„ქვეყანაში ვეტერინარული (ეპიზოოტიური) კეთილსაიმედობის უზრუნველყოფის ზოგიერთი გადაუდებელი ღონისძიებების შესახებ” საქართველოს სოფლის მეურნეობის და სურსათის მინისტრის 2002 წლის 26 სექტემბრის №2-132 ბრძანებაში დამატებების შეტანის შესახებ

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს მინისტრის ბრძანება
დოკუმენტის ნომერი
2-4
მიმღები ორგანო
საქართველოს სოფლის მეურნეობისა და სურსათის მინისტრი
მიღების თარიღი
2003-01-10
გამოქვეყნების თარიღი
2003-01-14
სარეგისტრაციო კოდი
300.390.000.11.113.005.636
„ქვეყანაში ვეტერინარული (ეპიზოოტიური) კეთილსაიმედობის უზრუნველყოფის ზოგიერთი გადაუდებელი ღონისძიებების შესახებ” საქართველოს სოფლის მეურნეობის და სურსათის მინისტრის 2002 წლის 26 სექტემბრის №2-132 ბრძანებაში დამატებების შეტანის შესახებ

სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 300.390.000.11.113.005.636

საქართველოს სოფლის მეურნეობისა და სურსათის მინისტრის

ბრძანება №2-4

2003 წლის 10 იანვარი

ქ. თბილისი

�ქვეყანაში ვეტერინარული (ეპიზოოტიური) კეთილსაიმედობის უზრუნველყოფის ზოგიერთი გადაუდებელი ღონისძიების შესახებ� საქართველოს სოფლის მეურნეობისა და სურსათის მინისტრის 2002 წლის 26 სექტემბრის №2-132 ბრძანებაში დამატებების შეტანის შესახებ

�ნორმატიული აქტების შესახებ� საქართველოს კანონის 36-ე მუხლის თანახმად, ვბრძანებ:

1. � ქვეყანაში ვეტერინარული (ეპიზოოტიური) კეთილსაიმედობის უზრუნველყოფის ზოგიერთი გადაუდებელი ღონისძიებების შესახებ� საქართველოს სოფლის მეურნეობისა და სურსათის მინისტრის 2002 წლის 26 სექტემბრის № 2-132 ბრძანებას დაემატოს 11 �და 21 �პუნქტები შემდეგი რედაქციით:

ა) �11 . ბრძანების პირველ პუნქტში დადგენილი ნებართვის გაცემისათვის გადასახდელის გადახდევინება ხორციელდება საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.�;

ბ) �21 . ბრძანების მე-2 პუნქტით დადგენილი წესი არ გამოიყენება იმ შემთხვევაში, თუ სოფლის მეურნეობისა და სურსათის სამინისტროს მიერ განსაზღვრული �ა� და �ბ� ჯგუფის დაავადებების მიმართ არაკეთილსაიმედო ქვეყანა შეტანილ იქნება ეპიზოტიის საერთაშორისო ბიუროს მიერ გამოქვეყნებულ არაკეთილსაიმედო ქვეყანათა ნუსხაში.�;

2. დაევალოს სამინისტროს აპარატს (გ. კერძევაძე) უზრუნველყოს ბრძანების საქართველოს იუსტიციის სამინისტროში სახელმწიფო რეესტრში გატარება და �საქართველოს საკანონმდებლო მაცნეში� გამოქვეყნება საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.

3. ბრძანების შესრულებაზე კონტროლი დაევალოს მინისტრის მოადგილეს ბატონ დ. შერვაშიძეს.

4. ბრძანება ძალაში შევიდეს გამოქვეყნებისთანავე.

�დ. კირვალიძე

 

კრებსითი — სრული ვერსია