“საქართველოს სოფლის მეურნეობის და სურსათის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების – სამელიორაციო სისტემების მართვის დეპარტამენტის დებულებისა და მისი სტრუქტურული ერთეულების დებულების თაობაზე საქართველოს სოფლის მეურნეობის და სურსათის მინისტრის 2001 წლის 29 აგვისტოს №2-136ა ბრძანებაში ცვლილებების შეტანის შესახებ”

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს მინისტრის ბრძანება
დოკუმენტის ნომერი
2-138
მიმღები ორგანო
საქართველოს სოფლის მეურნეობისა და სურსათის მინისტრი
მიღების თარიღი
2002-10-07
გამოქვეყნების თარიღი
2002-10-11
სარეგისტრაციო კოდი
400.010.010.11.113.005.520
“საქართველოს სოფლის მეურნეობის და სურსათის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების – სამელიორაციო სისტემების მართვის დეპარტამენტის დებულებისა და მისი სტრუქტურული ერთეულების დებულების თაობაზე საქართველოს სოფლის მეურნეობის და სურსათის მინისტრის 2001 წლის 29 აგვისტოს №2-136ა ბრძანებაში ცვლილებების შეტანის შესახებ”

სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 400.010.010.11.113.005.520

საქართველოს სოფლის მეურნეობისა და სურსათის მინისტრის

ბრძანება №2-138

2002 წლის 7 ოქტომბერი

 ქ. თბილისი

საქართველოს სოფლის მეურნეობისა და სურსათის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების – სამელიორაციო სისტემების მართვის დეპარტამენტის დებულებისა და მისი სტრუქტურული ერთეულების დებულების თაობაზე საქართველოს სოფლის მეურნეობისა და სურსათის მინისტრის 2001 წლის 29 აგვისტოს №2-136ა ბრძანებაში ცვლილებების შეტანის შესახებ

საქართველოს სოფლის მეურნეობისა და სურსათის სამინისტროზე მართვის უფლებით გადმოცემული შეზღუდული პასუხისმგებლობისა და სააქციო საზოგადოებების კვლავ სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროს გამგებლობის სფეროში დაბრუნების შედეგად სამელიორაციო სისტემების მართვის დეპარტამენტში ამ მიზნით შემოღებულმა თავმჯდომარის პირველი მოადგილის თანამდებობამ დაკარგა ფუნქციური დატვირთვა.

„ნორმატიული აქტების შესახებ” საქართველოს კანონის 36-ე მუხლის მოთხოვნათა შესაბამისად, ვბრძანებ:

1. სოფლის მეურნეობისა და სურსათის მინისტრის 2001 წლის 29 აგვისტოს №2-136ა ბრძანებით (სსსმ III, 2001 წ. 07.09, №95, მუხ. 693) დამტკიცებულ სოფლის მეურნეობისა და სურსათის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების – სამელიორაციო სისტემების მართვის დეპარტამენტის დებულების მე-7 მუხლის მე-2 პუნქტში სიტყვები – „დეპარტამენტის თავმჯდომარეს ჰყავს პირველი მოადგილე და ორი მოადგილე” შეიცვალოს სიტყვებით – „დეპარტამენტის თავმჯდომარეს ჰყავს ორი მოადგილე”.

2. სამინისტროს აპარატმა (გ. კერძევაძე) უზრუნველყოს „ნორმატიული აქტების შესახებ” საქართველოს კანონის შესაბამისად ბრძანების რეგისტრაცია ნორმატიული აქტების სახელმწიფო რეესტრში.

3. კონტროლი ბრძანების შესრულებაზე განახორციელოს მინისტრის მოადგილემ დ. შერვაშიძემ.

4. ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

დ. კირვალიძე

 

კრებსითი — სრული ვერსია