|
„სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის იჯარის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე
|
საქართველოს პარლამენტი ადგენს:
„სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის იჯარის შესახებ“ საქართველოს 1996 წლის 28 ივნისის კანონში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები: 1. კანონის მე-5 მუხლის მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „4. საჯარო ქირის ოდენობა განისაზღვრება საიჯარო ხელშეკრულებით, ამასთან იგი სახელმწიფო საკუთრების სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწით სარგებლობისათვის მოქმედი წესით დადგენილ გადასახადზე ნაკლები არ უნდა იყოს“. 2. მე-7 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „7. მოიჯარეს შეუძლია მეიჯარესთან შეთანხმებით სრულად გაასხვისოს იჯარის უფლება“. 3. კანონის მთელ ტექსტში სიტყვები „იჯარის ხელშეკრულება“ და „იჯარის ქირა“ შესაბამისად შეიცვალოს სიტყვებით „საიჯარო ხელშეკრულება“ და საიჯარო ქირა“.
საქართველოს პრეზიდენტი ედუარდ შევარდნაძე.
თბილისი, 1996 წლის 13 დეკემბერი.
|