“საქართველოს საგადასახადო შემოსავლების მინისტრის 2000 წლის 30 ოქტომბრის №444 ბრძანებაში “ახალი ფორმის საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურისა და სარეგისტრაციო სერტიფიკატის შემოღების თაობაზე” ცვლილებების შეტანის შესახებ”

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს მინისტრის ბრძანება
დოკუმენტის ნომერი
208
მიმღები ორგანო
საქართველოს ფინანსთა მინისტრი
მიღების თარიღი
2002-07-03
გამოქვეყნების თარიღი
2002-07-09
სარეგისტრაციო კოდი
200.250.000.11.117.005.398
“საქართველოს საგადასახადო შემოსავლების მინისტრის 2000 წლის 30 ოქტომბრის №444 ბრძანებაში “ახალი ფორმის საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურისა და სარეგისტრაციო სერტიფიკატის შემოღების თაობაზე” ცვლილებების შეტანის შესახებ”

სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 200.250.000.11.117.005.398

საქართველოს ფინანსთა მინისტრის

ბრძანება №208

2002 წლის 3 ივლისი

ქ. თბილისი

საქართველოს საგადასახადო შემოსავლების მინისტრის 2000 წლის 30 ოქტომბრის №444 ბრძანებაში “ახალი ფორმის საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურისა და სარეგისტრაციო სერტიფიკატის შემოღების თაობაზე” ცვლილებების შეტანის შესახებ

2002 წლის 10 მაისის №1399-IIს (სსმ №10, 13.05.2002.) საქართველოს კანონიდან “საქართველოს ზოგიერთ საკანონმდებლო აქტში ცვლილებების შეტანის თაობაზე” გამომდინარე, ვბრძანებ:

საქართველოს საგადასახადო შემოსავლების მინისტრის 2000 წლის 30 ოქტომბრის №444 ბრძანებაში “ახალი ფორმის საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურისა და სარეგისტრაციო სერტიფიკატის შემოღების თაობაზე” შეტანილ იქნეს შემდეგი სახის ცვლილებები:

1. სიტყვები “საქართველოს საგადასახადო შემოსავლების სამინისტრო” შეიცვალოს სიტყვებით – “საქართველოს ფინანსთა სამინისტრო”;

2. სიტყვები “საქართველოს საგადასახადო შემოსავლების მინისტრი” შეიცვალოს სიტყვებით – “საქართველოს ფინანსთა მინისტრი”

3. ბრძანების მე-5 პუნქტში სიტყვები “უზრუნველყოფის სამმართველომ უზრუნველყოს” შეიცვალოს სიტყვებით – “უზრუნველყოფისა და საფინანსო სამსახურებმა უზრუნველყონ”;

4. ბრძანების მე-8 პუნქტში სიტყვები “მ. ჩიკვილაძე” შეიცვალოს სიტყვებით – “ი. ზაუტაშვილი”;

5. ბრძანების მე-9 პუნქტში სიტყვები “ნ. ულუმბერაშვილი” შეიცვალოს სიტყვებით – “ლ. ჩრდილელი”.

მ. გოგიაშვილი

 

კრებსითი — სრული ვერსია