,,სწრაფი რეაგირეის სპეციალური დანიშნულების სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ” საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2001 წლის 18 ივნისის №212 ბრძანებაში დამატების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს მინისტრის ბრძანება
დოკუმენტის ნომერი
688
მიმღები ორგანო
საქართველოს იუსტიციის მინისტრი
მიღების თარიღი
2003-07-02
გამოქვეყნების თარიღი
2003-07-07
სარეგისტრაციო კოდი
010.240.030.11.106.005.935
,,სწრაფი რეაგირეის სპეციალური დანიშნულების სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ” საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2001 წლის 18 ივნისის №212 ბრძანებაში დამატების შეტანის თაობაზე

სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 010.240.030.11.106.005.935

საქართველოს იუსტიციის მინისტრის

ბრძანება №688

2003 წლის 2 ივლისი

ქ. თბილისი

“სწრაფი რეაგირების სპეციალური დანიშნულების სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ” საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2001 წლის 18 ივნისის №212 ბრძანებაში დამატების შეტანის თაობაზე

“ნორმატიული აქტების შესახებ” საქართველოს კანონის 36-ე მუხლის მოთხოვნათა შესაბამისად, ვბრძანებ:

1. “სწრაფი რეაგირების სპეციალური დანიშნულების სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ” საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2001 წლის 18 ივნისის №212 ბრძანებით (სსმ III, 2001 წ., №65, მუხ. 475) დამტკიცებულ სასჯელაღსრულების დეპარტამენტის სწრაფი რეაგირების სპეციალური დანიშნულების სამსახურის დებულების მე-5 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-3 პუნქტი:

“3. სამსახური:

ა) საჭიროების შემთხვევაში უზრუნველყოფს მინისტრის პირად უსაფრთხოებას;

ბ) განსაკუთრებულ შემთხვევებში, დეპარტამენტის თავმჯდომარის განკარგულებით, ახორციელებს დეპარტამენტის კუთვნილი თანხებისა და ტვირთების დაცვა-გაცილებას, დახმარებას უწევს დეპარტამენტის უსაფრთხოების სამსახურს სასჯელაღსრულების დაწესებულებებიდან გაქცეულ მსჯავრდებულთა და პატიმართა ძებნის ღონისძიებებში.

2. ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

რ. გილიგაშვილი

კრებსითი — სრული ვერსია