“ჩერნობილის ატომურ ელექტროსადგურებზე და სხვა სამხედრო ან სამოქალაქო დანიშნულების ბირთვულ ობიექტებზე ავარიული სიტუაციების შედეგების ლიკვიდაციის მონაწილეებისა და მათი ოჯახების წევრების უფლებათა დამადასტურებელი მოწმობის ერთიანი ნიმუშისა და მისი გაცემის წესის დამტკიცების თაობაზე”

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს მინისტრის ბრძანება
დოკუმენტის ნომერი
117/ნ
მიმღები ორგანო
საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი
მიღების თარიღი
2003-05-21
გამოქვეყნების თარიღი
2003-05-30
სარეგისტრაციო კოდი
470.230.000.11.119.005.846
“ჩერნობილის ატომურ ელექტროსადგურებზე და სხვა სამხედრო ან სამოქალაქო დანიშნულების ბირთვულ ობიექტებზე ავარიული სიტუაციების შედეგების ლიკვიდაციის მონაწილეებისა და მათი ოჯახების წევრების უფლებათა დამადასტურებელი მოწმობის ერთიანი ნიმუშისა და მისი გაცემის წესის დამტკიცების თაობაზე”

სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი

470.230.000.11.119.005.846

საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის

ბრძანება №117/ნ

2003 წლის 21 მაისი

 ქ. თბილისი

ჩერნობილის ატომურ ელექტროსადგურზე და სხვა სამხედრო ან სამოქალაქო დანიშნულების ბირთვულ ობიექტებზე ავარიული სიტუაციების შედეგების ლიკვიდაციის მონაწილეებისა და მათი ოჯახის წევრების უფლებათა დამადასტურებელი მოწმობის ერთიანი ნიმუშისა და მისი გაცემის წესის დამტკიცების თაობაზე

„ჩერნობილის ატომურ ელექტროსადგურზე და სხვა სამხედრო ან სამოქალაქო დანიშნულების ბირთვულ ობიექტებზე ავარიული სიტუაციების შედეგების ლიკვიდაციის მონაწილეებისა და მათი ოჯახის წევრების სოციალური დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-11 მუხლის თანახმად, ვბრძანებ:

1. დამტკიცდეს ჩერნობილის ატომურ ელექტროსადგურზე და სხვა სამხედრო ან სამოქალაქო დანიშნულების ბირთვულ ობიექტებზე ავარიული სიტუაციების შედეგების ლიკვიდაციის მონაწილეებისა და მათი ოჯახის წევრების უფლებათა დამადასტურებელი მოწმობის ერთიანი ნიმუში და მისი გაცემის წესი (დანართები №1, №2);

2. ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ა. გამყრელიძე

დანართი №1

ჩერნობილის ატომურ ელექტროსადგურზე და სხვა სამხედრო ან სამოქალაქო დანიშნულების ბირთვულ ობიექტებზე ავარიული სიტუაციების შედეგების ლიკვიდაციის მონაწილეებისა და მათი ოჯახის წევრების უფლებათა დამადასტურებელი ერთიანი ნიმუშის მოწმობის გაცემის წესი

1. „ჩერნობილის ატომურ ელექტროსადგურზე და სხვა სამხედრო ან სამოქალაქო დანიშნულების ბირთვულ ობიექტებზე ავარიული სიტუაციების შედეგების ლიკვიდაციის მონაწილეებისა და მათი ოჯახის წევრების სოციალური დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლში მითითებულ პირებზე ერთიანი ნიმუშის მოწმობა გაიცემა საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მიერ ადგილობრივი მმართველობის ორგანოების მეშვეობით.

2. ერთიანი ნიმუშის მოწმობის მიღებისათვის საჭირო დოკუმენტებია:

ა) ცნობა მივლინებაში გამგზავნი ორგანიზაციიდან, ორგანიზაციის ლიკვიდაციის შემთხვევაში, მისი სამართალმემკვიდრე ორგანიზაციიდან ან არქივიდან;

ბ) ცნობა სამხედრო კომისარიატიდან და სამხედრო ბილეთი (სამხედრო ხაზით გაწვეულთათვის);

გ) მივლინების ადგილზე დამოწმებული სამივლინებო ფურცელი ან მისი ნოტარიულად დამოწმებული ასლი (სამუშაოს შესრულების შესახებ);

დ) შრომის წიგნაკის ამონაწერი;

ე) ქორწინების მოწმობის ასლი;

ვ) დაბადების მოწმობის ასლი;

ზ) პირადობის დამადასტურებელი მოწმობა;

თ) ცნობა პირის შრომისუუნარობის შესახებ (მონაწილის ოჯახის წევრის შემთხვევაში).

3. მოწმობის სხვა პირზე გადაცემა აკრძალულია.

4. დაკარგული მოწმობის დუბლიკატის გაცემას იმავე წესით უზრუნველყოფს საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო ადგილობრივი მმართველობის ორგანოების მეშვეობით;

5. ერთიანი ნიმუშის მოწმობა მკაცრი აღრიცხვის დოკუმენტია.

 

ჩერნობილის ატომურ ელექტროტროსადგურზე

და სხვა სამხედრო ან სამოქალაქო

დანიშნულების ბირთვულ ობიექტებზე

ავარიული სიტუაციების შედეგების

ლიკვიდაციის მონაწილეებისა და მათი

ოჯახის წევრების

                                  მოწმობა №

                  

სურათის                              სახელი                       

ადგილი                                გვარი 

დაბადების წელი, თვე, რიცხვი  ტელეფონი

 

არის ჩერნობილის ატომურ ელექტროსადგურზე და სხვა სამხედრო ან სამოქალაქო

დანიშნულების ბირთვულ ობიექტზე ავარიული სიტუაციების ლიკვიდაციის

____________________________________________

დანართ ი №2

მოწმობის წარმდგენს უფლება აქვს ისარგებლოს ყველა იმ შეღავათებითა და უპირატესობით, რაც დადგენილია საქართველოს 2000 წლის. 8 ნოემბრის №587-Iს კანონით ბირთვულ ობიექტებზე ავარიული სიტუაციების შედეგების ლიკვიდაციის მონაწილისათვის, ინვალიდისათვის, ოჯახის წევრისათვის

მოწმობის სხვა პირზე გადაცემა აკრძალულია

მოწმობის გაცემის თარიღი _______________

                                                           წელი, თვე, რიცხვი

(დაზარალებული, ინვალიდი, ოჯახის წევრი)

 

მოწმობის გამცემი:  ადგილობრივი მმართველობის ორგანო

                                                                  გამგეობა (მერია)

                                                                  

ბეჭდის ადგილი                                        ხელმოწერა

კრებსითი — სრული ვერსია