,,საქართველოს ტერიტორიაზე რუსეთის ფედერაციის შეიარაღებული თავდასხმის შედეგად დაზარალებულ საექიმო სპეციალობის მაძიებელთა სწავლების დაფინანსების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2009 წლის 19 მარტის №54 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს მთავრობის დადგენილება
დოკუმენტის ნომერი
138
მიმღები ორგანო
საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი
2009-07-31
გამოქვეყნების თარიღი
2009-08-06
სარეგისტრაციო კოდი
000000.00.00.000000
,,საქართველოს ტერიტორიაზე რუსეთის ფედერაციის შეიარაღებული თავდასხმის შედეგად დაზარალებულ საექიმო სპეციალობის მაძიებელთა სწავლების დაფინანსების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2009 წლის 19 მარტის №54 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №138

2009 წლის 31 ივლისი

ქ. თბილისი

„საქართველოს ტერიტორიაზე რუსეთის ფედერაციის შეიარაღებული თავდასხმის შედეგად დაზარალებულ საექიმო სპეციალობის მაძიებელთა სწავლების დაფინანსების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2009 წლის 19 მარტის №54 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

    მუხლი 1

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის შესაბამისად შეტანილ იქნეს ცვლილება „საქართველოს ტერიტორიაზე რუსეთის ფედერაციის შეიარაღებული თავდასხმის შედეგად დაზარალებულ საექიმო სპეციალობის მაძიე-ბელთა სწავლების დაფინანსების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2009 წლის 19 მარტის №54 დადგენილებით (სსმ III, 2009 წელი, №34, მუხლი 402) დამტკიცებული „საქართველოს ტერიტორიაზე რუსეთის ფედერაციის შეიარაღებული თავდასხმის შედეგად დაზარალებულ საექიმო სპეციალობის მაძიებელთა სწავლების დაფინანსების წესის“ მე-3 მუხლის მე-3 პუნქტში და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. განცხადების წარდგენის საბოლოო ვადად განისაზღვროს 2009 წლის 31 ივლისი.“.

    მუხლი 2.

დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

პრემიერ-მინისტრი      ნ. გილაური

 

კრებსითი — სრული ვერსია