საქართველოს მთავრობის
დადგენილება №120
2009 წლის 23 ივნისი
ქ. თბილისი
ახალგაზრდა მეცნიერთა უცხოეთში სამეცნიერო-კვლევითი სტაჟირებისათვის სახელმწიფო სამეცნიერო გრანტის გაცემის წესისა და საგრანტო განაცხადის შეფასების კრიტერიუმების დამტკიცების შესახებ
მუხლი 1
საქართველოში სამეცნიერო პოტენციალის განვითარების ხელშეწყობის მიზნით, „მეცნიერების, ტექნოლოგიებისა და მათი განვითარების შესახებ“ საქართველოს კანონის 51მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტისა და მე-17 მუხლის მე-5 პუნქტის, „გრანტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის პირველი პუნქტისა და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-12 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, დამტკიცდეს:
1. „ახალგაზრდა მეცნიერთა უცხოეთში სამეცნიერო-კვლევითი სტაჟირებისათვის სახელმწიფო სამეცნიერო გრანტის გაცემის წესი“ (დანართი №1).
2. „ახალგაზრდა მეცნიერთა უცხოეთში სამეცნიერო-კვლევითი სტაჟირებისათვის სახელმწიფო სამეცნიერო გრანტის გაცემის მიზნით საგრანტო განაცხადის შეფასების კრიტერიუმები“ (დანართი №2).
საქართველოს მთავრობის 2015 წლის 1 ივნისის დადგენილება №240 - ვებგვერდი, 01.06.2015წ.
მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
პრემიერ-მინისტრი ნ. გილაური
დანართი №1
ახალგაზრდა მეცნიერთა უცხოეთში სამეცნიერო-კვლევითი სტაჟირებისათვის სახელმწიფო სამეცნიერო გრანტის გაცემის წესი
მუხლი 1. ზოგადი დებულებანი
1. საქართველოს სამეცნიერო პოტენციალის განვითარების აუცილებელი პირობაა მსოფლიოს წამყვან კვლევით ცენტრებთან მჭიდრო კონტაქტების არსებობა და სამეცნიერო კადრების უწყვეტი შევსება საერთაშორისო სტანდარტების კვალიფიკაციის მქონე ახალგაზრდა მკვლევარებით.
2. ეს წესი არეგულირებს ახალგაზრდა მეცნიერთა სამეცნიერო-კვლევითი სტაჟირებისათვის სახელმწიფო სამეცნიერო გრანტის (შემდგომში – გრანტი) მისაღებად კონკურსის გამართვის, საგრანტო განაცხადის შეფასების, გრანტის გაცემისა და შესრულების ანგარიშგების, მონიტორინგის, საგრანტო პროექტის დაფინანსების შეჩერებისა და შეწყვეტის საკითხებს.
მუხლი 2. გრანტის მიზნები
1. გრანტის გაცემა მიზნად ისახავს ახალგაზრდა მეცნიერთა სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობის ხელშეწყობას დაფინანსების გზით.
2. გრანტი ითვალისწინებს კონკრეტული პროექტის ფარგლებში ახალგაზრდა მეცნიერთა უცხოეთში სტაჟირების დაფინანსებას.
3. გრანტის მიზანია ხელი შეუწყოს ახალგაზრდა მეცნიერებს, აიმაღლონ პროფესიული კვალიფიკაცია, დაამყარონ საერთაშორისო სამეცნიერო კონტაქტები, გაიღრმავონ გამოცდილება და აითვისონ კვლევის უახლესი ტექნოლოგიები უცხოეთის წამყვან სამეცნიერო ცენტრებში.
მუხლი 3. გრანტის გამცემი უფლებამოსილი ორგანო
1. გრანტის გაცემას ახორციელებს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირი - შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდი (შემდგომში - ფონდი).
2. გრანტის მისაღებად დაინტერესებული პირი ფონდში წარადგენს საგრანტო განაცხადს.
3. ფონდი შეიმუშავებს და ფონდის გენერალური დირექტორი (შემდგომში - დირექტორი) ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით ამტკიცებს:
ა) საგრანტო პროექტის დაფინანსების გაცემის მიზნით გასამართი კონკურსის პროგრამასა და პირობებს;
ბ) საგრანტო განაცხადების წარდგენის, განხილვისა და გადაწყვეტილების მიღების ვადებს;
გ) საგრანტო განაცხადის სააპლიკაციო ფორმებს;
დ) გრანტით დაფინანსებული პროექტების შესრულების ანგარიშგების ფორმებსა და მონიტორინგის პროცედურას.
4. დირექტორი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით ქმნის დამოუკიდებელი ექსპერტებისაგან შემდგარ პროექტების შემფასებელ კომისიას და ადგენს მისი საქმიანობის წესს.
5. პროექტების შემფასებელი კომისიის გადაწყვეტილების საფუძველზე, დირექტორი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით ამტკიცებს დასაფინანსებლად შერჩეულ საგრანტო პროექტებს.
6. ფონდი ახორციელებს გამარჯვებული პროექტების გრანტით დაფინანსებასა და პროექტის განხორციელების შესრულების კონტროლს.
საქართველოს მთავრობის 2015 წლის 1 ივნისის დადგენილება №240 - ვებგვერდი, 01.06.2015წ.
მუხლი 4. გრანტით დაფინანსების ძირითადი პრინციპები
1. გამარჯვებული საგრანტო პროექტი ფინანსდება სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოყოფილი ასიგნებით.
2. დაფინანსების მოსაპოვებლად, საგრანტო განაცხადის წარდგენა შეუძლია საქართველოში მუდმივად მცხოვრებ საქართველოს მოქალაქეს - ახალგაზრდა მეცნიერს, რომელიც ფლობს ინგლისურ, ან იმ ქვეყნის სახელმწიფო ენას, სადაც იგი გეგმავს სტაჟირების გავლას, აქვს დოქტორის აკადემიური ან მასთან გათანაბრებული სამეცნიერო ხარისხი, რომელიც მიენიჭა კონკურსის გამოცხადების თარიღიდან ბოლო 7 წლის პერიოდში, ან არის რეზიდენტი, დოქტორანტი და ეწევა სამეცნიერო-კვლევით საქმიანობას საქართველოს სამეცნიერო-კვლევით, აკრედიტებულ და ავტორიზებულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში.
3. გრანტის ფარგლებში, ახალგაზრდა მეცნიერს აუნაზღაურდება საერთაშორისო მგზავრობის, დაზღვევის, ვიზის ხარჯები, მიეცემა ყოველთვიური ფიქსირებული სტიპენდია, რომელიც დაფარავს საცხოვრებელი ბინის, შიდა ტრანსპორტირების, კვების ხარჯებს და საჭიროების შემთხვევაში, დამატებით დაუფინანსდება მასპინძელ ორგანიზაციაში სტაჟირებისათვის მოთხოვნილი სარეგისტრაციო გადასახადი.
4. დაფინანსება განხორციელდება ხელშეკრულების საფუძველზე, რომელსაც ფონდი გააფორმებს კონკურსში გამარჯვებული პროექტის წარმდგენ ახალგაზრდა მეცნიერთან.
საქართველოს მთავრობის 2011 წლის 21 ივნისის დადგენილება №242 – ვებგვერდი, 24.06.2011წ.
მუხლი 5. გრანტის გაცემის მიზნით გასამართი კონკურსის ეტაპები და პროექტის შეფასება
1. კონკურსის ეტაპებია:
ა) კონკურსის გამოცხადება;
ბ) საგრანტო განაცხადის ფონდში წარდგენა;
გ) საგრანტო განაცხადის წინასწარი შერჩევა საკონკურსო პირობებთან შესაბამისობის დადგენის მიზნით;
დ) შერჩეული საგრანტო განაცხადების შეფასება დამოუკიდებელი ექსპერტებისაგან შემდგარი პროექტების შემფასებელი კომისიის მიერ, ამ დადგენილებით დამტკიცებული №2 დანართით გათვალისწინებული საგრანტო განაცხადების შეფასების კრიტერიუმების მიხედვით;
ე) გამარჯვებული პროექტების დამტკიცება და ხელშეკრულებების გაფორმება.
2. კონკურსის პირობების შესაბამისი საგრანტო განაცხადები შეფასდება ამ დადგენილებით დამტკიცებული №2 დანართით გათვალისწინებული საგრანტო განაცხადების შეფასების კრიტერიუმების მიხედვით, დამოუკიდებელი ექსპერტებისაგან შემდგარი პროექტების შემფასებელი კომისიის მიერ.
მუხლი 6. გრანტის შესრულების ანგარიშგება, მონიტორინგი, დაფინანსების შეჩერება და შეწყვეტა
1. ფონდი ახორციელებს დაფინანსებული პროექტების შესრულების მონიტორინგს, რაც ითვალის-წინებს გრანტით დაფინანსებული პროექტის შესრულების კონტროლს როგორც ფინანსური, ისე პროგ-რამული თვალსაზრისით.
2. კონკურსში გამარჯვებული პროექტის წარმდგენი ახალგაზრდა მეცნიერი ვალდებულია ფონდს წარუდგინოს პროგრამული და ფინანსური ანგარიშები ფონდის მიერ დადგენილი ფორმების მიხედვით.
3. ფონდი უფლებამოსილია საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად შეაჩეროს ან შეწყვიტოს კონკურსში გამარჯვებული ახალგაზრდა მეცნიერის დაფინანსება პროექტის ამოცანების შეუსრულებლობის, ყალბი მონაცემების აღმოჩენის, აგრეთვე კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა შემთხვევებში.
დანართი №2
ახალგაზრდა მეცნიერთა უცხოეთში სამეცნიერო-კვლევითი სტაჟირებისათვის სახელმწიფო სამეცნიერო გრანტის გაცემის მიზნით საგრანტო განაცხადის შეფასების კრიტერიუმები
|
№
|
შეფასების კრიტერიუმი
|
0 ქულა
შეუსაბამო
|
1 ქულა
სუსტი
|
2 ქულა
დამაკმაყო-
ფილებელი
|
3 ქულა
კარგი
|
4 ქულა
ძალიან კარგი
|
5 ქულა
საუკეთესო
|
შეფასება (მინიჭებული ქულა)
|
|
1 |
რამდენად საფუძვლიანად არის დასაბუთებული სამეცნიერო-კვლევითი სტაჟირების გავლის აუცილებლობა უცხოეთში |
|
|
|
|
|
|
|
|
2 |
პროექტის სამეცნიერო ღირებულება, პრაქტიკული მნიშვნელობა და აქტუალურობა |
|
|
|
|
|
|
|
|
3 |
რამდენად სრულყოფილად და ნათლად არის ჩამოყალიბებული პროექტის და კვლევის მიზანი, მეთოდოლოგია და რამდენად განხორციელებადია დაგეგმილი სამუშაო მითითებულ ვადებში |
|
|
|
|
|
|
|
|
4 |
სტაჟირების ადგილის შესაბამისობა სტაჟირების მიზნებთან და სამეცნიერო კვლევასთან |
|
|
|
|
|
|
|
|
5 |
რამდენად მკაფიოდაა ჩამოყალიბებული, თუ როგორ გამოიყენებს და გაავრცელებს გრანტის მიმღები სტაჟირების დროს მიღებულ ცოდნასა და გამოცდილებას |
|
|
|
|
|
|
|
|
6 |
რამდენად შეუწყობს ხელს სტაჟირება ახალგაზრდა მეცნიერის გრძელვადიან საერთაშორისო თანამშრომლობას |
|
|
|
|
|
|
|
|
7 |
შემოთავაზებული ბიუჯეტის შესაბამისობა და თანადაფინანსება |
|
|
|
|
|
|
|
|
8 |
განმცხადებლის პუბლიკაციები |
|
|
|
|
|
|
|
|
9 |
სამეცნიერო კონფერენციებში მონაწილეობა და კვლევით პროექტებში მონაწილეობა |
|
|
|
|
|
|
|
|
|
ჯამი (მაქსიმუმ 45 ქულა): |
|
|
|
|
|
|
|
შენიშვნა:
1 - შესაძლებელია 0.5; 1.5; 2.5; 3.5 და 4.5 ქულების მინიჭება.
2 - წელიწადში ერთ გრანტზე 35 000 ლარზე მეტი თანხა არ გაიცემა.
3 - ერთნაირი ქულების შემთხვევაში, განიხილება პირველი და მე-2 კრიტერიუმების ჯამური ქულა. ამ კომპონენტის დამთხვევის შემთხვევაში, დაფინანსდება ნაკლები ბიუჯეტის მქონე პროექტი.