(ძალადაკარგულია - 02.12.2020. №289)
საქართველოს ფინანსთა მინისტრის
ბრძანება № 439
2002 წლის 31 დეკემბერი
ქ. თბილისი
„ საბიუჯეტო ორგანიზაციების ძირითადი აქტივების ფიზიკური ცვეთის ნორმებისა და მათი ბუღალტრულ აღრიცხვაში ასახვის შესახებ“ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე
,,ბუღალტრული აღრიცხვისა და ფინანსური ანგარიშგების აუდიტის შესახებ“ საქართველოს კანონისა და ,,საქართველოს ფინანსთა სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 17 დეკემბრის №314 დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-4 მუხლის მე-3 პუნქტის ,,ლ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:
1. დამტკიცდეს ,,საბიუჯეტო ორგანიზაციების ძირითადი აქტივების ფიზიკური ცვეთის ნორმებისა და მათი ბუღალტრულ აღრიცხვაში ასახვის შესახებ“ ინსტრუქცია თანდართული რედაქციით.
11 . ამ ბრძანების პირველ პუნქტში მითითებული ინსტრუქციით იხელმძღვანელონ საქართველოს ავტონომიური რესპუბლიკის და ადგილობრივი ხელისუფლების საბიუჯეტო ორგანიზაციებმა.
2. ეს ბრძანება ძალაში შევიდეს 2003 წლის 1 იანვრიდან.
მინისტრი მირიან გოგიაშვილი