საქართველოს მთავრობის
დადგენილება №104
2009 წლის 5 ივნისი
ქ. თბილისი
საქართველოს მთავრობის ზოგიერთი სამართლებრივი აქტის ძალადაკარგულად გამოცხადების თაობაზე
მუხლი 1
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 61-ე მუხლის საფუძველზე და „წყალმომარაგებისა და ენერგეტიკის საკითხთა სახელმწიფო კომისიის შექმნის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2008 წლის 30 მაისის №284 ბრძანებულების 52 პუნქტის შესაბამისად, ძალადაკარგულად გამოცხადდეს საქართველოს მთავრობის შემდეგი სამართლებრივი აქტები:
ა) „საქართველოს ენერგეტიკის კომისიის შექმნის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2005 წლის 10 მარტის №39 დადგენილება;
ბ) „საქართველოს წყალმომარაგებისა და სანიტარიული უზრუნველყოფის პოლიტიკის შემმუშავებელი სამთავრობო კომისიის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2007 წლის 15 თებერვლის №30 დადგენილება;
გ) „საქართველოში ატომური ელექტროსადგურის მშენებლობის საკითხის შემსწავლელი კომისიის შექმნის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2007 წლის 16 აგვისტოს №416 განკარგულება.
მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
პრემიერ-მინისტრი ნ. გილაური