიას/კომისიის თავმჯდომარეს უფლება აქვს, საჭიროების შემთხვევაში მოსთხოვოს მომჩივანს ან/და მოპასუხეს დამატებითი ინფორმაციის ან/და მტკიცებულების წარმოდგენა ან ახსნა-განმარტებაზე გამოცხადება.

4. მომჩივნის მიერ დამატებითი ინფორმაციის ან/და მტკიცებულებების წარმოდგენამდე, ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ვადის დინება შეჩერებულად ითვლება, ხოლო მომჩივნის მხრიდან ინფორმაციის ან/და მტკიცებულების წარმოდგენა  ვადის დინების განახლების საფუძველია.

5. კომისიის თავმჯდომარე საჩივარს უგზავნის სააგენტოს, ასევე, საჭიროების შემთხვევაში, შესაბამის ეკონომიკის  სფეროს მარეგულირებელ ორგანოს მოსაზრებებისათვის და იღებს შესაბამის კონსულტაციებს.

მუხლი 12. პირობითი ვალდებულებები საჩივრის დასაშვებობის ეტაპზე

1. საჩივრის მატერიალური დასაშვებობის შესწავლის ეტაპზე მოპასუხე ეკონომიკური აგენტი უფლებამოსილია, კომისიას შესთავაზოს კანონის სავარაუდო დარღვევის აღმოფხვრის მიზნით განსახორციელებელი კონკრეტული ქმედების განხორციელების თაობაზე პირობითი ვალდებულების მიღება.

2. კომისიის თავმჯდომარე პირობითი ვალდებულებების განსახილველად მიღებიდან 5 სამუშაო დღეში აცნობებს მომჩივანს ამის შესახებ და განუსაზღვრავს ვადას მოსაზრებების და შესაბამისი ინფორმაციის წარმოდგენისათვის, რაც საჩივრის მატერიალური დასაშვებობის ვადის დინების შეჩერების საფუძველია.

3. მომჩივანი უფლებამოსილია წარადგინოს მოსაზრებები და შესაბამისი ინფორმაცია პირობითი ვალდებულებების თაობაზე, კომისიის თავმჯდომარის მიერ მითითებულ ვადაში. მომჩივნის მხრიდან ინფორმაციის წარდგენა საჩივრის მატერიალური დასაშვებობის ვადის დინების განახლების საფუძველია. საჩივრის მატერიალური დასაშვებობის ვადის დინება ასევე განახლდება მითითებულ ვადაში მომჩივნის მიერ ინფორმაციის წარმოუდგენლობის შემთხვევაში ამ ვადის გასვლის დღის მომდევნო სამუშაო დღიდან. 

4. კომისია/კომისიის თავმჯდომარე უფლებამოსილია მოპასუხე ეკონომიკურ აგენტს მოსთხოვოს დამატებითი ინფორმაცია ან/და მტკიცებულება, რომელიც ხელს შეუწყობს პირობითი ვალდებულებების განხილვისა და გადაწყვეტილების მიღებისათვის მნიშვნელოვანი გარემოებების დადგენას.

5. საჩივრის მატერიალური დასაშვებობის შესწავლის პროცესში, კომისიის თავმჯდომარე პირობითი ვალდებულებების განსახილველად მიღებიდან 5 სამუშაო დღის ვადაში აცნობებს სააგენტოს, საჭიროების შემთხვევაში, ასევე შესაბამის ეკონომიკის რეგულირებადი სფეროს მარეგულირებელ ორგანოს ამის შესახებ და განუსაზღვრავს გონივრულ ვადას მოსაზრებების წარმოდგენისათვის.

6. კომისია უფლებამოსილია თანხმობა განაცხადოს ან უარი თქვას მოპასუხე ეკონომიკური აგენტის მიერ შემოთავაზებული პირობითი ვალდებულების მიღებაზე. გადაწყვეტილების მიღებისას, კომისია შებოჭილი არ არის მომჩივნის, სააგენტოს და შესაბამისი ეკონომიკის რეგულირებადი სფეროს მარეგულირებელი ორგანოს პოზიციით, თუმცა გადაწყვეტილებაში უნდა მიეთითოს შესაბამისი დასაბუთება.

7. საჩივრის დასაშვებობის შესწავლის ეტაპზე, მოპასუხე ეკონომიკური აგენტის მიერ პირობითი ვალდებულებების შეთავაზების შემთხვევაში, კომისია უარს ამბობს საჩივრის საფუძველზე საქმის მოკვლევის დაწყებაზე, თუ მიიჩნევს, რომ  პირობითი ვალდებულებების შესრულების შედეგად აღარ წარმოიშობა გონივრული ეჭვი კანონის დარღვევის თაობაზე და თანხმობას განაცხადებს მხარის მიერ შეთავაზებული პირობითი ვალდებულებების მიღებაზე. ასეთ შემთხვევაში კომისია მოპასუხეს განუსაზღვრავს ვადას პირობითი ვალდებულების შესასრულებლად.

8. თუ კომისია მიზანშეწონილად არ მიიჩნევს პირობითი ვალდებულებების მიღებას, იგი აღნიშნულის თაობაზე აცნობებს მომჩივანს, მოპასუხე ეკონომიკურ აგენტს და აგრძელებს საჩივრის მატერიალური დასაშვებობის საკითხის განხილვას. ამ შემთხვევაში მოქმედებს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 177-ე მუხლის მე-4 ნაწილით გათვალისწინებული რეგულირება.

9. პირობითი ვალდებულებების თაობაზე კომისია გადაწყვეტილებას იღებს სხდომაზე.

10. პირობითი ვალდებულებების მიღების შემთხვევაში კომისია უფლებამოსილია მოსთხოვოს ეკონომიკურ აგენტს მის მიერ აღებული ვალდებულებების შესრულების თაობაზე ინფორმაციის წარმოდგენა გარკვეული პერიოდულობით და განსაზღვროს ინფორმაციის წარმოდგენის წესი.

11. თუ მოპასუხე ეკონომიკური აგენტი კომისიის მიერ განსაზღვრულ ვადაში და განსაზღვრული სახით არ შეასრულებს პირობით ვალდებულებებს, საჩივრის მატერიალური დასაშვებობის შემოწმება განახლდება და საჩივრის მატერიალური დასაშვებობის ვადის ათვლა თავიდან დაიწყება.

მუხლი 13. კომისიის გადაწყვეტილება საჩივრის დასაშვებობის თაობაზე

1. კომისია საჩივრის მატერიალური დასაშვებობის საკითხის განხილვის ფარგლებში შეისწავლის მხარეთა მიერ წარმოდგენილ ინფორმაციას, მტკიცებულებებს, დამატებით მოძიებულ ინფორმაციას და ახდენს მათ ურთიერთშეჯერებას. კომისია ასევე აანალიზებს, ხომ არ არსებობს საქმის მოკვლევის დაწყებაზე უარის თქმის კანონმდებლობით განსაზღვრული საფუძვლები და წარმოიშობა თუ არა გონივრული ეჭვი სავარაუდო დარღვევის არსებობის თაობაზე.

2. კომისია საჩივრის მატერიალური დასაშვებობის შესახებ იღებს ერთ-ერთ შემდეგ გადაწყვეტილებას:

ა) საჩივრის სრულად ან ნაწილობრივ დასაშვებად ცნობის და საქმის მოკვლევის დაწყების შესახებ;

ბ) საჩივრის დაუშვებლად ცნობისა და საქმის მოკვლევის დაწყებაზე უარის თქმის შესახებ. 

3. კომისია უარს ამბობს  საჩივრის საფუძველზე საქმის მოკვლევის დაწყებაზე, თუ:

ა) საჩივარი უფლებამოსილ პირს არ წარუდგენია;

ბ) საჩივარი ფორმით ან შინაარსით არ შეესაბამება კანონმდებლობის მოთხოვნებს;

გ) არ არსებობს „კონკურენციის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული სამართლებრივი საფუძველი;

დ) კანონის 23-ე მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად განსაზღვრულ ვადაში მომჩივანმა არ წარმოადგინა გამოთხოვილი ინფორმაცია ან/და მტკიცებულება;

ე) მოპასუხე ეკონომიკური აგენტის მიმართ დაწყებულია გადახდისუუნარობის საქმის წარმოება ან ლიკვიდაციის პროცესი;

ვ)  არსებობს  საქმის მოკვლევის შედეგად კომისიის მიერ მიღებული  გადაწყვეტილება  იმავე მხარეებს შორის, იმავე დავის საგანზე და სახეზე არ არის ახლად აღმოჩენილი გარემოება;

ზ) არსებობს საჩივრის დასაშვებად ცნობაზე უარის თქმის თაობაზე კომისიის მიერ მიღებული გადაწყვეტილება იმავე მხარეებს შორის, იმავე დავის საგანზე და სახეზე არ არის ახლად აღმოჩენილი გარემოება, გარდა ამ პუნქტის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საფუძვლით საჩივრის დასაშვებად ცნობაზე უარის თქმის გადაწყვეტილებისა;

თ) სასამართლო წარმოებაშია საქმე, რომელიც ეხება დავას იმავე მხარეებს შორის, იმავე დავის საგანზე და იმავე საფუძვლით, ან არსებობს სასამართლოს გადაწყვეტილება ან განჩინება იმავე დავის საგანზე და იმავე საფუძვლით დაწყებულ საქმესთან დაკავშირებით მოსარჩელის მიერ სარჩელზე უარის თქმის, მოპასუხის მიერ სარჩელის ცნობის ან მხარეთა მორიგების დამტკიცების შესახებ;

ი) საჩივრის მატერიალური დასაშვებობის შესწავლის ეტაპზე, კომისია თანხმობას განაცხადებს ეკონომიკური აგენტის მიერ შეთავაზებული პირობითი ვალდებულების მიღებაზე.

კ) საჩივარში დაყენებული საკითხი არსებითად უკავშირდება კომისიის მიერ „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ" საქართველოს კანონის საფუძველზე დაკისრებულ ან/და დასაკისრებელ ვალდებულებას და კომისია მიზანშეწონილად არ მიიჩნევს საკითხის კანონის საფუძველზე განხილვას.

4. კომისია განუხილველად დატოვებს ამ დანართით დადგენილი წესით და ფორმით წარდგენილ საჩივარს ან საჩივრის ნაწილს, რომელიც შეეხება „მაუწყებლობის შესახებ" საქართველოს კანონის, „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ" საქართველოს კანონის და სხვა აქტების (გარდა „კონკურენციის შესახებ“ საქართველოს კანონისა) დებულებების დარღვევას. ამ პუნქტის შესაბამისად საჩივრის ან მისი ნაწილის განუხილველად დატოვება არ ზღუდავს საჩივრის ავტორს დარღვევის თაობაზე კომისიას საჩივარი წარუდგინოს დამოუკიდებლად, კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნების დაცვით.

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2025 წლის 20 მარტის დადგენილება №1 - ვებგვერდი, 21.03.2025წ.

 

თავი III

კანონის დარღვევასთან დაკავშირებით საქმის მოკვლევის წესი და პროცედურა

მუხლი 14. საქმის მოკვლევის დაწყების საფუძვლები

1. კომისია უფლებამოსილია დაიწყოს საქმის მოკვლევა საჩივრის  საფუძველზე  ან საკუთარი ინიციატივით.

2. საქმის მოკვლევა იწყება კანონის შესაბამისი დებულების სავარაუდო დარღვევის ფაქტზე.

3. საჩივრის საფუძველზე საქმის მოკვლევა იწყება საჩივრის დასაშვებად ცნობასთან ერთად.

4. კომისია საკუთარი ინიციატივით მოკვლევას იწყებს კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად მიღებული განცხადების, ან/და ნებისმიერი სხვა ინფორმაციის არსებობის პირობებში, რომელიც წარმოშობს გონივრულ ეჭვს კანონის შესაძლო დარღვევის თაობაზე.

5. კომისია საკუთარი ინიციატივით მოკვლევის დაწყების შესახებ გადაწყვეტილებას იღებს სხდომაზე.

6. კომისია მის მიერ საკუთარი ინიციატივით მოკვლევის დაწყებასთან ერთად განსაზღვრავს შესაბამის მოპასუხე სუბიექტს/სუბიექტებს და ატყობინებს მას/მათ მოკვლევის დაწყების თაობაზე. კანონის მე-7 მუხლის სავარაუდო დარღვევის თაობაზე დაწყებული მოკვლევის თაობაზე ინფორმაციის გასაჯაროების/შესაბამისი სუბიექტისათვის შეტყობინების შესახებ გადაწყვეტილებას კომისია იღებს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში მოკვლევის პროცესის შეუფერხებელი მიმდინარეობის ინტერესების გათვალისწინებით. საჭიროების შემთხვევაში, შესაძლებელია, მოკვლევის დაწყების სხდომა დაიხუროს, მოკვლევის დაწყების შესახებ გადაწყვეტილება არ გასაჯაროვდეს და მოპასუხე სუბიექტს/სუბიექტებს დაუყოვნებლივ არ ეცნობოთ მოკვლევის დაწყების შესახებ.

7. კომისია ვალდებულია მოკვლევის დაწყების თაობაზე აცნობოს სააგენტოს და საჭიროების შემთხვევაში, ასევე, შესაბამის ეკონომიკის რეგულირებადი სფეროს მარეგულირებელ ორგანოს.

8. კომისია უფლებამოსილია განსაზღვროს შესაბამისი სუბიექტების მიერ მტკიცებულებების წარმოდგენის ვადა. კომისიის მიერ განსაზღვრული ვადის გასვლის შემდეგ შესაბამის სუბიექტებს უფლება აქვთ კომისიას წარუდგინონ დამატებითი მტკიცებულებები, თუ მათ აღნიშნული მტკიცებულებების წარმოდგენა კომისიის მიერ განსაზღვრულ ვადაში ობიექტურად არ შეეძლოთ.

მუხლი 15. საქმის მოკვლევის ხანგრძლივობა

1. საქმის მოკვლევის დაწყების თაობაზე გადაწყვეტილების მიღების შემდეგ კომისია იწყებს საქმის მოკვლევას და არაუგვიანეს 6 თვისა იღებს შესაბამის გადაწყვეტილებას.

2. საქმის მოკვლევა, მისი მნიშვნელობისა და სირთულის გათვალისწინებით, შესაძლებელია გაგრძელდეს 18 თვემდე.

3. კომისია გადაწყვეტილების მიღებისათვის დადგენილი ვადის ამოწურვამდე არანაკლებ 10 სამუშაო დღით ადრე იღებს გადაწყვეტილებას საქმის მოკვლევის ვადის გაგრძელების შესახებ.

მუხლი 16. ეკონომიკური აგენტის ქმედების დროებით შეჩერება

კომისია უფლებამოსილია კანონის მე-18 მუხლის პირველი პუნქტის „ნ“ ქვეპუნქტისა და საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 2176 მუხლით დადგენილი წესით მიმართოს სასამართლოს შუამდგომლობით ეკონომიკური აგენტის გარკვეული ქმედების დროებით, კომისიის მიერ საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე შეჩერების თაობაზე, თუ არსებობს აშკარა მტკიცებულება, რომ ეს ქმედება მნიშვნელოვნად ზღუდავს კონკურენციას კანონის მე-6 და მე-7 მუხლების შესაბამისად.

მუხლი 17. ადგილზე შემოწმების სამართლებრივი საფუძვლები

1. კანონის 25-ე მუხლის მე-7 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევებში, ეკონომიკური აგენტის ადგილზე შემოწმების მიზნით, კომისია იღებს გადაწყვეტილებას სასამართლოსადმი მიმართვის შესახებ. ამ პუნქტით გათვალისწინებულ გადაწყვეტილებას კომისია იღებს დახურულ სხდომაზე დაინტერესებული მხარეების მოწვევისა და დასწრების გარეშე. ასეთ შემთხვევაში არ ქვეყნდება ინფორმაცია სხდომის, მისი ჩატარების დროისა და დღის წესრიგის თაობაზე. გადაწყვეტილება კანონმდებლობით დადგენილი წესით გასაჯაროვდება იმ ვადაში და იმ ფორმით, რომ ხელი არ შეეშალოს ადგილზე შემოწმების ღონისძიების ეფექტურად განხორციელებას.

2. კომისიის გადაწყვეტილება ეკონომიკური აგენტის ადგილზე შემოწმების შესახებ უნდა შეიცავდეს საკმარის საფუძველს და დასაბუთებას შესაბამისი ღონისძიების გამოყენების საჭიროების თაობაზე.

3. კომისიის თავმჯდომარე, კომისიის გადაწყვეტილების შესაბამისად, მიმართავს სასამართლოს მოტივირებული შუამდგომლობით ეკონომიკური აგენტის ადგილზე შემოწმების თაობაზე. შუამდგომლობაში მიეთითება იმ ეკონომიკური აგენტის ზუსტი მონაცემები, რომელიც უნდა შემოწმდეს, შემოწმების ვადა, ხასიათი და ფარგლები.

4. მოსამართლე ეკონომიკური აგენტის ადგილზე შემოწმების შესახებ ბრძანებას იღებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსი 2170 მუხლით დადგენილი წესით, კომისიის  თავმჯდომარის მიერ შუამდგომლობის წარდგენიდან 72 საათის განმავლობაში იმ ეკონომიკური აგენტისთვის შეუტყობინებლად, რომლის ადგილზე შემოწმებასაც ითხოვს კომისია.

5. მოსამართლის ბრძანების საფუძველზე კომისიის თავმჯდომარე გამოსცემს ბრძანებას, სადაც მიეთითება:

ა) ადგილზე შემოწმებაში მონაწილე, კომისიის უფლებამოსილ პირთა სახელი, გვარი, თანამდებობა და პირადი ნომერი;

ბ) ადგილზე შემოწმებაში მონაწილე, შესაბამისი დარგის მოწვეული ექსპერტ(ებ)ის სახელი, გვარი და პირადი ნომერი.

მუხლი 18. ადგილზე შემოწმებაში მონაწილე მხარეების უფლება-მოვალეობები

1. შემოწმება უნდა განხორციელდეს სამუშაო საათებში. საჭიროების შემთხვევაში შემოწმება შეიძლება გაგრძელდეს არასამუშაო დროსაც, მათ შორის, დასვენებისა და უქმე დღეებში.

2. შესაძლებელია განხორციელდეს იმ ეკონომიკური აგენტის ადგილზე შემოწმება, რომლის მიმართ არ მიმდინარეობს მოკვლევა, თუმცა არსებობს საკმარისი საფუძველი და დასაბუთება, რომ მასთან ინახება შესაბამისი საქმისთვის არსებითი მნიშვნელობის მქონე დოკუმენტები და ამ ეკონომიკური აგენტის შემოწმების თაობაზე არსებობს მოსამართლის ბრძანება.

3. ადგილზე შემოწმება მოიცავს:

ა) ეკონომიკური აგენტის საქმიანობასთან დაკავშირებული დოკუმენტების, მათ შორის, ფინანსურ-ეკონომიკური დოკუმენტების გაცნობას, მათი კონფიდენციალურობის და შენახვის წესის მიუხედავად;

ბ) ამ პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დოკუმენტების ასლების გადაღებას;

გ) ადგილზე ახსნა-განმარტებების მიღებას;

დ) ეკონომიკური აგენტის იურიდიული და ფაქტობრივი საქმიანობის ადგილზე დაშვებას.

4. ადგილზე შემოწმების განმახორციელებელი, კომისიის უფლებამოსილი თითოეული პირი ვალდებულია ეკონომიკურ აგენტს, რომლის მიმართაც მიმდინარეობს ადგილზე შემოწმება, შემოწმების დაწყებამდე წარუდგინოს სამსახურებრივი მოწმობა.

5. ადგილზე შემოწმების განმახორციელებელი კომისიის უფლებამოსილი პირი ვალდებულია ეკონომიკურ აგენტს, რომლის მიმართაც მიმდინარეობს ადგილზე შემოწმება, შემოწმების დაწყებამდე გადასცეს მოსამართლის და კომისიის თავმჯდომარის ბრძანებები, რასაც ეკონომიკური აგენტის უფლებამოსილი პირი ადასტურებს შესაბამის დოკუმენტზე ხელმოწერით.

6. ადგილზე შემოწმების განმახორციელებელი კომისიის უფლებამოსილი პირი ვალდებულია ეკონომიკურ აგენტს გააცნოს შემოწმების პროცესში მონაწილე პირთა უფლება-მოვალეობები, პროცედურული საკითხები და ასევე ის შედეგები, რომელიც მოჰყვება კომისიის უფლებამოსილი პირ(ებ)ის კანონიერი მოთხოვნებისადმი დაუმორჩილებლობას, რასაც ეკონომიკური აგენტის უფლებამოსილი პირი ადასტურებს შესაბამის დოკუმენტზე ხელმოწერით.

7. ეკონომიკური აგენტი ვალდებულია ადგილზე შემოწმების დროს ითანამშრომლოს კომისიის უფლებამოსილ პირებთან, მათ შორის:

ა) შემოწმების ადგილზე დაუშვას კომისიის უფლებამოსილი პირები;

ბ) არ შეუშალოს ხელი კომისიის უფლებამოსილ წარმომადგენელს თავისი მოვალეობის შესრულებაში;

გ) კომისიის უფლებამოსილ პირებს მიამაგროს წარმომადგენელი ან/და თანამშრომელი, რომელიც, საჭიროებისამებრ მისცემს ახსნა-განმარტებას, კომისიის წარმომადგენლებს დახმარებას გაუწევს ადგილზე შემოწმების პროცესის ეფექტიანად წარმართვაში, მათ შორის, ეკონომიკური აგენტის თანამშრომლების ელექტრონული ფოსტების დროებით დაბლოკვაში,  კომპიუტერების ქსელიდან დროებით გამორთვაში, ისე რომ ამან არ გამოიწვიოს ეკონომიკური აგენტის საქმიანობის დაუსაბუთებელი შეფერხება ან შეჩერება;

დ) არ განახორციელოს იმ ნივთებთან (კომპიუტერული მოწყობილობები, მატერიალური დოკუმენტები, ჩანაწერები და სხვა) შეხება, რომელთან დაკავშირებითაც მიიღებს მითითებას კომისიის უფლებამოსილი წარმომადგენლისგან, ისე რომ ამან არ გამოიწვიოს ეკონომიკური აგენტის საქმიანობის დაუსაბუთებელი შეფერხება ან შეჩერება.

8. ეკონომიკურ აგენტს უფლება აქვს, შემოწმებისას მოიწვიოს იურისტი ან/და სხვა წარმომადგენელი. ასეთი პირ(ებ)ის მონაწილეობა არ წარმოადგენს ადგილზე შემოწმების პროცესის კანონიერების პირობას. ამასთან, დაუშვებელია, იურისტის/წარმომადგენლის მონაწილეობის საბაბით, ადგილზე შემოწმების პროცესის შეფერხება/ხელის შეშლა.

9. კომისიის უფლებამოსილი წარმომადგენლისათვის ადგილზე შემოწმებაში ხელის შეშლა იწვევს კანონმდებლობით გათვალისწინებულ პასუხისმგებლობას.

მუხლი 19. ადგილზე შემოწმებაში მესამე პირების მონაწილეობა

1. ადგილზე შემოწმების პროცესის ჯეროვნად წარმართვის მიზნით პროცესში შეიძლება ჩაერთოს შესაბამისი დარგის ექსპერტი.

2. აუცილებლობის შემთხვევაში, შესაბამისი სპეციფიკის ცოდნის ან/და საინფორმაციო-ტექნოლოგიური უზრუნველყოფის საჭიროების გათვალისწინებით, შესაძლებელია ადგილზე შემოწმების პროცესში მონაწილეობა მიიღონ სამართალდამცავი ორგანოების ან/და სხვა ადმინისტრაციული ორგანოს წარმომადგენლებმა.

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2025 წლის 20 მარტის დადგენილება №1 - ვებგვერდი, 21.03.2025წ.

მუხლი 20. ფართის ან/და დოკუმენტაციის დალუქვა ადგილზე შემოწმების დროს

1. კომისიის უფლებამოსილ პირს უფლება აქვს, დალუქოს შესამოწმებელი ფართი სრულად ან ნაწილობრივ, ასევე ეკონომიკური აგენტის საქმიანობასთან დაკავშირებული დოკუმენტები (მათ შორის, ფინანსურ-ეკონომიკური დოკუმენტები) და კომპიუტერული ტექნიკა, იმ ხანგრძლივობითა და მოცულობით, რაც აუცილებელია ადგილზე შემოწმების მიზნებისათვის, ისე რომ ამან არ გამოიწვიოს ეკონომიკური აგენტის საქმიანობის დაუსაბუთებელი შეფერხება ან შეჩერება.

2. შესამოწმებელი ფართის ან მისი ნაწილის ან/და ეკონომიკური აგენტის საქმიანობასთან დაკავშირებული დოკუმენტების (მათ შორის, ფინანსურ-ეკონომიკური დოკუმენტების) და კომპიუტერული ტექნიკის დალუქვა შესაძლებელია ადგილზე შემოწმების პერიოდის განმავლობაში, თუმცა არაუმეტეს 72 საათისა.

3. შესამოწმებელი ფართის ან მისი ნაწილის ან/და ეკონომიკური აგენტის საქმიანობასთან დაკავშირებული დოკუმენტების (მათ შორის, ფინანსურ-ეკონომიკური დოკუმენტების) და კომპიუტერული ტექნიკის დალუქვის შესახებ გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში კომისიის უფლებამოსილი წარმომადგენლების მიერ დგება ოქმი. ეკონომიკური აგენტი ვალდებულია უზრუნველყოს ლუქის მთლიანობა იმ დრომდე, ვიდრე თავად კომისიის უფლებამოსილი პირები არ ახსნიან მას. ლუქის ახსნის დროს დგება ოქმი, სადაც ფიქსირდება ლუქის მდგომარეობა.

მუხლი 21. ახსნა-განმარტების მიღება ადგილზე შემოწმების დროს

1. ადგილზე შემოწმების დროს, კომისიის უფლებამოსილი პირ(ებ)ის მიერ დასმულ შეკითხვაზე ეკონომიკური აგენტის წარმომადგენლისგან  ან/და ეკონომიკური აგენტის თანამშრომლისგან მიღებული ახსნა-განმარტება მხარეთა თანხმობის შემთხვევაში შესაძლებელია ჩაწერილ იქნეს ნებისმიერი ფორმით.

2. ამ მუხლის პირველი პუნქტის მიხედვით ჩაწერილი ახსნა-განმარტების ასლი შესაბამის ეკონომიკურ აგენტს ეგზავნება ადგილზე შემოწმების დასრულების შემდგომ.

მუხლი 22. ინფორმაციის მოპოვება ადგილზე შემოწმების დროს

1. კომისიის წარმომადგენელი უფლებამოსილია გაეცნოს ეკონომიკური აგენტის საქმიანობასთან დაკავშირებულ დოკუმენტებს, მათ შორის, ფინანსურ-ეკონომიკურ დოკუმენტებს, მათი კონფიდენციალურობის და შენახვის წესის მიუხედავად, ასევე გააკეთოს ამ ინფორმაციის ასლი.

2. ამ მუხლის პირველი პუნქტი ასევე მოიცავს კომისიის უფლებას, შეამოწმოს ელექტრონული ფორმით არსებული ინფორმაცია, ასევე გააკეთოს ამ ინფორმაციის ასლი.

3. ადგილზე შემოწმების დროს კომისიის წარმომადგენლებს უფლება აქვთ, შეამოწმონ შესაბამისი ეკონომიკური აგენტის:

ა) ინფორმაციული ტექნოლოგიების სისტემა, მათ შორის, სერვერები, პერსონალური კომპიუტერები, ლეპტოპები, ტაბლეტები და სხვა ელექტრონული მოწყობილობები;

ბ) ინფორმაციის შესანახი საშუალებები, მათ შორის, კომპაქტდისკები (CD-ROM), ინფორმაციის მატარებელი ციფრული ოპტიკური დისკები (DVD), უნივერსალური სერიული სალტეები (USB), გარე მყარი დისკები (external hard disks), სარეზერვო ასლები (backup tapes), მონაცემთა „ღრუბლები“ და ა.შ.;

გ) თანამშრომლ(ებ)ის პირადი ტექნიკა, მოწყობილობა და საშუალებები, რომლებიც გამოიყენება სამსახურებრივი მიზნებისათვის და რომლებიც იმყოფება შემოწმების ადგილზე.

4. ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული უფლება მოიცავს კომისიის წარმომადგენლების უფლებას, ადგილზე შემოწმების დროს გამოიყენონ არამხოლოდ სისტემაში ჩაშენებული/ინტეგრირებული საძიებო სისტემები, არამედ სხვა რელევანტური საშუალებები (Forensic IT tools).

5. შესამოწმებლად შერჩეული ინფორმაციის შესანახი საშუალება, ამ საშუალების უსაფრთხოების კონტროლის მიზნით, ადგილზე შემოწმების დასრულებამდე შესაძლებელია გადავიდეს კომისიის უფლებამოსილი პირის დროებით მფლობელობაში, რასთან დაკავშირებითაც დგება ოქმი.

6. ეკონომიკურ აგენტს, ამ მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული ინფორმაციის შესანახი საშუალება უბრუნდება ადგილზე შემოწმების დასრულების ან საშუალებაზე არსებული ინფორმაციის ასლის (forensic copy) გაკეთების შემდგომ. ასეთი ასლი ითვლება ინფორმაციის შესანახ ორიგინალ საშუალებაზე არსებული ინფორმაციის ავთენტურ დუბლიკატად. ავთენტური დუბლიკატის შემოწმება უტოლდება ინფორმაციის შესანახ ორიგინალ საშუალებაზე არსებული ინფორმაციის შემოწმებას.

მუხლი 23. ადგილზე შემოწმების დროს მოპოვებულ ინფორმაციასთან მოპყრობა

1. ადგილზე შემოწმების დასრულებისას, კომისიის უფლებამოსილი პირ(ებ)ის მიერ შემოწმების დროს მოპოვებული ინფორმაციის გადატანა ხდება ინფორმაციის მატარებელზე (მაგალითად, DVD). მზადდება სამი იდენტური ასლი, საიდანაც ერთი გადაეცემა ეკონომიკურ აგენტს, ხოლო ორი თან მიაქვს კომისიის უფლებამოსილ პირ(ებ)ს.

2. შემოწმების დასრულებისას, ორ ეგზემპლარად მზადდება შემოწმების ოქმი, რომელიც ასევე მოიცავს ადგილზე შემოწმებისას მოპოვებული, ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული ინფორმაციის ჩამონათვალს/სიას. ოქმის ერთი ეგზემპლარი გადაეცემა ეკონომიკურ აგენტს.

3. ოქმის გაცნობისა და მისი ერთი ეგზემპლარის, ასევე ინფორმაციის მატარებლის გადაცემის ფაქტს ეკონომიკური აგენტის უფლებამოსილი პირი ადასტურებს ხელმოწერით.

4. ადგილზე შემოწმების დროს კომისიის მიერ მოპოვებული ინფორმაციის კონფიდენციალურად ცნობა და კონფიდენციალური ინფორმაციის დაცვა ხდება მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.

მუხლი 24. მოკვლევის წარმოების ზოგადი პროცედურა

1. კომისიის მიერ მოკვლევის დაწყების შესახებ გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში კომისიის თავმჯდომარის ბრძანებით ინიშნება მოკვლევის ჯგუფი, მინიმუმ 2 პირის მონაწილეობით, რომლის შემადგენლობაშიც კომისიის თანამშრომელთან ერთად შეიძლება იყოს, ასევე მოწვეული სპეციალისტიც. ამავე ბრძანებით განისაზღვრება მოკვლევის ჯგუფის ხელმძღვანელი.

2. მოკვლევის ჯგუფი უფლებამოსილია განახორციელოს საქართველოს კანონმდებლობით დაშვებული ნებისმიერი ქმედება, რაც საჭიროა საქმის მოკვლევის განხორციელებისათვის. გადაწყვეტილება მიიღება ხმების უმრავლესობით. ხმების თანაბრად გაყოფის შემთხვევაში გადამწყვეტია ჯგუფის ხელმძღვანელის ხმა.

მუხლი 25. საქმის გარემოებათა გამოკვლევა

1. კომისია ვალდებულია ადმინისტრაციული წარმოების პროცესში გამოიკვლიოს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოება და გადაწყვეტილება მიიღოს ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე.

2.  საქმის გარემოებებიდან გამომდინარე, კომისია/მოკვლევის ჯგუფი უფლებამოსილია:

ა) შეაგროვოს ინფორმაცია საქმესთან დაკავშირებით;

ბ) მიიღოს ახსნა-განმარტება ან გამართოს საკონსულტაციო შეხვედრა საქმის გარემოებათა დასადგენად;

გ) მოიწვიოს ექსპერტი;

დ) მტკიცებულებათა შეგროვების, გამოკვლევისა და შეფასების მიზნით მიმართოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა ზომებს.

მუხლი 26. თანამშრომლობის ფორმები

1. კომისიის თავმჯდომარე მიმართავს სააგენტოს და საჭიროების შემთხვევაში, ასევე, შესაბამის ეკონომიკის რეგულირებადი სფეროს მარეგულირებელ ორგანოს საკითხის განხილვაში მონაწილეობის მიღების ან/და საკუთარი პოზიციის წარმოდგენის მოთხოვნით.

2. სააგენტო/შესაბამისი ეკონომიკის რეგულირებადი სფეროს მარეგულირებელი ორგანო, საკითხის განხილვაში მონაწილეობის მიღების მიზნით, უფლებამოსილია:

ა) გამოითხოვოს და გაეცნოს საქმის მასალებს;

ბ) მონაწილეობა მიიღოს ამ წესის 28-29-ე მუხლებით გათვალისწინებულ ახსნა-განმარტებებში;

გ) გაეცნოს და შესაბამისი პოზიცია დააფიქსიროს მოპასუხე ეკონომიკური აგენტის მიერ აღებულ პირობით ვალდებულებებზე;

დ) გაეცნოს და შესაბამისი პოზიცია დააფიქსიროს კომისიის საბოლოო გადაწყვეტილების პროექტზე;

ე) მონაწილეობა მიიღოს შემაჯამებელ სხდომაში;

ვ) გაეცნოს და შესაბამისი პოზიცია დააფიქსიროს კომისიის მიერ პირისთვის დასაკისრებელი ჯარიმის ოდენობაზე.

3. ამ მუხლის მე-2 პუნქტის „ბ - ვ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევებში, შესაბამისი პოზიციის დაფიქსირებამდე ან ქმედების განხორციელებამდე, სააგენტოს და საჭიროების შემთხვევაში, ასევე, შესაბამის ეკონომიკის რეგულირებადი სფეროს მარეგულირებელ ორგანოს, გონივრული ვადის გათვალისწინებით უნდა მიეწოდოს შესაბამისი ინფორმაცია/დოკუმენტაცია.

4. საჭიროების შემთხვევაში სააგენტოსთან ან/და შესაბამისი ეკონომიკის რეგულირებადი სფეროს მარეგულირებელ ორგანოსთან კონსულტაციის შედეგად კომისიამ შესაძლებელია შეიმუშაოს ეკონომიკის სხვა  რეგულირებადი სფეროს ეკონომიკური აგენტებისა და მათთან აფილირებული სუბიექტების მიერ მაუწყებლობისა და ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საქმიანობის, მათ მიერ ამ სფეროებში კონკურენციის შეზღუდვის აღკვეთისა და მონიტორინგის სპეციალური წესი და მისი აღსრულების პროცედურა.

მუხლი 27. პირთა წრე, ვისგანაც შესაძლებელია ახსნა-განმარტების მიღება

1. საქმისათვის მნიშვნელოვანი გარემოებების დასადგენად კომისიას/კომისიის თავმჯდომარეს, თავისი ინიციატივით ან მხარის შუამდგომლობის საფუძველზე, შეუძლია ახსნა-განმარტების მისაღებად მოიწვიოს:

ა) მხარე;

ბ) დაინტერესებული მხარე.

2. ახსნა-განმარტებისათვის გამოძახებული პირები ვალდებული არიან გამოცხადდნენ სხდომაზე და მისცენ ახსნა-განმარტება.

მუხლი 28. ინდივიდუალური ახსნა-განმარტება

1. მოკვლევის ინტერესების გათვალისწინებით, ახსნა-განმარტების მიღება შესაძლებელია მოხდეს სხდომის ჩატარების გარეშე, მოკვლევის ჯგუფის მიერ ინდივიდუალური ახსნა-განმარტების ჩამორთმევის გზით. ასეთ შემთხვევაში დგება ახსნა-განმარტების ოქმი, რომელსაც ხელს აწერს კომისიის თანამშრომელი, რომელიც იღებს ახსნა-განმარტებას და ახსნა-განმარტების მიმცემი პირი.

2. თუ ახსნა-განმარტების მიმცემი პირი უარს განაცხადებს ოქმის ხელმოწერაზე, კომისიის თანამშრომელი თავად აწერს ოქმს ხელს და აკეთებს მითითებას პირის მიერ ხელმოწერაზე უარის თქმის მიზეზების შესახებ.

3. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ახსნა-განმარტების მიმდინარეობა მხარეთა თანხმობით შეიძლება ჩაიწეროს ტექნიკური საშუალების გამოყენებით. ამ შემთხვევაში, საოქმო ჩანაწერი ერთვის ახსნა-განმარტების ოქმს და ჩანაწერის შინაარსის წერილობითი ფორმით ოქმში ასახვა აღარ ხორციელდება.

4. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ახსნა-განმარტების მიღება შესაძლებელია განხორციელდეს დისტანციურად, ელექტრონული კომუნიკაციების საშუალებების გამოყენებით.

მუხლი 29. ახსნა-განმარტების სხდომა

1. კომისიამ შესაძლებელია, შემაჯამებელ სხდომამდე ახსნა-განმარტების მიღების მიზნით, ჩაატაროს სხდომა მხარეთა და დაინტერესებულ პირთა მონაწილეობით.

2. სხდომა იმართება კანონმდებლობით დადგენილი წესით.

მუხლი 30. პირობითი ვალდებულებები საქმის მოკვლევის ეტაპზე

1. კომისიის საბოლოო გადაწყვეტილების პროექტის მიღებამდე მოპასუხე ეკონომიკური აგენტი უფლებამოსილია კომისიას შესთავაზოს პირობითი ვალდებულებები.

2. კომისიის თავმჯდომარე პირობითი ვალდებულებების განსახილველად მიღებიდან 5 სამუშაო დღეში აცნობებს მომჩივანს ამის შესახებ და განუსაზღვრავს ვადას მოსაზრებების და შესაბამისი ინფორმაციის წარმოდგენისათვის, რაც საქმის მოკვლევის ვადის დინების შეჩერების საფუძველია.

3. კომისიის თავმჯდომარე პირობითი ვალდებულებების მიღებიდან 5 სამუშაო დღეში აცნობებს სააგენტოს, საჭიროების შემთხვევაში, ასევე,  შესაბამის ეკონომიკის რეგულირებადი სფეროს მარეგულირებელ ორგანოს ამის შესახებ და განუსაზღვრავს გონივრულ ვადას მოსაზრებების წარმოდგენისათვის.

4. კომისია უფლებამოსილია მოპასუხე ეკონომიკურ აგენტს მოსთხოვოს დამატებითი ინფორმაცია ან/და მტკიცებულება, რომელიც ხელს შეუწყობს პირობითი ვალდებულებების განხილვისათვის/გადაწყვეტილების მიღებისათვის მნიშვნელოვანი გარემოებების დადგენას, რაც ასევე აჩერებს საქმის მოკვლევის ვადის დინებას.

5. კომისია უფლებამოსილია, თანხმობა განაცხადოს ან უარი თქვას მოპასუხე ეკონომიკური აგენტის მიერ შემოთავაზებული პირობითი ვალდებულების მიღებაზე. კომისია პირობითი ვალდებულებების მიღების თაობაზე გადაწყვეტილებას იღებს სხდომაზე. გადაწყვეტილების მიღებისას, კომისია შებოჭილი არ არის მომჩივნის, სააგენტოს და ეკონომიკის რეგულირებადი სფეროს მარეგულირებელი ორგანოს პოზიციით, თუმცა, გადაწყვეტილებაში მითითებული უნდა იქნეს შესაბამისი დასაბუთება.

6. თუ კომისია მიიჩნევს, რომ მოპასუხე ეკონომიკური აგენტის მიერ აღებული პირობითი ვალდებულების შესრულების შედეგად აღარ იარსებებს კანონის სავარაუდო დარღვევის რისკი და მიიღებს მის მიერ აღებულ პირობით ვალდებულებას კანონის სავარაუდო დარღვევის აღმოფხვრის მიზნით განსახორციელებელი კონკრეტული ქმედების განხორციელების თაობაზე, კომისია საბოლოო გადაწყვეტილებას იღებს კანონის სავარაუდო დარღვევის ფაქტის შეფასების გარეშე და მოპასუხე ეკონომიკურ აგენტს აღებული პირობითი ვალდებულების შესასრულებლად ვადას განუსაზღვრავს.

7. პირობითი ვალდებულებების მიღების შემთხვევაში კომისია უფლებამოსილია მოსთხოვოს ეკონომიკურ აგენტს მის მიერ აღებული ვალდებულებების შესრულების თაობაზე ინფორმაციის წარმოდგენა გარკვეული პერიოდულობით და განსაზღვროს ინფორმაციის წარმოდგენის წესი.

8. თუ კომისია მიზანშეწონილად არ მიიჩნევს პირობითი ვალდებულებების მიღებას, იგი აღნიშნულის თაობაზე აცნობებს მოპასუხე ეკონომიკურ აგენტს და აგრძელებს საქმის მოკვლევას. ამ შემთხვევაში, მოქმედებს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 177-ე მუხლის მე-4 ნაწილით გათვალისწინებული რეგულირება. აღნიშნული ინფორმაცია ასევე ეგზავნება სააგენტოს და საჭიროების შემთხვევაში, ასევე,  შესაბამის ეკონომიკის რეგულირებადი სფეროს მარეგულირებელი ორგანოს.

9. თუ მოპასუხე ეკონომიკური აგენტის მიერ განსაზღვრულ ვადაში და განსაზღვრული სახით არ იქნება შესრულებული პირობითი ვალდებულებები:

ა) ეკონომიკურ აგენტს დაეკისრება ჯარიმა, რომლის ოდენობა თითოეულ ვადაგადაცილებულ დღეზე არ უნდა აღემატებოდეს კომისიის მიერ შესაბამისი გადაწყვეტილების მიღების წინა ფინანსური წლის განმავლობაში ეკონომიკური აგენტის საშუალო დღიური ბრუნვის 5%-ს;

ბ) კომისიის მიერ სავარაუდო დარღვევის ფაქტის შეფასების გარეშე პირობითი ვალდებულებების შესახებ გამოცემული გადაწყვეტილება უქმდება და საქმის მოკვლევა განახლდება საქმის მოკვლევის დარჩენილი ვადით. დარჩენილი ვადა აითვლება კომისიის მიერ პირობითი ვალდებულებების განსახილველად მიღების თარიღიდან.

10. ამ მუხლის მე-9 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტში მითითებული ჯარიმის ოდენობის განსაზღვრის მიზნებისათვის, წინა ფინანსურ წელში იგულისხმება კომისიის მიერ გადაწყვეტილების მიღების წინა ფინანსური წელი, ხოლო, თუ ეკონომიკური აგენტი, კანონმდებლობით დადგენილი წესით, რეგისტრირებულია კომისიის მიერ გადაწყვეტილების მიღების წელს, შესაბამის ფინანსურ წლად ჩაითვლება გადაწყვეტილების მიღების წელი.

მუხლი 31. გადაწყვეტილების პროექტი

1. კომისიის თავმჯდომარე შემაჯამებელი სხდომის გამართვამდე განმცხადებელს, მომჩივან და მოპასუხე მხარეებს წერილობით უგზავნის კომისიის საბოლოო გადაწყვეტილების პროექტსა და საქმის მასალებს და განუმარტავს, რომ მათ უფლება აქვთ, წარმოადგინონ თავიანთი პოზიციები.

2. ამ მუხლის პირველი პუნქტებით გათვალისწინებულ შემთხვევაში პოზიციის წარმოდგენისთვის განსაზღვრული ვადა არ უნდა იყოს 25 სამუშაო დღეზე ნაკლები. ამ ვადის ამოწურვის შემდეგ წარდგენილი პოზიცია კომისიამ შეიძლება მხედველობაში არ მიიღოს.

3. კომისია ვალდებულია გადაწყვეტილების პროექტი, საქმის მასალებთან ერთად, გაუგზავნოს სააგენტოს, საჭიროების შემთხვევაში ასევე, შესაბამისი ეკონომიკის რეგულირებადი სფეროს მარეგულირებელ ორგანოს და განუსაზღვროს გონივრული ვადა მოსაზრებების წარმოდგენისათვის.

4. სააგენტო და შესაბამისი მარეგულირებელი ორგანო უფლებამოსილი არიან წარმოადგინონ პოზიცია კომისიის მიერ განსაზღვრულ ვადაში.

5. კომისია შებოჭილი არ არის მხარის, სააგენტოს და შესაბამისი მარეგულირებელი ორგანოს მოწოდებული პოზიციით, თუმცა გადაწყვეტილებაში უნდა მიეთითოს შესაბამისი დასაბუთება.

მუხლი 32. შემაჯამებელი სხდომა

1. საქმის გარემოებათა გამოკვლევისა და მტკიცებულებების შეგროვების შემდეგ ინიშნება კომისიის შემაჯამებელი სხდომა მხარეებისა და სხვა უფლებამოსილი ორგანოების/პირების მონაწილეობით.

2. კომისიის სხდომა იმართება კანონმდებლობით დადგენილი წესით.

მუხლი 33. კომისიის საბოლოო გადაწყვეტილება და გასაჩივრების წესი

1. შემაჯამებელი სხდომის დასრულების შემდგომ კომისია იღებს გადაწყვეტილებას.

2. გადაწყვეტილება მისი მიღებიდან 5 სამუშაო დღის ვადაში ეგზავნებათ მხარეებს/განმცხადებელს და 10 სამუშაო დღის ვადაში ქვეყნდება  კომისიის ოფიციალურ ვებგვერდზე, კონფიდენციალური მონაცემების დაცვით, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.

მუხლი 34. ჯარიმა

1. კომისიის გადაწყვეტილება უნდა შეიცავდეს დასაბუთებულ ინფორმაციას ჯარიმის ოდენობის და მისი გამოთვლის წესის შესახებ.

2. კანონის მე-6 ან მე-7 მუხლით გათვალისწინებული დარღვევის დადასტურების შემთხვევაში, მხარეს დაეკისრება ჯარიმა, რომლის ოდენობა არ უნდა აღემატებოდეს წინა ფინანსური წლის განმავლობაში მისი ერთობლივი შემოსავლის 5%-ს, ხოლო აღნიშნული დარღვევის სამართლებრივი საფუძვლის აღმოუფხვრელობის ან ამ დარღვევის განმეორების შემთხვევაში – 10%-ს.

3. ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში, ჯარიმის ოდენობის განსაზღვრის მიზნებისათვის, წინა ფინანსურ წლად ითვლება კომისიის მიერ შესაბამისი გადაწყვეტილების მიღების წინა ფინანსური წელი, ხოლო, თუ ეკონომიკური აგენტი, კანონმდებლობით დადგენილი წესით, რეგისტრირებულია კომისიის მიერ გადაწყვეტილების მიღების წელს, შესაბამის ფინანსურ წლად ითვლება გადაწყვეტილების მიღების წელი.

4. ჯარიმის ოდენობის გამოთვლა ხორციელდება კომისიის მიერ შემუშავებული ჯარიმების ოდენობის დადგენის სახელმძღვანელო პრინციპების საფუძველზე.

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2025 წლის 20 მარტის დადგენილება №1 - ვებგვერდი, 21.03.2025წ.

მუხლი 35. საქმის ხელახლა მოკვლევის დაუშვებლობა

საქმის მოკვლევის დასრულების შემდეგ დაუშვებელია იმავე მხარეებს შორის, იმავე დავის საგანზე, იმავე საფუძვლით მოკვლევის დაწყება, თუ არ არსებობს ახლად აღმოჩენილი ან/და გამოვლენილი გარემოება.

 

თავი IV

თანამშრომლობის პროგრამის პირზე გავრცელების წესი

მუხლი 36. ტერმინთა განმარტება

ამ თავის მიზნებისთვის აქ გამოყენებულ ტერმინებს აქვს შემდეგი მნიშვნელობა:

ა) განაცხადი – კომისიაში ზეპირად ან წერილობით წარმოდგენილი ინფორმაცია თანამშრომლობის პროგრამაში მონაწილეობაზე;

ბ) მარკირება – შესაბამისი კატეგორიის შეღავათის მიღების მსურველთა რიგში პირისათვის ადგილის დაკავება, მის მიერ ამ წესის 39-ე მუხლის პირველი პუნქტის, მე-40 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტითა და 41-ე მუხლით გათვალისწინებული ინფორმაციის კომისიის მიერ განსაზღვრულ ვადაში წარმოდგენამდე;

გ) თანამშრომლობის პროგრამაში მონაწილის პირობითი სტატუსი – პირისათვის პირველი, მეორე ან მესამე კატეგორიის შეღავათის პირობითი იმუნიტეტის მინიჭება.

მუხლი 37. თანამშრომლობის პროგრამის შინაარსი

1. თანამშრომლობის პროგრამა გულისხმობს პირის სრულად ან ნაწილობრივ გათავისუფლებას კანონით დადგენილი პასუხისმგებლობისაგან, თუ იგი აღიარებს კანონის მე-7 მუხლით გათვალისწინებულ შეთანხმებაში მონაწილეობას და ერთდროულად აკმაყოფილებს კანონითა და ამ  წესით დადგენილ პირობებს.

2. კანონისა და ამ წესის მიზნებისათვის, პირის პასუხისმგებლობისაგან გათავისუფლება გულისხმობს კანონის მე-7 მუხლის დარღვევისათვის დაწესებული ჯარიმის დაკისრებისაგან მის სრულად ან ნაწილობრივ გათავისუფლებას.

მუხლი 38. თანამშრომლობის პროგრამით გათვალისწინებული შეღავათების კლასიფიკაცია

1. თანამშრომლობის პროგრამით გათვალისწინებული შეღავათი შეიძლება იყოს პირველი, მეორე ან მესამე კატეგორიის.

2. პირველი კატეგორიის შეღავათი გულისხმობს პირის პასუხისმგებლობისგან გათავისუფლებას 100%-ით.

3. მეორე კატეგორიის შეღავათი გულისხმობს პირის პასუხისმგებლობისგან გათავისუფლებას 20%-დან 50%-მდე.

4. მესამე კატეგორიის შეღავათი გულისხმობს პირის პასუხისმგებლობისგან გათავისუფლებას 20%-მდე.

მუხლი 39. თანამშრომლობის პროგრამით მოსარგებლე პირი

1. თანამშრომლობის პროგრამით სარგებლობა შეუძლია ნებისმიერ პირს, რომელიც წერილობითი ფორმით აღიარებს კანონის მე-7 მუხლით გათვალისწინებულ შეთანხმებაში მონაწილეობას და დააკმაყოფილებს კანონითა და ამ წესით დადგენილ მოთხოვნებს.

2. კანონითა და ამ წესით გათვალისწინებული შეღავათები არ ვრცელდება შეთანხმების ინიციატორზე, აგრეთვე იმ პირზე, რომელმაც სხვა პირს აღნიშნულ შეთანხმებაში მონაწილეობა აიძულა.

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2025 წლის 20 მარტის დადგენილება №1 - ვებგვერდი, 21.03.2025წ.

მუხლი 40. თანამშრომლობის პროგრამით გათვალისწინებული შეღავათით სარგებლობის პირობები

თანამშრომლობის პროგრამაში მონაწილეობა და ამ პროგრამით გათვალისწინებული შეღავათით სარგებლობა შეუძლია ამ წესის 39-ე მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ პირს, თუ იგი ერთდროულად აკმაყოფილებს შემდეგ პირობებს:

ა) კომისიას ზეპირად ან/და წერილობით წარუდგენს კანონის მე-7 მუხლით გათვალისწინებული შეთანხმების შესახებ მისთვის ცნობილ, საქმისთვის მნიშვნელოვან ინფორმაციასა და მტკიცებულებას მანამ, სანამ ეს ინფორმაცია და მტკიცებულება კომისიისთვის სხვა წყაროდან გახდება ცნობილი;

ბ) საქმის მოკვლევის პროცესში უწყვეტად და შეუზღუდავად ითანამშრომლებს კომისიასთან.

გ) შეწყვეტს კანონის საწინააღმდეგო შეთანხმებაში მონაწილეობას, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც კომისია მიიჩნევს, რომ პირის მიერ ამ შეთანხმებაში მონაწილეობის გაგრძელება საქმის მოკვლევას ხელს შეუწყობს;

დ) არ გაანადგურებს საქმისთვის მნიშვნელოვან დოკუმენტსა და მტკიცებულებას;

ე) არ გაამჟღავნებს ინფორმაციას თანამშრომლობის პროგრამაში მონაწილეობის თაობაზე.

მუხლი 41. განაცხადის წარდგენის პირობები

1. თანამშრომლობის პროგრამაში მონაწილეობის მსურველი პირის მიერ კომისიაში  წარმოდგენილი განაცხადი უნდა მოიცავდეს შემდეგი სახის ინფორმაციას:

ა) განაცხადის წარმდგენი ფიზიკური პირის მონაცემები (სახელი, გვარი, პირადი ნომერი, ფაქტობრივი მისამართი, ტელეფონის ნომერი, ელექტრონული ფოსტა);

ბ) პირის მონაცემები (სახელწოდება, ორგანიზაციულ-სამართლებრივი ფორმა, საიდენტიფიკაციო კოდი, იურიდიული მისამართი, ხელმძღვანელი პირი და ელექტრონული ფოსტა);

გ) ინფორმაცია კანონის მე-7 მუხლის სავარაუდო დარღვევის შესახებ, მათ შორის:

გ.ა) შეთანხმებაში მონაწილე სხვა პირების სახელწოდება და საიდენტიფიკაციო მონაცემები;

გ.ბ)  კანონის მე-7 მუხლით გათვალისწინებული შეთანხმების და მასში მონაწილე პირთა როლების დეტალური აღწერა;

გ.გ) ის პროდუქციული და გეოგრაფიული ბაზარი, სადაც ადგილი აქვს შეთანხმებას (არასავალდებულოდ შესავსები ნაწილი);

გ.დ) შეთანხმების ხანგრძლივობა;

გ.ე) საქმესთან დაკავშირებული სხვა მნიშვნელოვანი ინფორმაცია;

გ.ვ) მტკიცებულებები სავარაუდო სამართალდარღვევის თაობაზე;

დ) განაცხადის წარდგენის თარიღი (წელი, რიცხვი, თვე, საათი, წუთი) და ხელმოწერა.

2. განაცხადს თან უნდა ერთოდეს მისი წარმდგენი ფიზიკური პირის  უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტი.

3. კომისიაში განაცხადის წარმოდგენა ხდება ინდივიდუალურად, კონკრეტული პირის სახელით.

4. ორი ან მეტი პირის მიერ კომისიაში განაცხადის  ერთობლივად წარმოდგენის შემთხვევაში, განაცხადის წარმდგენ პირებს შეიძლება მიენიჭოთ მხოლოდ მესამე კატეგორია.

5. წერილობითი განაცხადი კომისიაში წარმოდგენილი უნდა იქნეს ამ წესის დანართი №2.2-ის შესაბამისად.

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2023 წლის 26 ოქტომბრის დადგენილება №6 - ვებგვერდი, 30.10.2023წ.

მუხლი 42. განაცხადის წარდგენის პროცედურა

1. თანამშრომლობის პროგრამაში მონაწილეობის მიზნით პირი კომისიას მიმართავს  განაცხადით და წარუდგენს ამ წესით გათვალისწინებულ ინფორმაციას.

2. დასაშვებია განაცხადის ელექტრონული ფორმით წარდგენა კომისიაში, თუ იგი აკმაყოფილებს ამ წესის მოთხოვნებს.

3. პირის მიერ კომისიისთვის ზეპირი განაცხადით მიმართვის შემთხვევაში, კომისიის თანამშრომლის მიერ დგება ოქმი, რომელშიც აისახება პირის მიერ წარმოდგენილი ფაქტობრივი ინფორმაცია და დანართის სახით დაერთვის შესაბამისი მტკიცებულებები. ოქმს ხელს აწერენ ოქმის შემდგენი კომისიის თანამშრომელი და ზეპირი განაცხადის წარმდგენი პირი. ზეპირი განაცხადის მიღების დროდ ჩაითვლება ოქმის შედგენის დაწყების დღე, საათი და წუთი.

4. პირს უფლება აქვს, კომისიაში ოფიციალური განაცხადის წარდგენამდე მიმართოს მას ანონიმურად და მიიღოს შესაბამისი ინფორმაცია თანამშრომლობის პროგრამის შესახებ.

5. განაცხადის მიღების შემდეგ კომისია გასცემს წერილობით ცნობას მისი მიღების შესახებ, მიღების თარიღისა და დროის მითითებით.

6. კომისია განაცხადს იხილავს მისი შემოტანის დროის თანმიმდევრობით (შემოტანის თარიღის შესაბამისი რიგითობით).

7. თუ განაცხადი არ აკმაყოფილებს ამ წესის 39-ე მუხლის პირველი პუნქტის, მე-40 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტისა და 41-ე მუხლით დადგენილ მოთხოვნებს, კომისიის თავმჯდომარე მოახდენს განაცხადის მარკირებას, პირს წერილობით აცნობებს აღნიშნულის თაობაზე და ხარვეზის აღმოსაფხვრელად განუსაზღვრავს ვადას, რომლის განმავლობაშიც მან უნდა წარმოადგინოს განსაზღვრული ინფორმაცია და მტკიცებულებები. ინფორმაციის განსაზღვრულ  ვადაში წარმოდგენის შემთხვევაში, იგი წარმოდგენილად ჩაითვლება იმ დროს, როდესაც მოხდა პირის მარკირება.

8. კომისიის თავმჯდომარის მიერ განსაზღვრულ ვადაში შესაბამისი ინფორმაციისა და მტკიცებულებების წარმოუდგენლობის შემთხვევაში, კომისია დახურულ სხდომაზე იღებს გადაწყვეტილებას განაცხადის განუხილველად დატოვების შესახებ და მარკირება უქმდება. ასეთ შემთხვევაში არ ქვეყნდება ინფორმაცია სხდომის, მისი ჩატარების დროისა და დღის წესრიგის თაობაზე.

9. თუ კომისია დაადგენს, რომ  განაცხადი აკმაყოფილებს ამ წესის მოთხოვნებს, იღებს გადაწყვეტილებას პირისთვის  თანამშრომლობის პროგრამაში მონაწილის პირობითი სტატუსის მინიჭების შესახებ, სრულყოფილი განაცხადის შემოტანის ან/და მარკირებით განსაზღვრული რიგითობის გათვალისწინებით და წერილობით ატყობინებს პირს აღნიშნულის თაობაზე. ამ პუნქტით გათვალისწინებულ საკითხზე კომისია გადაწყვეტილებას იღებს დახურულ სხდომაზე. ასეთ შემთხვევაში არ ქვეყნდება ინფორმაცია სხდომის, მისი ჩატარების დროისა და დღის წესრიგის თაობაზე.

10. პირს უფლება აქვს განაცხადის განხილვის ნებისმიერ ეტაპზე უკან გაიხმოს განაცხადი. განაცხადის უკან გახმობის მიუხედავად, კომისია იტოვებს პირის მიერ წარმოდგენილ ინფორმაციასა და მტკიცებულებებს საქმის მოკვლევისათვის. ასეთ შემთხვევაში, განცხადების შემომტანი პირის ვინაობა რჩება ანონიმური.

11. თუ საქმის მოკვლევა ჯერ არ არის დაწყებული და განაცხადი შეიცავს შესაბამის ინფორმაციას, კომისია უფლებამოსილია მის საფუძველზე საკუთარი ინიციატივით დაიწყოს საქმის მოკვლევა კანონის შესაბამისად.

მუხლი 43. გადაწყვეტილება ჯარიმის დაკისრებისაგან სრულად ან ნაწილობრივ გათავისუფლების შესახებ

1. თანამშრომლობის პროგრამის ფარგლებში, კანონით დადგენილი ჯარიმის დაკისრებისაგან პირის სრულად ან ნაწილობრივ გათავისუფლების შესახებ გადაწყვეტილებას კომისია იღებს საქმის მოკვლევის დასრულებისთანავე. გადაწყვეტილების მიღებისას კომისია აფასებს პირის მიერ ამ წესით დადგენილი პირობების შესრულებას.

2. პირველი კატეგორიის შეღავათის პირობითი სტატუსი ენიჭება პირს,  რომელიც რიგით პირველი შეიტანს განაცხადს კომისიაში კანონის მე-7 მუხლით გათვალისწინებულ შეთანხმებაში მონაწილეობის  თაობაზე და მის მიერ მიწოდებული ინფორმაცია არ იქნება კომისიისთვის ცნობილი.

3. მეორე კატეგორიის შეღავათის პირობითი სტატუსი ენიჭება პირს, რომელიც რიგით მეორე შეიტანს განაცხადს კანონის მე-7 მუხლით გათვალისწინებულ შეთანხმებაში მონაწილეობის თაობაზე. ამასთან, მის მიერ წარმოდგენილი ინფორმაცია იქნება  განაცხადის შემომტანი რიგით პირველი პირის მიერ მოწოდებული ინფორმაციის შემავსებელი და ამავდროულად, არ იქნება კომისიისთვის ცნობილი.

4. მესამე კატეგორიის შეღავათის პირობითი სტატუსი ენიჭება პირს, თუ ის არის რიგით მესამე და შემდეგი, რომელიც (რომლებიც) შეიტანს განაცხადს კანონის მე-7 მუხლით გათვალისწინებულ შეთანხმებაში მონაწილეობის თაობაზე. ამასთან, მის მიერ მოწოდებული ინფორმაცია იქნება უფრო ადრე გაცხადებული ინფორმაციის შემავსებელი და ამავდროულად, არ იქნება კომისიისთვის ცნობილი. იგივე წესი ვრცელდება ამ წესის 41-ე მუხლის მე-4 პუნქტით განსაზღვრულ შემთხვევაზე.

5. პირს თანამშრომლობის პროგრამაში მონაწილის პირობითი სტატუსი მოეხსნება იმ შემთხვევაში, თუ კომისიისთვის აშკარა გახდა, რომ პირის  მიერ წარმოდგენილი ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება.

6. პირს თანამშრომლობის პროგრამაში მონაწილის პირობითი სტატუსი ასევე მოეხსნება იმ შემთხვევაში, თუ კომისია დაადგენს, რომ იგი არ ასრულებს ამ წესის მე-40 მუხლის პირველი პუნქტის „ბ“–„ე“ ქვეპუნქტებით დადგენილ მოთხოვნებს.

7. იმ პირის კატეგორიის შეღავათის პირობითი სტატუსი, რომელსაც მოეხსნა სტატუსი ან რომელმაც უკან გაიხმო განაცხადი, მიენიჭება რიგში მის შემდგომ მყოფ პირს.

მუხლი 44. კონფიდენციალურობის დაცვა

1. თანამშრომლობის პროგრამის ფარგლებში მიღებული ინფორმაციის კონფიდენციალურობა დაცულია კანონის მე-20 მუხლის შესაბამისად.

2. თანამშრომლობის პროგრამაში მონაწილე პირის/პირების თაობაზე მონაცემები კონფიდენციალურია კომისიის მიერ საქმის მოკვლევის განხორციელების შედეგად  საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე.

 

თავი V

კონცენტრაციის თაობაზე შეტყობინების წარდგენისა და განხილვის წესი

მუხლი 45. კონცენტრაციის თაობაზე შეტყობინების წარდგენისა და განხილვის წესის მიზანი

1. ამ თავის  მიზანია:

ა) კომისიისთვის წინასწარ სავალდებულო წერილობით შეტყობინებას დაქვემდებარებული კონცენტრაციის ზღვრული ოდენობის, შეტყობინებისა და განხილვის პროცედურების განსაზღვრა;

ბ) შესაბამის საქონლის ან/და მომსახურების ბაზარზე კონცენტრაციის ცვლილების შეფასება, ეკონომიკურ აგენტთა ისეთი კონცენტრაციის დაუშვებლობა, რომელიც არსებითად ზღუდავს ეფექტიან კონკურენციას შესაბამის ბაზარზე;

გ) კონცენტრაციის თაობაზე შეტყობინების განხილვის პროცესის ობიექტურობისა და გამჭვირვალობის უზრუნველყოფა.

2. ამ თავით დგინდება:

ა) კომისიისთვის წინასწარ სავალდებულო წერილობით შეტყობინებას (შემდგომში „შეტყობინება“) დაქვემდებარებული კონცენტრაციის კრიტერიუმები;

ბ) შეტყობინების წარდგენის წესი და განხილვის პროცედურები.

3. კომისია „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ" საქართველოს კანონის 26-ე და 27-ე მუხლებით დადგენილი წესით, 2026 წლის 1 იანვრამდე შეისწავლის იმ ოპერაციას, რომლითაც ხდება ამ კანონით გათვალისწინებული ავტორიზებული პირის/ლიცენზიის მფლობელის წილის ან აქციების ან/და აქტივების პირდაპირი ან არაპირდაპირი შეძენა ან იმ პირთა შერწყმა, რომელთაგან ერთი მაინც არის ამ პუნქტით განსაზღვრული პირი, ხოლო მეორე არ არის ეკონომიკის რეგულირებადი სფეროს ეკონომიკური აგენტი, მიუხედავად იმისა, არის თუ არა აღნიშნული ოპერაცია კანონის მე-11 მუხლით გათვალისწინებული კონცენტრაცია ან/და აკმაყოფილებს თუ არა იგი ამ წესის 46-ე მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრულ პირობებს.

4. ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული ოპერაციის „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ" საქართველოს კანონით დადგენილი წესით შესწავლისას კომისია აგრეთვე შეაფასებს მაუწყებლობის სფეროში კონცენტრაციის შესაბამისობას კანონის მოთხოვნებთან, თუ ოპერაციის   მონაწილე სუბიექტი (ან სუბიექტები) საქმიანობას ახორციელებენ მაუწყებლობის სფეროში და კონცენტრაცია აკმაყოფილებს ამ წესის 46-ე მუხლით გათვალისწინებულ მოთხოვნებს.

მუხლი 46. შეტყობინების ვალდებულებას დაქვემდებარებული კონცენტრაციები და შეტყობინების შედეგები

1. კომისიისათვის შეტყობინებას ექვემდებარება კონცენტრაცია, თუ მისი მონაწილე პირების ჯამური ერთობლივი შემოსავალი, საქართველოს ტერიტორიაზე, შეტყობინების წარმოდგენის ვალდებულების წარმოშობის წინა ფინანსური წლის მდგომარეობით, აღემატება 20 მილიონ ლარს და ამასთან, კონცენტრაციის მონაწილე მინიმუმ ორი პირიდან თითოეულის  ერთობლივი შემოსავალი  აღემატება 5 მილიონ ლარს.

2. იმ პირის მონაწილეობით კონცენტრაციის განხორციელების შემთხვევაში, რომელიც რეგისტრირებულია კონცენტრაციის განხორციელების წელს, მხედველობაში მიიღება მიმდინარე კალენდარული წლის განმავლობაში კონცენტრაციის თაობაზე შეტყობინების წარდგენის მომენტისათვის არსებული ერთობლივი შემოსავალი.

3. შეტყობინებას დაქვემდებარებული კონცენტრაცია დასაშვებია მხოლოდ მისი კონკურენტულ გარემოსთან თავსებადობის შესახებ კომისიის გადაწყვეტილების საფუძველზე.

4. კომისიის უარყოფითი გადაწყვეტილება კონცენტრაციის რეგისტრაციაზე უარის თქმის საფუძველია.

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2025 წლის 20 მარტის დადგენილება №1 - ვებგვერდი, 21.03.2025წ.

მუხლი 47. ერთობლივი შემოსავლის გამოთვლა

1. ერთობლივი შემოსავალი გულისხმობს შეტყობინების წინა ფინანსური წლის განმავლობაში კონცენტრაციის მონაწილეთა ჯამურ ერთობლივ შემოსავალს.

2. თუ კონცენტრაცია ეხება ერთი ან რამდენიმე საწარმოს ნაწილის ან ნაწილების შეძენას, მიუხედავად იმისა, ისინი დამოუკიდებელი ერთეულები არიან თუ არა, კონცენტრაციის მონაწილეთა ჯამური ერთობლივი შემოსავლის გამოთვლისას გაითვალისწინება მხოლოდ ამ საწარმოთა კონცენტრაციას დაქვემდებარებული ნაწილის/ნაწილების შესაბამისი ბრუნვა, შესაბამისი ბაზრის ანალიზის მეთოდური მითითებების საფუძველზე.

3. კონცენტრაციის მონაწილეთა ერთობლივი შემოსავლის გამოთვლისას მხედველობაში მიიღება შემდეგი ერთეულების ერთობლივი შემოსავალი:

ა)  კონცენტრაციაში მონაწილე პირი;

ბ) კონცენტრაციაში მონაწილე პირთა მიერ პირდაპირ ან არაპირდაპირ კონტროლირებადი ან პირდაპირ ან არაპირდაპირ მაკონტროლებელი საწარმოები;

გ) საწარმოები, რომლებიც იმყოფებიან კონცენტრაციის მონაწილე პირთა ერთობლივი კონტროლის ქვეშ.

4. კონცენტრაციის მონაწილეთა ერთობლივი შემოსავლის გამოთვლისას გაითვალისწინება ამ პირთა მიერ მხოლოდ საქართველოს ტერიტორიაზე მიღებული შემოსავალი.

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2025 წლის 20 მარტის დადგენილება №1 - ვებგვერდი, 21.03.2025წ.

მუხლი 48. შეტყობინების წარმდგენი პირი

შეტყობინების წარდგენის ვალდებულება ეკისრება:

ა) შეძენის, ხელშეკრულებებით ან სხვა საშუალებებით კონტროლის მოპოვების შემთხვევაში  – შემძენ ან/და კონტროლის უფლების მომპოვებელ პირს;

ბ) შერწყმის/გაერთიანების შემთხვევაში  – ოპერაციის ყველა მონაწილეს, ერთობლივი შეტყობინების წარდგენის გზით;

გ) ერთობლივი საწარმოს შექმნის შემთხვევაში  – ოპერაციის ყველა მონაწილეს, ერთობლივი შეტყობინების წარდგენის გზით.

მუხლი 49. შეტყობინების ვადა

1. კონცენტრაციის მონაწილეებს შეტყობინების ვალდებულება წარმოეშობათ შესაბამისი შეთანხმების ძალაში შესვლამდე ან/და კონცენტრაციის ფაქტობრივ განხორციელებამდე (მათ შორის, მარეგისტრირებელ ორგანოში რეგისტრაციამდე).

2. თუ კანონის მე-11 მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული კონტროლის მოპოვება ხდება ერთზე მეტი ტრანზაქციის საშუალებით უწყვეტი სამი კალენდარული წლის განმავლობაში,  კონტროლის მომპოვებელ პირს შეტყობინების ვალდებულება წარმოეშობა იმ ტრანზაქციის უშუალო განხორციელებამდე, რომლითაც ხდება კონტროლის მოპოვება.

მუხლი 50. შეტყობინების წარდგენის წესი და დასაშვებობის პროცედურა

1. პირმა კომისიას უნდა წარუდგინოს წერილობითი ან ელექტრონული ფორმით სრულყოფილად შევსებული ამ წესის დანართი №2.3-ის შესაბამისი შეტყობინება, რომელიც უნდა შეიცავდეს ინფორმაციას კონცენტრაციაში მონაწილე მხარეების და მათი მახასიათებლების შესახებ, ასევე, ინფორმაციას დაგეგმილი კონცენტრაციის შესახებ, კონცენტრაციის დეტალურ აღწერას, დამატებით შენიშვნებს და ა.შ.

2. ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრულ შეტყობინებას თან უნდა ერთოდეს შემდეგი სახის ინფორმაცია:

ა) კონცენტრაციის მონაწილე ყველა მხარის და მათი მაკონტროლებელი პირ(ებ)ის მფლობელობაში არსებული საწარმოების შესახებ;

ბ) კონცენტრაციის მონაწილე თითოეული მხარის მიერ უკანასკნელი ფინანსური წლის განმავლობაში წარმოებული, შეძენილი და რეალიზებული ძირითადი საქონლის/მომსახურების მოცულობა ასორტიმენტის მიხედვით;

გ) უკანასკნელი ფინანსური წლის მონაცემები კონცენტრაციის მონაწილე თითოეული მხარის ძირითადი მომწოდებლებისა და  შემსყიდველების/მომხმარებლების შესახებ.

3. შეტყობინება კომისიაში წარდგენილად ითვლება მისი რეგისტრაციის მომენტიდან, ხოლო კანონმდებლობით განსაზღვრული შესაბამისი ვადის ათვლა იწყება რეგისტრაციის დღის მომდევნო სამუშაო დღიდან.

4. კომისია შეტყობინების მიღებიდან  3 სამუშაო დღის ვადაში ამოწმებს მის შესაბამისობას ამ მუხლის პირველი და მე-2 პუნქტებისა და ამ წესის დანართი №2.3-ით გათვალისწინებულ მოთხოვნებთან.

5. თუ წარდგენილი შეტყობინება არ აკმაყოფილებს შესაბამის მოთხოვნებს, კომისიის თავმჯდომარე შეტყობინების წარმდგენ პირს უდგენს ხარვეზს და განუსაზღვრავს ვადას ხარვეზის აღმოსაფხვრელად.

6. ხარვეზის წერილში აღინიშნება ის კონკრეტული საკითხები და გარემოებები, რომლის მითითებას ან/და დაზუსტებასაც ითხოვს კომისია.

7. თუ შეტყობინების წარმდგენი კომისიის თავმჯდომარის მიერ დადგენილ ვადაში არ შეავსებს ხარვეზს, კომისია უფლებამოსილია, მიიღოს გადაწყვეტილება შეტყობინების განუხილველად დატოვების შესახებ. შეტყობინების განუხილველად დატოვების შესახებ გადაწყვეტილება მიიღება კომისიის სხდომაზე.

8. შეტყობინების განხილვის ვადის ათვლა იწყება კომისიაში სრულყოფილი შეტყობინების წარმოდგენის მომენტიდან.

9. სრულყოფილი შეტყობინების შემოსვლიდან 10 სამუშაო დღის ვადაში კომისია ამოწმებს, ექცევა თუ არა დაგეგმილი კონცენტრაცია კანონის რეგულირების სფეროში და მისი კომპეტენციის ფარგლებში, რის თაობაზეც აცნობებს შეტყობინების წარმომდგენ პირ(ებ)ს.

10. თუ კომისიას წარედგინა შეტყობინება, რომლის განხილვაც განეკუთვნება  სააგენტოს ან/და ეკონომიკის სხვა რეგულირებადი სფეროს მარეგულირებელი ორგანოს უფლებამოსილებას, კომისიის თავმჯდომარე ამ შეტყობინებას 5 სამუშაო დღის ვადაში გადაუგზავნის სააგენტოს ან/და ეკონომიკის რეგულირებადი სფეროს შესაბამის მარეგულირებელ ორგანოს, როგორც უფლებამოსილ ორგანოს.

11. თუ ცალსახად არ დგინდება შეტყობინების განხილვაზე უფლებამოსილი ორგანო, ამ მუხლის მე-9 პუნქტით განსაზღვრული ვადა იზრდება 30 კალენდარულ დღემდე, რათა შესაბამისი უფლებამოსილი ორგანოს განსაზღვრის მიზნით კომისიას, სააგენტოს ან/და ეკონომიკის რეგულირებადი სფეროს მარეგულირებელ ორგანოს შორის კონსულტაციები გაიმართოს.

12. ამ მუხლის მე-11 პუნქტით განსაზღვრულ შემთხვევაში შეტყობინების განხილვის ვადის ათვლა იწყება შეტყობინების განხილვაზე უფლებამოსილ ორგანოდ კომისიის განსაზღვრის შემდგომ.

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2023 წლის 26 ოქტომბრის დადგენილება №6 - ვებგვერდი, 30.10.2023წ.

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2025 წლის 20 მარტის დადგენილება №1 - ვებგვერდი, 21.03.2025წ.

მუხლი 51. შეტყობინების განხილვის პროცედურა

1. თუ შეტყობინება შეესაბამება ამ წესის 50-ე მუხლის მოთხოვნებს, კომისია ვალდებულია, შეტყობინების წარმოდგენიდან არაუმეტეს 25 სამუშაო დღის ვადაში განიხილოს შეტყობინება და შეამოწმოს დაგეგმილი კონცენტრაციის შესაბამისობა კანონმდებლობის მოთხოვნებთან.

2. კომისია/კომისიის თავმჯდომარე უფლებამოსილია, საჭიროების შემთხვევაში, მოსთხოვოს დაგეგმილი კონცენტრაციის მხარეს დამატებითი ინფორმაციის ან/და მტკიცებულების წარმოდგენა ან ახსნა-განმარტებაზე გამოცხადება.

3. კონცენტრაციის მხარის მიერ დამატებითი ინფორმაციის ან/და მტკიცებულებების წარმოდგენამდე, ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ვადის დინება შეჩერებულად ითვლება, ხოლო ინფორმაციის ან/და მტკიცებულების წარმოდგენა  ვადის დინების განახლების საფუძველია.

4. კომისია ოფიციალურ ვებგვერდზე აქვეყნებს ინფორმაციას მიმდინარე ადმინისტრაციული წარმოების თაობაზე და დაინტერესებულ პირებს აძლევს შესაძლებლობას, დაგეგმილი კონცენტრაციის თაობაზე წარმოადგინონ მოსაზრებები კომისიის მიერ განსაზღვრულ ვადაში. გამოქვეყნებული ინფორმაცია, კონცენტრაციაში მონაწილე პირთა კონფიდენციალური მონაცემების დაცვით, უნდა შეიცავდეს მონაცემებს მხარეთა ვინაობის/დასახელების, კონცენტრაციის საგნის და იმ ეკონომიკური დარგების/ბაზრების თაობაზე, რასაც  ეხება დაგეგმილი კონცენტრაცია.

5. კომისია უფლებამოსილია შეტყობინების განხილვის პროცესში გაეცნოს დაინტერესებული პირების, კონცენტრაციის მხარეების კონკურენტი ეკონომიკური აგენტებისა და დარგის ექსპერტების პოზიციებს დაგეგმილ კონცენტრაციასთან დაკავშირებით.

6. მიღებული ინფორმაციის დამუშავებისა და ანალიზის შემდგომ, ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრულ ვადაში, კომისია დადგენილი წესით მართავს სხდომას და იღებს ერთ-ერთ შემდეგ გადაწყვეტილებას:

ა) დაგეგმილი კონცენტრაციის კონკურენტულ გარემოსთან თავსებადობის შესახებ;

ბ) შეტყობინების განხილვის ვადის გაგრძელების შესახებ, როდესაც არსებობს გონივრული ეჭვი, რომ დაგეგმილი კონცენტრაცია, შესაძლოა, არ იყოს თავსებადი კონკურენტულ გარემოსთან ან, საქმის სირთულიდან გამომდინარე, საჭიროა საკითხის დამატებითი შესწავლა.

7. ამ მუხლის მე-6 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ შემთხვევაში, კომისია ვალდებულია განიხილოს შეტყობინება ვადის გაგრძელების შესახებ გადაწყვეტილების მიღებიდან არაუმეტეს 90 კალენდარული დღის ვადაში.

8. ამ მუხლის პირველი ან/და მე-7 პუნქტით განსაზღვრულ ვადაში პასუხის გაუცემლობა დადებით პასუხად ჩაითვლება.

9. თუ კომისია მიიჩნევს, რომ დაგეგმილი კონცენტრაცია არსებითად არ ზღუდავს ეფექტიან კონკურენციას საქართველოს ან მისი ნაწილის საქონლის ან მომსახურების ბაზარზე, მიიღებს გადაწყვეტილებას დაგეგმილი კონცენტრაციის კონკურენტულ გარემოსთან თავსებადობის შესახებ.

10. თუ კომისია მიიჩნევს, რომ დაგეგმილი კონცენტრაცია არსებითად ზღუდავს ეფექტიან კონკურენციას საქართველოს ან მისი ნაწილის საქონლის ან/და მომსახურების ბაზარზე, მიიღებს გადაწყვეტილებას კონცენტრაციის დაუშვებლობის შესახებ.

11. თუ კონცენტრაცია იწვევს დომინანტური მდგომარეობის წარმოქმნას ან გაძლიერებას,  ივარაუდება, რომ ასეთი კონცენტრაცია არსებითად ზღუდავს ეფექტიან კონკურენციას საქართველოს ან მისი ნაწილის საქონლის ან მომსახურების ბაზარზე,  გარდა იმ შემთხვევისა, თუ კონცენტრაციის მხარე დაასაბუთებს საწინააღმდეგოს.

12. თუ ამ მუხლის მე-11 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში, კონცენტრაციის მხარე კომისიას დაუსაბუთებს, რომ დომინანტური მდგომარეობის წარმოქმნის ან გაძლიერების მიუხედავად, დაგეგმილი კონცენტრაცია არსებითად არ შეზღუდავს ეფექტიან კონკურენციას და მოჰყვება მნიშვნელოვანი დადებითი ეფექტები, კომისია უფლებამოსილია მიიღოს გადაწყვეტილება დაგეგმილი კონცენტრაციის  კონკურენტულ გარემოსთან თავსებადობის შესახებ.

მუხლი 52. თანამშრომლობის ფორმები

1. კომისია ვალდებულია მიმართოს სააგენტოს და საჭიროების შემთხვევაში, ასევე,  შესაბამის ეკონომიკის რეგულირებადი სფეროს მარეგულირებელ ორგანოს საკითხის განხილვაში მონაწილეობის მიღების ან/და საკუთარი პოზიციის წარმოდგენის მოთხოვნით.

2. სააგენტო/შესაბამისი ეკონომიკის რეგულირებადი სფეროს მარეგულირებელი ორგანო, საკითხის განხილვაში მონაწილეობის მიღების მიზნით, უფლებამოსილია:

ა) გამოითხოვოს და გაეცნოს საქმის მასალებს;

ბ) შესაბამისი პოზიცია დააფიქსიროს კომისიის მიერ მისაღებ გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით;

გ) გაეცნოს და შესაბამისი პოზიცია დააფიქსიროს კონცენტრაციის მხარეების მიერ განსახორციელებელი სტრუქტურული ან/და ქცევითი ხასიათის ღონისძიების თაობაზე.

3. კომისიის მიერ მისაღებ გადაწყვეტილებასთან ან კონცენტრაციის მხარეების მიერ განსახორციელებელ სტრუქტურულ ან/და ქცევითი ხასიათის ღონისძიებებთან დაკავშირებით შესაბამისი პოზიციის დაფიქსირებამდე, სააგენტოს/ეკონომიკის რეგულირებადი სფეროს მარეგულირებელ ორგანოს გონივრული ვადის გათვალისწინებით უნდა მიეწოდოს შესაბამისი დოკუმენტაცია.

4. გადაწყვეტილების მიღებისას კომისია შებოჭილი არ არის  სააგენტოს და შესაბამისი ეკონომიკის რეგულირებადი სფეროს მარეგულირებელი ორგანოს პოზიციით, თუმცა გადაწყვეტილებაში უნდა მიეთითოს შესაბამისი დასაბუთება.

მუხლი 53. სტრუქტურული და ქცევითი ხასიათის ღონისძიებები

1. თუ კანონის 111 მუხლის მე-6 და მე-9 პუნქტებით განსაზღვრულ რომელიმე ეტაპზე,  კომისიას გაუჩნდა გონივრული ეჭვი, რომ დაგეგმილი კონცენტრაცია, შესაძლოა, არ იყოს თავსებადი კონკურენტულ გარემოსთან და, შედეგად, მოსალოდნელია ეფექტიანი კონკურენციის არსებითი შეზღუდვა, ამის შესახებ  წერილობით აცნობებს კონცენტრაციის მხარეებს.

2. ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრულ შემთხვევაში კონცენტრაციის მხარეებს ეცნობებათ ყველა ის გარემოება, რაც აჩენს ეფექტიანი კონკურენციის არსებითი შეზღუდვის გონივრულ ეჭვს. მხარეს ასევე განემარტება მისი უფლება-მოვალეობების შესახებ, მათ შორის კანონის მე-11 მუხლის მე-7 პუნქტით განსაზღვრული სტრუქტურული ან/და ქცევით ხასიათის ღონისძიების სახით ოპერაციის ცვლილების შეთავაზების უფლების შესახებ. ამასთან, მხარეს განესაზღვრება ვადა მოსაზრების და დამატებითი ინფორმაციის წარსადგენად.

3. ამ მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრული ვადა არ შეიძლება იყოს 5 სამუშაო დღეზე ნაკლები. კომისია/კომისიის თავმჯდომარე უფლებამოსილია, მხარეს დასაბუთებული მოთხოვნის საფუძველზე, არაუმეტეს 15 სამუშაო დღით გააგრძელოს დოკუმენტის ან სხვა ინფორმაციის წარდგენის ვადა, რაც კანონის 111 მუხლის მე-6 და მე-9  პუნქტებით გათვალისწინებული ვადის შეჩერების საფუძველია.

4. კანონის მე-11 მუხლის მე-7 პუნქტის შესაბამისად, მხარის/მხარეების მიერ კომისიისათვის შესაძლოა შეთავაზებულ იქნეს ოპერაციის ცვლილება სტრუქტურული ან/და ქცევითი ხასიათის ღონისძიების სახით:

ა) სტრუქტურული ხასიათის ღონისძიება წარმოადგენს მხარის/მხარეების მიერ ნაკისრ ვალდებულებას, რომლის განხორციელების შედეგად იცვლება ბაზრის სტრუქტურა და ამ ბაზარზე შესაბამისი ეკონომიკური აგენტის მდგომარეობა. სტრუქტურული ხასიათის ცვლილება შესაძლებელია განხორციელდეს საქმიანობის/ბიზნესის ან აქტივების/წილის გაყიდვის გზით, ასევე, სხვა იმგვარი საშუალებით, რომელიც გავლენას ახდენს ბაზრის სტრუქტურაზე;

ბ) ქცევითი ხასიათის ღონისძიება წარმოადგენს მხარის/მხარეების მიერ ნაკისრ ვალდებულებას, რომელიც გულისხმობს მის/მათ მიერ კონკრეტული ქმედების განხორციელებას ან კონკრეტული ქმედების განხორციელებისგან თავის შეკავებას, ბაზარზე ეფექტიანი კონკურენციის შენარჩუნების მიზნით.

5. კომისია მხარის/მხარეების მიერ წარმოდგენილი სტრუქტურული და ქცევითი ხასიათის ღონისძიებების განხილვისას სხვა საკითხებთან ერთად აანალიზებს, თუ რამდენად არის შეთავაზებული ღონისძიებები პროპორციული და საკმარისი იმისათვის, რომ თავიდან იქნეს აცილებული კონცენტრაციის განხორციელების შედეგად საქართველოს ან მისი ნაწილის საქონლის ან მომსახურების ბაზარზე  ეფექტიანი კონკურენციის შეზღუდვა. გარდა ამისა, კომისია აანალიზებს, თუ რამდენად განხორციელებადია შემოთავაზებული ღონისძიებები.

6. სტრუქტურული ან/და ქცევითი ხასიათის ღონისძიებებთან დაკავშირებით ახსნა-განმარტების მისაღებად მოიწვევიან კონცენტრაციის მხარეები.  

7. კომისია/კომისიის თავმჯდომარე უფლებამოსილია, საჭიროების შემთხვევაში, კონცენტრაციის მხარეებს მისცეს დამატებითი ვადა შემოთავაზებული სტრუქტურული ან/და ქცევითი ხასიათის ღონისძიების დასაკორექტირებლად.

8. თუ კომისია მიიჩნევს, რომ  მოდიფიკაციის შედეგად, კონცენტრაცია არსებითად არ შეზღუდავს ეფექტიან კონკურენციას საქართველოს ან მისი ნაწილის საქონლის ან მომსახურების ბაზარზე, იღებს გადაწყვეტილებას კონცენტრაციის კონკურენტულ გარემოსთან თავსებადობის შესახებ.

9. თუ კომისია მიიჩნევს, რომ  მხარის/მხარეების მიერ შემოთავაზებული სტრუქტურული ან/და ქცევითი ხასიათის ღონისძიებების მიუხედავად, დაგეგმილი კონცენტრაცია არსებითად შეზღუდავს ეფექტიან კონკურენციას საქართველოს ან მისი ნაწილის საქონლის ან მომსახურების ბაზარზე, იღებს გადაწყვეტილებას დაგეგმილი კონცენტრაციის დაუშვებლობის შესახებ. კომისიის გადაწყვეტილებაში, სხვა გარემოებებთან ერთად, ასევე მიეთითება მიზეზები, თუ რატომ მიიჩნია კომისიამ შემოთავაზებული სტრუქტურული ან/და ქცევითი ხასიათის ღონისძიებები მიუღებლად.

10. ამ მუხლის მე-8 პუნქტის შესაბამისად მიღებული გადაწყვეტილება უნდა შეიცავდეს ინფორმაციას მხარის/მხარეების მიერ განსახორციელებელი კონკრეტული ღონისძიების თაობაზე, შესაბამისი ვადის მითითებით.

11. კომისია უფლებამოსილია, კონცენტრაციის მხარის/მხარეების დასაბუთებული მოთხოვნის საფუძველზე, მხოლოდ ერთხელ, გონივრული ვადით, გააგრძელოს შესაბამისი ღონისძიების განსახორციელებლად დაწესებული ვადა.

12. თუ კონცენტრაცია უკვე განხორციელდა და კონცენტრაციის მხარის/მხარეების მიერ განსაზღვრულ ვადაში არ არის შესრულებული კომისიის გადაწყვეტილებით განსაზღვრული ღონისძიებები, კომისია კონცენტრაციის მხარეს/მხარეებს აკისრებს/აკისრებთ ჯარიმას კანონის 33-ე მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად. ამ შემთხვევას უთანაბრდება სიტუაცია, როდესაც მხარის/მხარეების მიერ განხორციელებული ღონისძიებები არ არის სრულ თანხვედრაში კომისიის გადაწყვეტილებასთან.

13. ჯარიმის ოდენობა თითოეულ ვადაგადაცილებულ დღეზე არ უნდა აღემატებოდეს კომისიის მიერ შესაბამისი გადაწყვეტილების მიღების წინა ფინანსური წლის განმავლობაში ეკონომიკური აგენტის საშუალო დღიური ბრუნვის 5%-ს.

14. ამ მუხლის მე-12 პუნქტით განსაზღვრულ შემთხვევაში კომისია უფლებამოსილია ჯარიმის დაკისრების პარალელურად, მიმართოს სასამართლოს შუამდგომლობით და მოითხოვოს კონცენტრაციის გაუქმება, თავდაპირველი მდგომარეობის აღდგენის მიზნით. აღნიშნულის მისაღწევად, პირს შეიძლება დაეკისროს სხვადასხვა სახის ვალდებულება, მათ შორის, საწარმოს, წილის, აქტივების, ფასიანი ქაღალდების ან მათი ნაწილის გასხვისების, რეორგანიზაციის, კონკრეტული ხელშეკრულებების შეწყვეტის შესახებ. ასევე, პირს განესაზღვრება ვადა დაკისრებული ვალდებულებების შესრულებისათვის.

15. კომისია უფლებამოსილია კონცენტრაციის მხარეებს მოსთხოვოს ინფორმაციის მიწოდება განხორციელებული სტრუქტურული ან/და ქცევითი ხასიათის ღონისძიებების თაობაზე, გარკვეული პერიოდულობით.

16. ამ მუხლის მე-15 პუნქტით გათვალისწინებული ინფორმაციის კომისიის მიერ განსაზღვრულ ვადაში მიუწოდებლობა, არასრული ან არასწორი სახით მიწოდება გამოიწვევს შესაბამისი პირის  პასუხისმგებლობას.

მუხლი 54. კანონის მოთხოვნათა გვერდის ავლით კონცენტრაციის განხორციელების დაუშვებლობა და მისი შედეგები

1. თუ კონცენტრაცია ექცევა კანონის რეგულირების ქვეშ, კონცენტრაციის მხარეებს ეკრძალებათ მისი განხორციელება კომისიისათვის შეტყობინების გარეშე, კომისიის მიერ დასკვნის გაცემამდე ან/და კომისიის მიერ უარყოფითი დასკვნის გაცემის შემთხვევაში.

2. იმ პირების კონცენტრაციის რეგისტრაციისათვის, რომელთაც ეკისრებათ კომისიისათვის შეტყობინების ვალდებულება, აუცილებელია კომისიის დასკვნა მოსალოდნელი კონცენტრაციის კონკურენტული ეფექტის თაობაზე. კომისიის მიერ უარყოფითი დასკვნის გაცემა საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ ეკონომიკურ აგენტთა კონცენტრაციის რეგისტრაციაზე უარის თქმის საფუძველია.

3. კომისია უფლებამოსილია მასობრივი ინფორმაციის საშუალებებით გავრცელებული ან/და ნებისმიერი წყაროდან მიღებული ინფორმაციის საფუძველზე, კანონმდებლობის შესაბამისად, განიხილოს განხორციელებული კონცენტრაციის საკითხი, განსაზღვროს, ექვემდებარებოდა თუ არა კონცენტრაცია კომისიისათვის შეტყობინებას და გაატაროს კანონმდებლობით გათვალისწინებული შესაბამისი ღონისძიებები.

4. კომისიისათვის კონცენტრაციის შეტყობინების წარუდგენლობის, კომისიის უარყოფითი დასკვნის მიუხედავად კონცენტრაციის განხორციელების ან/და შეტყობინების განხილვის ვადის ამოწურვამდე ან კომისიის მიერ დასკვნის გაცემამდე კონცენტრაციის განხორციელების შემთხვევაში, შეტყობინების წარმოდგენის ვალდებულების მქონე პირს დაეკისრება ჯარიმა, რომლის ოდენობა არ უნდა აღემატებოდეს კომისიის მიერ გადაწყვეტილების მიღების წინა ფინანსური წლის განმავლობაში მისი ერთობლივი შემოსავლის  5 პროცენტს.

5. ამ მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში, ჯარიმის ოდენობის განსაზღვრის მიზნებისათვის, წინა ფინანსურ წლად ითვლება კომისიის მიერ შესაბამისი გადაწყვეტილების მიღების წინა ფინანსური წელი, ხოლო, თუ ეკონომიკური აგენტი, კანონმდებლობით დადგენილი წესით, რეგისტრირებულია კომისიის მიერ გადაწყვეტილების მიღების წელს, შესაბამის ფინანსურ წლად ითვლება გადაწყვეტილების მიღების წელი.  

6. შეტყობინებას დაქვემდებარებული კონცენტრაციის შეუტყობინებლობისთვის ჯარიმის დაკისრება პირს არ ათავისუფლებს კომისიისათვის კონცენტრაციის შესახებ შეტყობინების წარდგენის ვალდებულებისგან. ჯარიმის დაკისრების პარალელურად, შეტყობინების წარმოდგენის ვადას, ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში, განსაზღვრავს კომისია და იგი არ შეიძლება იყოს 14 კალენდარულ დღეზე ნაკლები.

7. ამ მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული ჯარიმის დაკისრების პარალელურად, კომისია შუამდგომლობით მიმართავს სასამართლოს და ითხოვოს კონცენტრაციის გაუქმებას თავდაპირველი მდგომარეობის აღდგენის მიზნით, თუ:

ა) არსებობს კომისიის გადაწყვეტილება დაგეგმილი კონცენტრაციის დაუშვებლობის თაობაზე;

ბ) კომისიამ განიხილა კანონმდებლობის გვერდის ავლით განხორციელებული კონცენტრაცია და იგი დაუშვებლად მიიჩნია.

8. ამ მუხლის მე-7 პუნქტით გათვალისწინებულ შუამდგომლობას სასამართლო განიხილავს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსით დადგენილი წესის შესაბამისად.

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2025 წლის 20 მარტის დადგენილება №1 - ვებგვერდი, 21.03.2025წ.

 

თავი VI

ბაზრის ანალიზის მეთოდური მითითებები

მუხლი 55. ბაზრის ანალიზის მეთოდური მითითებების მიზანი და გამოყენების სფერო

1. ბაზრის ანალიზის მეთოდური მითითებებით (შემდგომში „მითითებები“) განსაზღვრული ბაზრის ანალიზის მეთოდები შესაძლოა გამოყენებულ იქნეს კანონით გათვალისწინებული კონცენტრაციის თაობაზე შეტყობინების განხილვის, საქმის მოკვლევის და სხვა სახის წარმოების პროცესში.

2. კონცენტრაციის თაობაზე შეტყობინების განხილვის, საქმის მოკვლევის და კანონის საფუძველზე მიმდინარე სხვა სახის წარმოების პროცესში კომისია, შესაძლებელია, ასევე წარმოების თავისებურებების, მათ შორის, ამ წესის 59-ე მუხლით განსაზღვრული ბაზრის ანალიზის პარამეტრების  გათვალისწინებით დაეყრდნოს „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ" საქართველოს კანონის საფუძველზე ჩატარებული მომსახურების ბაზრის კვლევისა და ანალიზის შედეგებს.

3. კონცენტრაციის თაობაზე შეტყობინების განხილვის, საქმის მოკვლევის და კანონის საფუძველზე მიმდინარე სხვა სახის წარმოების პროცესში კომისია უფლებამოსილია, წარმოების თავისებურებების გათვალისწინებით გამოიყენოს საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2007 წლის 31 აგვისტოს №5 დადგენილებით დამტკიცებული „მომსახურების ბაზრის შესაბამისი სეგმენტების განსაზღვრისა და კონკურენტუნარიანობის ანალიზის მეთოდოლოგიური წესები“ ისეთ შემთხვევაში, როდესაც საკითხი არ წესრიგდება ამ თავით დადგენილი მითითებებით

მუხლი 56. ტერმინთა განმარტება

ამ თავის მიზნებისათვის აქ გამოყენებულ  ტერმინებს აქვს შემდეგი მნიშვნელობა:

ა) ეფექტიანი კონკურენცია – საბაზრო სტრუქტურისა და ეკონომიკურ აგენტთა საბაზრო ქცევის ისეთი ოპტიმალური კომბინაცია, როდესაც ბაზრის შედეგიანობა შესაძლებლად მაღალ მაჩვენებელს უტოლდება;

ბ) ჰორიზონტალური კონცენტრაცია – ერთსა და იმავე შესაბამის ბაზარზე მოქმედ ეკონომიკურ აგენტთა (კონკურენტ ეკონომიკურ აგენტთა) კონცენტრაცია;

გ) არაჰორიზონტალური კონცენტრაცია – სხვადასხვა შესაბამის ბაზარზე მოქმედ ეკონომიკურ აგენტთა კონცენტრაცია, რომელიც შეიძლება იყოს ვერტიკალური ან კონგლომერატული;

დ) კონგლომერატული კონცენტრაცია – ისეთი ეკონომიკური აგენტების კონცენტრაცია, რომლებიც არც ვერტიკალურ და არც ჰორიზონტალურ  დამოკიდებულებაში არ არიან ერთმანეთთან;

ე) ვერტიკალური კონცენტრაცია – ისეთი ეკონომიკური აგენტების კონცენტრაცია, რომლებიც მოქმედებენ მიწოდების ჯაჭვის სხვადასხვა დონეზე;

ვ) მომხმარებელი – პირი, რომელიც პირადი მოხმარების ან სამეწარმეო მიზნებისათვის იძენს საქონელს/მომსახურებას;

ზ) ჰერფინდალ ჰირშმანის (HHI) ინდექსი – ბაზრის კონცენტრაციის ინდექსი, რომელიც შეადგენს შესაბამის ბაზარზე მოქმედი ყველა ეკონომიკური აგენტის საბაზრო წილთა კვადრატების ჯამს.

მუხლი 57. ბაზრის ანალიზის პრინციპები

კომისია ბაზრის ანალიზს ახორციელებს ობიექტურობის პრინციპის დაცვით და კვლევისას ეყრდნობა:

ა) ინკვიზიციურობის პრინციპს და, საქმის გარემოებებიდან გამომდინარე, ასევე, შესაძლოა გამოიკვლიოს ბაზრის იმ სეგმენტი, რომელიც არ არის მითითებული დაინტერესებული მხარის შესაბამის მომართვაში;

ბ) ფუნქციონალური ანალოგიის პრინციპს, რაც გულისხმობს კომისიის მიერ სხვადასხვა ბაზრის შესაბამის სეგმენტებზე კონკურენტული გარემოს შეფასებისა და ანალიზის ჩატარებისას, ბაზრის/ბაზრების სპეციფიკის გათვალისწინებით, ერთგვაროვან შემთხვევებზე ფუნქციურად ანალოგიური კრიტერიუმების და ანალიზური ფაქტორების გამოყენებას;

გ) თანაზომიერების პრინციპს და ბაზრის ანალიზს ახორციელებს მიზნის მისაღწევად გამოსადეგი, აუცილებელი და პროპორციული კვლევის ჩატარების გზით.

მუხლი 58. ბაზრის ანალიზის ეტაპები

1. კომისიის მიერ განხორციელებული ბაზრის ანალიზი მოიცავს შესაბამისი ბაზრის იდენტიფიცირებისა და ბაზარზე კონკურენტული გარემოს შეფასების ეტაპებს.

2. კომისია შესაბამისი ბაზრის ანალიზის ორივე ეტაპზე იყენებს ამ მითითებების შესაბამისად დადგენილ პარამეტრებს.

მუხლი 59. ბაზრის ანალიზის პარამეტრები

1. შესაბამისი ბაზრის იდენტიფიცირება უნდა მოხდეს შემდეგი პარამეტრების გამოყენებით:

ა) საქონლის ან/და მომსახურების ბაზრის პროდუქციული საზღვრები;

ბ) საქონლის ან/და მომსახურების ბაზრის გეოგრაფიული საზღვრები;

გ) საქონლის ან/და მომსახურების ბაზრის დროითი ჩარჩოები.

2. ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული პარამეტრების საფუძველზე განსაზღვრულ შესაბამის ბაზარზე კონკურენტული გარემოს შეფასებისას კომისია ითვალისწინებს შემდეგ პარამეტრებს:

ა) შესაბამის ბაზარზე მოქმედი სუბიექტები;

ბ) შესაბამისი ბაზრის მოცულობა და ეკონომიკურ აგენტებზე წილობრივი გადანაწილება;

გ) შესაბამისი ბაზრის კონცენტრაციის დონე;

დ) შესაბამის ბაზარზე შესვლის ბარიერები;

ე) ეკონომიკურ აგენტთა საბაზრო ძალა;

ვ) დამატებითი პარამეტრები, რომლებიც აუცილებელია კონკრეტული ბაზრის სპეციფიკიდან გამომდინარე.

მუხლი 60. შესაბამისი ბაზრის პროდუქციული საზღვრები

1. შესაბამისი ბაზრის პროდუქციულ საზღვრებში ექცევა ყველა საქონელი ან/და მომსახურება, რომელიც შეიძლება ჩაითვალოს ურთიერთჩანაცვლებადად ამ საქონლის/მომსახურების მახასიათებლებიდან, ფასებიდან და მათი გამოყენების მიზნებიდან გამომდინარე.

2. შესაბამისი ბაზრის პროდუქციული საზღვრების დადგენისას ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული ურთიერთჩანაცვლებადობის კრიტერიუმები შესაძლოა, განხილულ იქნეს როგორც მომხმარებლის, ასევე მიმწოდებლის/მწარმოებლის თვალსაზრისით.

3. ბაზრის პროდუქციული საზღვრების დადგენის პროცესში პოტენციურად ურთიერთჩამანაცვლებელი პროდუქტების ჩანაცვლებადობის ხარისხი ფასდება თვისებრივი და რაოდენობრივი ანალიზის მეშვეობით. რაოდენობრივი ანალიზის მეთოდი შესაძლებელია გამოყენებულ იქნეს ბაზრის გეოგრაფიული საზღვრების დადგენის პროცესშიც.

მუხლი 61. პროდუქციული საზღვრების დადგენა მომხმარებლის თვალსაზრისით

1. მომხმარებლის თვალსაზრისით, პროდუქციული საზღვრების დადგენისას ურთიერთჩანაცვლების კრიტერიუმს წარმოადგენს მომხმარებლის არჩევანის განმსაზღვრელი პროდუქციული მახასიათებლები.

2. მომხმარებლის არჩევანის განმსაზღვრელ პროდუქციულ მახასიათებლებს  წარმოადგენს: სამომხმარებლო თვისებები, სიახლის დონე, მომხმარებლის მიერ პროდუქტის მოხმარების (ექსპლუატაციის) პირობები, მოხმარების მიზნობრიობა, რეალიზაციის პირობები, შედარებითი ფასების დონე და სხვა ნებისმიერი ისეთი მახასიათებელი, რომელიც შესაძლოა მნიშვნელოვანი და არსებითი იყოს მომხმარებლის არჩევანის განსაზღვრის პროცესში.

3. მომხმარებლის არჩევანის განმსაზღვრელი პროდუქციული მახასიათებლები შესაძლოა დადგინდეს სოციოლოგიური გამოკითხვების, ექსპერტის დასკვნის, მომხმარებელთა ქცევაზე სოციოლოგიური დაკვირვების, ცდების ან სხვა ისეთი მეთოდების გამოყენებით, რომლებიც იძლევა ამ მახასიათებლების განსაზღვრის საშუალებას და ამავდროულად არ ეწინააღმდეგება კანონმდებლობასა და ამ მითითებებით განსაზღვრულ ბაზრის ანალიზის პრინციპებს.

მუხლი 62. პროდუქციული საზღვრების დადგენა მწარმოებლის/მიმწოდებლის თვალსაზრისით

1. მწარმოებლის/მიმწოდებლის თვალსაზრისით, პროდუქციული საზღვრების დადგენისას ურთიერთჩანაცვლების კრიტერიუმს წარმოადგენს ერთი განსახილველი პროდუქტის წარმოებიდან მეორის წარმოებაზე გადასვლის სიმარტივის ხარისხი, რომლის შემოწმების დროსაც გათვალისწინებული უნდა იყოს როგორც მოქმედი, ასევე თავისუფალი საწარმოო სიმძლავრეები.

2. მწარმოებლის/მიმწოდებლის თვალსაზრისით, პროდუქტთა ურთიერთჩანაცვლებადობის კრიტერიუმები შესაძლებელია დადგინდეს დაკვირვებით, ექსპერიმენტით, დათვალიერებით, ექსპერტის დასკვნის საფუძველზე ან სხვა ისეთი წყაროების გამოყენებით, რომლებიც არ ეწინააღმდეგება საქართველოს კანონმდებლობასა და ამ მითითებებით განსაზღვრულ ბაზრის ანალიზის პრინციპებს.

მუხლი 63. შესაბამისი ბაზრის გეოგრაფიული საზღვრები

საქონლის ან/და მომსახურების ბაზრის გეოგრაფიული საზღვრები წარმოადგენს ტერიტორიას, რომელზეც შერჩეული ჯგუფის მყიდველები იძენენ ან აქვთ ეკონომიკური, ტექნიკური და სხვა სახის შესაძლებლობები, შეიძინონ განსახილველი საქონელი/მომსახურება.

მუხლი 64. შესაბამისი ბაზრის გეოგრაფიული საზღვრების დადგენა

1. შესაბამისი ბაზრის გეოგრაფიული საზღვრების დადგენისას კომისია ითვალისწინებს:

ა) საქონლის ან/და მომსახურების მიწოდებისა და მოთხოვნის თავისუფალი გადაადგილების/გადატანის  შესაძლებლობას;

ბ) ტერიტორიის განსაკუთრებულობასა და თავისებურებებს (მათ შორის, ბუნებრივ-კლიმატური, სოციალურ-ეკონომიკური და პოლიტიკური პირობების სპეციფიკურობა, მოთხოვნისა და მომხმარებელთა ქცევის თავისებურებები, საქმიანი ურთიერთობების წესებისა და ჩვევების განსაკუთრებულობა);

გ) შესაბამის გეოგრაფიულ ბაზარში შემავალ ტერიტორიებზე პროდუქტის ფასების ერთგვაროვნებას.

2. თუ ფასების ერთგვაროვნების დადგენისას გამოვლინდა, რომ გეოგრაფიულ სივრცეში საქონლის/მომსახურების ფასი 10%-ზე მეტად აღემატება კვლევის მიზნის ფარგლებში განსაზღვრული საქონლის/მომსახურების ბაზრის საშუალო შეწონილ ფასს, მაშინ ასეთი გეოგრაფიული სივრცის ბაზრები არ შეიძლება ჩაითვალოს ერთგვაროვნად.

3. ამ მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრულ გარემოებათა მიუხედავად, თუ კვლევებით დადგინდა, რომ მომხმარებლები ერთ რეგიონში რეალიზებად პროდუქტს თვლიან იმ საქონლის/მომსახურების ჩანაცვლებად, რომელიც იყიდება მეორე რეგიონში, მაშინ ეს რეგიონები განხილული უნდა იქნეს, როგორც მოცემული პროდუქტის ერთიანი გეოგრაფიული ბაზარი.

მუხლი 65. შესაბამისი ბაზრის დროითი ჩარჩო

1. შესადარებელი საქონლის/მომსახურების პროდუქციული და გეოგრაფიული საზღვრების თანხვედრის შემთხვევაში დიფერენცირების კრიტერიუმს წარმოადგენს დროითი ჩარჩო.

2. შესაბამისი ბაზრის დროითი ჩარჩო წარმოადგენს დროის იმ პერიოდს, რომლის განმავლობაშიც  ფუნქციონირებს ბაზარი კონკრეტული პროდუქციული და გეოგრაფიული საზღვრების პირობებში.

3. შესაბამისი ბაზარი იდენტიფიცირებულად ითვლება იმ შემთხვევაში, თუ პროდუქციულ საზღვრებთან ერთად განსაზღვრულია მისი გეოგრაფიული გავრცელების არეალი და დრო, რომლის განმავლობაშიც ბაზარი ფუნქციონირებს და დაკვირვების ობიექტს წარმოადგენს.

4. სხვადასხვა სეზონზე მოქმედი ერთნაირი პროდუქციული და გეოგრაფიული საზღვრების მქონე ბაზრები წარმოადგენენ სხვადასხვა ბაზრებს.

5. სეზონს წარმოადგენს დროის ნებისმიერი ურთიერთმონაცვლე პერიოდი, რომელთა მონაცვლეობის სრული ციკლი არ აღემატება ორ წელიწადს და მეორდება მინიმუმ ორჯერ.

მუხლი 66. შესაბამისი ბაზრის დროითი ჩარჩოების დადგენა

1. შესაბამისი ბაზრის დროითი ჩარჩოების დადგენა ხდება ბაზრის დაკვირვების, სხვადასხვა წყაროდან მოძიებული, ოფიციალურად მიღებული ან სხვა წარმოების/ბაზრის ანალიზის დროს მოპოვებული მასალების საფუძველზე,  მონიტორინგის, მოკვლევის ან სხვა წარმოების მიზანშეწონილობიდან გამომდინარე.

2. დროითი ჩარჩოების დადგენა ასევე შესაძლებელია განხორციელდეს ექსპერტთა დასკვნის, ბაზრის სუბიექტთა გამოკითხვის ან სხვა შესაბამისი მეთოდის გამოყენებით.

მუხლი 67. შესაბამის ბაზარზე მოქმედი სუბიექტები და მათი გამოვლენა

1. შესაბამის ბაზარზე მოქმედ სუბიექტს წარმოადგენს მიმწოდებელი და მომხმარებელი.

2. შესაბამის ბაზარზე მოქმედ სუბიექტთა გამოვლენა გულისხმობს მათი ჯგუფის იდენტიფიკაციას.

3. მომხმარებელთა ჯგუფის იდენტიფიკაცია გულისხმობს შესაბამის ბაზარზე მოქმედი ყველა ისეთი მომხმარებლის იდენტიფიკაციას, რომელთაგან თითოეულს შეუძლია მიიღოს საკვლევი საქონელი ან მომსახურება ნებისმიერი მიმწოდებლისგან, რომელიც მოქმედებს შესაბამის ბაზარზე.

4. მიმწოდებელთა ჯგუფის იდენტიფიკაცია გულისხმობს ყველა ისეთი მიმწოდებლის გამოვლენას, რომელიც მოქმედებს შესაბამის ბაზარზე და შეუძლია მომხმარებელს მიაწოდოს საქონელი  ურთიერთჩანაცვლებადობის საფუძველზე.

5. შესაბამის ბაზარზე მოქმედ სუბიექტთა გამოვლენა ხდება სტატისტიკურ ან საგადასახადო მონაცემებზე დაყრდნობით, გამოკითხვებით ან სხვა საშუალებებით.

მუხლი 68. შესაბამისი ბაზრის მოცულობის განსაზღვრა

1. ბაზრის მოცულობა წარმოადგენს დროის განსაზღვრულ პერიოდში ბაზარზე მიწოდებული საქონლის/მომსახურების რეალიზაციის მოცულობას.

2. შესაბამისი ბაზრის მოცულობა იანგარიშება ამ ბაზარზე მოქმედი ეკონომიკური აგენტების მიერ რეალიზებული საქონლის/მომსახურების მოცულობათა  ჯამით. დაუშვებელია ერთი და იმავე საქონლის/მომსახურების განმეორებითი აღრიცხვა.

3. ქვეყნის შესაბამისი საქონლის/მომსახურებია ბაზრის მოცულობა შესაძლებელია განისაზღვროს ქვეყანაში წარმოებული, ქვეყნიდან ექსპორტირებული და იმპორტირებული საქონლის/მომსახურების მოცულობების გათვალისწინებით, შემდეგი მეთოდით:

Vm  = Vp+Vim–Vex , სადაც

Vm  – ბაზრის მოცულობაა;

Vp – შესაბამისი ბაზრის გეოგრაფიულ საზღვრებში წარმოებული  საქონლის/მომსახურების მოცულობაა,  რომელიც არ მოიცავს ეკონომიკური აგენტის მარაგებს და მის მიერ წარმოებული საქონლის/მომსახურების მოცულობას, რომელიც გამოყენებულია საკუთარი წარმოებისათვის;

Vim – საქონლის/მომსახურების იმპორტის/შეტანის მოცულობა შესაბამისი ბაზრის გეოგრაფიულ საზღვრებში;

Vex – საქონლის/მომსახურების ექსპორტის/გატანის მოცულობა შესაბამისი საქონლის/მომსახურების ბაზრიდან.

მუხლი 69. შესაბამის ბაზარზე მოქმედი ეკონომიკური აგენტის წილის განსაზღვრა

1. ეკონომიკური აგენტის (მიმწოდებლის) წილი გაიანგარიშება  პროცენტებში, შესაბამისი ბაზრის მოცულობასთან შეფარდებით.

2. შესაბამისი ბაზარზე კონკურენტული გარემოს შეფასებისას შესაძლოა, გათვალისწინებულ იქნენ პოტენციური მიმწოდებლები, რომლებსაც უმნიშვნელო ტექნიკური გადაიარაღების ან ფიზიკური კაპიტალის დამატებით შეუძლიათ საქონლის ან/და მომსახურების მიწოდება.

3. თუ ბაზრის ანალიზი ტარდება კონკურენციის კანონმდებლობის დარღვევის სავარაუდო ფაქტის გამო, მაშინ წილი გამოითვლება ბაზრის ფაქტობრივად ჩამოყალიბებული სტრუქტურის მიხედვით (პოტენციური მიმწოდებლის გაუთვალისწინებლად).

მუხლი 70. შესაბამისი ბაზრის კონცენტრაციის დონე

1. შესაბამისი ბაზრის კონცენტრაციის დონე წარმოადგენს ბაზრის ხარისხობრივ მახასიათებელს და აფასებს ეკონომიკური აგენტების წილების ურთიერთთანაფარდობასა და მათი განაწილების სიმჭიდროვეს ბაზარზე.

2. შესაბამისი ბაზრის კონცენტრაციის დონის გამოსათვლელად გამოიყენება ჰერფინდალ-ჰირშმანის ინდექსი (დანართი №2.4).

3. ჰერფინდალ-ჰირშმანის ინდექსის საფუძველზე გამოთვლილი კონცენტრაციის დონის მიხედვით, შესაბამისი ბაზარი შეიძლება იყოს – დაბალკონცენტრირებული, ზომიერად კონცენტრირებული ან მაღალკონცენტრირებული:

ა) დაბალკონცენტრირებული – HHI<1250;

ბ) ზომიერად კონცენტრირებული  – 1250<HHI<2250;

გ) მაღალკონცენტრირებული – HHI>2250.

4. საჭიროების შემთხვევაში შესაბამისი ბაზრის შეფასებისას შესაძლებელია, გამოყენებულ იქნეს პრაქტიკაში ფართოდ გამოყენებადი სხვა ანალოგიური ინდექსები/კოეფიციენტები.

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2023 წლის 26 ოქტომბრის დადგენილება №6 - ვებგვერდი, 30.10.2023წ.

მუხლი 71. კონცენტრაციის თავსებადობის შეფასება კონკურენტულ გარემოსთან

1. კონცენტრაცია, რომელიც არსებითად არ ზღუდავს ეფექტიან კონკურენციას საქართველოს ან მისი ნაწილის საქონლის ან/და მომსახურების ბაზარზე, თავსებადია კონკურენტულ გარემოსთან.

2. კონცენტრაცია, რომელიც არსებითად ზღუდავს ეფექტიან კონკურენციას საქართველოს ან მისი ნაწილის საქონლის ან/და მომსახურების ბაზარზე, დაუშვებელია.

3. თუ კონცენტრაცია წარმოქმნის ან აძლიერებს დომინანტურ მდგომარეობას, ივარაუდება, რომ ასეთი კონცენტრაცია არსებითად ზღუდავს ეფექტიან კონკურენციას საქართველოს ან მისი ნაწილის შესაბამის ბაზარზე, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ეკონომიკური აგენტი საპირისპიროს დაასაბუთებს.

4. იმის დასადგენად, კონცენტრაცია ზღუდავს თუ არა ეფექტიან კონკურენციას, კომისია აფასებს ბაზრის შედეგიანობას, როგორც საბაზრო სტრუქტურისა და ეკონომიკურ აგენტთა საბაზრო ქცევის შედეგს, შემდეგი სახის ინდიკატორების საფუძველზე:

ა) ბაზრის სტრუქტურა;

ბ) ფასების სიმცირე;

გ) მოგების სიდიდე;

დ) მიღებული პროდუქციის ხარისხი;

ე) წარმოებისა და გაყიდვის ხარჯების შემცირება;

ვ) ტექნიკური პროგრესი;

ზ) სხვა ინდიკატორები, რომელთა გამოყენებას საჭიროდ ჩათვლის კომისია.

მუხლი 72. ჰორიზონტალური კონცენტრაციის შეფასების კრიტერიუმები

1. თუ კონცენტრაციის შედეგად საქართველოს ან მის  ნაწილში ეკონომიკურ აგენტთა ერთობლივი საბაზრო წილი  არ აღემატება 25%-ს, ასეთი კონცენტრაცია არსებითად არ ზღუდავს ეფექტიან კონკურენციას.

2. თუ ერთსა და იმავე ბაზარზე მოქმედ  ეკონომიკურ  აგენტთა კონცენტრაციის შედეგად ჰერფინდალ-ჰირშმანის ინდექსი არ აღემატება 1250-ს,  ასეთი კონცენტრაცია არ იწვევს ეფექტიანი კონკურენციის არსებით შეზღუდვას.

3. თუ ერთსა და იმავე ბაზარზე მოქმედ  ეკონომიკურ  აგენტთა კონცენტრაციის შედეგად ჰერფინდალ - ჰირშმანის ინდექსი 1250-დან 2250-მდეა და მისი ცვლილება არ აღემატება 250-ს ან ჰერფინდალ – ჰირშმანის ინდექსი მეტია 2250-ზე და მისი ცვლილება ნაკლებია 150-ზე, მაშინ ასეთი კონცენტრაცია არ იწვევს ეფექტიანი კონკურენციის არსებით შეზღუდვას, გარდა იმ შემთხვევებისა, თუ:

ა) კონცენტრაციაში მონაწილეობს პოტენციური კონკურენტი ან ბაზრის მცირე წილის მქონე ეკონომიკური აგენტი, რომელიც კონცენტრაციამდე ცოტა ხნით ადრე შემოვიდა ბაზარზე;

ბ) კონცენტრაციაში მონაწილე ეკონომიკურ აგენტთა ინოვაციური პოტენციალი კონცენტრაციის მომენტისათვის მოცემული ბაზრის სტრუქტურაში ასახული არ არის;

გ) სახეზეა ბაზრის მონაწილე სუბიექტებს  შორის ჯვარედინი თანამონაწილეობა, რაც გულისხმობს ერთმანეთის წილების ფლობას და  ხელმძღვანელი პირების მიმოცვლას;

დ) კონცენტრაციაში მონაწილე ერთ-ერთი ეკონომიკური აგენტის საბაზრო წილი მინიმუმ 50%-ია;

ე) სახეზეა ბაზრის მონაწილეთა შორის წარსულში არსებული არაერთჯერადი ხასიათის შეთანხმებული მოქმედებების ან სხვა ურთიერთხელშეწყობის ნიშნები;

ვ) კონცენტრაციაში მონაწილეობს ეკონომიკური აგენტი, რომელსაც აქვს რეალური შესაძლებლობა, არსებითად შეცვალოს ბაზრის არსებული სტრუქტურა;

ზ) სხვა ისეთი მოცემულობა ბაზარზე, რომლის არსებობა, მიუხედავად საბაზრო სტრუქტურისა და ეკონომიკურ აგენტთა წილების მაჩვენებლებისა, მიუთითებს იმაზე, რომ კონცენტრაცია შეიძლება იწვევდეს ეფექტიანი კონკურენციის არსებით შეზღუდვას.

მუხლი 73. არაჰორიზონტალური კონცენტრაციის შეფასების კრიტერიუმები

თუ არაჰორიზონტალური კონცენტრაციის შედეგად შექმნილი ეკონომიკური აგენტი შერწყმისთვის გაცხადებულ თითოეულ შესაბამის ბაზარზე, კონცენტრაციის შედეგად არ მოიპოვებს 30%-ზე მეტ საბაზრო წილს და თითოეულ ასეთ ბაზარზე ჰერფინდალ - ჰირშმანის ინდექსი ნაკლებია 2250-ზე,  ასეთი კონცენტრაცია არსებითად არ ზღუდავს ეფექტიან კონკურენციას, გარდა იმ შემთხვევებისა, თუ:

ა) საბაზრო ძალის ან ინოვაციური პოტენციალის გამო მოსალოდნელია კონცენტრაციაში მონაწილე ეკონომიკურ აგენტთა წილის მნიშვნელოვანი ზრდა;

ბ) ბაზრის მონაწილეთა შორის არსებობს მნიშვნელოვანი ჯვარედინი თანამონაწილეობა, რაც გულისხმობს ბაზრის მონაწილე ეკონომიკური აგენტების მიერ ერთმანეთის წილების ფლობას, ასევე ხელმძღვანელი პირების მიმოცვლას;

გ) სახეზეა ბაზრის მონაწილეთა შორის წარსულში არსებული არაერთჯერადი ხასიათის შეთანხმებული მოქმედებების  ან სხვა ურთიერთხელშეწყობის ნიშნები;

დ) კონცენტრაციაში მონაწილეობს ეკონომიკური აგენტი, რომელსაც აქვს რეალური  შესაძლებლობა, არსებითად შეცვალოს ბაზრის არსებული სტრუქტურა;

ე) სხვა ისეთი მოცემულობა ბაზარზე, რომლის არსებობა, მიუხედავად საბაზრო სტრუქტურისა და ეკონომიკურ აგენტთა წილების მაჩვენებლებისა, მიუთითებს იმაზე, რომ კონცენტრაცია შეიძლება იწვევდეს ეფექტიანი კონკურენციის არსებით შეზღუდვას.

მუხლი 74. შესაბამის საქონლის ან/და მომსახურების ბაზარზე შესვლის ბარიერები

1. შესაბამის  ბაზარზე შესვლის ბარიერების ანალიზი მოიცავს ბაზრის სტრუქტურის ხარისხობრივი მაჩვენებლების შეფასებას, რომლის ფარგლებშიც კომისია იკვლევს:

ა) ბაზარზე შესვლის, გაფართოების და ბაზრიდან გასვლის ბარიერების არსებობას/არარსებობას პოტენციური კონკურენტებისათვის და მათი დაძლევის სიმარტივეს/სიძნელეს;

ბ) ბარიერების გადალახვის შესაძლო დანახარჯებსა და ვადებს;

გ) პოტენციური მიმწოდებლის ფაქტობრივ შესაძლებლობას, გახდნენ მოცემული ბაზრის მონაწილეები;

დ) შესაბამის ბაზარზე უკვე მოქმედი ეკონომიკური აგენტების შესაძლებლობას, გააფართოონ ეკონომიკური საქმიანობის მასშტაბები.

2. პოტენციურ კონკურენტებად (მიმწოდებლებად) შეიძლება ჩაითვალონ:

ა) ეკონომიკური აგენტები, რომლებსაც გააჩნიათ მატერიალურ-ტექნიკური ბაზა, კადრები და ტექნოლოგიები აღნიშნული საქონლის  დასამზადებლად, მისაწოდებლად ან მომსახურების გასაწევად, მაგრამ სხვადასხვა მიზეზის გამო ვერ (არ) იყენებენ ამ შესაძლებლობებს;

ბ) ეკონომიკური აგენტები, რომლებიც ამზადებენ ან/და აწვდიან შესაბამის საქონელს ან გასწევენ მომსახურებას, მაგრამ არ ახდენენ მის რეალიზაციას/მიწოდებას შესაბამისი ბაზრის ტერიტორიაზე;

გ) ახალი ეკონომიკური აგენტები.

3. ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული მაჩვენებლების გამოყენებისას კომისია შეისწავლის ბაზარზე არსებული  ტექნიკური, ფინანსური და ინსტიტუციური ბარიერების არსებობას.

4. ფინანსურ-ტექნიკური ბარიერების შესწავლის ფარგლებში განიხილება:

ა)  თავდაპირველი მნიშვნელოვანი კაპიტალდაბანდებების განხორციელების აუცილებლობა;

ბ) პოტენციური მიმწოდებლებისთვის ფინანსური რესურსების ხელმისაწვდომობის შეზღუდულობა; 

გ) ეკონომიკური საქმიანობის შეწყვეტის შემთხვევაში ბაზრიდან გასვლის დანაკარგები, მათ შორის აუნაზღაურებელი ინვესტიციები;

დ) რესურსებზე წვდომისთვის და ინტელექტუალური საკუთრების უფლების მოსაპოვებლად, რეკლამაზე და საჭირო ინფორმაციის მიღებაზე მაღალი დანახარჯები;

ე) სატრანსპორტო შეზღუდვები;

ვ) მასშტაბის ეკონომიის მისაღწევად ეკონომიკურად გამართლებული მინიმალური წარმოების მოცულობის აუცილებლობა ერთეულ პროდუქტზე მაღალი დანახარჯების შესამცირებლად;

ზ) ბაზარზე მოქმედი ეკონომიკური აგენტის/აგენტების უპირატესობა ბაზრის პოტენციურ მონაწილესთან/ მონაწილეებთან შედარებით ერთეულ პროდუქციაზე დანახარჯებით, მოთხოვნის დონით ან/და მყიდველებთან გრძელვადიანი ხელშეკრულებების გაფორმებით;

თ) ფინანსურ-ტექნიკური ხასიათის სხვა ბარიერები.

5. ინსტიტუციური ბარიერების შესწავლის ფარგლებში განიხილება:

ა) ეკონომიკურ აგენტთა რეგისტრაციის სირთულე;

ბ) ადმინისტრაციულ ორგანოთა გადაწყვეტილება პროდუქტის ექსპორტის/იმპორტის შეზღუდვასთან დაკავშირებით;

გ) შესაბამის საქონლის ან/და მომსახურების ბაზარს მიკუთვნებული საქმიანობის  სამართლებრივი რეგულაციების ზემოქმედების, საჭიროებისა და გონივრულობის შეფასება;

დ) საბაზრო ინფრასტრუქტურის განვითარების ხარისხი;

ე) ინსტიტუციური ხასიათის სხვა ბარიერები.

მუხლი 75. ეკონომიკურ აგენტთა საბაზრო ძალაუფლების შეფასება

1. შესაბამის ბაზარზე კონკურენტული გარემოს შეფასების ერთ-ერთ კრიტერიუმს წარმოადგენს აღნიშნულ ბაზარზე მოქმედ ეკონომიკურ აგენტთა მოქმედების ანალიზი კონკურენტებთან მიმართებით.

2. ბაზრის ანალიზის ამ ეტაპზე კომისია ამოწმებს ეკონომიკური აგენტის შესაძლებლობას, ბაზრის მნიშვნელოვანი წილის დაკარგვის გარეშე გაზარდოს მოგება ფასების გაზრდის ან ხარჯების/ხარისხის შემცირების გზით ხანგრძლივი დროის განმავლობაში.

3. საბაზრო ძალაუფლების შეფასებისას გამოიყენება შემდეგი მეთოდები:

ა) სტრუქტურული, რომელიც გულისხმობს შესაბამის ბაზარზე ეკონომიკური აგენტის მდგომარეობის ანალიზს;

ბ)  ანალიტიკური, რომელიც გულისხმობს:

ბ.ა) ეკონომიკური აგენტის საქმიანობის ეფექტიანობის დონის შეფასებას;

ბ.ბ)  ეკონომიკური აგენტის რენტაბელობის დონეს მოკლე და გრძელვადიან პერიოდში;

ბ.გ) ეკონომიკურ აგენტთა საქმიანობის შეფასებას ფინანსური ანალიზისა და ანალოგიის მეთოდის გამოყენებით;

ბ.დ) კონკურენტ ეკონომიკურ აგენტთა საქმიანობის ანალოგიური მაჩვენებლების შედარებას.

4. საბაზრო ძალაუფლების შეფასების დროს ასევე შესაძლებელია გამოყენებულ იქნეს პრაქტიკაში აღიარებული ეკონომიკური და ფინანსური მაჩვენებლები.

 

 

დანართი №2.1
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2021 წლის 15 ივლისის დადგენილება №4 - ვებგვერდი, 26.07.2021წ.
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2023 წლის 26 ოქტომბრის დადგენილება №6 - ვებგვერდი, 30.10.2023წ.
 
„კონკურენციის შესახებ" საქართველოს კანონის დებულებების დარღვევის შესახებ საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულ კომისიაში წარსადგენი საჩივრის ფორმა
 
საჩივარი „კონკურენციის შესახებ" საქართველოს კანონის დებულებების დარღვევის შესახებ
 
1. ზოგადი მონაცემები
მომჩივანი:  
1. სახელი, გვარი, პირადი ნომერი  (ფიზიკური პირის შემთხვევაში); დასახელება, საიდენტიფიკაციო ნომერი (იურიდიული პირის შემთხვევაში):
2. მისამართი:
3. ტელეფონი:
4. ელფოსტა: 
მომჩივნის წარმომადგენელი:
1. სახელი, გვარი, პირადი ნომერი:
2. მისამართი:
3. ტელეფონი:
4. ელ-ფოსტა: 
(საჩივრის წარმომადგენლის მიერ წარდგენის შემთხვევაში მას უნდა დაერთოს წარმომადგენლობის დამადასტურებელი დოკუმენტი).
მოპასუხე:  
1. სახელი, გვარი, პირადი ნომერი  (ფიზიკური პირის შემთხვევაში); დასახელება, საიდენტიფიკაციო ნომერი (იურიდიული პირის შემთხვევაში):
2. მისამართი: 
3. საკონტაქტო მონაცემები:
საჩივრის სახე
(მითითება იმის თაობაზე, „კონკურენციის შესახებ“ საქართველოს კანონის რომელი მუხლის/მუხლების სავარაუდო დარღვევას აქვს ადგილი)
 
 
 
 
 
 
2. საქმის გარემოებების დეტალური აღწერა
(დეტალური ინფორმაცია კანონის სავარაუდო დარღვევასთან დაკავშირებით, შესაბამისი  ფაქტების, გარემოებებისა და მტკიცებულებების მითითებით, ასევე, მსჯელობა დამდგარ ან მოსალოდნელ ქონებრივ ზიანზე)
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
3. მტკიცებულებები
1. მტკიცებულება, რომელიც ადასტურებს ზემოთ აღნიშნულ გარემოებებს 
(დანართი N   )
2. მტკიცებულება, რომელიც ადასტურებს ზემოთ აღნიშნულ გარემოებებს 
(დანართი N  )
3. მტკიცებულება, რომელიც ადასტურებს ზემოთ აღნიშნულ გარემოებებს 
(დანართი N  )
 
4. ინფორმაციის კომერციულ საიდუმლოებად ცნობის მოთხოვნა
(ასეთის არსებობის შემთხვევაში)
(გთხოვთ დაასახელოთ, კონკრეტულად რა სახის ინფორმაციის ცნობა გსურთ კომერციულ საიდუმლოებად - შესაბამისი დასაბუთების მითითებით)
 
 
 
 
 
 
5. შენიშვნები და დამატებები
 
 
 
 
 
სხვა შენიშვნები და დამატებები:
 
 
 
6. საჩივარზე თანდართული საბუთების ნუსხა
დასახელება:
დასახელება:
დასახელება:
დასახელება:
დასახელება:
 
□ ვადასტურებ, რომ საჩივარში წარმოდგენილი ყველა ინფორმაცია შეესაბამება სიმართლეს და ჩემთვის ცნობილია არასწორი ინფორმაციის მოწოდებით გამოწვეული საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული  სამართლებრივი შედეგების შესახებ.
 
 
მომჩივანი/მომჩივნის წარმომადგენელი      ------------------------------------                   
 
ხელმოწერა     ---------------
 
    თარიღი:         ---------------   

 

 

დანართი №2.2
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2021 წლის 15 ივლისის დადგენილება №4 - ვებგვერდი, 26.07.2021წ.
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2023 წლის 26 ოქტომბრის დადგენილება №6 - ვებგვერდი, 30.10.2023წ.
 
„კონკურენციის შესახებ" საქართველოს კანონით გათვალისწინებულ თანამშრომლობის პროგრამაში მონაწილეობის თაობაზე განაცხადის ფორმა
განაცხადი თანამშრომლობის პროგრამაში მონაწილეობის თაობაზე
 
1. ინფორმაცია განაცხადის შემომტან პირზე :
ა ) განაცხადის წარმდგენი ფიზიკური პირი :
სახელი , გვარი :  _____________________________________________________
პირადი ნომერი : ____________________________________________________
ფაქტობრივი მისამართი :______________________________________________
ტელეფონის ნომერი :_________________________________________________
ელექტრონული ფოსტა :_______________________________________________
ბ ) პირი :
სახელწოდება :_______________________________________________________
ორგანიზაციულ - სამართლებრივი ფორმა :________________________________
საიდენტიფიკაციო კოდი :______________________________________________
იურიდიული მისამართი :______________________________________________
ხელმძღვანელი პირი :_________________________________________________
ელექტრონული ფოსტა :_______________________________________________
 
2. ინფორმაცია კანონის მე -7 მუხლის სავარაუდო დარღვევის შესახებ :
ა ) კანონსაწინააღმდეგო შეთანხმებაში მონაწილე პირები
( სახელწოდება , საიდენტიფიკაციო ნომერი, ორგანიზაციულ - სამართლებრივი ფორმა , იურიდიული მისამართი )
____________________________________________________________________
____________________________________________________________________
____________________________________________________________________
____________________________________________________________________
____________________________________________________________________
____________________________________________________________________
____________________________________________________________________
 
ბ ) კანონის მე -7 მუხლით გათვალისწინებული შეთანხმების და მასში მონაწილე
პირთა როლების დეტალური აღწერა :
____________________________________________________________________
____________________________________________________________________
____________________________________________________________________
____________________________________________________________________
____________________________________________________________________
____________________________________________________________________
____________________________________________________________________
____________________________________________________________________
____________________________________________________________________
____________________________________________________________________
____________________________________________________________________
____________________________________________________________________
____________________________________________________________________
 
გ ) შესაბამისი პროდუქციული ბაზარი
        ( არასავალდებულოდ შესავსები ნაწილი )
_____________________________________________________________________
_____________________________________________________________________
_____________________________________________________________________
_____________________________________________________________________
_____________________________________________________________________
 
დ ) შესაბამისი გეოგრაფიული ბაზარი
( არასავალდებულოდ შესავსები ნაწილი )
____________________________________________________________________
 
 ე ) შეთანხმების ხანგრძლივობა :_______________________________________
___________________________________________________________________
 
ვ ) საქმესთან დაკავშირებული სხვა მნიშვნელოვანი ინფორმაცია :
____________________________________________________________________
____________________________________________________________________
____________________________________________________________________
____________________________________________________________________
____________________________________________________________________
____________________________________________________________________
 
ზ ) მტკიცებულებები : 
მტკიცებულება №1:__________________________________________________
____________________________________________________________________
____________________________________________________________________
მტკიცებულება №2:___________________________________________________
_____________________________________________________________________
_____________________________________________________________________
მტკიცებულება №3:____________________________________________________
_____________________________________________________________________
_____________________________________________________________________
 
3. თარიღი ( წელი , რიცხვი , თვე , საათი , წუთი ): ______________________________
4. განაცხადის წარმდგენი ფიზიკური პირის ხელმოწერა : _____________________

 

დანართი №2.3
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2021 წლის 15 ივლისის დადგენილება №4 - ვებგვერდი, 26.07.2021წ.
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2023 წლის 26 ოქტომბრის დადგენილება №6 - ვებგვერდი, 30.10.2023წ.
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2025 წლის 20 მარტის დადგენილება №1 - ვებგვერდი, 21.03.2025წ.
 
 
„კონკურენციის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული კონცენტრაციის თაობაზე საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულ კომისიაში წარსადგენი შეტყობინების ფორმა

 

 შეტყობინება „კონკურენციის შესახებ“ საქართველოს კანონით  გათვალისწინებული  კონცენტრაციის თაობაზე

 

1. ზოგადი მონაცემები

მონაწილე სუბიექტები

ა) ეკონომიკური აგენტის სახელწოდება/პირის სახელი, გვარი;

ბ) საიდენტიფიკაციო ნომერი/პირადი ნომერი;

გ) იურიდიული მისამართი;

დ) საქმიანობის სფერო;

ე) საკონტაქტო პირი და მისი საკონტაქტო მონაცემები (ელ.ფოსტა, ტელეფონი).

1.

2.

3.

4.

5.

 

2. ზოგადი ინფორმაცია კონცენტრაციის შესახებ

 

კონცენტრაციის  ფორმა

 

 

კონცენტრაციის მიზანი

 

 

3. მონაწილე სუბიექტთა მახასიათებლები

ა) კონცენტრაციის მონაწილე მხარეების წილის მფლობელები;

 

ბ) მონაწილე მხარეების  ურთიერთდამოკიდებული ეკონომიკური აგენტები;

 

გ) „ა“ და „ბ“  პუნქტებში აღნიშნული მონაცემების ამსახველი სქემა/დიაგრამა  დანართის სახით (მიუთითეთ დანართის ნომერი);

 

დ) მიუთითეთ თქვენ მიერ აღნიშნული ეკონომიკური აგენტებიდან, რომლებიც საქმიანობენ გაცხადებული კონცენტრაციის შესაბამის ბაზარზე;

 

 ე) მიუთითეთ დანართის სახით, ბოლო 3 წლის განმავლობაში თქვენ მიერ შეძენილი წილები „დ“ პუნქტში მითითებულ ბაზარზე მოქმედი ეკონომიკური აგენტებისაგან;

 

ვ)  მიუთითეთ შეტყობინების ვალდებულების წარმოშობის წინა ფინანსური წლის განმავლობაში კონცენტრაციის თითოეული მხარის ბრუნვის მოცულობა:

„ვ.1“ ქვეყნის შიდა ბაზარზე

„ვ.2.“ საერთაშორისო ბაზარზე (შიდა ბაზრის ჩათვლით)

შენიშვნა: თუ პირის სამეწარმეო  საქმიანობა მიმდინარე წელს დაწყებულია, მაშინ მიეთითება მიმდინარე კალენდარული წლის განმავლობაში, კონცენტრაციის თაობაზე შეტყობინების წარდგენის მომენტისათვის არსებული ერთობლივი შემოსავალი.

 

1.    

2.

3.

4.

5.

 

4. კონცენტრაციის დეტალური აღწერა

 

მიუთითეთ:

  • დაგეგმილი კონცენტრაციის შესაბამისი ბაზარი (შესაბამისი ბაზრის პროდუქციული, გეოგრაფიული და დროითი ჩარჩო);
  • მეთოდი, რომლითაც იხელმძღვანელეთ შესაბამისი ბაზრის განსაზღვრისას;
  •  რა მიზნით ხორციელდება აღნიშნული კონცენტრაცია და რას გეგმავს კონცენტრაციის შემდეგ შესაბამისი სუბიექტი (მისი უახლოესი 24 თვის ეკონომიკური და ბიზნესგეგმები);
  •  რა შედეგებს მოიტანს კონცენტრაცია ბაზარზე;
  • კონცენტრაციის დადებითი და უარყოფითი ზეგავლენების შესახებ ინფორმაცია;
  • გაქვთ თუ არა რაიმე სახის იურიდიული და ეკონომიკური კვლევა, რომელიც შეიძლება იძლეოდეს კვალიფიციურ პასუხს ზემოაღნიშნულ შეკითხვებზე (კვლევის შემთხვევაში დაურთეთ იგი შეტყობინებას დანართის სახით);
  • მინიმუმ სამი საკითხი, რამაც შეიძლება გავლენა იქონიოს საკითხის დადებითად ან უარყოფითად გადაწყვეტაზე და რაზეც უნდა  იქნეს თქვენი აზრით კომისიის მიერ ყურადღება გამახვილებული.

 

5. დამატებითი შენიშვნები

(მიუთითეთ ზემოთ აღნიშნული მონაცემების გარდა თქვენს ხელთ არსებული სხვა ინფორმაცია ან შენიშვნა, რომელიც, თქვენი აზრით, შეიძლება მნიშვნელოვანი  იყოს გადაწყვეტილების მიღებისას)

 

♦  ვადასტურებთ, რომ შეტყობინებაში წარმოდგენილი ყველა ინფორმაცია შეესაბამება სიმართლეს და ჩვენთვის ცნობილია არასწორი ინფორმაციის მოწოდებით გამოწვეული საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული სამართლებრივი შედეგების შესახებ.

           

         კონცენტრაციის მონაწილე პირების წარმომადგენლების ხელმოწერა:

1. ---------------- 

2.  ---------------- 

3. ---------------- 

4. ---------------- 

5. ---------------- 

 

შეტყობინების შემომტანი პირის ხელმოწერა:

 

თარიღი: ___________________

 

 

დანართი №2.4

 
ჰერფინდალ - ჰირშმანის ბაზრის კონცენტრაციის
ინდექსის განსაზღვრის წესი
 
ჰერფინდალ - ჰირშმანის (HHI) ბაზრის კონცენტრაციის ინდექსი იანგარიშება როგორც ბაზარზე ყველა მოქმედი მიმწოდებლის წილთა კვადრატების ჯამი .
 
ბაზარზე საქონლის მიმწოდებელთა ჩამონათვალი
თითოეული მიმწოდებლის საქონლის / მომსახურების რეალიზაციის მოცულობა
(Vj)
თითოეული მიმწოდებლის რეალიზაციის წილი ბაზრის მთლიან მოცულობაში
(Dj=Vj/Vm)
წილების კვადრატები   (Dj ​ 2 )
 
 
1 , 2, 3, . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .. . . . . . . . . . . . n       
 
 
 
    
სულ n                         (∑ ​n j =1 ​V j )                                100%                      HHI = D1 ​2 + D2 ​2   +. . . . . + Dn ​2
   

 

 

დანართი  №3

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2021 წლის 9 დეკემბრის დადგენილება №6 - ვებგვერდი, 10.12.2021წ.

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2023 წლის 26 ოქტომბრის დადგენილება №6 - ვებგვერდი, 30.10.2023წ.

საჯარო კონსულტაციების მარეგულირებელი წესი

თავი I. ზოგადი დებულებები

მუხლი 1. ზოგადი დებულებები

1. საჯარო კონსულტაციების მარეგულირებელი წესი ( შემდგომში – წესი ) ადგენს საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის ( შემდგომში – კომისია ) მიერ საჯარო კონსულტაციების გამართვის პირობებს , წესებსა და პროცედურებს .

2. საჯარო კონსულტაციების მიზანია კომისიის საქმიანობის შესახებ საზოგადოების ინფორმირება და დაინტერესებული მხარეებისთვის საკუთარი მოსაზრებების ეფექტიანად გამოხატვის შესაძლებლობის უზრუნველყოფა .

3. საჯარო კონსულტაციები არ ემსახურება გადაწყვეტილების მიღების პროცესის ჩანაცვლებას . იგი კარგი მმართველობის პრინციპის გამოვლინებაა და ეხმიანება სულისკვეთებას , რომ გადასაწყვეტი საკითხის შესახებ დაინტერესებული მხარეების წარმოდგენილი მოსაზრებებისა და ინფორმაციის სრულყოფილად განხილვით გადაწყვეტილების მიღების პროცესი უფრო ეფექტიანად მიმდინარეობს .

მუხლი 2. ტერმინთა განმარტება

1. წინამდებარე წესის მიზნებისთვის ტერმინი „ საჯარო კონსულტაციები “ ნიშნავს კომისიის მიერ საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად განხორციელებული საჯარო ადმინისტრაციული წარმოების პროცესის ფარგლებში გამართულ პროცედურას , რომლის განმავლობაშიც ყველა დაინტერესებულ მხარეს კომისიის მიერ დადგენილი წესით შეუძლია წერილობითი კომენტარების , მოსაზრებების , შენიშვნების , განცხადებების ან / და წინადადებების ( შემდგომში – კომენტარების ) წარდგენა კომისიის მიერ მომზადებულ ადმინისტრაციულ - სამართლებრივი  აქტის პროექტთან დაკავშირებით .

2. ამ წესში გამოყენებულ სხვა ტერმინებს გააჩნიათ ის მნიშვნელობა , როგორც ეს განსაზღვრულია „ ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ “ საქართველოს კანონით , საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით და „ ნორმატიული აქტების შესახებ “ საქართველოს ორგანული კანონით .

მუხლი 3. საჯარო კონსულტაციების გამართვის პრინციპები

საჯარო კონსულტაციები იმართება შემდეგი პრინციპების შესაბამისად :

ა ) გამჭვირვალობა – საჯარო კონსულტაციებთან დაკავშირებული ინფორმაცია , კონსულტაციების შედეგების ჩათვლით , გარდა სახელმწიფო , პროფესიული , კომერციულ საიდუმლოებას მიკუთვნებული და პერსონალური მონაცემების შემცველი ინფორმაციისა , საჯაროდ ხელმისაწვდომი უნდა იყოს ყველა დაინტერესებული მხარისათვის ;

ბ ) ობიექტურობა – დაინტერესებული მხარეების მიერ წარმოდგენილი ყველა კომენტარი განხილულ უნდა იქნეს ობიექტურად და მიუკერძოებლად ;

გ ) დისკრიმინაციის აკრძალვა – ყველა დაინტერესებულ მხარეს უნდა ჰქონდეს თანაბარი უფლება , წარმოადგინოს წერილობითი კომენტარები საჯარო კონსულტაციისთვის წარდგენილ ადმინისტრაციულ - სამართლებრივი  აქტის პროექტთან დაკავშირებით ;

დ ) ანგარიშვალდებულება – დაინტერესებული მხარეების მიერ წარდგენილი ყველა წერილობითი კომენტარი უნდა იქნეს განხილული და მათზე პასუხები გამოქვეყნდეს საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნების გათვალისწინებით .

მუხლი 4. საჯარო კონსულტაციის გამართვის საფუძვლები

კომისია ადმინისტრაციულ - სამართლებრივი აქტის მიღებამდე ( გამოცემამდე ) წინამდებარე წესის შესაბამისად  საჯარო კონსულტაციებს გამართავს საჯარო ადმინისტრაციული წარმოების ფარგლებში :

ა )  „ ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ “ საქართველოს კანონის 22- ე -24- ე მუხლებით და ამავე კანონის V თავით გათვალისწინებულ კონკურენციის წინასწარ რეგულირებასთან დაკავშირებული ბაზრის ანალიზის პროცედურების განხორციელებისას .

ბ ) „ ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ “ საქართველოს კანონის 52- ე მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული წესით რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის ლიცენზიის გასაცემად აუქციონის გამართვასთან დაკავშირებით გადაწყვეტილების მიღებისას .

გ ) ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში კანონქვემდებარე ნორმატიული აქტის მიღებისას .

დ ) განსაკუთრებულ შემთხვევებში ადმინისტრაციულ - სამართლებრივი აქტის გამოცემისას , თუ იგი ეხება პირთა ფართო წრის ინტერესებს და ამის შესახებ გადაწყვეტილებას მიიღებს კომისია .

თავი II. საჯარო კონსულტაციების გამართვის წესები და პროცედურები

მუხლი 5. საჯარო კონსულტაციების გამოცხადება

1. საჯარო კონსულტაციები ცხადდება საჯარო ადმინისტრაციული წარმოების შესახებ მიღებული კომისიის გადაწყვეტილებით . საჯარო ადმინისტრაციული წარმოების შესახებ მიღებული გადაწყვეტილებით კომისია განსაზღვრავს კომენტარების წარდგენის ვადას და პირობებს .

2. საჯარო კონსულტაციების გამოცხადებასთან ერთად , კომისია ამ მუხლით განსაზღვრულ ინფორმაციას / დოკუმენტაციას გამოაქვეყნებს კომისიის ვებგვერდზე www.comcom.ge მოცემულ შესაბამის ერთიან საინფორმაციო სივრცეში , სადაც თავმოყრილია საჯარო კონსულტაციებთან დაკავშირებული დოკუმენტები .

3. საჯარო კონსულტაციებთან დაკავშირებით უნდა გამოქვეყნდეს შემდეგი ინფორმაცია და დოკუმენტები :

ა ) ცნობა ადმინისტრაციულ - სამართლებრივი აქტის პროექტის საჯარო კონსულტაციაზე წარდგენის თაობაზე , სადაც მითითებულია :

ა . ა ) ადმინისტრაციული ორგანოს დასახელება , სადაც მიმდინარეობს ადმინისტრაციული წარმოება ;

ა . ბ ) ინფორმაცია საჯარო ადმინისტრაციული წარმოების შესახებ ;

ა . გ ) ადმინისტრაციულ - სამართლებრივი  აქტის გამოცემის ვადები ;

ა . დ ) მისამართი / ელფოსტის მისამართი კომენტარების წარსადგენად , ასევე , საკონტაქტო პირის მონაცემები ( სახელი , გვარი , ტელეფონი , ელფოსტა );

ა . ე ) კომენტარების წარდგენის ვადა ;

ბ ) გადაწყვეტილება საჯარო ადმინისტრაციული წარმოების დაწყების თაობაზე ;

გ ) ადმინისტრაციულ - სამართლებრივი  აქტის პროექტი ;

დ ) ნორმატიული ადმინისტრაციულ - სამართლებრივი აქტის შემთხვევაში ასევე – განმარტებითი ბარათი „ ნორმატიული აქტების შესახებ “ საქართველოს ორგანული კანონის შესაბამისად ;

ე ) სხვა ინფორმაცია , რასაც კომისია საჭიროდ მიიჩნევს .

4. საჯარო კონსულტაციების გამოცხადებამდე კომისიამ ( კომისიის აპარატმა ), შესაძლოა , გამართოს წინასწარი არაფორმალური შეხვედრები / დისკუსიები დაინტერესებულ მხარეებთან . ასეთი შეხვედრები / დისკუსიები არ ანაცვლებს საჯარო კონსულტაციებს , თუმცა , შესაძლოა , გამოყენებულ იქნეს კომისიის მიერ კონსულტაციებისთვის მოსამზადებლად , ადმინისტრაციულ - სამართლებრივი აქტების პროექტების შესამუშავებლად და ა . შ .

მუხლი 6. საჯარო კონსულტაციების მიმდინარეობის ვადა

1. თუ ადმინისტრაციულ - სამართლებრივი აქტის მიღებისას ამ წესის შესაბამისად იმართება საჯარო კონსულტაციები , საჯარო ადმინისტრაციული წარმოების ვადა არ შეიძლება აღემატებოდეს 3 თვეს , თუ კომისიის რეგულირებული სფეროს სპეციალური კანონმდებლობით სხვა ვადა არ არის დადგენილი .

2. ადმინისტრაციულ - სამართლებრივი აქტის გამოცემის ვადა განისაზღვრება საჯარო ადმინისტრაციული წარმოების დაწყების შესახებ კომისიის გადაწყვეტილებით .

3. კომისია უფლებამოსილია ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული ვადა დამატებით გააგრძელოს არაუმეტეს 3 თვის ვადით . ადმინისტრაციული წარმოების ვადის გაგრძელების შესახებ გადაწყვეტილება მიიღება ადმინისტრაციული წარმოების ვადის ამოწურვამდე არანაკლებ 10 სამუშაო დღით ადრე .

მუხლი 7. კომენტარების წარდგენის ვადები

1.  ადმინისტრაციულ - სამართლებრივი   აქტის პროექტზე კომენტარების წარსადგენად კომისიის მიერ განსაზღვრული ვადა უნდა იყოს სულ ცოტა 30 კალენდარული დღე , რომელიც აითვლება წინამდებარე წესის მე -5 მუხლში მითითებული ინფორმაციის / დოკუმენტაციის გამოქვეყნების დღიდან . ამ პუნქტის შესაბამისად განსაზღვრული ვადა არ უნდა იყოს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 118- ე მუხლის პირველი ნაწილით დადგენილ 20 სამუშაო დღის ვადაზე ნაკლები .

2. კომისია უფლებამოსილია გააგრძელოს ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული ვადა ადმინისტრაციულ - სამართლებრივი  აქტის პროექტზე კომენტარების წარსადგენად . კომენტარების წარდგენის ვადის გაგრძელების შესახებ ინფორმაცია უნდა გამოქვეყნდეს კომისიის ვებგვერდზე , სადაც ამ წესის მე -5 მუხლში მითითებული ინფორმაციაა წარმოდგენილი .

მუხლი 8. კომენტარების წარდგენა

1. ყველა დაინტერესებულ მხარეს უფლება აქვს , კომისიის მიერ განსაზღვრულ ვადაში ადმინისტრაციულ - სამართლებრივი  აქტის პროექტზე წარადგინოს წერილობითი კომენტარები .

2. კომენტარები წარედგინება საჯარო კონსულტაციისთვის ადმინისტრაციულ - სამართლებრივი აქტის პროექტის წარდგენის შესახებ შეტყობინებაში მითითებულ მისამართზე / ელ . ფოსტაზე .

3. დაინტერესებული მხარის მიერ წარდგენილი წერილობითი კომენტარი მიიჩნევა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მიხედვით წარდგენილ მოსაზრებად .

4. დაინტერესებული მხარის მიერ წარდგენილი კომენტარები კომისიაში რეგისტრაციიდან 3 სამუშაო დღის ვადაში სრულად ( გარდა იმ შემთხვევებისა , როდესაც კომენტარი ან მისი ნაწილი ამ მუხლის მე -5 პუნქტის შესაბამისად მიიჩნევა კონფიდენციალურად ) ქვეყნდება კომისიის ვებგვერდზე , ერთიან საინფორმაციო სივრცეში , სადაც თავმოყრილია საჯარო კონსულტაციებთან დაკავშირებული დოკუმენტები .

5. კომენტარებში მოცემული ინფორმაცია ღიაა ,   გარდა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის შესაბამისად განსაზღვრული საიდუმლო / კონფიდენციალური ინფორმაციისა . კომენტარში მოცემული ინფორმაციის კანონმდებლობით დადგენილი წესით საიდუმლოდ / კონფიდენციალურად მიჩნევის შემთხვევაში , შესაძლოა , კომენტარის წარმდგენს მოეთხოვოს კომენტარის არაკონფიდენციალური ვერსიის მოწოდება .

მუხლი 9. კომენტარების განხილვა

1. ადმინისტრაციულ - სამართლებრივი  აქტის პროექტზე კომენტარების წარდგენის ვადის ამოწურვის შემდეგ კომისია მართავს ზეპირ მოსმენას საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის შესაბამისად .

2. ზეპირი მოსმენის დასრულების შემდეგ, საბოლოო გადაწყვეტილების მიღებიდან 7 სამუშაო დღის ვადაში კომისია აქვეყნებს კომენტარების განხილვების ცხრილს დანართი №3.1-ის შესაბამისად. განხილვების ცხრილში მითითებული უნდა იყოს:

ა) ადმინისტრაციული ორგანოები და კერძო პირები, რომლებმაც წარადგინეს კომენტარები, და საჭიროების შემთხვევაში, კომენტარების შემცველი დოკუმენტის მიღების თარიღი და ნომერი;

ბ) კომენტარები;

გ) კომისიის პასუხ (ებ)ი კომენტარებზე:

გ.ა) დასაბუთება ადმინისტრაციული ორგანოს ან კერძო პირის შესაბამისი კომენტარის გათვალისწინების, გაუთვალისწინებლობის ან ნაწილობრივ გათვალისწინების შესახებ, ან/და

გ.ბ) მითითება ადმინისტრაციულ-სამართლებრივი  აქტის პროექტის დებულებებზე, რომლებიც შესწორდა/შეიცვალა წარმოდგენილი კომენტარის შესაბამისად და პროექტის დებულებების შეცვლილი რედაქცია .

3. კომისია უფლებამოსილია, კომენტარების განხილვის ცხრილში ასევე შეიტანოს დასაბუთება, რომელიც შეეხება ზეპირი მოსმენის სხდომაზე წარმოდგენილი კომენტარების გათვალისწინ ების / გაუთვალისწინებლობის საკითხებს .

4. კომისიას უფლება აქვს , არ განიხილოს კომენტარები , რომლებიც წარდგენილია კომენტარებისთვის გათვალისწინებული ვადის გასვლის შემდეგ ან არ უკავშირდება საჯარო ადმინისტრაციული წარმოების საგანს .

5. კომისია უფლებამოსილია , კომენტარებს უპასუხოს დაჯგუფებულად , შესაბამისი საკითხების მიხედვით . დაჯგუფებამ არ უნდა გამოიწვიოს კომენტარის აზრის შეცვლა ან / და უპასუხოდ დატოვება .

6. განხილვების ცხრილი ქვეყნდება კომისიის ვებგვერდზე , ერთიან საინფორმაციო სივრცეში , სადაც თავმოყრილია საჯარო კონსულტაციებთან დაკავშირებული დოკუმენტები .

7. კომისია ზეპირი მოსმენისა და დადგენილი წესით წარდგენილი ყველა კომენტარის განხილვის შემდეგ შესწორებებს შეიტანს ადმინისტრაციულ - სამართლებრივი აქტის პროექტში ან უცვლელად დატოვებს მას . კომისია უფლებამოსილია ცვლილებები შეიტანოს მხოლოდ განსახილველი ადმინისტრაციული წარმოების საგნის ფარგლებში . კომისია ახლიდან გამართავს საჯარო კონსულტაციებს ან გააგრძელებს დაინტერესებული მხარეების მოსაზრებების და კომენტარების წარდგენის ვადას , თუ დაინტერესებულ მხარეთა შენიშვნების გათვალისწინებით ან / და კომისიის ინიციატივით არსებითად შეიცვლება თავდაპირველად გამოქვეყნებული ადმინისტრაციულ - სამართლებრივი აქტის  პროექტი .

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2023 წლის 26 ოქტომბრის დადგენილება №6 - ვებგვერდი, 30.10.2023წ.

მუხლი 10. საჯარო ადმინისტრაციული წარმოების მიმდინარეობა

საჯარო ადმინისტრაციული წარმოება , რომლის ფარგლებშიც იმართება საჯარო კონსულტაციები , მიმდინარეობს კანონმდებლობის მოთხოვნების დაცვით ამ წესის თავისებურებების გათვალისწინებით .

 

 

დანართი 3.1
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2021 წლის 9 დეკემბრის დადგენილება №6 - ვებგვერდი, 10.12.2021წ.
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2023 წლის 26 ოქტომბრის დადგენილება №6 - ვებგვერდი, 30.10.2023წ.
 
ადმინისტრაციული ორგანო / კერძო პირი და , საჭიროების  შემთხვევაში ,  კომენტარების  შემცველი  დოკუმენტის  თარიღი და ნომერი
კომენტარები
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის პასუხი კომენტარებზე
ადმინისტრაციული ორგანოს დასახელება , დოკუმენტის თარიღი და ნომერი
კომენტარი 1
პასუხი კომენტარზე 1
კომენტარი 2
პასუხი კომენტარზე 2
ორგანიზაციის დასახელება , დოკუმენტის თარიღი და ნომერი
კომენტარი 1
პასუხი კომენტარზე 1
კომენტარი 2
პასუხი კომენტარზე 2
ფიზიკური პირის სახელი და გვარი ( ინიციალები ), დოკუმენტის ნომერი და თარიღი
კომენტარი 1
პასუხი კომენტარზე 1
 

 

დანართ №4

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2023 წლის 13 ივლისის დადგენილება №3 - ვებგვერდი, 17.07.2023წ.

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2023 წლის 26 ოქტომბრის დადგენილება №6 - ვებგვერდი, 30.10.2023წ.

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის თანამშრომელთა

პროფესიული და ეთიკური ქცევის წესები

თავი I. ზოგადი დებულებანი

 

მუხლი 1. მიზანი
1. საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის თანამშრომელთა პროფესიული და ეთიკური ქცევის წესების (შემდგომ – ქცევის წესები) დადგენის მიზანია საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულ კომისიაში (შემდგომში - კომუნიკაციების კომისია) ეთიკური და პროფესიული სტანდარტების დამკვიდრება, რაც უზრუნველყოფს მიუკერძოებელი, ობიექტური და კოლეგიალური საჯარო დაწესებულის არსებობას, ასევე კომუნიკაციების კომისიის მიმართ საზოგადოების ნდობის გაზრდას. 
2. კომუნიკაციების კომისიაში ეთიკური და პროფესიული სტანდარტების დამკვიდრება გულისხმობს ქცევის წესების განსაზღვრას, რაც უზრუნველყოფს ამ პრინციპებისა და ღირებულებების პრაქტიკაში გატარებას.
მუხლი 2. მოქმედების სფერო
1. ქცევის წესები ვრცელდება კომუნიკაციების კომისიის აპარატის ყველა თანამშრომელზე, გარდა  ამავე ქცევის წესებით განსაზღვრული შემთხვევებისა.
2. ქცევის წესები ასევე ვრცელდება კომუნიკაციების კომისიის წევრებზე, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც შესაბამისი მუხლი/პუნქტი მიემართება მხოლოდ კომუნიკაციების კომისიის აპარატის თანამშრომელს.
3. კომუნიკაციების კომისიის თანამშრომლებზე ქცევის წესები მოქმედებს „ეროვნული მარეგულირებელი ორგანოების შესახებ“ საქართველოს კანონით, „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონით და სხვა სპეციალური კანონმდებლობით (ასეთის არსებობის შემთხვევაში) დადგენილ ეთიკის ან/და ქცევის სპეციალურ წესებთან ერთად და ავსებს მათ.
მუხლი 3. ტერმინთა განმარტება
ამ ქცევის წესების მიზნებისათვის, მასში გამოყენებულ ტერმინებს აქვს შემდეგი მნიშვნელობა:
ა) კომუნიკაციების კომისიის თანამშრომელი – კომუნიკაციების კომისიის წევრი და კომუნიკაციების კომისიის აპარატის ნებისმიერი თანამშრომელი, მათ შორის არასაშტატო პოზიციაზე დასაქმებული პირი;
ბ) ოჯახის წევრი – კომუნიკაციების კომისიის თანამშრომლის მეუღლე, შვილი, დედა, მამა;
გ) ახლო ნათესავი – იგულისხმება კომუნიკაციების კომისიის თანამშრომლის ოჯახის წევრი, პირდაპირი აღმავალი და დაღმავალი შტოს ნათესავი, გერი, და და ძმა, აგრეთვე მშობლის და შვილის გერები.
დ) საჩუქარი – უსასყიდლოდ ან შეღავათიანი პირობებით გადაცემული ქონება ან გაწეული მომსახურება, ქონებრივი ვალდებულებისაგან სრულად ან ნაწილობრივ გათავისუფლება, რომელიც წარმოადგენს საერთო წესიდან გამონაკლისს.
ე) ადმინისტრაციული რესურსი – კომუნიკაციების კომისიის საკუთრებაში ან/და სარგებლობაში არსებული მატერიალური (საოფისე ინვენტარი და ტექნიკა, სამსახურებრივი ტრანსპორტი და სხვა მატერიალური სიკეთე) და არამატერიალური (სამუშაო დრო, ინტერნეტი, კომპიუტერული პროგრამები, პაროლი, მეილი, დაშვებები, ინფორმაცია, დამუშავებული მონაცემები, ოფიციალური ჩანაწერები და სხვ.) სიკეთე;
ვ) მინდობილი ქონება – ადმინისტრაციული რესურსი, რომელიც კომისიის თანამშრომელს გადაცემული აქვს სამსახურებრივი უფლებამოსილების განხორციელებისას;
ზ) მოქალაქე – საქართველოს მოქალაქე, მოქალაქეობის არმქონე პირი, უცხო ქვეყნის მოქალაქე;
თ) სამუშაო ადგილი – კომუნიკაციების კომისიის პირდაპირი თუ არაპირდაპირი კონტროლის ქვეშ მყოფი ადგილი, სადაც სამსახურებრივი უფლებამოსილების განსახორციელებლად უნდა იმყოფებოდეს ან მიდიოდეს კომუნიკაციების კომისიის თანამშრომელი. კომუნიკაციების კომისიის შენობა/ოფისი, მივლინების ადგილები, საქმიანი ლანჩის/სადილის დარბაზი და სხვა ისეთი ადგილები, სადაც სამსახურებრივი ან/და მისგან გამომდინარე ვალდებულებები სრულდება.
თავი II. კომუნიკაციების კომისიის თანამშრომელთა ქცევის
 სტანდარტები
მუხლი 4. კანონიერება
1. კომუნიკაციების კომისიის თანამშრომელი მოქმედებს საქართველოს კონსტიტუციისა და მოქმედი კანონმდებლობის მოთხოვნების შესაბამისად.
2. კომუნიკაციების კომისიის თანამშრომელი განსაკუთრებულ ყურადღებას აქცევს იმ გადაწყვეტილებათა კანონმდებლობასთან შესაბამისობას, რომელიც ეხება  ადამიანის უფლებებსა და თავისუფლებებს.
3. კომუნიკაციების კომისიის თანამშრომელი იღებს ყველა საჭირო ზომას, რათა თავიდან იქნეს აცილებული კანონის შესაძლო დარღვევები.
მუხლი 5. პოლიტიკური ნეიტრალიტეტი
1. კომუნიკაციების კომისიის თანამშრომელი არ შეიძლება იყოს პოლიტიკური პარტიის წევრი.
2. კომუნიკაციების კომისიის თანამშრომელი თავისუფალი და ნეიტრალურია გადაწყვეტილების მიღებისას.
3. კომუნიკაციების კომისიის თანამშრომელი სამსახურებრივი უფლებამოსილების განხორციელებისას თავს იკავებს ისეთი ქმედებისაგან, რომელიც შესაძლებელია, აღქმულ იქნეს კონკრეტული პოლიტიკური პარტიის ინტერესების გატარებად.
4. კომუნიკაციების კომისიის თანამშრომელი თავს იკავებს სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას კომუნიკაციის საშუალებებით, მათ შორის, სოციალური ქსელების გამოყენებით, ისეთი ქმედებებისაგან, განცხადებებისაგან ან/და სოციალური აქტივობისაგან, რომელიც შესაძლებელია, აღქმულ იქნეს კონკრეტული პოლიტიკური პარტიის ინტერესების გატარებად.
მუხლი 6. რელიგიური ნეიტრალიტეტი
1. კომუნიკაციების კომისიის თანამშრომელი თავისუფალი და ნეიტრალურია გადაწყვეტილების მიღებისას და მიჯნავს სახელმწიფო ინტერესებს პირადი რელიგიური ან იმ რელიგიური თემისა თუ გაერთიანების ინტერესებისგან, რომელსაც ის თავს მიაკუთვნებს.
2. კომუნიკაციების კომისიის თანამშრომელი ახორციელებს თავის უფლებამოსილებებს პირადი რელიგიური კუთვნილების, მრწამსისა და შეხედულებებისაგან დამოუკიდებლად. სამსახურებრივი უფლებამოსილების განხორციელების პერიოდში, სხვა თანამშრომლებთან/კოლეგებთან და მოქალაქეებთან ურთიერთობისას, პირდაპირი საჭიროების არარსებობის შემთხვევაში, თავს იკავებს რელიგიური შინაარსის საჯარო განცხადებებისგან და არ ახდენს საკუთარი რელიგიური მრწამსის, პრაქტიკის ან შეხედულებების მიზანშეუწონელ დემონსტრირებას.
3. კომუნიკაციების კომისიის თანამშრომელი სამსახურებრივი უფლებამოსილების განხორციელებისას თავს იკავებს ისეთი ქმედებისაგან, რომელიც შესაძლებელია, აღქმულ იქნეს კონკრეტული რელიგიური დოქტრინის, თემის ან გაერთიანების ინტერესების გატარებად.
4. კომუნიკაციების კომისიის თანამშრომელი არ იყენებს ადმინისტრაციულ რესურსს პირადი რელიგიური ან იმ რელიგიური თემისა თუ გაერთიანების მიზნებისთვის, რომელსაც ის თავს მიაკუთვნებს.
მუხლი 7. კეთილსინდისიერება
1. კომუნიკაციების კომისიის თანამშრომელი მოქმედებს მისი უფლებამოსილების ფარგლებში; თანამდებობრივ მდგომარეობასა და უფლებამოსილებას იყენებს კანონის საფუძველზე საჯარო ინტერესის დაცვის მიზნით.
2. კომუნიკაციების კომისიის აპარატის თანამშრომელი ახორციელებს თავის სამსახურებრივ უფლებამოსილებას ისე, რომ ნებისმიერ დროს შესაძლებელი იყოს ხელმძღვანელის მიერ მისი საქმიანობის შემოწმება.
3. კომუნიკაციების კომისიის თანამშრომელი საჯარო ინტერესს აყენებს პირად ინტერესზე მაღლა და თავიდან ირიდებს ისეთ გარემოებებს, რომლებმაც შესაძლოა წარმოშვას ინტერესთა კონფლიქტი ან/და აღქმულ იქნეს, როგორც ინტერესთა კონფლიქტი.
4. კომუნიკაციების კომისიის თანამშრომელი ვალდებულია ადმინისტრაციულ წარმოებაში მონაწილეობისას განაცხადოს თვითაცილების შესახებ, თუ არსებობს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 92-ე მუხლით გათვალისწინებული გარემოებები ან/და არსებობს სხვა გარემოება, რაც გავლენას მოახდენს საქმის მიუკერძოებლად გადაწყვეტაზე.
5. კომუნიკაციების კომისიის თანამშრომელს უფლება არა აქვს თავისი სამსახურებრივი უფლებამოსილება ან მასთან დაკავშირებული შესაძლებლობა გამოიყენოს კომისიის ინტერესების საწინააღმდეგოდ ან იმ საკითხის გადასაწყვეტად, რომელიც არ განეკუთვნება მის სამსახურებრივ მოვალეობას.
6. კომუნიკაციების კომისიის თანამშრომელი სამსახურებრივ  მდგომარეობას არ იყენებს რაიმე სახის უპირატესობის ან სარგებლის მიღების, ასევე  სამართალდარღვევის ან/და სხვა სახის გადაცდომებისათვის გათვალისწინებული პასუხისმგებლობის თავიდან არიდების მიზნით.
7. კომუნიკაციების კომისიის თანამშრომელს ეკრძალება:
ა) ქონებრივი გარიგების დადება კომუნიკაციების კომისიასთან;
ბ) როგორც კომუნიკაციების კომისიის წარმომადგენელმა, დადოს გარიგება პირთან, რომლის დამფუძნებელი, წილის (აქციების) მფლობელი არის თვითონ ან მინიჭებული აქვს ხელმძღვანელობითი ან/და წარმომადგენლობითი უფლებამოსილება;
გ) როგორც კომუნიკაციების კომისიის წარმომადგენელმა დადოს ქონებრივი გარიგება საკუთარი ოჯახის წევრთან. 
8. კომუნიკაციების კომისიის თანამშრომელი უფრთხილდება და კეთილსინდისიერად, მხოლოდ სამსახურებრივი მიზნებისათვის, იყენებს მისთვის სამსახურებრივი უფლებამოსილების განხორციელებისათვის მინდობილ ქონებას. 
9. კომუნიკაციების კომისიის თანამშრომელი უფლებამოსილების ვადის ამოწურვის/სამსახურიდან გათავისუფლების შემთხვევაში კომუნიკაციების კომისიის შესაბამის უფლებამოსილ პირს უბრუნებს სამსახურებრივ  საშვს ან სხვა ოფიციალურ სამსახურებრივ საიდენტიფიკაციო დოკუმენტს, ასევე მისთვის მინდობილ ქონებას (ბუნებრივი ცვეთის გათვალისწინებით), რომელიც მას გადაცემული ჰქონდა კომუნიკაციების კომისიაში უფლებამოსილების განხორციელების პერიოდში.
10. კომუნიკაციების კომისიის თანამშრომელს უფლება არ აქვს უფლებამოსილების ვადის ამოწურვის/სამსახურიდან გათავისუფლების შემდეგ კომისიიდან წაიღოს/გაიტანოს კომუნიკაციების კომისიაში, როგორც ელექტრონული, ასევე მატერიალურ ფორმით დაცული დოკუმენტაცია ან მისი ასლი, იმ შემთხვევაშიც კი თუ ის მომზადებულია/დამუშავებულია თავად ამ თანამშრომლის მიერ, სამსახურებრივი უფლებამოსილების შესრულების პროცესში.
11. კომუნიკაციების კომისიის მიერ რეგულირებადი სექტორიდან  კომუნიკაციების კომისიაში გადმოსული თანამშრომელი:
ა) არ აყენებს  მისი ყოფილი სამსახურის კერძო ინტერესებს საჯარო ინტერესებზე მაღლა რეგულაციების შემუშავებისას, ხელშეკრულებების გაფორმებისას თუ სამსახურებრივი უფლებამოსილებიდან გამომდინარე სხვა სახის გადაწყვეტილებების მიღებისას;
ბ) თავიდან ირიდებს ნებისმიერ ისეთ ქმედებას, რომელიც შესაძლოა აღქმულ იქნეს  მისი ყოფილი სამსახურის უპირატეს მდგომარეობაში ჩაყენებად.
12. კეთილსინდისიერების პრინციპს იცავს ასევე კომუნიკაციების კომისიის ყოფილი თანამშრომელი, რომელიც კომუნიკაციების კომისიიდან გადასულია კომუნიკაციების კომისიის რეგულირებად სექტორში. ამასთან კომუნიკაციების კომისიის თანამშრომლის რეგულირებად სექტორში გადასვლასთან დაკავშირებული საკითხები რეგულირდება მოქმედი კანონმდებლობით, კომუნიკაციების კომისიის შინაგანაწესით ან/და მასთან გაფორმებული ხელშეკრულებით.
13. კომუნიკაციების კომისიაში დაცულ კონფიდენციალურ ინფორმაციასთან მოპყრობის საკითხები წესრიგდება კომუნიკაციების კომისიის შინაგანაწესით.
14. კომუნიკაციების კომისიის მოქმედ ან ყოფილ თანამშრომელს უფლება არ აქვს გაამჟღავნოს ის ინფორმაცია, რომელიც მისთვის ცნობილი გახდა კომუნიკაციების კომისიაში მუშაობის პერიოდში და არ განეკუთვნება საჯარო ინფორმაციას.
მუხლი 8. ინტერესთა შეუთავსებლობა
1. კომუნიკაციების კომისიის თანამშრომელთა ინტერესთა შეუთავსებლობის ზოგადი საკითხები  განისაზღვრება „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონით, „ეროვნული მარეგულირებელი ორგანოების შესახებ“ საქართველოს კანონითა და სხვა შესაბამისი კანონმდებლობით.
2. კომუნიკაციების კომისიის თანამშრომელი არ იღებს ისეთი სახის შეთავაზებას, რომელიც წარმოშობს ან შესაძლოა წარმოშვას ინტერესთა შეუთავსებლობა მის მიერ დაკავებულ თანამდებობასთან ან/და გავლენა მოახდინოს მის მიერ სამსახურებრივი უფლებამოსილების განხორციელებაზე.
3. კომუნიკაციების კომისიის თანამშრომელი თავს არიდებს ისეთ გარემოებებს, რომლებიც შესაძლოა აღქმულ იქნეს კერძო ინტერესის პირდაპირ ან არაპირდაპირ გავლენად მის სამსახურებრივ საქმიანობაზე.
4. კომუნიკაციების კომისიის თანამშრომელი არ იყენებს სამსახურებრივ უფლებამოსილებას კერძო ინტერესების სასარგებლოდ.
5. კომუნიკაციების კომისიის თანამშრომელი უპირატეს მდგომარეობაში არ აყენებს ოჯახის წევრებს, ახლო ნათესავებს ან/და მასთან დაკავშირებულ პირებს მის მიერ სამსახურებრივი უფლებამოსილების განხორციელებისას.
6. კომუნიკაციების კომისიის თანამშრომელი არ ახორციელებს ისეთ საქმიანობას, რომელიც საქართველოს კანონმდებლობის თანახმად, შეუთავსებელია მის მიერ დაკავებულ პოზიციასთან.
მუხლი 9. საჩუქარი
1. კომუნიკაციების კომისიის თანამშრომელს უფლება არა აქვს, მიიღოს საჩუქარი იმ პირისაგან ან ორგანიზაციისაგან, რომელზედაც ვრცელდება კომუნიკაციების კომისიის უფლებამოსილება, ან ისარგებლოს ამავე პირის ან ორგანიზაციის შეღავათიანი ან უფასო მომსახურებით, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც აღნიშნული ყველასთვის ხელმისაწვდომია.
2. ამ მუხლის მიზნებისთვის საჩუქრად არ ჩაითვლება:
ა) სიმბოლური ნივთი ან სუვენირი (მაგ. კალამი, ბლოკნოტი, კალენდარი) თუ მისი საბაზრო ღირებულება კალენდარული წლის განმავლობაში ერთი წყაროდან არ აღემატება 500 (ხუთასი) ლარს;
ბ) კომუნიკაციების კომისიის რეგულირებას დაქვემდებარებული დარგების შესახებ სიახლეების, ტენდენციების, მიღწევებისა და პრობლემების, მიმდინარე ამბების მიმოხილვის/პრეზენტაციის მიზნით გამართულ ღონისძიებებზე დასწრება;
გ) საქმიან სადილზე/ვახშამზე დასწრება;
3. თუ კომუნიკაციების კომისიის თანამშრომელი საჩუქრის მიღების შემდეგ დაადგენს, რომ ამ საჩუქრის ღირებულება აღემატება ქცევის წესებით დადგენილ ოდენობას, ან/და თუ გარკვეული მიზეზით (საჩუქრის ფოსტით მიღება, საჩუქრის საჯაროდ გადაცემა) შეუძლებელი იყო მის მიღებაზე უარის თქმა, იგი ვალდებულია 3 სამუშაო დღის ვადაში  წინამდებარე ქცევის წესების აღსრულებაზე კონტროლის განმახორციელებელ პირს/სტრუქტურულ ერთეულს წარუდგინოს ინფორმაცია მიღებული საჩუქრის და მჩუქებლის ვინაობის შესახებ, ხოლო საჩუქარი მიმართოს ქველმოქმედებაში.
მუხლი 10. კომუნიკაციების კომისიის თანამშრომლის გამოხატვის თავისუფლება
1. კომუნიკაციების კომისიის თანამშრომელი კომუნიკაციების კომისიის კომპეტენციას მიკუთვნებულ საკითხებზე პოზიციას საჯაროდ გამოხატავს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მას მინიჭებული აქვს შესაბამისი უფლებამოსილება კომუნიკაციების კომისიისგან.
2. კომუნიკაციების კომისიის თანამშრომელი თავს იკავებს საჯაროდ სიძულვილის ენის გამოყენების ან/და დისკრიმინაციული ხასიათის კომენტარის გაკეთებისგან, რომელმაც შესაძლოა ეჭვქვეშ დააყენოს მისი სამსახურებრივი უფლებამოსილების მიუკერძოებლად და ობიექტურად განხორციელება.
3. კომუნიკაციების კომისიის თანამშრომელი თავს იკავებს სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას ისეთი ქმედებებისგან, განცხადებებისაგან ან/და სოციალური აქტივობისგან, რომელმაც შესაძლოა, ეჭვქვეშ დააყენოს მის მიერ სამსახურებრივ მოვალეობათა ჯეროვანი შესრულება.
მუხლი 11. პროფესიონალიზმი
1. კომუნიკაციების კომისიის აპარატის თანამშრომელი ხელმძღვანელობს პროფესიული ცოდნის, უნარ-ჩვევებისა და გამოცდილების შესაბამისად, იღებს გადაწყვეტილებას საჯარო ინტერესის გათვალისწინებით, შესაბამისი სამართლებრივი რეგულაციების საფუძველზე.
2. კომუნიკაციების კომისიის აპარატის თანამშრომელი უზრუნველყოფს პროფესიული საქმიანობის განხორცილებას სამსახურში წარმოქმნილი პირადი ურთიერთობების გავლენისაგან თავისუფლად.
3. კომუნიკაციების კომისიის აპარატის თანამშრომელი არის ღია და თავისუფალი ახალი იდეებისა და მეთოდების პრაქტიკაში დასამკვიდრებლად.
4.კომუნიკაციების კომისიის აპარატის თანამშრომელი მზადაა, პროფესიული ცოდნა და გამოცდილება გაუზიაროს თანამშრომლებს.
5. კომუნიკაციების კომისიის აპარატის თანამშრომელი ინარჩუნებს სიმშვიდეს რთულ და სტრესულ სიტუაციებში.
6. კომუნიკაციების კომისიის აპარატის თანამშრომელი ცდილობს საკუთარი ცოდნა და უნარები შესაბამისობაში მოიყვანოს თანამედროვე ტექნოლოგიის მოთხოვნებთან, თანამედროვე ტენდენციებთან და საკანონმდებლო ცვლილებებთან, ასევე სამსახურებრივი საქმიანობის განხორციელებისას გამოიყენოს თანამედროვე ტექნოლოგიის სიკეთეები და უპირატესობები.
7. კომუნიკაციების კომისიის აპარატის თანამშრომელი საჭიროებისამებრ იუმჯობესებს პროფესიულ ცოდნასა და უნარ-ჩვევებს კომუნიკაციების კომისიის მიერ შეთავაზებულ ან მისი საჭიროებების გათვალისწინებით შერჩეულ პროფესიული განვითარების პროგრამებში მონაწილეობის გზით. 
8. კომუნიკაციების კომისიის აპარატის თანამშრომელი პატივს სცემს და სამსახურებრივი უფლებამოსილების განხორციელებისას ითვალისწინებს კომუნიკაციების კომისიაში არსებულ სუბორდინაციულ მიდგომებს.
9. კომუნიკაციების კომისიის აპარატის თანამშრომელი სამსახურებრივ საკითხებთან დაკავშირებით პირველ რიგში უკავშირდება უშუალო უფროსს და მისი გვერდის ავლით არ ახდენს ზემდგომ თანამდებობის პირთან სამსახურებრივ საკითხებზე კომუნიკაციას, გარდა განსაკუთრებული შემთხვევებისა.
მუხლი 12.  დამოუკიდებლობა პროფესიული საქმიანობის განხორციელებისას
კომუნიკაციების კომისიის აპარატის თანამშრომელი სამსახურებრივი საქმიანობის განხორციელებისას თავისუფლად აფიქსირებს თავის პოზიციას თანამშრომლებსა და ხელმძღვანელობასთან სამსახურებრივ საკითხებთან მიმართებით, მათ შორის, კრიტიკულ და განსხვავებულ მოსაზრებას. 
მუხლი 13.  თანასწორობა
1. კომუნიკაციების კომისიის თანამშრომელი პატივს სცემს ყველა ადამიანის ღირსებასა და  სამსახურში არსებულ მრავალფეროვან გარემოს.
2. კომუნიკაციების კომისიის თანამშრომელი უზრუნველყოფს სამსახურში თანასწორი გარემოს ჩამოყალიბებას ვინმესთვის დაუმსახურებელი უპირატესობის მინიჭების ან ვინმეს არაუპირატეს მდგომარეობაში ჩაყენების აკრძალვის გზით.
3. კომუნიკაციების კომისიის თანამშრომელი ცდილობს, თავიდან აირიდოს ნებისმიერი სახის დისკრიმინაცია, განსაკუთრებით ისეთი მოწყვლადი ჯგუფების მიმართ, როგორებიცაა განსხვავებული საჭიროების მქონე პირები და უმცირესობები.
4. კომუნიკაციების კომისიის თანამშრომელი ხელს უწყობს განსხვავებული სქესისათვის თანაბარი პირობებისა და შესაძლებლობების მქონე სამუშაო გარემოს შექმნას.
5. კომუნიკაციების კომისიის თანამშრომელი ცდილობს, გადაწყვეტილების მიღების პროცესში თავიდან აირიდოს საზოგადოებაში დამკვიდრებული სტერეოტიპების გავლენა.
მუხლი 14. სექსუალური შევიწროების დაუშვებლობა
1. კომუნიკაციების კომისიის თანამშრომელი პატივისცემით ეპყრობა თანამშრომლებს, განურჩევლად მათი გენდერული იდენტობისა თუ სექსუალური ორიენტაციისა.
2. კომუნიკაციების კომისიის თანამშრომელი კარგადაა ინფორმირებული სექსუალური შევიწროების ფენომენისა და ამგვარი პრაქტიკის დაუშვებლობის შესახებ, როგორც სამუშაო ადგილას, ისე საჯარო სივრცეში.  
მუხლი 15.  ანგარიშვალდებულება
1. კომუნიკაციების კომისიის აპარატის თანამშრომელი ანგარიშვალდებულია მისი უფლებამოსილებისა და პასუხისმგებლობის ფარგლებში.
2. კომუნიკაციების კომისიის აპარატის თანამშრომელი იღებს პასუხისმგებლობას მისთვის გადაცემული (დელეგირებული) უფლებამოსილების ფარგლებში.
3. კომუნიკაციების კომისიის აპარატის თანამშრომელი უზრუნველყოფს მის მიერ მიღებული გადაწყვეტილებებისა და განხორციელებული ქმედებების შესაბამის დასაბუთებას.
მუხლი 16. თავაზიანობა
კომუნიკაციების კომისიის თანამშრომელი არის კორექტული და თავაზიანი თანამშრომლებთან და გარეშე პირებთან ურთიერთობისას.
მუხლი 17. კოლეგიალობა
1. კომუნიკაციების კომისიის თანამშრომელი პატივს სცემს თანამშრომლების კომპეტენციას, გამოცდილებასა და შეხედულებებს.
2. კომუნიკაციების კომისიის თანამშრომელი, საჭიროების შემთხვევაში, დახმარებას უწევს თანამშრომელს სამსახურებრივი საქმიანობის განხორციელებისას.
3. კომუნიკაციების კომისიის თანამშრომელი სამსახურებრივ საკითხებთან დაკავშირებით თანამშრომლის მიმართ არსებულ კრიტიკულ მოსაზრებებს პირველ რიგში განიხილავს უშუალოდ ამ თანამშრომელთან.
4. კომუნიკაციების კომისიის აპარატის თანამშრომელი საერთო დავალების შესრულებისას ან გუნდური მუშაობის დროს  ცდილობს,  განსახილველ საკითხთან დაკავშირებით მიაღწიოს კონსენსუსს და  შესაძლო შედეგებზე იღებს ერთობლივ პასუხისმგებლობას.
მუხლი 18. კომუნიკაცია
1. კომუნიკაციების კომისიის თანამშრომელი გამოხატავს აზრს მკაფიოდ, გასაგებად და დასაბუთებულად.
2. კომუნიკაციების კომისიის თანამშრომელი ყურადღებით უსმენს სხვებს, უზრუნველყოფს მიღებული ინფორმაციის სწორ ინტერპრეტაციას და ახდენს შესაბამის რეაგირებას.
3. კომუნიკაციების კომისიის თანამშრომელი სამიზნე ჯგუფის შესაბამისად არჩევს საუბრის ენას, ტონს, სტილსა და ფორმატს, რათა უზრუნველყოს ინფორმაციის გაცვლა და ღია დიალოგი.
მუხლი 19. სამუშაოს დაგეგმვა და ორგანიზება
1. კომუნიკაციების კომისიის აპარატის თანამშრომელი განსაზღვრავს განსახორციელებელი ღონისძიებებისა და დავალებების პრიორიტეტულობას. პრიორიტეტთა განაწილებისას წარმოშობილი წინააღმდეგობის შემთხვევაში, კომუნიკაციების კომისიის აპარატის თანამშრომელი მიმართავს უშუალო ხელმძღვანელს შესაბამისი გადაწყვეტილების მისაღებად.
2. კომუნიკაციების კომისიის აპარატის თანამშრომელი გონივრულად ანაწილებს სამუშაო დროსა და რესურსებს დავალებების შესრულებისას.
3. კომუნიკაციების კომისიის აპარატის თანამშრომელი სამუშაოს დაგეგმვისას გონივრულად აფასებს შესაძლო რისკების ან სხვა გაუთვალისწინებელი გარემოებების წარმოშობის შესაძლებლობებს და შეიმუშავებს გზებსა და სტრატეგიებს მათ აღმოსაფხვრელად.
მუხლი 20. ურთიერთობა ხელმძღვანელ პირებთან
1. კომუნიკაციების კომისიის აპარატის თანამშრომელი კეთილსინდისიერად ასრულებს ხელმძღვანელის მითითებებს და სხვა ზეპირ თუ წერილობით დავალებებს. თუ აღნიშნული დავალებები თანამშრომლისთვის ბუნდოვანი ან რთულად შესასრულებელია ან მისი კომპეტენცია და პროფესიული ცოდნა არ არის მსგავსი დავალების შესრულებისათვის საკმარისი, კომუნიკაციების კომისიის აპარატის თანამშრომელი  დაუყოვნებლივ აცნობებს აღნიშნული გარემოებების შესახებ დავალების მიმცემ ხელმძღვანელს.
2. კომუნიკაციების კომისიის აპარატის თანამშრომელი არ ასრულებს ისეთი სახის მითითებებს, დავალებებსა და ბრძანებებს, რომლებიც ეწინააღმდეგება საქართველოს კანონმდებლობას.
მუხლი 21. ხელმძღვანელის ურთიერთობა მის დაქვემდებარებაში მყოფ თანამშრომლებთან
1. ხელმძღვანელ თანამდებობაზე მყოფი კომუნიკაციების კომისიის თანამშრომელი უზრუნველყოფს ინიციატივებისა და კრიტიკისათვის ღია და თავისუფალი გარემოს შექმნას.
2. ხელმძღვანელ თანამდებობაზე მყოფი კომუნიკაციების კომისიის თანამშრომელი დავალებებს გასცემს დაქვემდებარებაში მყოფი თანამშრომლების კომპეტენციების ფარგლებში და უზრუნველყოფს მათ შორის სამუშაო დროისა და ფუნქციების ეფექტურ გადანაწილებას.
3. ხელმძღვანელ თანამდებობაზე მყოფი კომუნიკაციების კომისიის თანამშრომელი თავს არიდებს მის დაქვემდებარებაში მყოფი რომელიმე თანამშრომლისთვის არასამართლიანი უპირატესობის მინიჭებას სხვა თანამშრომელთა ხარჯზე როგორც ზეპირი თუ წერილობითი დავალებების განაწილების, ისე კარიერული მართვისა თუ  წახალისების ფორმების გამოყენებისას.         
4. ხელმძღვანელ თანამდებობაზე მყოფი კომუნიკაციების კომისიის თანამშრომელი მის დაქვემდებარებაში მყოფი თანამშრომლისთვის სამსახურებრივ საქმიანობასთან დაკავშირებით შენიშვნის მიცემისას ინარჩუნებს კორექტულობას, რათა თავიდან აიცილოს თანამშრომლის ღირსების შელახვა.
5. ხელმძღვანელ თანამდებობაზე მყოფი კომუნიკაციების კომისიის თანამშრომელი უზრუნველყოფს ინფორმაციის დროულად გავრცელებას იმ საკითხებთან დაკავშირებით, რომლებმაც შესაძლებელია, ზეგავლენა მოახდინოს თანამშრომლების საქმიანობასა და სამუშაო გარემოზე.
6. ხელმძღვანელ თანამდებობაზე მყოფი კომუნიკაციების კომისიის თანამშრომელი უზრუნველყოფს იმ თანამშრომლის ჩართულობას გადაწყვეტილების მიღების პროცესში, რომელსაც უშუალოდ ეხება მიღებული გადაწყვეტილება.
7. ხელმძღვანელ თანამდებობაზე მყოფი კომუნიკაციების კომისიის თანამშრომელი ხელს უწყობს კოლეგიური გარემოს შექმნას და ცდილობს, თავიდან აირიდოს კონკრეტული თანამშრომლის უარყოფით კონტექსტში მოხსენიება სხვა თანამშრომლების თანდასწრებით.
8. ხელმძღვანელ თანამდებობაზე მყოფი კომუნიკაციების კომისიის თანამშრომელი გულისხმიერად ეპყრობა თანამშრომელთა პირად პრობლემებს და ცდილობს მათ მხარდაჭერას, რათა აღნიშნულმა პრობლემებმა უარყოფითი გავლენა არ იქონიოს სამსახურებრივ გარემოზე.
9. ხელმძღვანელ თანამდებობაზე მყოფი კომუნიკაციების კომისიის თანამშრომელი თავს იკავებს მის დაქვემდებარებაში მყოფი თანამშრომლების მიმართ ფსიქოლოგიური ძალადობის ნებისმიერი ფორმის გამოყენებისაგან.
10. ხელმძღვანელ თანამდებობაზე მყოფმა კომუნიკაციების კომისიის თანამშრომელმა თავი უნდა შეიკავოს არასამუშაო საათებში, დასვენებისა და უქმე დღეებში, ასევე შვებულების დროს თანამშრომლისათვის სამსახურებრივ საქმიანობასთან დაკავშირებული საკითხების განხილვის ან დავალების მიცემისაგან, გარდა განსაკუთრებული შემთხვევებისა.  
11. ხელმძღვანელ თანამდებობაზე მყოფი კომუნიკაციების კომისიის თანამშრომელი ხელს უწყობს მის დაქვემდებარებაში მყოფი თანამშრომლების პროფესიული განათლების ხელმისაწვდომობასა და მათ ჩართულობას პროფესიული განვითარების სხვადასხვა პროგრამებში.
12. ხელმძღვანელ თანამდებობაზე მყოფი კომუნიკაციების კომისიის თანამშრომელი პატივს სცემს თანამშრომლის გამოხატვის თავისუფლებას ამ წესების მე-10 მუხლით დადგენილი წესის შესაბამისად.

 

კრებსითი — სრული ვერსია