“საქართველოს სახელმწიფო უშიშროების სამინისტროს თანამშრომლების მიერ სამინისტროს ადმინისტრაციის ოპერატიულ-სამორიგეო განყოფილებისათვის მძიმე დანაშაულის ფაქტებისა და საგანგებო შემთხვევების შესახებ ინფორმაციის მიწოდების თაობაზე”

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს მინისტრის ბრძანება
დოკუმენტის ნომერი
34
მიმღები ორგანო
საქართველოს სახელმწიფო უშიშროების მინისტრი
მიღების თარიღი
2003-03-13
გამოქვეყნების თარიღი
2003-03-25
სარეგისტრაციო კოდი
130.070.000.11.111.005.729
“საქართველოს სახელმწიფო უშიშროების სამინისტროს თანამშრომლების მიერ სამინისტროს ადმინისტრაციის ოპერატიულ-სამორიგეო განყოფილებისათვის მძიმე დანაშაულის ფაქტებისა და საგანგებო შემთხვევების შესახებ ინფორმაციის მიწოდების თაობაზე”

სახელმწიფო სარესგიტრაციო კოდი 130.070.000.11.111.005.729

საქართველოს სახელმწიფო უშიშროების მინისტრის

ბრძანება №34

2003 წლის 13 მარტი

ქ. თბილისი

საქართველოს სახელმწიფო უშიშროების სამინისტროს თანამშრომლების მიერ სამინისტროს ადმინისტრაციის ოპერატიულ-სამორიგეო განყოფილებისათვის მძიმე დანაშაულის ფაქტებისა და საგანგებო შემთხვევების შესახებ ინფორმაციის მიწოდების თაობაზე

„სახელმწიფო უშიშროების სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონის მე-7 მუხლის მე-8 პუნქტისა და საქართველოს პრეზიდენტის 2002 წლის 12 იანვრის №14 ბრძანებულებით დამტკიცებული საქართველოს სახელმწიფო უშიშროების სამინისტროს დებულების მე-12 პუნქტის ,,ნ” ქვეპუნქტის თანახმად, ვბრძანებ:

1. საქართველოს სახელმწიფო უშიშროების სამინისტროს ყველა თანამშრომელმა მძიმე დანაშაულის ფაქტებისა და საგანგებო შემთხვევების შესახებ ინფორმაცია დაუყოვნებლივ მიაწოდოს სამინისტროს ადმინისტრაციის ოპერატიულ-სამორიგეო განყოფილებას;

2. ბრძანება გაეცნოს სამინისტროს პირად შემადგენლობას;

3. ბრძანება ძალაში შედის ნორმატიული აქტების სახელმწიფო რეესტრში შეტანიდან მე-10 დღეს.

ვ. ხაბურძანია

კრებსითი — სრული ვერსია