“მინერალური წყლის ადგილწარმოშობის დასახელების რეგისტრაციისათვის და მინერალური წყლის ადგილწარმოშობის დასახელების გამოყენების უფლების მქონე პირის რეგისტრაციისათვის საჭირო კანონმდებლობით განსაზღვრულ მონაცემთა შესწავლის, დადგენის და მინერალური წყლის ადგილწარმოშობის დასახელების გამოყენებაზე კონტროლის განხორციელების წესის შესახებ”

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს მინისტრის ბრძანება
დოკუმენტის ნომერი
2-49
მიმღები ორგანო
საქართველოს სოფლის მეურნეობისა და სურსათის მინისტრი
მიღების თარიღი
2003-03-04
გამოქვეყნების თარიღი
2011-05-23
სარეგისტრაციო კოდი
340.170.000.11.113.005.710
“მინერალური წყლის ადგილწარმოშობის დასახელების რეგისტრაციისათვის და მინერალური წყლის ადგილწარმოშობის დასახელების გამოყენების უფლების მქონე პირის რეგისტრაციისათვის საჭირო კანონმდებლობით განსაზღვრულ მონაცემთა შესწავლის, დადგენის და მინერალური წყლის ადგილწარმოშობის დასახელების გამოყენებაზე კონტროლის განხორციელების წესის შესახებ”

სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 340.170.000.11.113.005.710

საქართველოს სოფლის მეურნეობისა და სურსათის

მინისტრის ბრძანება №2-49

2003 წლის 4 მარტი

ქ. თბილისი

მინერალური წყლის ადგილწარმოშობის დასახელების რეგისტრაციისათვის და მინერალური წყლის ადგილწარმოშობის დასახელების გამოყენების უფლების მქონე პირის რეგისტრაციისათვის საჭირო კანონმდებლობით განსაზღვრულ მონაცემთა შესწავლის, დადგენის და მინერალური წყლის ადგილწარმოშობის დასახელების გამოყენებაზე კონტროლის განხორცილების წესის შესახებ

„საქონლის ადგილწარმოშობის დასახელებისა და გეოგრაფიული აღნიშვნის შესახებ” საქართველოს კანონისა და საქართველოს პრეზიდენტის 2002 წლის 28 თებერვლის №88 ბრძანებულების „საქონლის ადგილწარმოშობის დასახელებისა და გეოგრაფიული აღნიშვნის შესახებ” საქართველოს კანონის ამოქმედებასთან დაკავშირებული ღონისძიებების თაობაზე” მე-3 პუნქტის „ბ” ქვეპუნქტის თანახმად, ვბრძანებ:

1. დამტკიცდეს მინერალური წყლის ადგილწარმოშობის დასახელების რეგისტრაციისათვის და მინერალური წყლის ადგილწარმოშობის დასახელების გამოყენების უფლების მქონე პირის რეგისტრაციისათვის საჭირო კანონმდებლობით განსაზღვრულ მონაცემთა შესწავლის, დადგენის და მინერალური წყლის ადგილწარმოშობის დასახელების გამოყენებაზე კონტროლის განხორციელების წესი.

 2. სახელმწიფო-საქვეუწყებო დაწესებულებამ „საქმინხილწყალი” – (ზ. ჩანჩიბაძე) უზრუნველყოს ამ ბრძანების რეგისტრაცია სახელმწიფო რეესტრში.

3. ბრძანების შესრულებაზე კონტროლი განახორციელოს მინისტრის მოადგილემ დ. გრიგოლიამ.

4. ბრძანება ძალაში შევიდეს გამოქვეყნებისთანავე.

დ. კირვალიძე

შეტანილი ცვლილებები:

1. საქართველოს სოფლის მეურნეობისა და სურსათის მინისტრის 2007 წლის 26 ივნისის ბრძანება №2-95-სსმIII, №96, 06.07.2007წ.; მუხ.1027

2. საქართველოს სოფლის მეურნეობისა და სურსათის მინისტრის 2008 წლის 20 ივნისის ბრძანება №2-106-სსმIII, №91, 27.06.2008წ.; მუხ.990

3. საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრის 2011 წლის 23 მაისის ბრძანება №2-82 - ვებგვერდი, 27.05.2011წ.

 

მინერალური წყლის ადგილწარმოშობის დასახელების რეგისტრაციისათვის და მინერალური წყლის ადგილწარმოშობის დასახელების გამოყენების უფლების მქონე პირს რეგისტრაციისათვის საჭირო კანონმდებლობით განსაზღვრულ მონაცემთა შესწავლის, დადგენის და მინერალური წყლის ადგილწარმოშობის დასახელების გამოყენებაზე კონტროლის განხორციელების წესი

    მუხლი 1. ზოგადი დებულება

წინამდებარე წესი შემუშავებულია საქართველოს პრეზიდენტის 2002 წლის 28 თებერვლის №88 ბრძანებულების „საქონლის ადგილწარმოშობის დასახელებისა და გეოგრაფიული აღნიშვნის შესახებ” საქართველოს კანონის ამოქმედებასთან დაკავშირებულ ღონისძიებათა თაობაზე” მე-3 პუნქტის „ბ” ქვეპუნქტის მოთხოვნის თანახმად და ითვალისწინებს მინერალური წყლის საბადოს ჰიდროგეოლოგიური მდგომარეობის, წყლის სასაქონლო პროდუქციის ფიზიკო-ქიმიური, მიკრობიოლოგიური და ორგანოლეპტიკური მაჩვენებლების, წარმოების ტექნოლოგიური ციკლის შესწავლის, დადგენის და რეგისტრირებული მინერალური წყლის ადგილწარმოშობის დასახელების გამოყენების შესახებ კონტროლის განხორციელების პროცედურას და პირობებს.

    მუხლი 2. მინერალური წყლის ადგილწარმოშობის დასახელების რეგისტრაციისათვის საჭირო მონაცემების შესწავლისა და დადგენის პროცედურა და პირობები

1. მინერალური წყლის ადგილწარმოშობის დასახელების რეგისტრაციისათვის საჭირო მონაცემების შესწავლისა და დადგენის ორგანიზაციულ უზრუნველყოფას ახორციელებს საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირი – სურსათის ეროვნული სააგენტო (შემდგომში – სააგენტო).

2. წარმოდგენილი მასალების შესწავლისა და დადგენის მიზნით, სააგენტოში იქმნება ექსპერტთა ჯგუფი, რომელიც აწარმოებს ამ წესების მე-3 მუხლით გათვალისწინებული პარამეტრების შესწავლას.

3. ექსპერტთა ჯგუფის ფუნქციაა წარმოდგენილი დოკუმენტების განხილვის საფუძველზე დაადგინოს:

ა) შესაბამისი გეოგრაფიული ადგილისათვის დამახასიათებელი წარმოების სპეციფიკური თავისებურებები მათი არსებობის შემთხვევაში;

ბ) საქონლის სპეციფიკური ხარისხისა და რეპუტაციის კავშირი შესაბამის გეოგრაფიულ ადგილთან;

გ) ორგანოლეპტიკური მახასიათებლები.

4. ექსპერტთა ჯგუფის გადაწყვეტილების საფუძველზე სააგენტო გასცემს დასკვნას, რომელსაც დანართის სახით ახლავს რეგისტრაციისათვის საჭირო მონაცემთა ჩამონათვალი. დასკვნის ფორმა მოცემულია დანართ №5-ში.

საქართველოს სოფლის მეურნეობისა და სურსათის მინისტრის 2007 წლის 26 ივნისის ბრძანება №2-95-სსმIII, №96, 06.07.2007წ.;მუხ.1027

საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრის 2011 წლის 23 მაისის ბრძანება №2-82 - ვებგვერდი, 27.05.2011წ.

    მუხლი 3. მინერალური წყლის ადგილწარმოშობის დასახელების რეგისტრაციისათვის წარმოსადგენი მონაცემების შესწავლისა და დადგენის მეთოდები

1. ჰიდროგეოლოგიური მახასიათებლები

ჰიდროგეოლოგიურ აღწერაში მოცემული უნდა იყოს შემდეგი ინფორმაცია:

ა) საბადოს (უბნის, ბურღილის) გეოლოგიური და ჰიდროგეოლოგიური პირობები, მისი მდებარეობა, ტერიტორიის აღწერილობა და სტრატიგრაფია;

ბ) ინფორმაცია საბადოს ფორმირების შესახებ;

გ) წყალშემცველ ქანებსა და წყლის ქიმიური შედგენილობას შორის კავშირის შეფასება;

დ) გაბინძურებისაგან წყლის დაცვის ხარისხის შეფასება ჰიდროგეოლოგიური თვალსაზრისით;

ე) საკაპტაჟე ნაგებობების, წყალშემკრები რეზერვუარის და სანიტარიული ზონების მდგომარეობა.

2. მინერალური წყლის ფიზიკო-ქიმიური მახასიათებლები

მინერალური წყლის ფიზიკო-ქიმიური მახასიათებლების შესწავლისას აუცილებელია განისაზღვროს:

ა) დებიტი, მისი სეზონური მაქსიმუმის და მინიმუმის მითითებით;

ბ) ტემპერატურა წყაროზე;

გ) მშრალი ნაშთი 180oc და 260 oc ტემპერატურაზე;

დ) ელექტროგამტარობა გაზომვის ტემპერატურის მითითებით;

ე) წყალბადიონების კონცენტრაცია (pH);

ვ) კათიონების, ანიონების, არაიონოგენური ნაერთების, კვალის სახით არსებული ელემენტებისა და ტოქსიკური ნივთიერებების კონცენტრაციები.

განსასაზღვრი ელემენტების კონცენტრაციები და მათი განსაზღვრის მეთოდები მოცემულია დანართებში 1, 2 და 3.

3. მიკრობიოლოგიური მახასიათებლები

მიკრობიოლოგიური მახასიათებლების შესწავლისას უნდა დადგინდეს, რომ წყალი არ შეიცავს:

ა) პარაზიტებსა და პათოგენურ მიკროორგანიზმებს:

ბ) ფეკალური დაბინყურების მაჩვენებლებს. კერძოდ, კოლიფორმებს, ფეკალურ სტრეპტოკოკებს და სულფატმარედუცირებელ სპორულირებულ ანაერობებს.

მიკრობიოლოგიური ანალიზის მეთოდები მოცემულია დანართ 4-ში

4. ორგანოლეპტიკური მახასიათებლები

ორგანოლეპტიკური მახასიათებლების შესაბამისობის დადგენა ხდება ექსპერტთა ჯგუფის მიერ.

5. წარმოების ტექნოლოგია

ტექნოლოგიური ციკლის შესწავლისას დგინდება შემდეგი მონაცემები:

ა) საწარმოში წყლის მიწოდების პროცესი და მილგაყვანილობის დაცულობა (ასეთის არსებობის შემთხვევაში).

ბ) ტექნოლოგიურ ციკლში პროცესების თანამიმდევრობა და საწარმოო სიმყლავრეები

გ) გამოყენებული ძირითადი და დამხმარე საშუალებები (ფილტრები, ნახშირორჟანგი, სადეზინფექციო და სარეცხი საშუალებები) და მათი შესაბამისობა კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებთან.

დ) წარმოების მთლიან ციკლში განსაზღვრული უსაფრთხოების კრიტიკული წერტილები და სანიტარულ ბაქტერიოლოგიური კონტროლის სქემა. კონტროლი ხორციელდება კანონმდებლობით დადგენილი წესით.

საქართველოს სოფლის მეურნეობისა და სურსათის მინისტრის 2007 წლის 26 ივნისის ბრძანება №2-95-სსმIII, №96, 06.07.2007წ.;მუხ.1027

    მუხლი 4. დასკვნა მინერალური წყლის ადგილწარმოშობის დასახელების რეგისტრაციისათვის საჭირო მონაცემთა შესახებ

1. მინერალური წყლის ადგილწარმოშობის დასახელების რეგისტრაციისათვის საჭირო მონაცემების შესახებ პრეტენდენტს ეძლევა შესაბამისი დასკვნა საქპატენტში წარსადგენად;

2. დასკვნას მინერალური წყლის ადგილწარმოშობის დასახელების რეგისტრაციისათვის საჭირო მონაცემების შესახებ აფორმებს, გასცემს და დასკვნის უწყებრივ რეესტრს აწარმოებს სააგენტო;

3. დასკვნის გაცემა ხდება შემოსული განცხადების საფუძველზე;

4. სააგენტო ვალდებულია განაცხადის რეგისტრაციიდან 3 თვეში მიიღოს ადგილწარმოშობის დასახელების რეგისტრაციისთვის საჭირო მონაცემების შესახებ დასკვნის გაცემის გადაწყვეტილება;

5. სააგენტო უფლებამოსილია არ განიხილოს შემოსული განცხადება, თუ პრეტენდენტს არ წარმოუდგენია ამ წესების მე-5 მუხლით გათვალისწინებული დოკუმენტაცია;

6. დასკვნა მინერალური წყლის ადგილწარმოშობის დასახელების გამოყენების უფლების მქონე პირის რეგისტრაციისათვის საჭირო მონაცემების შესახებ გაიცემა, როგორც რეგისტრირებული ასევე არარეგისტრირებული მინერალური წყლის შემთხვევაში;

7. რეგისტრირებული მინერალური წყლის ადგილწარმოშობის დასახელების გამოყენების უფლების მქონე პირის რეგისტრაციისათვის გაცემული დასკვნა ავტომატურად გულისხმობს მინერალური წყლის ადგილწარმოშობის დასახელების რეგისტრაციისათვის საჭირო მონაცემების შესაბამისობის კონტროლს “საქპატენტში” რეგისტრირებულ მონაცემებთან;

8. არარეგისტრირებული მინერალური წყლის ადგილწარმოშობის დასახელების გამოყენების უფლების მქონე პირის რეგისტრაციისათვის გაცემული დასკვნა ავტომატურად გულისხმობს ამ წესის მე-2 მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად დადგენილი მონაცემების კონტროლს.

საქართველოს სოფლის მეურნეობისა და სურსათის მინისტრის 2007 წლის 26 ივნისის ბრძანება №2-95-სსმIII, №96, 06.07.2007წ.;მუხ.1027

საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრის 2011 წლის 23 მაისის ბრძანება №2-82 - ვებგვერდი, 27.05.2011წ.

    მუხლი 5. განაცხადი მინერალური წყლის ადგილწარმოშობის დასახელების გამოყენების უფლების მქონე პირის რეგისტრაციისათვის საჭირო მონაცემების დადგენის შესახებ

1. განაცხადი მინერალური წყლის ადგილწარმოშობის დასახელების გამოყენების უფლების მქონე პირის რეგისტრაციისთვის საჭირო მონაცემების დადგენის შესახებ სააგენტოს უფროსის სახელზე შეაქვს განმცხადებელს.

2. განაცხადის შეტანის უფლება აქვს ნებისმიერ ფიზიკურ და იურიდიულ პირს, რომელიც აწარმოებს ადგილწარმოშობის დასახელების მინერალურ წყალს და აკმაყოფილებს “წყლის შესახებ” საქართვლოს კანონით გათვალისწინებულ მოთხოვნებს.

3. განაცხადი შედგენილი უნდა იყოს ქართულ ენაზე.

4. განაცხადი უნდა შეეხებოდეს ერთი ადგილწარმოშობის დასახელების მინერალურ წყალს.

5. განაცხადი უნდა შეიცავდეს:

ა) თხოვნას, რეგისტრირებული მინერალური წყლის ადგილწარმოშობის დასახელების გამოყენების უფლების მქონე პირის რეგისტრაციისათვის საჭირო მონაცემთა დადგენის შესახებ;

ბ) განმცხადებლის სრულ სახელსა (სახელწოდებას) და მისამართს.

გ) ადგილწარმოშობის დასახელებას.

დ) განმცხადებლის ან მისი წარმომადგენლის ხელმოწერას.

6. საჭირო მონაცემების დადგენის საფუძველზე სააგენტო იძლევა თანხმობას (დასკვნას) „საქპატენტში“ მინერალური წყლის ადგილწარმოშობის დასახელების გამოყენების უფლების მქონე პირის რეგისტრაციისათვის.

საქართველოს სოფლის მეურნეობისა და სურსათის მინისტრის 2007 წლის 26 ივნისის ბრძანება №2-95-სსმIII, №96, 06.07.2007წ.;მუხ.1027

საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრის 2011 წლის 23 მაისის ბრძანება №2-82 - ვებგვერდი, 27.05.2011წ.

    მუხლი 6. დასკვნის ფორმა და შინაარსი

1. დასკვნის ფორმა წარმოადგენს მინერალური წყლის ადგილწარმოშობის დასახელების რეგისტრაციისათვის ¼ ფორმატს, სპეციალური ხარისხის ქაღალდს, მისი ყალბი დამზადებისაგან დაცვის უზრუნველყოფის სათანადო ნიშნებით. მის პირველ გვერდზე გამოსახულია საქართველოს სახელმწიფო გერბი. გერბის ქვეშ თანმიმდევრობით გაკეთებულია წარწერები: „საქართველო“, „საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირი, სურსათის ეროვნული სააგენტო“, დასკვნა მინერალური წყლის ადგილწარმოშობის დასახელების გამოყენების უფლების მქონე პირის რეგისტრაციისათვის საჭირო მონაცემების შესახებ.

2. დასკვნა უნდა შეიცავდეს:

ა) დასკვნის უწყებრივ რეესტრში რეგისტრაციის ნომერს და ძალაში შესვლის თარიღს.

ბ) განმცხადებლის სახელს (დასახელებას) და მისამართს.

გ) ადგილწარმოშობის დასახელებას.

დ) დასკვნის გამცემი ორგანოს უფლებამოსილი პირის ხელმოწერას.

მინერალური წყლის ადგილწარმოშობის დასახელების გამოყენების უფლების მქონე პირის რეგისტრაციისათვის საჭირო მონაცემების შესახებ დასკვნის ფორმა მოცემულია დანართ 6-ში.

საქართველოს სოფლის მეურნეობისა და სურსათის მინისტრის 2007 წლის 26 ივნისის ბრძანება №2-95-სსმIII, №96, 06.07.2007წ.;მუხ.1027

საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრის 2011 წლის 23 მაისის ბრძანება №2-82 - ვებგვერდი, 27.05.2011წ.

    მუხლი 7. ამოღებულია

 

 დანართი 1

მინერალური წყლის ქიმიური მახასიათელები

 

კათიონები და ანიონები სახელწოდება

კათიო–

ნები

 

სახელწოდება

ანიონები

 

ალუმინი

AI3+

მგ/ლ

ბორატი

BO3-

მგ/ლ

ამონიუმი

NH4+

მგ/ლ

კარბონატი

CO32-

მგ/ლ

კალციუმი

Ca2+

მგ/ლ

ქლორიდი

CГ-

მგ/ლ

მაგნიუმი

Mg2+

მგ/ლ

ფტორიდი

F-

 

კალიუმი

K+

მგ/ლ

ჰიდროკარბონატი

HCO3-

მგ/ლ

ნატრიუმი

Na+

მგ/ლ

ნიტრატი

NO3-

მგ/ლ

 

 

 

ნიტრიტი

NO2-

მგ/ლ

 

 

 

ფოსფატი

P2O5

მგ/ლ

 

 

 

სილიკატი

SiO32-

მგ/ლ

 

 

 

სულფატი

SO42-

მგ/ლ

 

 

 

სულფიდი

S2-

მგ/ლ

 

არიონოგენური ნაერთები

საერთო ორგანული

 

 

 

ნახშირბადი

C

მგ/ლ

 

თავისუფალი ნახშიორორჟანგი

CO2

მგ/ლ

 

სილიციუმის დიოქსიდი

SiO2

მგ/ლ

კვალის სახით არსებული ელემენტები

 

 

 

ბარიუმი

Ba

მგ/ლ

ლითიუმი

Li

მგ/ლ

ბრომი (საერთო)

Br

მგ/ლ

მანგანუმი

Mn

მგ/ლ

კობალტი

Co

მგ/ლ

მოლიბდენი

Mo

მგ/ლ

სპილენძი

Cu

მგ/ლ

სტრონციუმი

Sr

მგ/ლ

იოდი (საერთო)

I

მგ/ლ

თუთია

Zn

მგ/ლ

რკინა

Fe

მგ/ლ

 

 

 

 

 დანართი 2

სასმელი წყლების კომპონენტების მასური კონცენტრაცია უნდა შეესაბამებოდეს ცხრილის მოთხოვნებს

კომპონენტის დასახელება

კომპონენტის მასური კონცენტრაციის მნიშვნელობა მგ/დმ3, არა უმეტეს

ალუმინი (AI)

0.2

ამონიუმი (NH4)

0.5

ნიტრატები (NO2)

2.0

ნიტრიტები (NO3)

50.0

ბრომი (Br)

0.2

კადმიუმი

0.001

რკინა (Fe)

0.2

მანგანუმი (Mn)

0.1

სპილენძი(Cu)

1.0

მოლიბდენი(Mo)

0.25

დარიშხანა (As)

0.05

ვერცხლისწყალი (Hg)

0.0005

ტყვია (Pb)

0.01

სელენი (Se)

0.01

სტრონციუმი (Sr)

7.0

ფტორი (F)

1.5

თუთია (Zn)

5.0

ბერილიუმი (be)

0.0002

პოლიფოსფატის ნარჩენი (PO43-

3.5

 

 დანართი 3

ქიმიური ანალიზის მეთოდები

პარამეტრი

გამოცდის მეთოდი/ტექნიკური დოკუმენტაცია

ფერი

საქართველოში მოქმედი ნორმტიული დოკუმენტაციებისა და მეთოდიკების მიხედვით

სიმღვრივე

სუნი

გემო

ტემპერატურა

PH

ელექტროგამტარობა

ქლორიდი

სულფატი

სილიციუმი

კალციუმი

მარგანეცი

ნატრიუმი

კალიუმი

ალუმინი

საერთო სიხისტე

მშრალი ნაშთი

გახნილი ჟანგბადი

თავისუფალი ნახშირორჟანგი

ნიტრატი

ნიტრიტი

ამონიუმი

კიელდალის აზოტი

ჟანგვადობა

საერთო ორგანული ნახშირბადი

გოგირდწყალბადი

ქლოროფორმით ექსტრაგირებადი ორგანული ნივთიერებები

ნახშირწყალბადები (გახსნილი ან ემულგირებული) და მინერალური ზეთები

ფენოლი

ბორი

ზ.ა.ნ.

ქლორორგანული ნივთიერებები

რკინა

მაგნიუმი

სპილენძი

თუთია

ფტორი

კობალტი

შეტივნარებული ნაწილაკები

ბარიუმი

ვერცხლი

დარიშხანი

ბერილიუმი

კადმიუმი

ციანიდი

ქრომი

ვერცხლისწყალი

ნიკელი

ტყვია

სტიბიუმი

სელენი

ვანადიუმი

პესტიციდები და მსგავსი ნივთირებები

პოლიციკლური არომატული ნახშირწყალბადები

აქროლადი ორგანული ნივთიერებები

 

დანართი 4

მიკრობიოლოგიური ანალიზის მეთოდები

მიკროორგანიზმის სახე და განსაზღვრის მეთოდი

განსაზღვრის მეთოდები (ნორმატიულ-ტექნიკური დოკუმენტაცია)

კოლი ბაქტერიების განსაზღვრის მეთოდი

საქართველოში მოქმედი ნორმატიული დოკუმენტებისა და მეთოდიკების მიხედვით

სიცოცხლისუნარიანი მიკროორგანიზმების განსაზღვრის მეთოდი

 

ანაერობული მიკროორგანიზმების (Clostridium) განსაზღვრის მეთოდი

 

Salmonella განსაზღვრის მეთოდიკა

 

Escherichia coli განსაზღვრის მეთოდიკა

 

ფეკალური Streptococca განსაზღვრის მეთოდიკა

 

მიკრობიოლოგიური გარემოს შეფასებისა და კონტროლის მეთოდი

 

 

დანართი №5

 

საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სურსათის ეროვნული

სააგენტოს დასკვნა

 

მინერალური წყლის ადგილწარმოშობის დასახელების გამოყენების რეგისტრაციისათვის საჭირო მონაცემების შესახებ

 

1. დასკვნის უწყებრივ რეესტრში რეგისტრაციის ნომერი ____________________ და ძალაში შესვლის თარიღი: _______________________

 

2. _______________________________________________________________

განმცხადებლის სახელი (დასახელება) და მისამართი

 

3. ადგილწარმოშობის დასახელება: ________________________________

 

საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სურსათის ეროვნული სააგენტოს უფროსი:

 

                                      __________________________

                                           ხელმოწერა

საქართველოს სოფლის მეურნეობისა და სურსათის მინისტრის 2007 წლის 26 ივნისის ბრძანება №2-95-სსმIII, №96, 06.07.2007წ.;მუხ.1027

საქართველოს სოფლის მეურნეობისა და სურსათის მინისტრის 2008 წლის 20 ივნისის ბრძანება №2-106-სსმIII, №91, 27.06.2008წ.; მუხ.990

საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრის 2011 წლის 23 მაისის ბრძანება №2-82 - ვებგვერდი, 27.05.2011წ.

დანართი №6

საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირი – სურსათის ეროვნული სააგენტოს დასკვნა

მინერალური წყლის ადგილწარმოშობის დასახელების გამოყენების უფლების მქონე პირის რეგისტრაციისათვის საჭირო მონაცემების შესახებ

1. დასკვნის უწყებრივ რეესტრში რეგისტრაციის ნომერი

 _______________________ და ძალაში შესვლის თარიღი: _________________

2. ____________________________________________________________

          განმცხადებლის სახელი (დასახელება) და მისამართი

3. ადგილწარმოშობის დასახელება:______________________________

საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სურსათის ეროვნული სააგენტოს უფროსი:

 ______________________

                                           ხელმოწერა

 

საქართველოს სოფლის მეურნეობისა და სურსათის მინისტრის 2007 წლის 26 ივნისის ბრძანება №2-95-სსმIII, №96, 06.07.2007წ.;მუხ.1027

საქართველოს სოფლის მეურნეობისა და სურსათის მინისტრის 2008 წლის 20 ივნისის ბრძანება №2-106-სსმIII, №91, 27.06.2008წ.; მუხ.990

საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრის 2011 წლის 23 მაისის ბრძანება №2-82 - ვებგვერდი, 27.05.2011წ.

 

 

კრებსითი — სრული ვერსია