,,საქართველოს იუსტიციის სამინისტროსთან არსებული მოქალაქეობის საკითხთა მუდმივმოქმედი კომისიის შემადგენლობისა და დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს იუსტიციისმინისტრის ბრძანებაში ცვლილებების შეტანის შესახებ”

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს მინისტრის ბრძანება
დოკუმენტის ნომერი
541
მიმღები ორგანო
საქართველოს იუსტიციის მინისტრი
მიღების თარიღი
2003-06-09
გამოქვეყნების თარიღი
2003-06-13
სარეგისტრაციო კოდი
010.110.000.11.106.005.867
,,საქართველოს იუსტიციის სამინისტროსთან არსებული მოქალაქეობის საკითხთა მუდმივმოქმედი კომისიის შემადგენლობისა და დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს იუსტიციისმინისტრის ბრძანებაში ცვლილებების შეტანის შესახებ”

სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 010.110.000.11.106.005.867

საქართველოს იუსტიციის მინისტრის

ბრძანება №541

2003 წლის 9 ივნისი

ქ. თბილისი

“საქართველოს იუსტიციის სამინისტროსთან არსებული მოქალაქეობის საკითხთა მუდმივმოქმედი კომისიის შემადგენლობისა და დებულების დამტკიცების თაობაზე” საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2001 წლის 18 იანვრის №26 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

1. “საქართველოს იუსტიციის სამინისტროსთან არსებული მოქალაქეობის საკითხთა მუდმივმოქმედი კომისიის შემადგენლობისა და დებულების დამტკიცების თაობაზე” საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2001 წლის 18 იანვრის №26 ბრძანების (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №7, 23.01.2001, მუხ. 66) 1-ლი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

“1. განისაზღვროს საქართველოს იუსტიციის სამინისტროსთან არსებული მოქალაქეობის საკითხთა მუდმივმოქმედი კომისია შემდეგი შემადგენლობით:

ა) გიორგი წკრიალაშვილი – მინისტრის პირველი მოადგილე – კომისიის თავმჯდომარე;

ბ) ზურაბ ეზუგბაია – მინისტრის მოადგილე – კომისიის თავმჯდომარის მოადგილე;

გ) ზაზა მეიშვილი – მოქალაქეობის, სამოქალაქო მდგომარეობის რეგისტრაციისა და იმიგრაციის საკითხთა დეპარტამენტის უფროსი – კომისიის წევრი;

დ) გიორგი სურგულაძე – მოქალაქეობის, სამოქალაქო მდგომარეობის რეგისტრაციისა და იმიგრაციის საკითხთა დეპარტამენტის მოქალაქეობისა და იმიგრაციის სამმართველოს უფროსი – კომისიის წევრი;

ე) ჯუმბერ კოპალიანი – საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის არქეოლოგიური კვლევის ცენტრის დმანისის ისტორიულ-არქეოლოგიური განყოფილების ხელმძღვანელი, ისტორიულ მეცნიერებათა კანდიდატი – კომისიის წევრი;  

ვ) მანანა კელენჯერიძე – არნოლდ ჩიქობავას სახელობის ენათმეცნიერების ინსტიტუტის წამყვანი მეცნიერი თანამშრომელი, ფილოლოგიურ მეცნიერებათა დოქტორი – კომისიის წევრი;

ზ) ქართლოს თეთრაული – ჟურნალისტი – კომისიის წევრი”.

2. ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

რ. გილიგაშვილი

 

 

კრებსითი — სრული ვერსია