“საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სასჯელაღსრულების დეპარტამენტის სპეციალური დაცვის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ” საქართველოს იუსტიციის მინისტრის 1999 წლის 28 დეკემბრის №357 ბრძანებაში დამატებების შეტანის შესახებ”

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს მინისტრის ბრძანება
დოკუმენტის ნომერი
852
მიმღები ორგანო
საქართველოს იუსტიციის მინისტრი
მიღების თარიღი
2002-10-10
გამოქვეყნების თარიღი
2002-10-11
სარეგისტრაციო კოდი
100.110.000.11.106.005.529
“საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სასჯელაღსრულების დეპარტამენტის სპეციალური დაცვის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ” საქართველოს იუსტიციის მინისტრის 1999 წლის 28 დეკემბრის №357 ბრძანებაში დამატებების შეტანის შესახებ”

საქართველოს იუსტიციის მინისტრის

ბრძანება  № 852

 

2002 წლის 10 ოქტომბერი

ქ. თბილისი

 

„საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სასჯელაღსრულების დეპარტამენტის სპეციალური დაცვის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 1999 წლის 28 დეკემბრის № 357 ბრძანებაში დამატებების შეტანის შესახებ

 

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნათა შესაბამისად, ვბრძანებ:

I. „საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სასჯელაღსრულების დეპარტამენტის სპეციალური დაცვის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 1999 წლის 28 დეკემბრის № 357 ბრძანებაში შეტანილ იქნეს შემდეგი დამატებები:

1. დებულების 42 მუხლის  პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. ქ. თბილისის პატიმართა და მსჯავრდებულთა ბადრაგირების სპეციალური დანაყოფის შემადგენლობაში შედიან:

ა) დანაყოფის უფროსი;

ბ) დანაყოფის უფროსის მოადგილე;

გ) შტაბის უფროსი;

დ) სარკინიგზო ფარეხის კომენდანტი;

ე) გამცილებელი;

ვ) უფროსი კინოლოგი;

ზ) უფროსი ინსპექტორი (ვეტექიმი);

თ) ინსტრუქტორი;

ი) მომვლელი;

კ) კანცელარიის უფროსი;

ლ) მბეჭდავ-მემანქანე;

მ) სამორიგეო ნაწილის უფროსი;

ნ) სამორიგეო ნაწილის ინსპექტორი;

ო) სამორიგეო ნაწილის ინსპექტორის თანაშემწე;

პ) ასეულის მეთაური;

ჟ) ასეულის მეთაურის მოადგილე;

რ) ოცეულის მეთაური;

ს) ყარაულის უფროსი;

ტ) რიგითი.“.

II. ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

 

მინისტრი                                       როლანდ გილიგაშვილი

კრებსითი — სრული ვერსია