სააღსრულებო პოლიციელის სამსახურებრივი ფორმის ატრიბუტიკის დამტკიცების შესახებ

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს მინისტრის ბრძანება
დოკუმენტის ნომერი
608
მიმღები ორგანო
საქართველოს იუსტიციის მინისტრი
მიღების თარიღი
2002-07-16
გამოქვეყნების თარიღი
2018-05-02
სარეგისტრაციო კოდი
070.030.000.11.106.005.412
სააღსრულებო პოლიციელის სამსახურებრივი ფორმის ატრიბუტიკის დამტკიცების შესახებ

(ძალადაკარგულია  - 02.05.18 №300)

          

საქართველოს იუსტიციის მინისტრის

ბრძანება №608

2002 წლის 16 ივლისი

ქ. თბილისი

სააღსრულებო პოლიციელის სამსახურებრივი ფორმის ატრიბუტიკის დამტკიცების შესახებ

„სააღსრულებო წარმოებათა შესახებ” საქართველოს კანონის 142 მუხლის მე-5 პუნქტის მოთხოვნათა შესაბამისად, ვბრძანებ:

1. დამტკიცდეს თანდართული სააღსრულებო პოლიციელის სამსახურებრივი ფორმის ატრიბუტიკა (პლანშეტი №1)

2. ძალადაკარგულად ჩაითვალოს “სააღსრულებო პოლიციელის სამსახურებრივი ფორმის დამტკიცების შესახებ” საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2001 წლის 31 იანვრის №51 ბრძანება.

3. ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

რ. გილიგაშვილი

პლანშეტი №1 სააღსრულებო პოლიციის სამსახურებრივი ფორმის ატრიბუტიკა

1. ზამთარის №1

ა) მუქი ლურჯი ქურთუკი ოქროსფერი ღილებით;

ბ) მუქი ლურჯი ორბორტიანი პიჯაკი ოქროსფერი ღილებით;

გ) თეთრი პერანგი;

დ) შავი ჰალსტუხი;

ე) მუქი ლურჯი ფერის შარვალი;

ვ) შავი ფეხსაცმელი;

ზ) შესაბამისი ფურნიტურით (ორდენები მედლები).

2. ზამთრის №2

ა) მუქი ლურჯი ბერეტი;

ბ) მუქი ლურჯი კომბინირებული ქურთუკი /მოსახსნელი დასათბუნებლით/;

გ) მუქი ლურჯი შარვალი;

დ) შავი მაღალყელიანი ფეხსაცმელი;

ე) შავი სვიტერი.

3. საზაფხულო №3

ა) მუქი ლურჯი ორბორტიანი პიჯაკი ოქროსფერი ღილებით;

ბ) თეთრი პერანგი;

გ) შავი ჰალსტუხი;

დ) მუქი ლურჯი ფერის შარვალი;

ე) შავი ფეხსაცმელი;

ვ) შესაბამისი ფურნიტურით (ორდენები მედლები).

4. საზაფხულო №4

ა) მუქი ლურჯი ბერეტი;

ბ) მუქი ლურჯი შარვალი;

გ) მუქი ლურჯი პერანგი;

დ) შავი მაღალყელიანი ფეხსაცმელი;

ე) შავი მაისური.

კრებსითი — სრული ვერსია