,,საგადასახადო კოდექსითა და საერთაშორისო ხელშეკრულებებით დღგ-სგან გათავისუფლებულ ცალკეულ საქონელზე სპეციალური საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურა-სერთიფიკაციის შემოღების თაობაზე“ საქართველოს საგადასახადო შემოსავლების მინისტრის 2002 წლის 10 მაისის №225 ბრძანების ბათილად ცნობის თაობაზე”

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს მინისტრის ბრძანება
დოკუმენტის ნომერი
169
მიმღები ორგანო
საქართველოს საგადასახადო შემოსავლების მინისტრი
მიღების თარიღი
2003-04-03
გამოქვეყნების თარიღი
2003-04-18
სარეგისტრაციო კოდი
200.250.000.11.114.005.772
,,საგადასახადო კოდექსითა და საერთაშორისო ხელშეკრულებებით დღგ-სგან გათავისუფლებულ ცალკეულ საქონელზე სპეციალური საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურა-სერთიფიკაციის შემოღების თაობაზე“ საქართველოს საგადასახადო შემოსავლების მინისტრის 2002 წლის 10 მაისის №225 ბრძანების ბათილად ცნობის თაობაზე”

სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 200.250.000.11.114.005.772

საქართველოს ფინანსთა

მინისტრის ბრძანება №169

2003 წლის აპრილი

ქ. თბილისი

„საგადასახადო კოდექსითა და საერთაშორისო ხელშეკრულებებით დღგ-საგან გათავისუფლებულ ცალკეულ საქონელზე სპეციალური საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურა – სერტიფიკატის შემოღების თაობაზე” საქართველოს საგადასახადო შემოსავლების მინისტრის 2002 წლის 10 მაისის №225 ბრძანების ბათილად ცნობის თაობაზე

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-60-ე მუხლის 1-ლი ნაწილის „გ” და „დ” ქვეპუნქტების, „ნორმატიული აქტების შესახებ” საქართველოს კანონის 51-ე მუხლის მე-2 პუნქტისა და „საქართველოს ფინანსთა სამინისტროს დებულების შესახებ” საქართველოს პრეზიდენტის 2002 წლის 31 დეკემბრის №567 ბრძანებულებით დამტკიცებული საქართველოს ფინანსთა სამინისტროს დებულების მე-4 მუხლის მე-2 პუნქტის „ნ” ქვეპუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ:

1. ბათილად იქნეს ცნობილი „საგადასახადო კოდექსითა და საერთაშორისო ხელშეკრულებებით დღგ-საგან გათავისუფლებულ ცალკეულ საქონელზე სპეციალური საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურა – სერტიფიკატის შემოღების თაობაზე” საქართველოს საგადასახადო შემოსავლების მინისტრის 2002 წლის 10 მაისის №225 ბრძანება.

2. ბრძანება ძალაში შევიდეს გამოქვეყნებისთანავე.

მ. გოგიაშვილი

 

კრებსითი — სრული ვერსია