„საქართველოს რესპუბლიკის სახელმწიფო საგადასახადო სამსახურის შესახებ“ საქართველოს რესპუბლიკის კანონში ცვლილებებისა და დამატების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს რესპუბლიკის კანონი
დოკუმენტის ნომერი
-
მიმღები ორგანო
საქართველოს რესპუბლიკის პარლამენტი
მიღების თარიღი
1994-11-11
გამოქვეყნების თარიღი
1994-11-30
სარეგისტრაციო კოდი
000000000.00(0).000.000000
„საქართველოს რესპუბლიკის სახელმწიფო საგადასახადო სამსახურის შესახებ“ საქართველოს რესპუბლიკის კანონში ცვლილებებისა და დამატების შეტანის თაობაზე

 

საქართველოს რესპუბლიკის კანონი

 

„საქართველოს რესპუბლიკის სახელმწიფო საგადასახადო სამსახურის შესახებ“

 

საქართველოს რესპუბლიკის კანონში ცვლილებებისა და დამატების შეტანის თაობაზე

 

საქართველოს პარლამენტი ადგენს:

 

„საქართველოს რესპუბლიკის სახელმწიფო საგადასახადო სამსახურის შესახებ“ საქართველოს რესპუბლიკის 1993 წლის 23 დეკემბრის კანონში (საქართველოს პარლამენტის უწყებები, 1993 წ. № 12-13, მუხ. 234) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება და დამატება:

 

1. მე-8 მუხლის მე-6 პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის აბზაცი:

 

„საგადასახადო ვალდებულებების შესრულებისაგან 6 თვის განმავლობაში განზრახ თავის არიდებისათვის დროებით, საგადასახადო ვალდებულებების შესრულებამდე უფლება აქვთ შეაჩერონ იურიდიული და ფიზიკური პირების სამეურნეო საქმიანობა“.

 

2. მე-8 მუხლის მე-9 პუნქტის „ე“ და „გ“ პუნქტებში ციფრი „0.3“ შეიცვალოს ციფრით „2“.

 

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე 

სახელმწიფოს მეთაური                                        ედუარდ შევარდნაძე

 

საქართველოს პარლამენტის სპიკერი          ვახტანგ გოგუაძე

თბილისი, 1994 წლის 11 ნოემბერი.

კრებსითი — სრული ვერსია