,,საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2009 წლის 30 იანვრის №10 დადგენილებაში ცვლილებისა და დამატების შეტანის თაობაზე“

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს მთავრობის დადგენილება
დოკუმენტის ნომერი
85
მიმღები ორგანო
საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი
2009-04-29
გამოქვეყნების თარიღი
2009-05-05
სარეგისტრაციო კოდი
000000000.00(0).000.000000
,,საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2009 წლის 30 იანვრის №10 დადგენილებაში ცვლილებისა და დამატების შეტანის თაობაზე“

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №85

2009 წლის 29 აპრილი

ქ. თბილისი

,,საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2009 წლის 30 იანვრის №10 დადგენილებაში ცვლილებისა და დამატების შეტანის თაობაზე

მუხლი 1. ,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლისა და ,,წყლით უზრუნველყოფის რეგიონული განვითარების სააგენტოს შექმნის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2009 წლის 21 აპრილის №192 ბრძანებულების შესაბამისად „საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2009 წლის 30 იანვრის №10 დადგენილებით დამტკიცებულ დებულებაში (სსმ III, 2009 წელი, №11, მუხლი 127) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება და დამატება:

1. დებულების მე-2 მუხლის მე-2 პუნქტის ,,გ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„გ) საქართველოს რეგიონებში მეწარმეობის მხარდაჭერის, საინვესტიციო საქმიანობის სტიმულირების, დასაქმების პრობლემების რეგულირების, ახალი სამუშაო ადგილების შექმნისა და სოციალური ინფრასტრუქტურის განვითარებისათვის წინადადებების შემუშავება, რეგიონული სოციალურ-ეკონომიკური განვითარების გეგმებისა და პროგრამების შემუშავებისა და განხორციელების კოორდინაცია; თვითმმართველი ერთეულების სოციალურ-ეკონომიკური განვითარების, მათ შორის, ცხოვრებისა და დასაქმების დონის ანალიზი და პროგნოზირება; საქართველოში წყლით უზრუნველყოფის განვითარების, მოსახლეობის წყლით მომარაგების სისტემების დანერგვისა და ხელშეწყობის ღონისძიებათა განხორციელების უზრუნველყოფა და კოორდინაცია;“.

2. დებულების მე-6 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის ,,გ“ ქვეპუნქტი:

,,გ) წყლით უზრუნველყოფის რეგიონული განვითარების სააგენტო.“.

მუხლი 2. დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

პრემიერ-მინისტრი              ნ. გილაური

კრებსითი — სრული ვერსია