“ქ. თბილისში 1989 წლის 9 აპრილს საქართველოს დამოუკიდებლობის მოთხოვნით გამართული მშვიდობიანი აქციის დარბევის შედეგად დაზარალებულ პირებზე უფლებების დამადასტურებელი მოწმობისერთიანი ნიმუშისა და მისი გაცემის წესის დამტკიცების შესახებ”

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს მინისტრის ბრძანება
დოკუმენტის ნომერი
116/ნ
მიმღები ორგანო
საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი
მიღების თარიღი
2003-05-21
გამოქვეყნების თარიღი
2012-06-06
სარეგისტრაციო კოდი
470.230.000.11.119.005.845
“ქ. თბილისში 1989 წლის 9 აპრილს საქართველოს დამოუკიდებლობის მოთხოვნით გამართული მშვიდობიანი აქციის დარბევის შედეგად დაზარალებულ პირებზე უფლებების დამადასტურებელი მოწმობისერთიანი ნიმუშისა და მისი გაცემის წესის დამტკიცების შესახებ”

სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 470.230.000.11.119.005.845

საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის

 მინისტრის ბრძანება № 116/ნ

2003 წლის 21 მაისი

ქ. თბილისი

ქ. თბილისში 1989 წლის 9 აპრილს საქართველოს დამოუკიდებლობის მოთხოვნით გამართული მშვიდობიანი აქციის დარბევის შედეგად დაზარალებულ პირებზე უფლებების დამადასტურებელი მოწმობის ერთიანი ნიმუშისა და მისი გაცემის წესის დამტკიცების შესახებ

„ქ. თბილისში 1989 წლის 9 აპრილს საქართველოს დამოუკიდებლობის მოთხოვნით გამართული მშვიდობიანი აქციის დარბევის შედეგად დაზარალებულთა აღიარებისა და მათი სოციალური დაცვის გარანტიების შესახებ“ კანონის მე-8 მუხლის 1-ლი პუნქტის შესაბამისად ვბრძანებ:

1. დამტკიცდეს ქ. თბილისში 1989 წლის 9 აპრილს საქართველოს დამოუკიდებლობის მოთხოვნით გამართული მშვიდობიანი აქციის დარბევის შედეგად დაზარალებულ პირებზე უფლებების დამადასტურებელი მოწმობის ერთიანი ნიმუში და მისი გაცემის წესი (დანართი № 1, № 2).

2. ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

 ა. გამყრელიძე

შეტანილი ცვლილებები:

1. ძალადაკარგულია - საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2012 წლის 6 ივნისის ბრძანება №01-30/ნ - ვებგვერდი, 07.06.2012წ.

 დანართი №1

ქ. თბილისში 1989 წლის 9 აპრილს საქართველოს დამოუკიდებლობის მოთხოვნით გამართული მშვიდობიანი აქციის დარბევის შედეგად დაზარალებულ პირებზე უფლებების დამადასტურებელი ერთიანი ნიმუშის მოწმობის გაცემის

წ ე ს ი

1. დაზარალებულ პირებზე და დაზარალებულ ოჯახის წევრებზე მოწმობები გაიცემა საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მიერ ადგილობრივი მმართველობის ორგანოების მეშვეობით, რისთვისაც საჭიროა:      

ა) დაზარალებული პირები აღრიცხულები უნდა იყვნენ საქველმოქმედო ფონდ „9 აპრილში“ დაზარალებულობის შესახებ სამედიცინო დასკვნის საფუძველზე, მათ უნდა წარადგინონ ცნობა საცხოვრებელი ადგილიდან, პირადობის დამადასტურებელი მოწმობა;

ბ) შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები აღრიცხული უნდა იყვნენ საქველმოქმედო ფონდ „9 აპრილში“ სამედიცინო სოციალური ექსპერტიზის ბიუროს მიერ დადგენილი შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირების ცნობის საფუძველზე, ამასთან, მათ უნდა წარადგინონ ცნობა საცხოვრებელი ადგილიდან, პირადობის დამადასტურებელი მოწმობა;

გ) დაღუპულთა ოჯახის წევრებმა უნდა წარადგინონ 1989 წლის 9 აპრილს აქციაში მონაწილეობის შედეგად დაზარალებულის დაღუპვის (გარდაცვალების) მოწმობის ასლი, ასევე ნათესაური კავშირის დამადასტურებელი დოკუმენტები (პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი, ქორწინების მოწმობის ასლი, დაბადების მოწმობის ასლი, ცნობა საცხოვრებელი ადგილიდან).

2. დაკარგული მოწმობის დუბლიკატის გაცემა მოხდება იმავე წესით საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მიერ ადგილობრივი მმართველობის ორგანოების მეშვეობით.

3. მოწმობის სხვა პირზე გადაცემა აკრძალულია.

4. ერთიანი ნიმუშის მოწმობა მკაცრი აღრიცხვის დოკუმენტია.

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 


 

დანართი 2


ქ. თბილისში 1989 წლის 9 აპრილს

საქართველოს დამოუკიდებლობის

მოთხოვნით გამართული მშვიდობიანი

 აქციის დარბევის შედეგად დაზარალებული

 პირების

 მოწმობა №

                                                  

სურათის           სახელი                       

ადგილი                        გვარი             

                           დაბადების წელი, თვე, რიცხვი       

                           ტელეფონი                

 

არის ქ. თბილისში 1989 წლის 9 აპრილს

საქართველოს დამოუკიდებლობის

მოთხოვნით გამართული მშვიდობიანი

აქციის დარბევის შედეგად

__________________________________________________

(დაზარალებული პირი, ინვალიდი, ოჯახის წევრი)

 

ადგილობრივი მმართველობის ორგანო გამგეობა (მერია)

 

ბეჭდის ადგილი                                   ხელმოწერა

 

 

 

 

 

დამტკიცებულია საქართველოს შრომის, ჯანმრთელბისა და სოციალური დაცვის მინისტრის № ბრძანებით

 

 

მოწმობის წარმდგენს უფლება აქვს ისარგებლოს

ყველა იმ შეღავათებითა და უპირატესობით, რაც

დადგენილია საქართველოს 1999 წლის 30 აპრილის

 №1921-IIს კანონით 1989 წლის 9 აპრილს მშვიდობიანი

 აქციის დარბევის შედეგად დაზარალებული პირების,

ინვალიდებისა და დაღუპულთა ოჯახის       წევრებისათვის.

 

მოწმობის სხვა პირზე გადაცემა აკრძალულია

 

 

 მოწმობის გაცემის თარიღი ____________________

                                                 წელი, თვე, რიცხვი

 

.

კრებსითი — სრული ვერსია