“მშენებლობის პროექტების კომპლექსური ექსპერტიზისა და დამტკიცების ნორმებისა და წესების შესახებ”, საქართველოს ურბანიზაციისა და მშენებლობის მინისტრის 2001 წლის 10 აგვისტოს №52 ბრძანებით დამტკიცებული “საწარმოო, სამოქალაქო, საცხოვრებელი, საზოგადოებრივი და სხვა დანიშნულების შენობა-ნაგებობათა მშენებლობის პროექტების კომპლექსური ექსპერტიზის და დამტკიცების ნორმებისა და წესებში” დამატების შეტანის შესახებ”

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს მინისტრის ბრძანება
დოკუმენტის ნომერი
34
მიმღები ორგანო
საქართველოს ურბანიზაციისა და მშენებლობის მინისტრი
მიღების თარიღი
2002-08-08
გამოქვეყნების თარიღი
2002-08-14
სარეგისტრაციო კოდი
330.120.000.11.116.005.454
“მშენებლობის პროექტების კომპლექსური ექსპერტიზისა და დამტკიცების ნორმებისა და წესების შესახებ”, საქართველოს ურბანიზაციისა და მშენებლობის მინისტრის 2001 წლის 10 აგვისტოს №52 ბრძანებით დამტკიცებული “საწარმოო, სამოქალაქო, საცხოვრებელი, საზოგადოებრივი და სხვა დანიშნულების შენობა-ნაგებობათა მშენებლობის პროექტების კომპლექსური ექსპერტიზის და დამტკიცების ნორმებისა და წესებში” დამატების შეტანის შესახებ”

სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 330.120.000.11.116.005.454

საქართველოს ურბანიზაციისა და მშენებლობის

მინისტრის ბრძანება №34

2002 წლის 8 აგვისტო

ქ. თბილისი

“მშენებლობის პროექტების კომპლექსური ექსპერტიზისა და დამტკიცების ნორმებისა და წესების შესახებ” საქართველოს ურბანიზაციისა და მშენებლობის მინისტრის 2001 წლის 10 აგვისტოს №52 ბრძანებით დამტკიცებული “საწარმოო, სამოქალაქო, საცხოვრებელი, საზოგადოებრივი და სხვა დანიშნულების შენობა-ნაგებობათა მშენებლობის პროექტების კომპლექსური ექსპერტიზისა და დამტკიცების ნორმებისა და წესებში” დამატების შეტანის შესახებ

„ნორმატიული აქტების შესახებ” საქართველოს კანონის 36-ე მუხლის შესაბამისად. ვბრძანებ:

1. “მშენებლობის პროექტების კომპლექსური ექსპერტიზისა და დამტკიცების ნორმებისა და წესების შესახებ” საქართველოს ურბანიზაციისა და მშენებლობის მინისტრის 2001 წლის 10 აგვისტოს №52 ბრძანებით დამტკიცებული “საწარმოო, სამოქალაქო, საცხოვრებელი, საზოგადოებრივი და სხვა დანიშნულების შენობა-ნაგებობათა მშენებლობის პროექტების კომპლექსური ექსპერტიზისა და დამტკიცების ნორმებისა და წესების” VI  თავის მე-12 მუხლის მე-9 პუნქტს დაემატოს შემდეგი სიტყვები: “რომელთაგან, ექსპერტიზის დამთავრების შემდეგ, ერთი ეგზემპლარი რჩება ექსპერტიზის ჩამტარებელ ორგანოში, ხოლო მეორე უბრუნდება დამკვეთს”.

2. ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

მ. ჩხენკელი

კრებსითი — სრული ვერსია