“საქართველოს ტრანსპორტისა და კომუნიკაციების მინისტრის 2001 წლის 3 იანვრის №01 ბრძანებაში “სარკინიგზო ტრანსპორტით მგზავრობისას დევნილებისათვის შეღავათების დადგენის შესახებ” ცვლილებების შეტანის თაობაზე”

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს მინისტრის ბრძანება
დოკუმენტის ნომერი
67
მიმღები ორგანო
საქართველოს ტრანსპორტისა და კომუნიკაციების მინისტრი
მიღების თარიღი
2002-11-08
გამოქვეყნების თარიღი
2002-11-18
სარეგისტრაციო კოდი
310.010.000.11.115.005.560
“საქართველოს ტრანსპორტისა და კომუნიკაციების მინისტრის 2001 წლის 3 იანვრის №01 ბრძანებაში “სარკინიგზო ტრანსპორტით მგზავრობისას დევნილებისათვის შეღავათების დადგენის შესახებ” ცვლილებების შეტანის თაობაზე”

სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 310.010.000.11.115.005.560

საქართველოს ტრანსპორტისა და კომუნიკაციების

მინისტრის ბრძანება №67

2002 წლის 8 ნოემბერი

ქ. თბილისი

საქართველოს ტრანსპორტისა და კომუნიკაციების მინისტრის 2001 წლის 3 იანვრის №1 ბრძანებაში „სარკინიგზო ტრანსპორტით მგზავრობისას დევნილებისათვის შეღავათების დადგენის შესახებ” ცვლილებების შეტანის თაობაზე

„დევნილთა სოციალური დაცვის გაუმჯობესებისა და ზამთრის პერიოდისათვის დამატებით ღონისძიებათა შესახებ,” საქართველოს პრეზიდენტის 1997 წლის 28 დეკემბრის №764 ბრძანებულების მე-7 პუნქტის გათვალისწინებით და ქვეყანაში არსებული რეალურ ფინანსურ შესაძლებლობებზე დაყრდნობით საქართველოს ტრანსპორტისა და კომუნიკაციების მინისტრის 2001 წლის 3 იანვრის №1 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის მიზნით, ვბრძანებ:

1. პირველ პუნქტში სიტყვები „ყველა კატეგორიის მატარებელზე” შეიცვალოს სიტყვებით „საგარეუბნო და ადგილობრივი მსვლელობის მატარებლებზე საერთო და პლაცკარტ ვაგონებით.”

2. ბრძანება ძალაში შევიდეს ოფიციალურ ბეჭდვით ორგანოში გამოქვეყნების დღიდან.

მ. ადეიშვილი

კრებსითი — სრული ვერსია