საქართველოს პარლამენტის დადგენილება
„საქართველოს პარლამენტის კომიტეტების შესახებ“ საქართველოს კანონის თაობაზე
საქართველოს პარლამენტი ადგენს:
საქართველოს კანონი „საქართველოს პარლამენტის კომიტეტების შესახებ“ ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
ძალადაკარგულად ჩაითვალოს საქართველოს რესპუბლიკის კანონი „საქართველოს პარლამენტის მუდმივი კომისიების შესახებ“ (საქართველოს პარლამენტის უწყებები,1992-93წ.წ; N 1-4, მუხ.93).
„საქართველოს პარლამენტის მიერ პარლამენტის კომიტეტების ქვეკომიტეტების ნუსხის დამტკიცების შესახებ სათანადო დამატება შეტანილ იქნეს „საქართველოს პარლამენტის კომიტეტების შესახებ“ კანონში.
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ზურაბ ჟვანია.
თბილისი,
1995 წლის 1 დეკემბერი.