სარეგისტრაციო კოდი 320.110.000.11.115.005.889
საქართველოს ტრანსპორტისა და კომუნიკაციების მინისტრის
ბრძანება №32
2003 წლის 16 ივნისი
ქ. თბილისი
საქართველოს საფოსტო მარკების მიმოქცევაში გაშვების შესახებ
„კავშირგაბმულობისა და ფოსტის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-12 მუხლის და „საქართველოს ტრანსპორტისა და კომუნიკაციების სამინისტროს დებულებისა და სტრუქტურის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2002წ. 4 იანვრის №1 ბრძანებულებით დამტკიცებული დებულების მე-4 მუხლის მე-2 პუნქტის „თ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:
მუხლი 1. 2003 წ. 20 ივნისიდან დადგენილი და გაშვებული იქნას მიმოქცევაში, შემდეგი ნიმუშის საქართველოს საფოსტო მარკები:
1) „ქალები მშვიდობისათვის“ – 1 მარკა, ნომინალი: 50 თეთრი; ტირაჟი: 20 ათს. ცალი; ზომა: 43.5X31.0მმ; ავტორი: ბ.ქობლიანიძე.
მარკა № 327
2) „ახალგაზრდობა“ 1 მარკა, ნომინალი: 50 თეთრი, ტირაჟი: 20 ათს. ცალი; ზომა: 26.0X36.5 მმ; ავტორი: ბ.გაგნიძე.
მარკა № 328
მუხლი 2. ბრძანება ძალაში შედის გამოქვეყნების დღიდან.
მ. ადეიშვილი