“საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო მინისტრის 2000 წლის 30 აგვისტოს №366 ბრძანებაში ,,სატრანსპორტო საშუალებათა მართვის უფლების მინიჭებისა და მძღოლის მოწმობის გაცემის წესების დამტკიცების შესახებ“ დამატების შეტანის თაობაზე”

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს მინისტრის ბრძანება
დოკუმენტის ნომერი
213
მიმღები ორგანო
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი
მიღების თარიღი
2003-06-20
გამოქვეყნების თარიღი
2003-07-01
სარეგისტრაციო კოდი
140.130.000.11.118.005.910
“საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო მინისტრის 2000 წლის 30 აგვისტოს №366 ბრძანებაში ,,სატრანსპორტო საშუალებათა მართვის უფლების მინიჭებისა და მძღოლის მოწმობის გაცემის წესების დამტკიცების შესახებ“ დამატების შეტანის თაობაზე”

სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 140.130.000.11.118.005.910

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის

ბრძანება №213

2003 წლის 20 ივნისი

ქ. თბილისი

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2000 წლის 30 აგვისტოს №366 ბრძანებაში “სატრანსპორტო საშუალებათა მართვის უფლების მინიჭებისა და მძღოლის მოწმობის გაცემის წესების დამტკიცების შესახებ” დამატების შეტანის თაობაზე

“საგზაო მოძრაობის შესახებ” ვენის კონვენციის 41-ე მუხლის მე-5 პუნქტის შესრულების მიზნით და მის შესაბამისად, ვბრძანებ:

1. საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2000 წლის 30 აგვისტოს №366 ბრძანებით “სატრანსპორტო საშუალებათა მართვის უფლების მინიჭებისა და მძღოლის მოწმობის გაცემის წესების დამტკიცების შესახებ” დამტკიცებული წესების (სსმ III, №83, 12.09.2000 წ., მუხ. 742) მე-2 მუხლის პირველ პუნქტის მეორე აბზაცს დაემატოს შემდეგი რედაქციის წინადადება: “სხვა სახელმწიფოში დროებით ან მუდმივად მცხოვრებმა საქართველოს მოქალაქემ, შესაბამის რეგიონალურ სამსახურში შეიძლება მიიღოს მძღოლის საერთაშორისო მოწმობა მის მიერ სათანადო რწმუნებით აღჭურვილი პირის მეშვეობით” და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

“იმავე კატეგორიებზე საერთაშორისო მძღოლის მოწმობას არასავალდებულო წესით გასცემს საგზაო პოლიციის მთავარი სამმართველოს შესაბამისი სამსახური.სხვა სახელმწიფოში დროებით ან მუდმივად მცხოვრებმა საქართველოს მოქალაქემ, შესაბამის რეგიონალურ სამასახურში შეიძლება მიიღოს მძღოლის საერთაშორისო მოწმობა მის მიერ სათანადო რწმუნებით აღჭურვილი პირის მეშვეობით.”.

2. ბრძანება ძალაში შედის მის გამოქვეყნებისთანავე.

3. ბრძანება დაიგზავნოს კუთვნილებისამებრ.

კ. ნარჩემაშვილი

 

კრებსითი — სრული ვერსია