იმ საექიმო სპეციალობათა ნუსხის განსაზღვრის შესახებ, რომლებშიც ეკრძალება მუშაობა ამა თუ იმ დაავადების მქონე დამოუკიდებელი საექიმო საქმიანობის სუბიექტს

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს მინისტრის ბრძანება
დოკუმენტის ნომერი
331/ნ
მიმღები ორგანო
საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი
მიღების თარიღი
2002-11-22
გამოქვეყნების თარიღი
2007-12-17
სარეგისტრაციო კოდი
470.230.000.11.119.005.577
იმ საექიმო სპეციალობათა ნუსხის განსაზღვრის შესახებ, რომლებშიც ეკრძალება მუშაობა ამა თუ იმ დაავადების მქონე დამოუკიდებელი საექიმო საქმიანობის სუბიექტს

სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 470.230.000.11.119.005.577

საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისადა სოციალური დაცვის მინისტრის ბრძანება № 331/ნ

2002 წლის 22 ნოემბერი

ქ. თბილისი

იმ საექიმო სპეციალობათა ნუსხის განსაზღვრის შესახებ, რომლებშიც ეკრძალება მუშაობა ამა თუ იმ დაავადების მქონე დამოუკიდებელი საექიმო საქმიანობის სუბიექტს

საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2007 წლის 17 დეკემბრის ბრძანება №352/ნ-სსმIII, №179, 18.12.2007წ.; მუხ. 1975

„საექიმო საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-4 მუხლის „გ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:

საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2007 წლის 17 დეკემბრის ბრძანება №352/ნ-სსმIII, №179, 18.12.2007წ.; მუხ. 1975

1.  დამტკიცდეს:

ა) იმ საექიმო სპეციალობათა ნუსხა, რომლებშიც ეკრძალება მუშაობა ამა თუ იმ დაავადების მქონე დამოუკიდებელი საექიმო საქმიანობის სუბიექტს (დანართი № 1);

ბ) ამოღებულია .

საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2007 წლის 17 დეკემბრის ბრძანება №352/ნ-სსმIII, №179, 18.12.2007წ.; მუხ. 1975

11 . სახელმწიფო სერტიფიკატის მაძიებლის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ სამედიცინო ცნობა გაიცეს საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2007 წლის 9 აგვისტოს № 338/ნ ბრძანების პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული სამედიცინო დოკუმენტაციის ფორმის № IV-100/ა შესაბამისად.

საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2007 წლის 17 დეკემბრის ბრძანება №352/ნ-სსმIII, №179, 18.12.2007წ.; მუხ. 1975

2. ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

 ა.გამყრელიძე

 

შეტანილი ცვლილებები:

1. საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2007 წლის 17 დეკემბრის ბრძანება №352/ნ-სსმ III, №179, 18.12.2007წ.; მუხ. 1975

დანართი № 1

საექიმო სპეციალობათა ნუსხა, რომლებშიც ეკრძალება მუშაობა ამა თუ იმ დაავადების მქონე დამოუკიდებელი საექიმო საქმიანობის სუბიექტს

    მუხლი 1

დანართში № 1ა ჩამოთვლილი დაავადებების მქონე პირებს ეკრძალებათ მუშაობა ყველა საექიმო სპეციალობაში, რომელშიც დამტკიცებულია საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოიალური დაცვის მინიტრის 2007 წლის 18 აპრილის № 136/ნ ბრძანებით „საექიმო სპეციალობათა, მომიჯნავე საექიმო სპეციალობათა და სუბსპეციალობების შესაბამისი სპეციალობების ნუსხის განსაზღვრის შესახებ“ დამტკიცებული დანართი № 1-ის შესაბამისად.

საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2007 წლის 17 დეკემბრის ბრძანება №352/ნ-სსმIII, №179, 18.12.2007წ.; მუხ. 1975

    მუხლი 2 ამოღებულია

საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2007 წლის 17 დეკემბრის ბრძანება №352/ნ-სსმIII, №179, 18.12.2007წ.; მუხ. 1975

 

    მუხლი 3 ამოღებულია

საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2007 წლის 17 დეკემბრის ბრძანება №352/ნ-სსმIII, №179, 18.12.2007წ.; მუხ. 1975

დანართი № 1ა

1. ტუბერკულოზი

ა. რესპირატორული სისტემის აქტიური ტუბერკულოზი მკურნალობის დამთავრებამდე, ნახველის ბაქტერიოლოგიური კონვერსიის დადასტურების შემდეგ;

ბ. რესპირატორული სისტემის ტუბერკულოზის ქრონიკული ფორმები, მულტირეზისტენტული შტამების გამოყოფით;

გ. სასუნთქი სისტემის ტუბერკულოზის გადატანის შემდგომი დიდი (მყარი) ნარჩენი ცვლილებებით განპირობებული ქრონიკული ფილტვისმიერი გული (დეკომპენსირებული);

დ. სასუნთქი სისტემის ტუბერკულოზის ქრონიკული დესტრუქციული ფორმები (ფიბროზულ-კავერნოზული, ციროტული ტუბერკულოზი) ბაქტერიაგამოყოფით ან ბაქტერიაგამოყოფის გარეშე.

2. ქირურგიული დაავადებები

ა. სამი კიდურის ამპუტაცია;

ბ. ორი ზემო კიდურის ამპუტაცია.

3.ნერვულ-ფსიქიკური დაავადებები

ა. დემენცია ალცჰაიმერის დაავადების დროს;

ბ. ნებისმიერი გენეზის მყარი ჰალუცინაციურ-ბოდვითი სინდრომი;

გ. ნებისმიერი გენეზის მყარი ბოდვითი სინდრომი;

დ. ნებისმიერი გენეზის მყარი კატატონიური სინდრომი;

ე. სისხლძარღვოვანი (ვასკულარული) და სხვა სახის დემენციები;

ვ. დაუზუსტებელი დემენცია;

ზ. ორგანული ამნეზიური სინდრომი;

თ. ოლიგოფრენია;

ი. ნებისმიერი გენეზის მყარი ჰალუცინაციური სინდრომი;

კ. ნებისმიერი გენეზის მყარი ღრმა მანიაკალური სინდრომი;

ლ. ნებისმიერი გენეზის მყარი ღრმა დეპრესიული სინდრომი;

მ. მყარი შიზო-აფექტური აშლილობა;

ნ. მყარი ქრონიკული ადაპტაციის დარღვევა;

ო. ეპილეფსია:

ო.ა. გულყრები, ინტელექტუალური და ხასიათობრივი ცვლილებებით;

ო.ბ. ხშირი გულყრები (8-10 და მეტი თვეში);

პ. ცენტრალური ნერვული სისტემის ორგანული დაავადებები:

პ.ა. მძიმე ფორმები ფსიქიკური ცვლილებებით, მნიშვნელოვანი მოტორული დარღვევებით და პროგრესირებადი მიმდინარეობით;

პ.ბ. ორგანული დაზიანებების მყარი ნარჩენი მოვლენები მნიშვნელოვანი მოტორული დარღვევებით (ჰემიპლეგია, დიპლეგია და სხვა);

პ.გ. პარკინსონიზმის შორსწასული შემთხვევები (ფსიქიკის და ლოკომოციის მოშლით);

ჟ. პერიფერიული ნერვული სისტემის ქრონიკული დაავადებები მოძრაობის, მგრძნობელობის და ტროფიკის ღრმა და მყარი დარღვევებით;

რ. მყარი ლოკალური ან გენერალიზებული კრუნჩხვითი (ჰიპერკინეზიები) მოშლილობები (ჰეპატო-ლენტიკულური დეგერენაცია, ჰანტინგტონის ქორეა, მიოკლონიები და სხვა);

ს. ქრონიკული და მაპროგრესირებადი ნერვ-კუნთოვანი დაავადებები მკვეთრად გამოხატული მოტორული მოშლილობებით.

4.თვალის სნეულებანი

ა. სიბრმავე ორივე თვალით;

ბ. მხედველობის სიმახვილე, რომელიც შეუძლებელს ხდის სივცევის № 8 ცხრილის შრიფტის 25 სმ. მანძილიდან წაკითხვას კორექციით, ან მხედველობის სიმახვილე უკეთეს თვალზე 0,5-ზე ნაკლები გადასატანი კორექციით და უარეს თვალზე 0,1-ზე ნაკლები გადასატანი კორექციით.

5. ყელ-ყურ-ცხვირის დაავადებები

ა. სიყრუე ორივე ყურით;

ბ. მაღალი ხარისხის ენაბლუობა, რომელიც მეტყველებას გაუგებარს ხდის;

გ. ხმოვანი იოგების პარეზი;

დ. სიყრუე ერთ ყურზე და სმენის დაქვეითება მეორეზე არა უმცირეს 2 მეტრის მანძილიდან (ტონალური აუდიომეტრიით სმენის სიმახვილე დაქვეითებული 30 დეციბალზე მეტად).

6. კანისა და ვენერიული სნეულებები

ა. სიფილისი (ადრეული ფორმა) მკურნალობის ბოლომდე;

ბ. კეთრი – განკურნებამდე;

გ. მუნი – მკურნალობის დამთავრებამდე;

დ. ტრიქოფიტია, მიკროსპორია,აქტინომიკოზი  მკურნალობის დამთავრებამდე და პირველი კონტროლის უარყოფითი შედეგის მიღებამდე;

7. ნარკოლოგია

ა. ნარკომანია, ტოქსიკომანია;

ბ. ალკოჰოლიზმი.

8. ყველა დაავადება, რომლის დროსაც პირი არის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე და საჭიროებს მომვლელს.

 დანართი №1ბ

ამოღებულია - საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2007 წლის 17 დეკემბრის ბრძანება №352/ნ-სსმIII, №179, 18.12.2007წ.; მუხ. 1975

 დანართი № 1გ

ამოღებულია - საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2007 წლის 17 დეკემბრის ბრძანება №352/ნ-სსმIII, №179, 18.12.2007წ.; მუხ. 1975

დანართი № 2

ამოღებულია - საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2007 წლის 17 დეკემბრის ბრძანება №352/ნ-სსმIII, №179, 18.12.2007წ.; მუხ. 1975

 

კრებსითი — სრული ვერსია