სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 220.090.000.08.009.005.911
საქართველოს ეროვნული ბანკის საბჭოს
დადგენილება №25
2003 წლის 20 ივნისი
ქ. თბილისი
,,ეროვნული ვალუტის 1,2,5,10 და 20 ლარის ღირებულების 2002 წლის მოდიფიკაციის ბანკნოტების მიმოქცევაში გაშვების შესახებ” საქართველოს ეროვნული ბანკის საბჭოს 2002 წლის 26 ივლისის №43 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
,,საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 39-ე და 73-ე მუხლების შესაბამისად ეროვნული ბანკის საბჭო ადგენს:
,,ეროვნული ვალუტის 1,2,5,10 და 20 ლარის ღირებულების 2002 წლის მოდიფიკაციის ბანკნოტების მიმოქცევაში გაშვების შესახებ” საქართველოს ეროვნული ბანკის საბჭოს 2002 წლის 26 ივლისის №43 დადგენილების /საქართველოს საკანონმდებლო მაცნე 2002 წლის 2 აგვისტოს №78 მუხ.719/ პირველ პუნქტში მითითებულ დანართში შეტანილ იქნეს ცვლილება და 2002 წლის მოდიფიკაციის 5 ლარის ნომინალის ბანკნოტის ნიმუში განისაზღვროს შემდეგი ფორმით:
ი. მანაგაძე