საქართველოს უზენაესი საარბიტრაჟო სასამართლოს შემადგენლობის უფლებამოსილების ვადის გაგრძელების შესახებ

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს პარლამენტის დადგენილება
დოკუმენტის ნომერი
257
მიმღები ორგანო
საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი
1996-05-31
გამოქვეყნების თარიღი
1996-06-12
სარეგისტრაციო კოდი
000000000.00(0).000.000000
საქართველოს უზენაესი საარბიტრაჟო სასამართლოს შემადგენლობის უფლებამოსილების ვადის გაგრძელების შესახებ

საქართველოს პარლამენტის დადგენილება

 

საქართველოს უზენაესი საარბიტრაჟო სასამართლოს შემადგენლობის უფლებამოსილების ვადის გაგრძელების შესახებ

 

საქართველოს პარლამენტი ადგენს:

1. „საქართველოს რესპუბლიკაში საარბიტრაჟო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს რესპუბლიკის 1991 წლის 23 აპრილის კანონის (საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს უწყებები, 1991 წ., № 4 მუხ.313) შესაბამისად არჩეულ უზენაესი საარბიტრაჟო სასამართლოს შემადგენლობას უფლებამოსილების ვადა გაუგრძელდეს საერთო სასამართლოების შესახებ კანონის ამოქმედებამდე.

2. საქართველოს უზენაესი საარბიტრაჟო სასამართლოს წევრის უფლებამოსილება შეუწყდეთ: ნიკოლოზ ფირუზის ძე გაგიევს, ჯონდო შალვას ძე გოგლიძეს, ქეთინო ამირანის ასულ შაქარაშვილს და თამაზ აკაკის ძე ძნელაძეს პირადი განცხადების საფუძველზე სხვა სამუშაოზე გადასვლასთან დაკავშირებით.

3. საქართველოს პარლამენტმა  მომდევნო პლენარულ სხდომაზე განიხილოს საქართველოს საარბიტრაჟო სასამართლოს თავმჯდომარის არჩევის საკითხი.

4. დაევალოს საქართველოს პარლამენტის საკონსტიტუციო, იურიდიულ საკითხთა და კანონიერების კომიტეტს სამი თვის ვადაში საქართველოს პარლამენტს წარმოუდგინოს კანონპროექტი საერთო სასამართლოების შესახებ.

 

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე

გ. კობახიძე

 

თბილისი,

1996 წლის 31 მაისი.

N257

 

კრებსითი — სრული ვერსია