“საქართველოს ფასიანი ქაღალდების ეროვნული კომისიის 1999 წლის 2 ნოემბრის №1 დადგენილებით დამტკიცებულ “საბროკერო კომპანიების საწყისი საკუთარი კაპიტალის მიმართ მოთხოვნების შესახებ” წესში ცვლილებების შეტანის თაობაზე”

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს ფასიანი ქაღალდების კომისიის დადგენილება
დოკუმენტის ნომერი
16
მიმღები ორგანო
საქართველოს ფასიანი ქაღალდების კომისია
მიღების თარიღი
2002-06-28
გამოქვეყნების თარიღი
2002-07-11
სარეგისტრაციო კოდი
040.170.280.17.014.005.390
“საქართველოს ფასიანი ქაღალდების ეროვნული კომისიის 1999 წლის 2 ნოემბრის №1 დადგენილებით დამტკიცებულ “საბროკერო კომპანიების საწყისი საკუთარი კაპიტალის მიმართ მოთხოვნების შესახებ” წესში ცვლილებების შეტანის თაობაზე”

სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 040.170.280.17.014.005.390

საქართველოს ფასიანი ქაღალდების ეროვნული კომისიის

დადგენილება №16

2002 წლის 28 ივნისი

ქ. თბილისი

საქართველოს ფასიანი ქაღალდების ეროვნული კომისიის 1999 წლის 2 ნოემბრის №1 დადგენილებით დამტკიცებულ „საბროკერო კომპანიების საწყისი საკუთარი კაპიტალის მიმართ მოთხოვნების შესახებ” წესში ცვლილებების შეტანის თაობაზე

„ფასიანი ქაღალდების ბაზრის შესახებ” საქართველოს კანონის 49-ე მუხლის პირველი პუნქტის “ა” ქვეპუნქტის მოთხოვნის შესაბამისად და საერთაშორისო სტანდარტებამდე საქართველოს ფასიანი ქაღალდების ბაზრის ეტაპობრივად განვითარებისათვის ხელშეწყობის მიზნით, კომისიამ დაადგინა:

1. საქართველოს ფასიანი ქაღალდების ეროვნული კომისიის 1999 წლის 2 ნოემბრის №1 დადგენილებით დამტკიცებულ “საბროკერო კომპანიების საწყისი საკუთარი კაპიტალის მიმართ მოთხოვნების შესახებ” წესში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:

ა) მე-3 მუხლის პირველი პუნქტის მეორე აბზაცი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

“იურიდიული პირის აუდიტებული საწყისი საკუთარი კაპიტალი ქვემოთ ჩამოთვლილი შესაბამისი პერიოდებისათვის არ უნდა იყოს მითითებულ ოდენობაზე ნაკლები:

ამ წესის ძალაში შესვლიდან სამი თვის შემდეგ – 4 000 ლარი

2001 წლის პირველი იანვრის მდგომარეობით – 5 600 ლარი

2002 წლის პირველი იანვრის მდგომარეობით – 7 800 ლარი

2003 წლის პირველი იანვრის მდგომარეობით – 7 800 ლარი

2004 წლის პირველი იანვრის მდგომარეობით – 8 600 ლარი

2005 წლის პირველი იანვრის მდგომარეობით – 10 300 ლარი

2006 წლის პირველი იანვრის მდგომარეობით – 14 400 ლარი

2007 წლის პირველი იანვრის მდგომარეობით – 23 100 ლარი

2008 წლის პირველი იანვრის მდგომარეობით – 38 000 ლარი

2009 წლის პირველი იანვრის მდგომარეობით – 64 700 ლარი

2010 წლის პირველი იანვრის მდგომარეობით – 110 000 ლარი”;

ბ) მე-3 მუხლის მეორე პუნქტის მეორე აბზაცი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„იურიდიული პირის აუდიტებული საწყისი საკუთარი კაპიტალი ქვემოთ ჩამოთვლილი შესაბამისი პერიოდებისათვის არ უნდა იყოს მითითებულ ოდენობაზე ნაკლები:

ამ წესის ძალაში შესვლიდან სამი თვის შემდეგ – 10 000 ლარი

2001 წლის პირველი იანვრის მდგომარეობით – 14 000 ლარი

2002 წლის პირველი იანვრის მდგომარეობით – 19 600 ლარი

2003 წლის პირველი იანვრის მდგომარეობით – 19 600 ლარი

2004 წლის პირველი იანვრის მდგომარეობით – 21 600 ლარი

2005 წლის პირველი იანვრის მდგომარეობით – 25 900 ლარი

2006 წლის პირველი იანვრის მდგომარეობით – 36 200 ლარი

2007 წლის პირველი იანვრის მდგომარეობით – 58 000 ლარი

2008 წლის პირველი იანვრის მდგომარეობით – 95 600 ლარი

2009 წლის პირველი იანვრის მდგომარეობით – 157 800 ლარი

2010 წლის პირველი იანვრის მდგომარეობით – 270 000 ლარი”

გ) მე-3 მუხლის მესამე პუნქტის მეორე აბზაცი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

 „იურიდიული პირის აუდიტებული საწყისი საკუთარი კაპიტალი ქვემოთ ჩამოთვლილი შესაბამისი პერიოდებისათვის არ უნდა იყოს მითითებულ ოდენობაზე ნაკლები:

ამ წესის ძალაში შესვლიდან სამი თვის შემდეგ – 18 600 ლარი

2001 წლის პირველი იანვრის მდგომარეობით – 26 000 ლარი

2002 წლის პირველი იანვრის მდგომარეობით – 36 400 ლარი

2003 წლის პირველი იანვრის მდგომარეობით – 36 400 ლარი

2004 წლის პირველი იანვრის მდგომარეობით – 40 000 ლარი

2005 წლის პირველი იანვრის მდგომარეობით – 48 000 ლარი

2006 წლის პირველი იანვრის მდგომარეობით – 67 300 ლარი

2007 წლის პირველი იანვრის მდგომარეობით – 107 600 ლარი

2008 წლის პირველი იანვრის მდგომარეობით – 177 600 ლარი

2009 წლის პირველი იანვრის მდგომარეობით – 293 000 ლარი

2010 წლის პირველი იანვრის მდგომარეობით – 500 000 ლარი”.

2. ეს დადგენილება ამოქმედდეს მისი გამოქვეყნების დღიდან.

მ. ჯიბუტი

კრებსითი — სრული ვერსია