სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 010.240.030.11.106.005.703
საქართველოს იუსტიციის მინისტრის
ბრძანება №124
2003 წლის 27 თებერვალი
ქ. თბილისი
�საქართველოს იუსტიციის სამინისტროს პარლამენტთან ურთიერთობისა და სამართალშემოქმედების დეპარტამენტის, სამართლებრივი ექსპერტიზის დეპარტამენტის, ნორმატიული აქტების რეგისტრაციის, კოდიფიკაციის და სამართლებრივი ინფორმატიზაციის დეპარტამენტისა და სამართლის ჰარმონიზაციის დეპარტამენტის დებულებების დამტკიცების შესახებ� საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2002 წლის 27 თებერვლის №75 ბრძანებაში დამატების შეტანის თაობაზე
1. �საქართველოს იუსტიციის სამინისტროს პარლამენტთან ურთიერთობისა და სამართალშემოქმედების დეპარტამენტის, სამართლებრივი ექსპერტიზის დეპარტამენტის, ნორმატიული აქტების რეგისტრაციის, კოდიფიკაციის და სამართლებრივი ინფორმატიზაციის დეპარტამენტისა და სამართლის ჰარმონიზაციის დეპარტამენტის დებულებების დამტკიცების შესახებ� საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2002 წლის 27 თებერვლის №75 ბრძანებით (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე III, 2002 წელი, №19 მუხ. 182) დამტკიცებულ საქართველოს იუსტიციის სამინისტროს �ნორმატიული აქტების რეგისტრაციის, კოდიფიკაციის და სამართლებრივი ინფორმატიზაციის დეპარტამენტის დებულებას� მე-6 მუხლის მე-3 პუნქტის �ა� ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს �ა1� ქვეპუნქტი:
�ა1� უზრუნველყოფს იუსტიციის მინისტრის რეგისტრირებული ბრძანებების ბეჭდვითი და კომპიუტერული ვერსიების მიწოდებას, საქართველოს კანონთა წიგნისა და საკანონმდებლო მაცნეს რედაქციისათვის მისი შემდგომი გამოქვეყნების მიზნით�.
2. ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
რ. გილიგაშვილი