,,საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს შექმნის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2005 წლის 20 იანვრის №4 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს მთავრობის დადგენილება
დოკუმენტის ნომერი
81
მიმღები ორგანო
საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი
2009-04-14
გამოქვეყნების თარიღი
2009-04-16
სარეგისტრაციო კოდი
00000.00(0).000.000000
,,საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს შექმნის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2005 წლის 20 იანვრის №4 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №81

2009 წლის 14 აპრილი

ქ. თბილისი

,,საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს შექმნის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2005 წლის 20 იანვრის №4 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

1. ,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის შესაბამისად, ,,საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს შექმნის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2005 წლის 20 იანვრის №4 დადგენილებაში (სსმ III, 2005 წელი, №6, მუხლი 71) შეტანილ იქნეს ცვლილება და პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,1. შეიქმნას საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭო შემდეგი შემადგენლობით:

კახა ბაინდურაშვილი – საქართველოს ფინანსთა მინისტრი, საბჭოს თავმჯდომარე

ვაჟა პეტრიაშვილი – საქართველოს ფინანსთა მინისტრის მოადგილე, საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე

დავით თომაძე – საქართველოს ფინანსთა სამინისტროს დავების განხილვის სამსახურის უფროსი

რუსუდან კემულარია – საქართველოს ფინანსთა სამინისტროს ფინანსური პოლიტიკის დეპარტამენტის უფროსი

ზვიად კუკავა – საქართველოს იუსტიციის სამინისტროს რეგისტრაციის, ნოტარიატისა და სამართლებრივი უზრუნველყოფის დეპარტამენტის უფროსის მოადგილე

დავით ლომიძე – საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილე

ნათია მიქელაძე – საქართველოს ფინანსთა სამინისტროს ადმინისტრაციული დეპარტამენტის უფროსი.“.

2. დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

პრემიერ-მინისტრი       ნ. გილაური

კრებსითი — სრული ვერსია