„საქართველოს იუსტიციის სასწავლო ცენტრის წესდების დამტკიცების შესახებ” საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2000 წლის 19 აპრილის №50 ბრძანებით დამტკიცებულ წესდებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს მინისტრის ბრძანება
დოკუმენტის ნომერი
680
მიმღები ორგანო
საქართველოს იუსტიციის მინისტრი
მიღების თარიღი
2002-08-08
გამოქვეყნების თარიღი
2002-08-12
სარეგისტრაციო კოდი
430.030.000.11.106.005.448
„საქართველოს იუსტიციის სასწავლო ცენტრის წესდების დამტკიცების შესახებ” საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2000 წლის 19 აპრილის №50 ბრძანებით დამტკიცებულ წესდებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე

სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 430.030.000.11.106.005.448

საქართველოს იუსტიციის მინისტრის

ბრძანება №680

2002 წლის 8 თებერვალი

 ქ. თბილისი

,,საქართველოს იუსტიციის სასწავლო ცენტრის წესდების დამტკიცების შესახებ’’ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2000 წლის 19 აპრილის №50 ბრძანებით დამტკიცებულ წესდებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე

 “ნორმატიული აქტების შესახებ” საქართველოს კანონის 36-ე მუხლის მოთხოვნათა შესაბამისად, ვბრძანებ:

 1. ,,საქართველოს იუსტიციის სასწავლო ცენტრის წესდების დამტკიცების შესახებ,,საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2000 წლის 19 აპრილის №50 ბრძანებით დამტკიცებულ წესდებაში შეტანილი იქნას შემდეგი სახის ცვლილებები:

ა) მე-11 მუხლიდან ამოღებული იქნას ,,ზ” პუნქტი:

ბ) მე-13 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,13 ცენტრის დირექტორს ჰყავს პირველი მოადგილე და მოადგილე, რომლებსაც თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს იუსტიციის მინისტრი. ცენტრის დირექტორის პირველი მოადგილე დირექტორის დროებით არყოფნის შემთხვევაში ასრულებს მის მოვალეობას.’’.

2. ეს ბრძანება ძალაშია გამოქვეყნებისთანავე.

რ. გილიგაშვილი

 

კრებსითი — სრული ვერსია