“საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2000 წლის 29 აგვისტოს №212 ბრძანების ,,საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საქმისწარმოების ერთიანი წესის დამტკიცების შესახებ“ ძალადაკარგულად გამოცხადების შესახებ”

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს მინისტრის ბრძანება
დოკუმენტის ნომერი
599
მიმღები ორგანო
საქართველოს იუსტიციის მინისტრი
მიღების თარიღი
2003-06-24
გამოქვეყნების თარიღი
2003-06-26
სარეგისტრაციო კოდი
010.240.030.11.106.005.902
“საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2000 წლის 29 აგვისტოს №212 ბრძანების ,,საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საქმისწარმოების ერთიანი წესის დამტკიცების შესახებ“ ძალადაკარგულად გამოცხადების შესახებ”

სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 010.240.030.11.106.005.902

საქართველოს იუსტიციის მინისტრის

ბრძანება №599

2003 წლის 24 ივნისი

ქ. თბილისი

საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2000 წლის 29 აგვისტოს №212 ბრძანების „საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საქმისწარმოების ერთიანი წესის დამტკიცების შესახებ” ძალადაკარგულად გამოცხადების შესახებ

დღეისათვის საქართველოში მოქმედებს საქმისწარმოების ორგანიზაციის უნიფიცირებული ნორმატიული აქტი – საქართველოს პრეზიდენტის 1999 წლის 1 ივლისის №414 ბრძანებულება „საქმისწარმოების ერთიანი წესების დამტკიცებისა და ამოქმედების შესახებ”, რომელიც სავალდებულოა შესასრულებლად ყველა სახელმწიფო დაწესებულებისათვის. ეს ბრძანებულება დეტალურად და სრულყოფილად არეგულირებს საქმისწარმოების აუცილებელ ყველა იმ საკითხს, რომელიც გათვალისწინებულია იუსტიციის მინისტრის 2000 წლის 29 აგვისტოს №212 ბრძანებით. აღნიშნულიდან გამომდინარე და „ნორმატიული აქტების შესახებ” საქართველოს კანონის შესაბამისად, ვბრძანებ:

1. ძალადაკარგულად გამოცხადდეს საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2000 წლის 29 აგვისტოს №212 ბრძანება „საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საქმისწარმოების ერთიანი წესის დამტკიცების შესახებ”.

2. ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

რ. გილიგაშვილი

 

კრებსითი — სრული ვერსია