„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის შესაბამისად, „გარემოს ხარისხობრივი მდგომარეობის ნორმების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2001 წლის 16 აგვისტოს №297/ნ ბრძანებაში (სსმ III, 2001 წ., №90, მუხ. 647) შეტანილ იქნეს ცვლილებები და ამოღებულ იქნეს ბრძანების პირველი პუნქტის „ა.ა“ ქვეპუნქტი და ამ ქვეპუნქტით დამტკიცებული დანართი 1 – „სასმელი წყლის ჰიგიენური მოთხოვნები სასმელი წყალმომარაგების ცენტრალიზებული სისტემების წყლის ხარისხისადმი. ხარისხის კონტროლი“ სანიტარიული წესები და ნორმები. |