სახელმწიფო სარეგისტრაციო ნომერი 470.010.000.11.119.005.575
საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის
ბრძანება №326/ნ
2002 წლის 20 ნოემბერი
ქ. თბილისი
„ბიოეთიკის ეროვნული საბჭოს დებულების დამტკიცების შესახებ” საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2000 წლის 25 დეკემბრის №276/ნ ბრძანებაში ცვლილებების შეტანისა და ბიოეთიკის ეროვნული საბჭოს შემადგენლობის დამტკიცების შესახებ
სამედიცინო მომსახურების სფეროში სამედიცინო ეთიკის და ბიოეთიკის პრინციპების დანერგვის ღონისძიებების გაუმჯობესების მიზნით, „ნორმატიული აქტების შესახებ” საქართველოს კანონის 36-ე მუხლიდან გამომდინარე, ვბრძანებ:
1. „ბიოეთიკის ეროვნული საბჭოს დებულების დამტკიცების შესახებ” საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2000 წლის 25 დეკემბრის №276/ნ ბრძანებაში (სსმ III, 2001 წ., №2, მუხ. 15-16) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:
ა) მესამე მუხლის პირველ პუნქტში ციფრი „21” შეიცვალოს ციფრით „29”.
ბ) მე-4 მუხლის მე-7 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„7. საბჭოს შემადგენლობა შეიძლება განახლდეს ყოველ 2 წელიწადში, რომლის შესახებაც გადაწყვეტილებას იღებს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი. საბჭოს თავმჯდომარის სამუშაო ვადა განისაზღვრება 2 წლით. ერთი და იგივე პირი საბჭოს თავმჯდომარის თანამდებობაზე შეიძლება დაინიშნოს ზედიზედ ორჯერ. ყოფილი თავმჯდომარე შეიძლება დარჩეს საბჭოს შემადგენლობაში.”.
2. ამოღებულია.
საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2006 წლის 16 იანვრის ბრძანება №11/ნ-სსმIII, №10, 26.01.2006წ.; მუხ. 120
3. ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
ა. გამყრელიძე
შეტანილი ცვლილებები:
1. საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2005 წლის 29 აგვისტოს ბრძანება №224/ნ-სსმIII, №105, 06.09.2005წ.; მუხ. 1173
2. საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2006 წლის 16 იანვრის ბრძანება №11/ნ-სსმIII, №10, 26.01.2006წ.; მუხ. 120
ბიოეთიკის ეროვნული საბჭოს შემადგენლობა
(ამოღებულია)
საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2005 წლის 29 აგვისტოს ბრძანება №224/ნ-სსმIII, №105, 06.09.2005წ.; მუხ. 1173
საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2006 წლის 16 იანვრის ბრძანება №11/ნ-სსმIII, №10, 26.01.2006წ.; მუხ. 120