“საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო 1999 წლის 3 თებერვლის №50 ბრძანებით დამტკიცებულ დაცვის ინისტრი დეპარტამენტის დებულებაში ცვლილების შეტანის შესახებ”

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს მინისტრის ბრძანება
დოკუმენტის ნომერი
378
მიმღები ორგანო
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი
მიღების თარიღი
2002-07-08
გამოქვეყნების თარიღი
2002-08-22
სარეგისტრაციო კოდი
140.030.000.11.118.005.418
“საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო 1999 წლის 3 თებერვლის №50 ბრძანებით დამტკიცებულ დაცვის ინისტრი დეპარტამენტის დებულებაში ცვლილების შეტანის შესახებ”

სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 140.030.000.11.118.005.418

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის

ბრძანება №378

2002 წლის 8 ივლისი

ქ. თბილისი

საქართველოს შსს 1999 წლის 3 თებერვლის №50 ბრძანებით დამტკიცებულ დაცვის პოლიციის დეპარტამენტის დებულებაში ცვლილებების შეტანის შესახებ

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სისტემაში ერთიანი საკადრო პოლიტიკის განხორციელებისა და კადრების შერჩევა-განაწილების გაუმჯობესების მიზნით, ვბრძანებ:

1. საქართველოს შსს 1999 წლის 3 თებერვლის №50 ბრძანებით დამტკიცებული დაცვის პოლიციის დეპარტამენტის დებულების მე-4 თავის 4.7 პუნქტი შეიცვალოს შემდეგი რედაქციით:

_ „დაცვის პოლიციის დეპარტამენტის ცენტრალური აპარატის, სამმართველოების, სამსახურების, განყოფილებების უფროსებს და მათ მოადგილეებს, ლეგიონებისა და დაქვემდებარებული საქალაქო და რაიონული დანაყოფების უფროსებსა და მათ მოადგილეებს, შემავალი განყოფილებების უფროსებსა და მოადგილეებს, ქვეგანყოფილებების უფროსებს თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს საქართველოს შს მინისტრი ან შს მინისტრის კურატორი მოადგილე, ნომენკლატურის შესაბამისად, დეპარტამენტის თავმჯდომარის წარდგინების საფუძველზე“.

 ძალადაკარგულად ჩაითვალოს დებულების მე-4 თავის 4.8 პუნქტი.

2. ბრძანება დაიგზავნოს დანიშნულებისამებრ.

კ. ნარჩემაშვილი

კრებსითი — სრული ვერსია