სახელმწიფო რეგისტრაციის ნომერი 300.320.000.14.011.005.807
(ძალადაკარგულია - 22.04.2016 წ. №8)
საქართველოს ენერგეტიკის მარეგულირებელი ეროვნული
კომისიის (სემეკ) დადგენილება №3
2003 წლის 22 აპრილი
ქ. თბილისი
სს „ქართული შაქრისთვის“ ელექტროენერგიის წარმოების ტარიფის დადგენის შესახებ
„ელექტროენერგეტიკისა და ბუნებრივი გაზის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-4 მუხლის მე-5 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის, მე-5 მუხლის პირველი პუნქტის, 42-ე მუხლის პირველი პუნქტის, 43-ე მუხლისა და სს „ქართული შაქრის“ 2002 წლის 20 ნოემბრის №Q-180 განაცხადის საფუძველზე, სემეკი ადგენს:
მუხლი 1
სს „ქართული შაქრისთვის“ ქსელში გაცემული ელექტროენერგიისთვის წარმოების ტარიფი განისაზღვროს 2,331 თეთრი/კვტ- სთ, დღგ-ი ს გარეშე.
მუხლი 2
ეს დადგენილება ძალაში შედის მისი გამოქვეყნებიდან მე-15 დღეს.
თავმჯდომარე ელ. ერისთავი