“საქართველოს სოფლის მეურნეობისა და სურსათის მინისტრის 2002 წლის 31 მაისის №2-82 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე”

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს მინისტრის ბრძანება
დოკუმენტის ნომერი
2-61
მიმღები ორგანო
საქართველოს სოფლის მეურნეობისა და სურსათის მინისტრი
მიღების თარიღი
2003-03-17
გამოქვეყნების თარიღი
2003-03-25
სარეგისტრაციო კოდი
340.170.000.11.113.005.731
“საქართველოს სოფლის მეურნეობისა და სურსათის მინისტრის 2002 წლის 31 მაისის №2-82 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე”

სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 340.170.000.11.113.005.731

საქართველოს სოფლის მეურნეობისა და სურსათის მინისტრის

ბრძანება №2-61

2003 წლის 17 მარტი

ქ. თბილისი

საქართველოს სოფლის მეურნეობისა და სურსათის მინისტრის 2002 წლის 31 მაისის №2-82 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე

„კვების პროდუქტების ფალსიფიკაციის გამოვლენის სამუშაოთა ფინანსური უზრუნველყოფის შესახებ” საქართველოს პრეზიდენტის 2002 წლის 4 აგვისტოს №360 ბრძანებულების საფუძველზე, ვბრძანებ:

1. საქართველოს სოფლის მეურნეობისა და სურსათის მინისტრის 2002 წლის 31 მაისის №2-82 ბრძანების „საქართველოს სოფლის მეურნეობისა და სურსათის სამინისტროს კვების პროდუქტების ექსპერტიზისა და მონიტორინგის სამსახურის მიერ გაწეული ლაბორატორიული გამოცდების (ტესტირების) მომსახურების ტარიფის დამტკიცების შესახებ” (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე №54, 05.06.02 წ.) მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ბრძანება ძალაში შევიდეს გამოქვეყნებისთანავე და მისი მოქმედების ვადა განისაზღვროს ”სახელმწიფო საექსპერტიზო მოსაკრებლების შესახებ” საქართველოს კანონის ამოქმედებამდე”.

2. ბრძანება ძალაში შევიდეს გამოქვეყნებისთანავე.

3. კონტროლი ბრძანების შესრულებაზე დაევალოს მინისტრის მოადგილეს ბატონ დ. გრიგოლიას.

დ. კირვალიძე

 

კრებსითი — სრული ვერსია