„საჯარო სამართლის იურიდიული პირის საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს საპროტოკოლო მომსახურების ბიუროს წესდების დამტკიცების შესახებ” მინისტრის 2002 წლის 18 ივლისის №76 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის შესახებ

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს მინისტრის ბრძანება
დოკუმენტის ნომერი
113
მიმღები ორგანო
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი
მიღების თარიღი
2002-11-28
გამოქვეყნების თარიღი
2002-12-09
სარეგისტრაციო კოდი
040.030.000.11.109.005.583
„საჯარო სამართლის იურიდიული პირის საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს საპროტოკოლო მომსახურების ბიუროს წესდების დამტკიცების შესახებ” მინისტრის 2002 წლის 18 ივლისის №76 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის შესახებ

სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 040.030.000.11.109.005.583

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის

ბრძანება №113

2002 წლის 28 ნოემბერი

ქ. თბილისი

„საჯარო სამართლის იურიდიული პირის - საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს საპროტოკოლო მომსახურების ბიუროს წესდების დამტკიცების შესახებ” მინისტრის 2002 წლის 18 ივლისის 76 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის შესახებ

„ნორმატიული აქტების შესახებ” საქართველოს კანონის 36-ე მუხლის თანახმად, ვბრძანებ:

1. საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის 2002 წლის 18 ივლისის 76 ბრძანებით (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, 24.072002წ. მუხლი 690) დამტკიცებულ წესდებაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:

ა) პირველი მუხლის მე-5 პუნქტში სიტყვები „ანგარიშები ხაზინაში” შეიცვალოს სიტყვებით - „საბანკო ანგარიშები”.

ბ) მე-4 მუხლის მე-3 პუნქტის „გ” ქვეპუნქტში სიტყვები “და ფულად სახსრებს” შეიცვალოს სიტყვებით - „ფასეულობებს”.

2. დაევალოს განერალურ სამდივნოს კანონმდებლობის თანახმად, უზრუნველყოს ბრძანების რეგისტრაცია საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრში.

3. ეს ბრძანება ძალაში შედის გამოქვეყნებისთანავე.

შ. დოღონაძე

კრებსითი — სრული ვერსია