საქართველოს რესპუბლიკის კანონი
„საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის შესახებ“ საქართველოს რესპუბლიკის კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე
საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭო ადგენს:
შეტანილ იქნეს „საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის შესახებ“ საქართველოს რესპუბლიკის 1991 წლის 27 აგვისტოს კანონში შემდეგი ცვლილებები:
1. მე-9 მუხლის მე-2 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„საქართველოს რესპუბლიკის უზენაეს საბჭოს უფლება აქვს კაბინეტის ცალკეულ წევრს, კომიტეტის ან დეპარტამენტის ხელმძღვანელს მოსთხოვოს ანგარიში. კაბინეტის წევრის საქმიანობის არადამაკმაყოფილებლად შეფასებისას შეიძლება დაისვას დაკავებულ თანამდებობაზე მისი დატოვების მიზანშეწონილობის საკითხი“.
2. 21-ე მუხლის მესამე ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„კომიტეტებისა და დეპარტამენტების ხელმძღვანელებს მინისტრის კაბინეტის წარდგინებით თანამდებობაზე ნიშნავს და ათავისუფლებს საქართველოს რესპუბლიკის პრეზიდენტი საქართველოს რესპუბლიკის უზენაეს საბჭოსთან შეთანხმებით“.
საქართველოს რესპუბლიკის პრეზიდენტი ზვიად გამსახურდია
თბილისი, 1991 წლის 30 ოქტომბერი