,,ფინანსთა სამინისტროს საბაჟო დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2002 წლის 29 აგვისტოს №269 ბრძანებაში ცვლილებისა და დამატებების შეტანის თაობაზე”

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს მინისტრის ბრძანება
დოკუმენტის ნომერი
315
მიმღები ორგანო
საქართველოს ფინანსთა მინისტრი
მიღების თარიღი
2003-06-18
გამოქვეყნების თარიღი
2003-06-19
სარეგისტრაციო კოდი
200.250.000.11.117.005.886
,,ფინანსთა სამინისტროს საბაჟო დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2002 წლის 29 აგვისტოს №269 ბრძანებაში ცვლილებისა და დამატებების შეტანის თაობაზე”

სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 200.250.000.11.117.005.886

საქართველოს ფინანსთა მინისტრის

ბრძანება №315

2003 წლის 18 ივნისი

ქ. თბილისი

„საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საბაჟო დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2002 წლის 29 აგვისტოს №269 ბრძანებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე

„აღმასრულებელი ხელისუფლების სტრუქტურისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-17 მუხლის და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს დებულების მე-4 მუხლის მე-2 პუნქტის „ი“ და „ნ“ ქვეპუნქტების საფუძველზე, ვბრძანებ:

1.    „საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საბაჟო დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2002 წლის 29 აგვისტოს №269 ბრძანებით (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, 03.09.2002 წ., №88, მუხ. 797) დამტკიცებულ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საბაჟო დეპარტამენტის დებულებაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები და დამატებები:

ა)    დებულების მე-4 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. დეპარტამენტის თავმჯდომარეს ჰყავს ხუთი მოადგილე, მათ შორის, ერთი პირველი, რომლებსაც თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს საქართველოს ფინანსთა მინისტრი, დეპარტამენტის თავმჯდომარის წარდგინებით.”;

ბ)    დებულების მე-4 მუხლის მე-4 პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „მ1“ ქვეპუნქტი:

„მ1) პასუხს აგებს დეპარტამენტის სარგებლობაში გადაცემული სახელმწიფო ქონების დაცვისა და გამოყენებისათვის და ორგანიზაციას უწევს ამ საქმიანობას. კანონმდებლობით დადგენილი წესით განკარგავს დეპარტამენტისათვის გამოყოფილ ფულად სახსრებს.“

2.    ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

მ. გოგიაშვილი

კრებსითი — სრული ვერსია